Category: ახალი ამბები

  • დახურულ საჯარო სივრცეში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა

    დახურულ საჯარო სივრცეში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა

    23 მაისიიდან დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა

    მისი თქმით, ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

    „23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მინდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ”, – განაცხადა ჩიქოვანმა

  • 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

    70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

    70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    თუმცა, მან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ასაკოვან ადამიანებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაცია და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.

    „უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და შინ დარჩნენ,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

    ცნობისთვის, 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.

  • საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

    საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

    აქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

    პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები.

    „დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები.

    წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას. დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას – საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

    დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

    პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ახალი პასპორტის ასაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინონ. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს.

    კანონპროექტის თანახმად, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პასპორტის დაკარგვისას სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვა მოხდა.

    ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე კანონის 20მუხლის 8პუნქტი, რომლის შესაბამისად, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება.

    კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი ხასიათის ნორმას, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება.

    კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელიც მიუთითებს, რომ კანონპროექტის მომზადება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა.

    „გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავენ ის პირებიც, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას – როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს,” – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დმანისის მახლობლად 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მიწისძვრის ბიძგები საქართველოში 17 საათსა და 50 წუთზე დაფიქსირდა

  • დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს

    დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს

    12 მომხრე, ორი წინააღმდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე, ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლედ აირჩიეს.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

    მამულაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ უვადოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში  დანიშნა.

    მამულაშვილი სასამართლოებში სხვადასხვა თანამდებობაზე მანამდეც მუშაობდა, თუმცა მოსამართლე 2017 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი ქართული ოცნების სიით პარლამენტში მოხვდა.

    მამულაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს. მისი თქმით, მამულაშვილი სანამ  მოსამართლე გახდებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3-ჯერ მონაწილეობდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამივეჯერ უარი უთხრა მას მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე.

    “2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვას“ – ამბობს ჯანეზაშვილი და თვლის, რომ ეს ადასტურებს მათიკაშვილის კავშირს   ე.წ. “მოსამართლეთა კლანთან”.

  • ბიძინამ რომ ხეები არ ამოთხაროს, მაგისთვის წაიღო საპატრიარქომ – ჩერგოლეიშვილი ტყის კოდექსის დამტკიცებაზე

    ბიძინამ რომ ხეები არ ამოთხაროს, მაგისთვის წაიღო საპატრიარქომ – ჩერგოლეიშვილი ტყის კოდექსის დამტკიცებაზე

    “ბიძინამ რომ ხეები არ ამოთხაროს, მაგისთვის წაიღო საპატრიარქომ” – ასე გამოეხმაურა  “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე პარლამენტის მიერ დღეს ტყის კოდექსის დამტკიცებას.

    “ბიძინამ რომ ხეები არ ამოთხაროს, მაგისთვის წაიღო საპატრიარქომ – უნახავს თაობებს.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა.

  • ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე 25 მაისიდან 15 ივნისამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე 25 მაისიდან 15 ივნისამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დაწყების გამო, 25 მაისიდან 15 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

    მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

    “ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

    თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის”, – წერია განცხადებაში.

  • პაკისტანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 107-ვე პირი დაიღუპა

    პაკისტანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 107-ვე პირი დაიღუპა

    პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მერის ინფორმაციით, პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლაჰორიდან ყარაჩის მიმართულებით მიფრინავდა, კატასტროფა ცოტა ხნის წინ განიცადა. გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავში 107 პირი იმყოფებოდა.

    ამ დროის მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა, როცა აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი დასახლებულ პუნქტში.

    მომხდარს პაკისტანის პრემიერ – მინისტრი, იმრან ხანი გამოეხმაურა.

    „შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოიძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“, – წერს პრემიერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ  22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა

    საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა

    არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 21 მარტიდან 22 მაისამდე – საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ  22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა.

    კომენდანტის საათის და საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის სულ 7,444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3,000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე 15,000 ლარს შეადგენდა.

    შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ასევე, იხსნება კომენდანტის საათი.