Category: ახალი ამბები

  • ჯანმო ეპიდემიის ახალ ეპიცენტრს ასახელებს

    ჯანმო ეპიდემიის ახალ ეპიცენტრს ასახელებს

    ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაცია, ეპიდემიის ახალ ეპიცენტრს ასახელებს. ჯანმოს ინფორმაციით სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა.

    „სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში იზრდება შემთხვევათა რაოდენობა. ეს ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია“, – განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

    მისივე თქმით, ბრაზილიაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამაზონელების ინფიცირება, რომლებიც კორონავირუსმა ქვეყანაში ყველაზე მეტად დააზარალა.

    „დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, – აღნიშნა რაიანმა.

    ცნობისთვის, ბრაზილიამ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევებით რუსეთს გადაასწრო და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

     

  • ჩოხატაურში ბანკომატის გაძარცვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს  (ვიდეო)

    ჩოხატაურში ბანკომატის გაძარცვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს (ვიდეო)

    ჩოხატაურის მუნიციპალტეტის სოფელ კოხნარში ბანკომატის გაძარცვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს.  ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი. შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

    მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში ხეები მოგლიჯა

    ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში ხეები მოგლიჯა

    ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჭიაურსა და გიორგეთში ალვის ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენები და ინტერნეტის კაბელები.

    ჭიაურის თემში მერის წარმომადგენელმა თანანა ხვედელიძემ განაცხადა, რომ დაზიანებულია სოფელში შემავალი ელექტროენერგიის მთავარი კაბელი. მისი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

    22 მაისს, საღამოს, სეტყვა იყო ახმეტაში, თუმცა ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, ზიანი, ფაქტობრივად, არ არის.

    წყარო: რადიო თავისუფლება

  • კახეთში ცოლზე ძალადობისთვის კაცი დააკავეს

    კახეთში ცოლზე ძალადობისთვის კაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

    რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, თუმცა ჟანგბადდამოკიდებული არც ერთი არ არის და მათი მდგომაროება გაუმჯობესებულია.

    “5 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 14 კი – გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 207 პაციეტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით მეტია. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის უკვე არსებული დაავადებულების კონტაქტი, 2 არის საკარანტინე სივრციდან. ჩემთვის როგორც ცნობილია, კრიტიკული არც ერთი არ არის და დანარჩენი გამოჩნდება. ჩვენთან 5 ახალი შემთხვევიდან არც ერთი პაციენტი არ შემოსულა. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა და ახლა 34 პაციენტი გვყავს, გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი არ არის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც პროგნოზულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომაროების გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • ჯარიმების და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი საგანგებოსთან ერთად დასრულდა.

    ჯარიმების და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი საგანგებოსთან ერთად დასრულდა.

    საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული,ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მოსახლეობას იმ ჯარიმების გადახდა გადაუვადდა, რომლებიც მანამდე ჰქონდათ გამოწერილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

    ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ .

    შსს–ს ინფორმაციით, ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, “ერთი ფანჯრის” პრინციპით შესთავაზებენ.

    ამასთანავე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე – 2414242 ან ელექტრონული ვებგვერდის – www.police.ge-ის მეშვეობით.

    1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც “ერთი ფანჯრის” პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს.

     

    პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულა შენობა, ჩამსხვრეულია შუშები და ასევე დაზიანებულია ბანკომატი.

    საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

  • კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თამარაშვილზე. მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულა ავრცელებს.ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

     

  • “ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება“–ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

    “ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება“–ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

    საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს, რომელმაც  საქართველოს სტატისტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ საქართველოდან  სომხეთში ჩასულ არაერთ პირს დაუდგინდა ინფექცია. შესაბამისად, არსენ ტოროსიანი ვარაუდობს, რომ საქართველოში ბევრად მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები ასახავს.

    ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი ტოროსიანმა მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, საქართველოს დაავადებული მოქალაქეების შესახებ საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინათ.

    “ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება, იმიტომ რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდგინდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები,” – განაცხადა გამყრელიძემ ღამის კურიერში.

  • თბილისში კომენდანტის საათის გაუქმებას ფეიერვერკებით შეხვდნენ (ვიდეო)

    თბილისში კომენდანტის საათის გაუქმებას ფეიერვერკებით შეხვდნენ (ვიდეო)

    23 მაისის ღამის თორმეტი საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა. თბილისის სხვადასხვა უბანში ამ  ფაქტის აღსანიშნავად ფეიერვერკები გააუშვეს. ღამის თორმეტი საათიდან ქალაქში ავტომობილებიც გააქტიურდნენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები თბილისის სხვადასხვა უბნიდან წერენ, რომ ფეიერვერკები თბილისის თითქმის ყველა უბანში ისროლეს.

    ნახეთ რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ