Category: ახალი ამბები

  • სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს – ცერცვაძე

    სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს – ცერცვაძე

    სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს”- ასე გამოეხმაურა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეეხება, არაკორექტულს უწოდებს.

    „არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. იმ ფონზე, როდესაც 22 მაისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ19“-ის 6302 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 77 გარდაიცვალა, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. ჩვენ ვეპატიჟებით არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

    ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

  • საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმების გადასახდელად დროის ათვლა დაიწყო

    საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმების გადასახდელად დროის ათვლა დაიწყო

    საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

    მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი სრულად იცავს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

    ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, “ერთი ფანჯრის” პრინციპით შესთავაზებენ.

    ამასთანავე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე – 2414242 ან ელექტრონული ვებგვერდის – www.police.ge-ის მეშვეობით.

    1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც “ერთი ფანჯრის” პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

  • ექიმების მითითებას ველოდებით, ჩვენ მზად ვართ –  კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

    ექიმების მითითებას ველოდებით, ჩვენ მზად ვართ – კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

    “ექიმების მითითებას ველოდებით, ჩვენ მზად ვართ”- ამის შესახებ, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, სრულ მზადყოფნაშია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასამოქმედებლად.

    “აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე, არ უნდა გაგვათამამონ ჩვენ ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ ნელა ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით. როდესაც იქნება მითითება საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობაზე, მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას.”- განაცხადა კალაძემ.

  • ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მორწმუნეებს საკუთარი სივრცე დაუთმო

    ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მორწმუნეებს საკუთარი სივრცე დაუთმო

    ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მლოცველებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო მეჩეთებში ვეღარ ლოცულობენ, საკუთარი სივრცე დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

    გერმანიამ რელიგიური მსახურება 4 მაისიდან დასაშვები გახადა,თუ ისინი დაიცავდნენ  მინიმუმ 1.5 მეტრიან სოციალურ დისტანციას. ამის შემდეგ დარ ასალამის მეჩეთმა, რომელიც ნოიკელნის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ მორწმუნეების ნაწილის მიღება შეძლო. დახმარების მიზნით, მართა ლუთერანის ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო.

    მეჩეთის იმამმა განაცხადა რომ, ეს საოცარი სიმბოლური ჟესტია და პანდემიამ კრიზისის პირობებში საზოგადოება გააერთიანა.

    “ეს შესანიშნავი სიმბოლური ჟესტია. რამადანს სიხარული მოაქვს ასეთი კრიზისის პირობებშიც კი. პანდემიამ ჩამოგვაყალიბა, როგორც საზოგადოება და გაგვაერთიანა”, – განაცხადა მეჩეთის იმამმა.

  • უგზოუკვლოდ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ოჯახი ერთი კვირაა ეძებს

    უგზოუკვლოდ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ოჯახი ერთი კვირაა ეძებს

    უკვე ერთი კვირაა 29 წლის ლუკა კვებლიანს ოჯახი ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 16 მაისს გავიდა. ის ბოლოს დაახლოებით 15 საათზე ჭიათურიდან საჩხერის მიმართულებით გადაადგილებისას ნახეს.

    ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. მამაკაცი გადაადგილდებოდა ფეხით. ლუკა კვებლიანის სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    თუ ფლობთ ინფორმაციას ლუკა კვებლიანის შესახებ, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს ან დარეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე – 595 328 000

  • აქციის ჩატარება უკვე შესაძლებელია

    აქციის ჩატარება უკვე შესაძლებელია

    23 მაისიდან კანონით დასაშვები გახდა  შეკრება და მანიფესტაცია. მიუხედავად მოხსნილი შეზღუდვებისა, ხელისუფლებას შეუძლია მოხსნილი შეზღუდვების კვლავ დაწესება. გამოქვეყნებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

    გუშინ 22 მაისს მმართველმა პარტიამ 81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

    ნახეთ რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა ძალაში

  • სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა

    სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა

    სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, გარდა მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, 17 აპრილიდან იყო აკრძალული.

    ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

    შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან აღარ მოქმედებს.

  • ბრიტანეთში ჩასულებს 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. დამრღვევები დაჯარიმდებიან

    ბრიტანეთში ჩასულებს 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. დამრღვევები დაჯარიმდებიან

    ბრიტანეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში დაავალდებულებს ბრიტანეთში ყველა ჩამსვლელს როკვირიანი იზოლაცია დაიცვას. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განაცხადა. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის ჯარიმა 1000 ფუნტი სტერლინგია.

    ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს უფლება მიეცემათ რეჟიმის დაცვის მოთხოვნის შესრულების მოულოდნელი შემოწმებები ჩაატარონ.

    ახალი წესები 8 ივნისიდან ამოქმედდება. ის ეხება როგორც უცხოელებს, ასევე ბრიტანელებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

    კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ბრიტანეთში 36 393–ს მიაღწია.

    ეპიდემიის მეორე ტალღის წინააღმდეგ მიღებული დამატებითი ზომების ფარგლებში შემოდის ანკეტის სავალდებულო შევსების მოთხოვნა, რომელშიც ბრიტანეთში თვითმფრინავით, ბორნით ან მატარებლით ჩასულმა ადამიანმა უნდა მიუთითოს ყველა საკონტაქტო მონაცემი.

    მათ სასაზღვრო სამსახურს უნდა აცნობონ მისამართი, რომელზეც აპირებენ თვითიზოლაციის ორი კვირა გაატარონ, ან სახელმწიფოს მიერ დროებით გამოყოფილ საცხოვრებელში საკუთარი ხარჯებით უნდა გაემგზავრნონ.

    გამონაკლისი იქნება მხოლოდ შორეული რეისების მძღოლებისთვის, ექიმებისთვის და ირლანდიის რესპუბლიკიდან ჩასული პირებისთვის.

    საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩასულებს საყოველთაო წესის დაცვა მოუწევთ, თუმცა ადრე ვარაუდობდნენ, რომ გამონაკლისი მათაც შეეხებოდა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. 23 მაისს საქართველოში ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს

  • ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს – მარინა ეზუგბაია

    ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს – მარინა ეზუგბაია

    მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტი თბილისის ინფექციურში არ ჰყავთ.

    “კრიტიკული არც ერთი არ არის და დანარჩენი გამოჩნდება. ჩვენთან 5 ახალი შემთხვევიდან არც ერთი პაციენტი არ შემოსულა. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა და ახლა 34 პაციენტი გვყავს, გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი არ არის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც პროგნოზულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომაროების გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.