Category: ახალი ამბები

  • სანიაღვრე ჭის ხუფების მოპარვის მცდელობისთვის 2 პირი დავაკავეთ – შსს

    სანიაღვრე ჭის ხუფების მოპარვის მცდელობისთვის 2 პირი დავაკავეთ – შსს

    რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმ წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და1990 წელს დაბადებული ჯ.მ. სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

    პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის 2 ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო”,- აცხადებს შსს.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • შსს-მ მოპედის ქურდობის მცდელობისთვის გორში ერთი პირი დააკავა

    შსს-მ მოპედის ქურდობის მცდელობისთვის გორში ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ლ.თ. მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით გორში ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

    ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მთავრობა აცხადებს, რომ 15 ივლისამდე შემოღებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა შესაძლოა უფრო ადრე გაუქმდეს

    მთავრობა აცხადებს, რომ 15 ივლისამდე შემოღებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა შესაძლოა უფრო ადრე გაუქმდეს

    მთავრობა განმარეტებას აკეთებს საკუთარ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელშიც წერია რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 15 ივლისამდე აკრძალულია.

    მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

    დღეს გავრცელდა მთავრობის დადგენილება  №322  “ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ “, რომელიც დღეს ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისია მითითებული. დადგენილებაში წერია:

    5. ჩერდება:

    ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან  (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

    ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

    გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

    დ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

     

  • ქორწილებში,ქელეხებში, იუბილეებზე და მსგავს ღონისძიებებზე 10–ზე მეტი პირის თავშეყრა მთავრობის დადგენილებით აიკრძალა

    ქორწილებში,ქელეხებში, იუბილეებზე და მსგავს ღონისძიებებზე 10–ზე მეტი პირის თავშეყრა მთავრობის დადგენილებით აიკრძალა

    მთავრობის დადგენილება  №322, რომელიც  23 მაისს გამოიცა და 15 ივლისამდე მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ სხვადასხვა სფეროს არეგულირებს, მათ შორის თავრილობებსაც. დადგენილების მიხედვით 10–ზე მეტი ადამიანის თავშეყრა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ღონისძიებებზე დაუშვებელია:

    მუხლი 5. თავშეყრის რეგულირება

    1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

    2. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

    3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით.

    4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

  • უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვნეს

    უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვნეს

    უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვნეს.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პოლიტიკოსი თავში გასროლით არის მოკლული.

    მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობაც.

    საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრ ვალერი დავიდენკო უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან იყო.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

    საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

    საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. დადგენილება  №322  23 მაისით თარიღდება და მას “ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ “ ქვია.

    დადგენილება 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედებს, ისევე როგორც მუხლი 2. მიმოსვლის რეგულირების შესახებ, რომლის მიხედვით:

    1. ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა.

    2. ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე.

    3. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

    4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას.

    5. ჩერდება:

    ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან  (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

    ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

    გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

    დ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

    ინფორმაციის განახლება: გვიან საღამოს მთავრობამ განმარეტება გააკეთა საკუთარ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელშიც წერია რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 15 ივლისამდე აკრძალულია.

    მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

  • “პატრიარქი თავის გარემოცვის დაღუპულია” – ბასილ კობახიძე.

    “პატრიარქი თავის გარემოცვის დაღუპულია” – ბასილ კობახიძე.

    “პატრიარქი თავის გარემოცვის დაღუპულია” – ამის შესახებ  თეოლოგი ბასილ კობახიძე  სოციალურ ქსელში წერს.

    “პატრიარქი თავის გარემოცვის დაღუპულია. საბჭოთა პერიოდიდან ყვებოდა ასეთ სიზმრებს და ზღაპრებს, სადაც საკუთარ თავს განადიდებს და ყველა ეუბნებოდა უი, უწმინდესო დიდება თქვენდა. გუშინაც, წმინდა ნიკოლოზი ტახტზე წამოწოლილი თავზე მეფერებოდაო, მე კი პრეტენზიებს ვუყენებდი იმას რატომ არ დაეხმარეო, ნიკოლოზიც თავს იმართლებდა ხომ დავეხმარე რაღა გინდა უწმინდესოო. ხალხიც ათასობით ამინს უწერს ამას. მეც დამესიზმრა წმინდა ანაპოდისტე, მუშტი მომიღერა შენი საღადაო ვარ სიმონ ბიჭოო, ამ დროს გარეთ ვიღაცამ დააპიპინა, ანაპოდისტემ მოვდივარ მამა შალვა, რა იყო პაჟარიაო და წავიდა. ასე გადამარჩინა მამა შალვამ გალახვას, ანუ სიზმარში ერთი რეალური პერსონაჟი საჭიროა მაინც”-  წერს ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.

  • 260 შეტყობინება საქართველოს მაშტაბით –ქარმა ხეები,მანქანები და სახლების სახურავები დააზიანა

    260 შეტყობინება საქართველოს მაშტაბით –ქარმა ხეები,მანქანები და სახლების სახურავები დააზიანა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 – თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

    შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.

    ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

    მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური.

  • შესაძლოა, შერკინება და მოლი გაუქმდეს – “მსოფლიო რაგბი” წესებში ცვლილებებს განიხილავს

    შესაძლოა, შერკინება და მოლი გაუქმდეს – “მსოფლიო რაგბი” წესებში ცვლილებებს განიხილავს

    ” შესაძლოა, შერკინება და მოლი გაუქმდეს” –  კორონავირუსის პანდემიის გამო  “მსოფლიო რაგბი” წესებში ცვლილებებს გეგმავს. წესების ცვლილება გულისხმობს შერკინებისა და მოლის გაუქმებას. ცვლილება კი  პირისპირ კონტაქტის მაქსიმალურად შემცირების მოტივით არის განპირობებული. ამის შესახებ  ინფორმაციას სოციალურ ქსელში “Georgian Rugby Supporters “ბორჯღალოსნები” აქვეყნებენ.

    რაგგბის ამგვარ ცვლილებებს საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

    “მსოფლიო რაგბი” წესებში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შერკინება და მოლი გაუქმდეს. აღნიშნული იდეა პირისპირ კონტაქტის მაქსიმალურად შემცირების მოტივით არის განპირობებული.
    მიზეზად COVID19 სახელდება. ეს იდეა დროებითი იქნება მოქმედი თუ სამომავლოდაც განიხილება უცნობია. თქვენ რას ფიქრობთ რაგბი შერკინებისა და მოლის გარეშე ?”- წერია Georgian Rugby Supporters – ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

  • ესპანეთი თქვენ გელოდებათ ივლისიდან –  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტურისტებს

    ესპანეთი თქვენ გელოდებათ ივლისიდან – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტურისტებს

    “ესპანეთი უცხოელი ტურისტებისათვის ივლისიდან გაიხსნება”. – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა.

    “როგორც თქვენთვის ცნობილია ესპანეთი წლის განმავლობაში 80 მლნ-ზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ამიტომ მე ვაცხადებ, რომ ესპანეთი უცხოელი ტურისტებისათვის ღია ივლისიდან იქნება. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ტურისტებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ. ესპანეთი თქვენ გელოდებათ ივლისიდან”,-  განაცხადა პედრო სანჩესმა.