Category: ახალი ამბები

  • დღეს, 00:00 საათიდან საგანგებო მდომარეობა გაუქმდა.რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა ძალაში

    დღეს, 00:00 საათიდან საგანგებო მდომარეობა გაუქმდა.რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა ძალაში

    23 მაისის ღამის თორმეტი საათიდან უქმდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები. ნახეთ რისი უფლება გაქვს დღეიდან და რა გეკრძალებათ:

    1. 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

    2.  უქმდება 3 კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და რჩება მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.

    3. ასევე, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი არიან მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, მთავრობა მიმართავს რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში.

    4.  რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.

    5. ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია Covid-19-თან ბრძოლისთვის.

    23 მაისის შემდეგაც კვლავ ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ასევე, ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა – გარდა ონლაინ ვაჭრობისა; ასევე, შეზღუდული რჩება ე. წ. მოლების და ბაზრობების ფუნქციონირება (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ); ასევე, სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ასეთი ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა. ასევე, ზოგიერთი სახელმწიფო სერვისი კვლავ განხორციელდება დისტანციურად.

    ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

    ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა – სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

    შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე. ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, და გადაწყვეტილებებს მიიღებს  ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

  • “ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის“ – ამირან გამყრელიძე

    “ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის“ – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი “ღამის კურიერში” სტუმრობისას აცხადებს, რომ სანამ ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, მოქალაქეებმა მხოლოდ 10-კაციანი ქორწილები უნდა გადაიხადონ.

    “ქორწილს შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით, 10 კაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვემს საშუალებას. კორონავირუსმა ძალიან კარგად გვასწავლა დღეს ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელს, ამასაც გვაწავლის, რომ ზოგჯერ, ზღვარს გადასული, თუმცა ძალიან კარგი ტრადიცია, ასე ავღნიშნით,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

  • “ვირუსსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას.მას გასამრავლებლად ცოცხალი უჯრედი სჭირდება“–პაატა იმნაძე

    “ვირუსსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას.მას გასამრავლებლად ცოცხალი უჯრედი სჭირდება“–პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსს ადამიანების სიკვდილიანობა არ აწყობს, რადგან ვირუსს გასამრავლებლად ცოცხალი უჯრედი სჭირდება.

    გადაცემა Covid19–ში პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ  ყველა სხვა ვირუსები, რომლებიც არსებობს, ისინიც 300 ან 400 წლის წინ ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა, ხოლო შემდეგ მათი არსებობა ჩვეულებრივად აღიქმება.

    „თუ ფილოსოფიურად მივუდგებით კორონავირუსის საკითხს, იმ ვირუსსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას. თუ ვირუსმა დაკარგა ცოცხალი უჯრედი ვეღარ იცხოვრებს იმიტომ, რომ ვირუსი უნდა შეიჭრას ცოცხალ უჯრედში და ამ ცოცხალი უჯრედის ხარჯზე გამრავლდეს. თუ მას აღარ დახვდება ცოცხალი უჯრედი ის უბრალოდ ვირუსით მოკვდება იმიტომ, რომ ვეღარ გამრავლდება. ყველა გაციება რომ ვიანგარიშოთ, ზოგ სეზონზე 10%-მდე ადის ხოლმე კორონავირუსის წილი და ისინიც ასე 300-400 წლის წინ ცხოველებიდან გადმოვიდნენ ადამიანებზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • პრეზიდენტის გადაწვეტილება არის უსამართლო – თეა წულუკიანი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    პრეზიდენტის გადაწვეტილება არის უსამართლო – თეა წულუკიანი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხება, იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ორივე მათგანის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.

    “მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან  მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

    თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

    “როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ  სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • ლოგიკას ვერ ვხედავ, მას შემდეგ რაც მიაღწიეს ყველაფერს, რაც სურდათ, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცლილებებს – თეა წულულიანი ოპოზიციაზე

    ლოგიკას ვერ ვხედავ, მას შემდეგ რაც მიაღწიეს ყველაფერს, რაც სურდათ, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცლილებებს – თეა წულულიანი ოპოზიციაზე

    ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭირონ მათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს.

    აღნიშნული განცხადება თეა წულიკიანმა “ღამის კურიერში” გააკეთა.

    “მე ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, მას შემდეგ, რაც მათ მიაღწიეს ყველაფერს, რაც სურდათ, რატომ არ უნდა უყარონ დადებითად კენჭი მათთვისვე სასურველ საკონსტიტუციო ცვლილებებს?!” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

     

     

  • გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

    გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

    “გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა”- წერს ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

    “გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი მაქვს მოტეხილი და დიდი ზომის ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ))))) სად წავიდე ,რა გავაკეთო,აღარ ვიცი)))”- წერს ინგა გრიგოლია.

     

  • პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი გადარჩა

    პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი გადარჩა

    პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

    „შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“,-პაკისტანის პრემიერ – მინისტრი, იმრან ხანი

    თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 გადარჩენილის შესახებ. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

     

  • “ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია“–სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს Covid19-ის ქართული სტატისტიკა აეჭვებს

    “ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია“–სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს Covid19-ის ქართული სტატისტიკა აეჭვებს

    სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაში დიდი სხვაობის ახსნას ცდილობს.

    დღეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ინიცირებულ ონლაინ განხილვაზე მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში დღემდე მოქმედებს უფრო მკაცრი და ორგანიზებული შემზღუდავი ზომები, რომლებიც ამავე დროს გავლენას ახდენს ფასების ინფლაციაზე და ვალუტის კურსზე. ამასთან როგორც ტოროსიანმა აღნიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის განსხვავებებია კორონავირუსთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდოლგიაზე.

    ამავე დროს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს:

    „როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ – განაცხადა მინისტრმა.

    ტოროსიანმა დღეს რამდენიმე კითხვა დასვა:  გამოიყენება თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

    Arminfo-ს ცნობით, ორი ქვეყნის შედარებისას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა ქართულზე ძლიერია:

    „საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი თვალსაზრისით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

    Arminfo-ს თანახმად, არსენ ტოროსიანი დაინტერესდა იმითაც, შეძლებენ თუ არა საქართველო და სხვა ქვეყნები კოვიდ-19-ის გავრცელების არსებული მონაცემების შენარჩუნებას ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ.

    სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5928 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2874, გარდაცვლილია – 74.

    საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 723 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 495, გარდაცვლილია – 12.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა რჩება

    საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა რჩება

    პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანპსორტზე შეზღუდვები რჩება, როგორც ქალაქებში, ასევე, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზეც.

    მისი განცხადებით, ხვალ, 23 მაისიდან იხსნება შეზღუდვა 70 წელს ზევით მოქალაქეებისთვის და სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

    რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან

  • რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან

    რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს თუ რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან . როგორც ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვა რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებზე, კაფე-რესტორნებში მომხმარებლების ადგილზე მომსახურებაზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე.

    ძალაშია შემდეგი შეზღუდვები:

    • რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურება;
    • ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
    • ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზრუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
    • ასევე შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.
    • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.

    აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

    “შეგახსენებთ, რომ ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წამორდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო. ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე”, – განაცხადა ჩიქოვანმა.