Category: ახალი ამბები

  • მგზავრს  გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ შეუძლია

    მგზავრს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ შეუძლია

    ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით  გაუქმდა მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის განმავლობაში მოუწევთ.  აღნიშნული საკითხი სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №90 ბრძანებით რეგულირდება.

    „ავიაგადამზიდველები, რომელთა ფრენები გაუქმდა ახალი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, გათავისუფლდნენ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების მოთხოვნებისგან. აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღიდან 2 თვის განმავლობაში“, აღნიშნულის ლევან კარანაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

    რაც შეეხება მგზავრს, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.

     

    წყარო : GHN.GE

  • TikTok-ში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღარ იძებნება

    TikTok-ში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღარ იძებნება

    სოციალურ ქსელ TikTok-ში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღარ იძებნება. ამის შესახებ ინფორმაციას ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ზვიად აძინბაია ავრცელებს.

    ცნობისთვის, თავდაპირველად TikTok-ზე რეგისტრაციისას, დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მითითებული რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი.

    “პარასკევი შესანიშნავად დასრულდა. ტიკ-ტოკმა ჩვენება შეცვალა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის არ არიან მათ პლატფორმაზე. დიდი მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა თქვენგანს, ვინც ეს გულთან ახლოს მიიტანეთ. ცალკე მადლობა Robby Delaware-ს, რომლის დახმარება ინსტრუმენტული იყო ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაში.

    ამით არ მორჩება ყველაფერი. ტიკ-ტოკი რჩება საეჭვო პლატფორმად. მასზე და სხვა ქსელებზე განვაგრძობთ თვალყურის დევნებას, რომ არავინ შეიტანოს ეჭვი იმ იდეაში, რომ გალში ჯაზს დავუკრავთ”, – წერს  ზვიად აძინბაია.

     

  • სკანდალი ზუგდიდის სკოლაში: მასწავლებლის ფეისბუქ სტატუსს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს

    სკანდალი ზუგდიდის სკოლაში: მასწავლებლის ფეისბუქ სტატუსს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს

    ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ფეისბუქ პოსტს მწვავე რეაქცია და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრება მოჰყვა. ქიმიის მასწავლებელმა, ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს  გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც მეთორმეტე კლასელებს ემშვიდობებოდა.  როგორც მასწავლებელი წერდა,   სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:

    “ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”- წერდა სოციალურ ქსელში ხათუნა ქვარცხავა. მან პოსტი მალევე წაშალა, თუმცა სტატუსს მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შორის სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან.

    ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტი იმსჯელებს, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.

    ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა აცხადებს, რომ მან თავად გადასცა დისციპლინარულ კომიტეტს ქიმიის მასწავლებლის საკითხი განსახილველად, რადგან მსგავსი ქმედება მასწავლებელს არ ეკადრება:

     

    “ჩემთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის, როგორც მასწავლებლისთვის მიუღებელია. მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა და მასწავლებელს არ ეკადრება მსგავსი ქმედება. დისციპლინარულ კომიტეტს გადავეცი თავად მე, განსახილველად და შესასწავლად საკითხი , რომელიც ორშაბათს შეიკრიბება და დაიწყებს განხილვას,”- აცხადებს ნინო გოგინავა

     

    სკანდალური ფეისბუკპოსტის ავტორი მასწავლებელი ხათუნა ქვარცხავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მოსწავლეები უყვარს, თუმცა ძველი წყენა გაახსენდა.ის ამობს, რომ პოსტის გამოქვეყნებას ნანობს .

  • ქარმა თბილისში ხეები მოგლიჯა და მანქანები დააზიანა

    ქარმა თბილისში ხეები მოგლიჯა და მანქანები დააზიანა

    ძლიერი ქარი თბილისში – დედაქალაქის რამდენიმე უბაში მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და სარეკლამო ბანერები.

    მოქალაქეების თქმით, ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა.

    სადგურის მოედანზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გვერდით მდგომ 3 მანქანას დაეცა. ორივე ავტომობილი დაზიანებულია.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი სავაჭრო ცენტს “თერგთან”  მოხდა.

    დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, დაზიანებულია სამი მანქანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

  • მახინჯაურის  უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

    მახინჯაურის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. დააკავეს.

    დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • საგანგებო ზომები უნდა  ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ – ცერცვაძე

    საგანგებო ზომები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ – ცერცვაძე

    როგორმე უნდა მოვახერხოთ და შეზღუდვების მოხსნა ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა გადავამლაშოთ, რომ აი, მოიხსნა შეზღუდვები და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    „კლასტერების ნარჩენები რომ არის, თუ მათი ნეიტრალიზება შევძელით, თუ არ გვექნება კერები, მაშინ ხალხის გარეთ გამოსვლა არ მოიტანს უარყოფით შედეგს. ამიტომ ჩვენი ეპიდემიოლოგები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ კერები სადაც არის, ის კონტაქტები იქნეს ბოლომდე მოძიებული და ის იქნეს განეიტრალებული, რომ როცა ხალხი გამოვა, იქნება ეს ქუჩაში, მაღაზიაში, თუ ტრანსპორტში, არავინ იყოს ისეთი, ვისგანაც გადაედება.

    ასევე, როგორმე უნდა მოვახერხოთ და შეზღუდვების მოხსნა ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ანუ არ უნდა გადავამლაშოთ და მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ აი, მოიხსნა შეზღუდვები და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და რასაც ჩვეულებრივ დროს არ ვაკეთებ, იმაზე მეტს გავაკეთებ. მე ვიტყოდი, რომ თვითცენზურა უნდა შევინარჩუნოთ. ის, რაც აქამდე აკრძალული იყო და ამიტომ ვერ ვაკეთებდით, ახლა აკრძალვის გარეშე, საკუთარი შეგნების გამო არ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სხვა საქმეა, როცა გიკრძალავენ, რომ 21:00 საათის მერე გარეთ არ უნდა გამოხვიდე. ეს ერთგვარად დამთრგუნველია, იქნებ საქმე გაქვს და გამოდიხარ, მაგრამ როცა აღარ გიკრძალავენ 21:00 საათის შემდეგ გამოსვლას, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ გვჭირდება თუ არ გვჭირდება, მაინც გამოვიდეთ. საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ. ხომ გამოგვიმუშავდა უკვე? მაგალითად, 2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ და ეს უნდა შევასრულოთ იძულებითი ზომების და სამთავრობო გადაწყვეტილებების გარეშე,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

  • თითო რიგში თითო ადამიანი – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს ამოქმედებას

    თითო რიგში თითო ადამიანი – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს ამოქმედებას

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.

    თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია. გარდა ამისა, მისივე რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ. მისივე თქმით, შესაძლებელია მათი განთავსება რიგის გამოტოვებითაც.

    „ამ ეტაპზე ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია. მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3 -ზე მეტი კაცის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკის შემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა – ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ. უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი (ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

    მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.

    „საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დაჯდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

  • ღამის კლუბების პრობლემების სრული სურათი გვაქვს და ვაპირებთ, პაკეტი შევთავაზოთ – კალაძე

    ღამის კლუბების პრობლემების სრული სურათი გვაქვს და ვაპირებთ, პაკეტი შევთავაზოთ – კალაძე

    “ღამის კლუბების პრობლემების სრული სურათი გვაქვს და ვაპირებთ, პაკეტი შევთავაზოთ”- ამის შესახებ თბილსიის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით ონლაინგამოკითხვის მეშვეობით, პანდემიის დროს დაზარალებული ღამის კლუბების პრობლემები სრულად შეისწავლეს და მათ დახმარებასაც გეგმავენ.

    “ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემების აქვთ  კლუბებს, როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის”- განაცხადა თბილისის მერმა.

  • ვევედროთ უფალს ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე – მეუფე შიო

    ვევედროთ უფალს ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე – მეუფე შიო

    „ვევედროთ უფალს, რომ მოგვეცეს ეს სინანული, რათა სიყვარულითა და ერთობით კვლავ მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად სიყვარულით შევხვდეთ და ვიზეიმოთ ეს დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

    „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხვასა და მოლოცვას.

    თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა, როგორც აფხაზეთის დღესასწაული, ვინაიდან წმინდა სვიმონ კანანელმა იქადაგა აფხაზეთში და არის განმანათლებელი ჩვენი ქვეყნისა და აფხაზეთისა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი ერი არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენს ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. ვმადლობთ დღეს უფალს ამისთვის, ვინაიდან ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი აქვს და ჰქონდა საქართველოს; ეს არის უფლის სიტყვა, მისი ეკლესია და მადლი სულისა წმინდისა და როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“.

    ხშირად ადამიანები ვფიქრობთ, თუ რა არის ეს გზა, რა არის ჭეშმარიტება, როგორი უნდა იყოს ცხოვრება? ამაზე პასუხია ის, რომ ჩვენი ვალი, მისია ქართველი ერისა – ეს არის ამ ჭეშმარიტების ერთგულება, ამ გზით სიარული, ამ ცხოვრების დაცვა.

    ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ვევედროთ წმინდა სვიმონ კანანელს, რომ შევძლოთ ამ სიწმინდის დაცვა და ამ გზით სიარული, ეს არის ჩვენი ერის გადარჩენის გზა.

    რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ამ სიხარულთან და ზეიმთან ერთად გვაქვს მწუხარებაც, ვინაიდან ვიხსენებთ იმ დიდ ტრაგადიას, ძმათა მკვლელ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ჩავდივართ აფხაზეთში, რომ იქ ვიზეიმოთ ეს დღე წმინდა სვიმონ კანანელის საფლავთან აფხაზებთან, ჩვენს ძმებთან ერთად”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

  • გილოცავთ ქმრებო! გახარიამ ნება მოგცათ ცოლები გვერდით მოისვათ მანქანაში – ირინა სარიშვილი

    გილოცავთ ქმრებო! გახარიამ ნება მოგცათ ცოლები გვერდით მოისვათ მანქანაში – ირინა სარიშვილი

    “გახარიამ ნება მოგცათ ცოლები გვერდით მოისვათ მანქანაში”- ასე ეხმაურება ყოფილი პოლიტიკოს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდვების მოხსნას, რომელიც ითვალისწინებს მანქანით 3 კაცზე მეტი ადამიანის გადაადგილებას.

    “გილოცავთ ქმრებო! გახარიამ ნება მოგცათ ცოლები გვერდით მოისვათ მანქანაში”- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახადა, რომ  ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ჯდომის შესახებ შეზღუდვა იხსნება.თუმცა შეზღუდვა რჩება ტაქსებზე.