Category: ახალი ამბები

  • ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად – გახარია

    ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია, ამიტომ ნორმალურ ქვეყანაში ყველა ერთად დადგებოდა.

    „რეალურად ახლა რაც ხდება მუშევანში, როდესაც მოსახლეობას ასე პირდაპირ მივდივართ და ვტესტავთ და დაახლოებით 30% ამოვარდა ინფიცირებულების, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში, დიდი მუშევანიაო ბატონმა პაატამ თქვა გუშინ. ასეთი რაღაცები როცა ხდება რეგიონში და ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვოპერირებთ, საერთოდ ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ორ ფრონტზე ვიბრძოდით, გუშინ გაგვეხსნა ახალი ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გახარია

    ორ ფრონტზე ვიბრძოდით, გუშინ გაგვეხსნა ახალი ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გახარია

    გიორგი გახარია საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტის შესახებ ოპოზიციის კრიტიკაზე ამბობს, რომ პოლიტიკური მასკარადის ახალი ფრონტი გაიხსნა.

    მისი თქმით, ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვისაა საჭირო.

    “ზუსტად 2 თვის შემდეგ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია.

    ,,გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი- პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ერთმნიშვნელოვნად მინდა ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები“, – განაცხადა გახარიამ.

    პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების კანონპროეტს გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

    მეორე და მესამე მოსმენა და საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.

    მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

  • ავადმყოფობა ბევრ რამეში გზღუდავს, თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს – კახაძე

    ავადმყოფობა ბევრ რამეში გზღუდავს, თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს – კახაძე

    უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მთავრობას უნდა მიეცეს უფლება, ლოკალური გამოწვევების დროს ოპერატიულად იმოქმედოს, რათა ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

    „თითოეული ჩვენთაგანი პოტენციური პაციენტია. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მე პოტენციურად ავადობის გამავრცელებლად ვითვლები, ნებსით თუ უნებლიედ, მათი დამაავადებელი და ამ პანდემიის გამავრცელებელი გავხდები, ანუ მისი მსახური. რასაკვირველია, ჩემი იზოლირება ჩემს უფლებებს ნაწილობრივ შეზღუდავს, მაგრამ ათასჯერ ძლიერდება ჩემს მიმართ მზრუნველობა, როგორც სამედიცინო სამყაროს მხრიდან, ასევე ის დაცვითი ფუნქციები, რომელიც მე არამხოლოდ გამომაჯამრთელებს, არამედ უსაფრთხოდ გამომიყვანს სამოღვაწეო ასპარეზზე.

    იმაზე აპელირება, რომ აი, „ადამიანის უფლება ილახება და იზღუდება“, დიახ, ავადმყოფობა ასეთი რამეა. ბევრ რამეში გზღუდავს და თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს კიდეც. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რისკები მინიმიზირებული გავხადოთ. ჩვენი ეს ინიციატივაც იმით იყო განსაზღვრული, რომ ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს მიეცეს უფლება, ლოკალური გამოწვევების დროს ოპერატიულად იმოქმედოს ყველა იმ დაცვითი ფუნქციით, რაც მას საშუალებას აძლევს, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაიცვას“,- თქვა ლადო კახაძემ.

    პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების კანონპროეტს გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

    მეორე და მესამე მოსმენა და საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.

    მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

  • ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა იხსნება, გარდა ტაქსებისა – გახარია

    ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა იხსნება, გარდა ტაქსებისა – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ჯდომის შესახებ შეზღუდვა იხსნება.

    მისი თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე.

    „მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობიო საშუალებაში გაუქმდეს“,- განაცხადა გახარიამ.

  • მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ – ნათია თურნავა

    მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ – ნათია თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრაგი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღადგინოს.

    მისივე თქმით, ამისთვის ავიაკომპანია “ვიზეარიც” მზადყოფნას გამოთქვამს.

    ,,ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის”,- განაცხადა თურნავამ.

    მინისტრი აღნიშნავს, რომ ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

    ,,ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში მოლოდინები გაიდლანებსა და პროტოკოლებთან მიმართებაში, კერძოდ, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შემოვა უცხოელი ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გავა საზღვარგარეთ. კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ”,- ამბობს ნათია თურნავა.

  • შსს-მ დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავა

    შსს-მ დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავა

    დედაზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ტყიბულში კაცი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, დედას – 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

    დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 დაინფიცირდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 დაინფიცირდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევების რაოდენობა 723-მდე გაიზარდა.

    დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი, ჯამში – 495. ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კორონავირუსისგან ქვეყანაში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316 პირი.

  • ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ – კიზინგერი

    ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ – კიზინგერი

    ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, ნატოში მივიღოთ, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა.

    რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, გუშინ, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატო–ში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

  • კარგი იქნება, თუ გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გააგრძელებს – კობახიძე

    კარგი იქნება, თუ გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გააგრძელებს – კობახიძე

    უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა არის ჩემთვის ზუსტად გოიმობა და ეს სურათია ზუსტად წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში , – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას რატომ გამოიყენა სიტყვა გოიმი ოპოზიციის მისამართით.

    როგორც კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციის წარმოამდგენლებს, სიტყვა-გოიმი, „ძალიან ეტკინათ“.

    „ეს არის საერთო აღქმა მათი საუბრის, მათი თითოეული მოქმედების, რასაც ისინი აკეთებენ, ვიზუალური ეფექტი, რაც ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. აი, ეს სიტყვა ასახავს ზუსტად, ზედმიწევნით ამ საერთო სურათს. ეს არის აღქმის საგანი და ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საზოგადოების აღქმას და ძალიან ეტკინათ ეს სიტყვა ოპოზიციის წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.

    ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, „ძალიან კარგი იქნება, თუ გააგრძელებს გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გიგა ბოკერია“

    „საოცარია ეს ყველაფერი“, -დასძინა კობახიძემ.

    კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ტერმინ – „პოლიტიკურ გოიმებში“ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, კობახიძემ აღნიშნა, რომ აქ საუბარი იყო საერთო სურათზე.

    „იმიტომ იყო საუბარი ოპოზიციაზე, რომ აქ არ არის საუბარი ინდივიდუალურ შეფასებაზე. მე გიგა ბოკერია არ ვარ, რომელიც ინდივიდს უწოდებს, მაგალითად, კლოუნებს. ასეთ სიტყვებს ხშირად იყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ასეთი ეპითეტის გამოყენება სწორი არ არის. საუბარი იყო საერთო სურათზე, რომელიც წარმოდგენილია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში და ეს არის საზოგადოების საერთო აღქმა. ძალიან მძიმე არის სურათი, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. მაგალითად, ნახეთ სურათი, როგორ აუწია ხელები ოქრუაშვილს უგულავას, იმ ორ პოლიტიკოსს, რომელსაც რა სიტყვებით ამკობდა მანამდე ნათელაშვილი და პირიქითაც, ძალიან კარგად გახსოვთ. აი, უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა, ღირსების არ არსებობა არის ჩემთვის ზუსტად გოიმობა და ზუსტად, ეს სურათია წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის ოფისში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • გურიაში მამამ შვილი მოკლა

    გურიაში მამამ შვილი მოკლა

    საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში – სოფელ განახლებაში მამამ შვილი მოკლა. 30 წლამდე კაცს ცხრა ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    მამა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით  არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.