Category: ახალი ამბები

  • სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით – ბოკერია

    სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით – ბოკერია

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით გახსნას. მისი თქმით, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.

    ,,სანამ ტრანსპოირტი არ გაუხსნიათ და ტაქსეზე კიდევ შეზღუდვა აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულ და საშუალო კლასს, არ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფადაა დასაწყები, ახლავე და არა გადადებით, მანამ, ვიდრე „ევროპული საქართველო“ ან სხვა ოპოზიციური პარტია, ან ვინმე აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზრუდვებით, იქნება ეს პირბადე თუ რაოდენობა. ამის გარეშე ვერ მოხდება დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ, ვერ მოხდება ამოქაჩვა იმ ზიანის, რაც ოჯახებმა მიიღეს. პირიქით, დამძიმდება ვითარება იმიტომ, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი მანქანით გადაადგილდებოდეს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ჯდომის შესახებ შეზღუდვა იხსნება. შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე რჩება.

    ასევე, არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტიკარაძის განცხადებით, გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით მუშაობენ. 

  • რაჭის ჰესი სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის – თურნავა

    რაჭის ჰესი სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რაჭის ჰესების პროექტი ამჟამინდელი მდგომარეობით არც მაღალი კაშხლითაა, არც დიდი წყალსაცავით, ამიტომ ის მოსახლეობისთვის და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა.

    “დღევანდელი სახით ეს პროექტი არის სრულიად უსაფრთხო გარემოსთვის, მოსახლეობისთვის. 2014 წლის შემდეგ ამ პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო ჩაფიქრებული, სახე ეცვალა საჯარო განხილვების პროცესში, ეს აღარაა მაღალ კაშხლიანი ჰესი, დიდი წყალსაცავით, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ცოტა უფრო პროფესიონალური იყოს თავიანთ ხედვებში, გამონათქვამებში, ჩახედონ დოკუმენტებს”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

    რაჭის ჰესების კასკადის მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღდეგება. EMC აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. მათი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

    ონის კასკადის მშენებელი კომპანია უარყოფს, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. ასევე, უარყოფენ, რომ კასკადის მშენებლობისთვის მდინარე რიონის დაშრობა იგეგმება.

  • ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

    ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

    საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

    “ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“-განაცხადა ზალკალიანმა.

    შესაბამისად, ის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ტოვებს.

  • მივესალმებით ორი ბატონის შეწყალებას ზურაბიშვილის მიერ, გაბედული ნაბიჯია – გერმანიის ელჩი

    მივესალმებით ორი ბატონის შეწყალებას ზურაბიშვილის მიერ, გაბედული ნაბიჯია – გერმანიის ელჩი

    საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

    “ელჩები მოქმედებენ როგორც ფასილიტატორები, რაც იმას ნიშნავს იმას რომ მხარეებს ერთად ვუყრით გავს. ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას რომელსაც მიაღწიეს. ასევე მივესალმები ორი ბატონის შეწყალებას პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ეს არის გავედული ნაბიჯი. იმედი მაქვს შეთანხმება სრულად შესრულდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს სწორედ მათი პასუხისმგებლობაა”, — თქვა ელჩმა.

    ჰუბერტ ქნირშმა ასევე აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხების ტექსტი მარტივად გასაგებია და ეს არ არის დიპლომატიური ენა.

    “ეს ნამდვილად არ არის დიპლომატიური ენა. თუ წაიკითხავთ მას, ძალიან მარტივად გასაგებია. გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეხედეთ ტექსტს და ნახავთ, რომ მეტ კითხვას გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ელჩმა.

  • ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ იქნება – რატიანი

    ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ იქნება – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 2 კვირაა კლინიკას კორონავირუსით ინფიცრებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

    მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სამშაბათისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება.

    “ბოლო ორი კვირაა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ველოდებით ყველას გამოჯანმრთელებას. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას კოვიდინფექცია არ აქვს, აქვს ქრონიკული პათოლოგიები და ამიტომ რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც წვანან, კოვიდინფიცირებული, არც ერთთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება”, – ამბობს ლევან რატიანი.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 495, ხოლ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

  • ტურისტებს ალბათ მოუწევთ დადასტურება, რომ ბოლო 3 დღეში გამოკვლეული არიან და პასუხი უარყოფითია – გამყრელიძე

    ტურისტებს ალბათ მოუწევთ დადასტურება, რომ ბოლო 3 დღეში გამოკვლეული არიან და პასუხი უარყოფითია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას სავარაუდოდ მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი PCR ტესტით უარყოფითია.

    გამყრელიძის თქმით, ტურისტების მიღება საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. კოვიდის პასპორტთან იქნება მიდევნების აპლიკაცია და სხვა მექანიზმებიც.

    ,,პირობები, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.

    ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“- თქვა გამყრელიძემ.

    დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ბალტიის ქვეყნებთან ტურისტული მიმოსვლა აღდგეს, რაზეც ავიაკომპანია “ვიზეარიც” მზადყოფნას აცხადებს.

  • ეკლესიას არაფერი ახალი არ გადაეცემა – ვოლსკი 20 ჰა-მდე ტყეების გადაცემის კანონპროექტზე

    ეკლესიას არაფერი ახალი არ გადაეცემა – ვოლსკი 20 ჰა-მდე ტყეების გადაცემის კანონპროექტზე

    საქართველოს უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ეკლესიას ,,არაფერი ახალი არ გადაეცემათ”. ვოლსკი ამბობს, რომ ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მათ ტყეები და მიწების გასანადგურებლად გადაეცათ.

    “არაფერი ახალი არ გადაეცემა, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მიმართულება. ახალი არაფერი არ არის, ეკლესია ფლობს გარკვეულ მიწებს. აქ არის სამართლებრივ სისტემაში ცვლილება, ახალი კანონის მიხედვით მოყვანა, რაც ფაქტობრივად არსებობს. ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მიწები ან ტყეები გადაეცეს გასანადგურებლად და გასავერანებლად, რასაც “ნაცმოძრაობა” აკეთებდა წლების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

    დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საქართველოში მდებარე ეკლესია-მონასტებთან არსებული 20 ჰექტრამდე მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითვალისწინებს.

    კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება, წესების დადგენაზე ვმუშაობთ – ტიკარაძე

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება, წესების დადგენაზე ვმუშაობთ – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ტიკარაძის განმარტებით, ამ მიმართულებით გარკევული წესების დადგენაზე მუშაობენ.

    ,,რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას მივცეთ რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის.

    ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით და ასევე, ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ავტომობილით 3 მგზავრზე მეტის შეზღუდვის მოხსნა მნიშვნელოვნად გააადვილებს მოქალაქეების გადაადგილებას.

  • საგანგებო მდგომარეობა უქმდება – რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან და რა – დარჩება

    საგანგებო მდგომარეობა უქმდება – რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან და რა – დარჩება

    დღეიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა შეზღუდვების დიდი ნაწილი ძალაში რჩება.

    რომელი შეზღუდვები იმოქმედებს:

    • საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
    • საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე;
    • რესტორნებსა და კაფე-ბარებზე ადგილზე მომსახურეობით;
    • სავაჭრო, სპორტული-გამაჯანსაღებელი ცენტრებზე;
    • სავალდებულოდ დარჩება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება;
    • ჩაკეტილი დარჩება ბოლნისის 2 სოფელი – მუშევანი და გეტა.

    გარდა ამისა, დღეს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტის მე-2 და მე-3 მოსმენა გაიმართება. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, საგანგებოს გარეშე შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    რომელი შეზღუდვები გაუქმდება ხვალიდან:

    • დღეს 24:00 საათიდან კომენდანტის საათი იხსნება. ის დღის განმავლობაში მხოლოდ 21:00 საათიდან 24:00 საათამდე, 3 საათით იმოქმედებს.
    •  იხსნება შეზღუდვა მანქანაში 3 ადამიანზე მეტის მგზავრობის შესახებ. მისი დაცვა მხოლოდ ტაქსებს მოუწევთ.
  • ბოლნისის 2 სოფელში, დაახლოებით, იტალია ხდება – იმნაძე

    ბოლნისის 2 სოფელში, დაახლოებით, იტალია ხდება – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ბოლნისის ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დაახლოებით იტალიის მსგავსი სიტუციაა.

    ,,ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც, პრაქტიკულად, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ, დაახლოებით, იტალია ხდება. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტროლი, მითუმეთეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მერე რა გზებით, რა საშუალებებით, მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი”, — განუცხადა იმნაძემ რუსთავი 2-ს.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 გარდაიცვალა, 495 გამოჯანმრთელდა.