Category: ახალი ამბები

  • ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

    ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

    „ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. “-  ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს. ბასილაშვილის განცხადებას, მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    „ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაბზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები.სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკცებ“ , – აცხადებს ბასილაშვილი.

  • “ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თვეში 100 000-ს უხდიდა, ცოლმა მეტი მოითხოვა“ – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ძალადობის საქმეზე

    “ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თვეში 100 000-ს უხდიდა, ცოლმა მეტი მოითხოვა“ – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ძალადობის საქმეზე

    ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლზე დიდი ხანია ძალადობდა, თუმცა ახლა უკვე ყოფილი ცოლი ფინანსური მოტივებით ამის გასაჯაროებისგან თავს იკავებდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს:

    “მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ განგიმარტოთ, ზოგიერთი ჩლუნგი რომ არ გამოხტეს მერე – კულუარული ინფორმაცია ბევრი წელია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ცოლზე ძალადობდა და ბევრი წელია დაშორებულები არიან. შერიგდნენ, დაშორდნენ. ნელი, იგივე ნეკა დოროყაშვილს ჰქონდა ოფიციალური კონტრაქტი გაფორმებული მეუღლესთან, რომლის მიხედვით ბასილაშვილი მას ყოველ თვე ასი ათას ლარს ურიცხავდა. ბავშვს ბასილაშვილი ნახულობდა სოც მუშაკის ნებართვით და იშვიათად!

    ვაედითებ და ვამატებ იმას, რომ რაზეც შეთანხმება დაიდო, გაუთქმელობაზე კონკრეტული ამბის, ზუსტად ამ ამბის გამო მოხდა ის ძალადობები – ეს ინფორმაციისთვის

    ამ კონტრაქტის სანაცვლოდ, დოროყაშვილი იყო ჩუმად. ჩემი ბოლო ინფორმაციით, მან მოითხოვა კონტრაქტის პირობების შეცვლა და სამასი ათასი ლარი ყოველთვიურად, რაზეც უარი მიიღო.

    ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილი ჰყავდა თავისთან სახლში წამოყვანილი, სოცმუშაკის დასწრების გარეშე, ზუსტად ერთ საათში მასთან სახლში მიდის ყოფილი ცოლი და იქ იწყება კონფლიქტი. რის შემდეგაც დოროყაშვილი იძახებს პოლიციას და ბასილაშვილს აპატიმრებენ!

    ის, რომ ძალადობა მიუღებელია, ამაზე დავწერო??? თუ მიხვდება ზოგიერთი ჩლუნგი თავისით! ქალი, რომელიც სოლიდური ფულის სანაცვლოდ არის ჩუმად და გაზრდილი თანხის მოთხოვნაზე უარის შემდეგ ასაჯაროებს ამას, მითხარით, მე ვარ რამის გამპრავებელი??

    ნელი დოროყაშვილს არასდროს ჰქონდა პრობლემა, საჯაროდ ეთქვა სიმართლე, თუმცა დაკარგავდა ოფიციალური კონტრაქტით გაწერილ ფულს.

    აქვე, სახლს სადღაც ბაგებში, მანქანას, კომერციულ ფართს ვერაზე და ა.შ

    კაცი რომ ქალზე ძალადობ, სირი ხარ, მაგრამ სორი, მაგრამ ქალი გავამართლო?

    ერთმანეთზე უარესების ამბავია“– წერს მაგდა კლდიაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის დღეს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.       

  • ვგმობთ ყველანაირ ძალადობს – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

    ვგმობთ ყველანაირ ძალადობს – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

    საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    ფედერაცია გმობს ყველანაირ ძალადობას.

    ,,საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას .

    რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოიძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ”,- წერს ფედერაცია.

    ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მან უკვე გადაიხადა.

  • შეიძლება ხელისუფლება ზრუნავს, ეკლესიას დაუბრუნოს დიდება – მეუფე გრიგოლი ტყის კოდექსზე

    შეიძლება ხელისუფლება ზრუნავს, ეკლესიას დაუბრუნოს დიდება – მეუფე გრიგოლი ტყის კოდექსზე

    ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ტყის კოდექსში ცვლილებებზე ამბობს, რომ  შეიძლება ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ ეკლესიას დაუბრუნდეს თავისი დიდება.

    ,,შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, გამოიყენებს ეკლესია ბიზნესში, კიდევ ვამბობ, მე ამის სპეციალისტი არ ვარ. შეიძლება, ხელისუფლება უფრო ზრუნავს, რომ დაუბრუნოს, დაუბრუნდეს ეკლესიას დიდება. შეიძლება, ეს კიდევ ერთი ზრუნვაა იმისთვის, რომ დარჩეს ჩვენს ერს, ჩვენს მომავალს ხე-ტყე”,- ამბობს მიტროპოლიტი.

    მისი თქმით, ეკლესია ხე-ტყეს ანარჩუნებს და ამრავლებს.

    “ჩვენ ვიმყოფებით მარტვილის მონასტერში, რომელიც მერვე საუკუნიდან არსებობს. თქვენ ხედავთ, როგორი ულამაზესი ადგილია, როგორ ინარჩუნებს ეკლესია ხე და ტყეს. არა მარტო ინარჩუნებს, პირიქით, ამრავლებს”, – ამბობს მეუფე გრიგოლი.

    პარლამენტმა 22 მაისს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

    პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

  • ყოფილი მეუღლე მუდმივად აშანტაჟებდა, ეს არის ცილისწამება – ბასილაშვილის ოჯახის წევრები

    ყოფილი მეუღლე მუდმივად აშანტაჟებდა, ეს არის ცილისწამება – ბასილაშვილის ოჯახის წევრები

    ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ შვილს ყოფილი ცოლი მუდმივად აშანტაჟებდა.

    მათი თქმით, ეს ყველაფერი ცილისწამებაა.

    “ეს ყველაფერი არის ცილისწამება, რომელიც გაირკვევა მალე. შანტაჟი იყო მუდმივად. ეს მუდმივი შანტაჟია მაგის [ყოფილი მეუღლის] მხრიდან”, – ამბობენ ოჯახის წევრები “ფორმულასთან” საუბრისას.

    საქართველოს პირველი ჩოგანის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, მისი მამა კი ,,რაღაც გრძელტარიანი” საგნით გაეკიდა.

    ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მან უკვე გადაიხადა.

    პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

  • მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, ამ ეტაპზე ვერ გაიხსნება – ბიზნესომბუდსმენი

    მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, ამ ეტაპზე ვერ გაიხსნება – ბიზნესომბუდსმენი

    ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლებისა და ბაზრობების გახსნა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

    მისივე თქმით, მათ ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს, რათა ობიექტებმა რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

    „სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

    თუმცა ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები“,- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

    მთავრობის ეკონომის გახსნის გეგმის მიხედვით, მოლები მეოთხე ეტაპზე გაიხსენება, ხოლო დახურული ტიპის ბაზრობები მეხუთე ეტაპზე.

  • საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

    საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

    საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები რუსეთში, ინგუშეთში საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში დაფიქსირდა.

    მიწისძვრა თბილისის დროით 12:33 საათზე მოხდა.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა, ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო.

  • მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! – ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე

    მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! – ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალდობის საქმის შესწავლა დაიწყო.

    ლომჯარია დაზარალებულ ქალს, ნეკა დოროყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

    “საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.

    მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

    მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!”,- წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია.

    ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

    დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, მისი მამა კი ,,რაღაც გრძელტარიანი” საგნით გაეკიდა.

    პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

  • ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, მამამისი რაღაც საგნით გამომეკიდა – ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

    ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, მამამისი რაღაც საგნით გამომეკიდა – ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

    ოჯახში ძალადობის საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი, რუსთავი 2-თან ინტერიუში ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმარი ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა.მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი არ იცის და მომხდარს ქონებრივ დავასთან კავშირი არ აქვს.

    “დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი, დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ, თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება….ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად, ძალადობას ჰქონდა ადგილი, ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი”, – ამბობს დოროყაშვილი.

    მისივე თქმით, ბასილაშვილის მამა დიდტარიანი საგნით გამოეკიდა.

    “არ ვიცი რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის რომ ეს იყო გიტარა, მე ვერ ვადასტურებ რა იყო. დიდი ტარი ჰქონდა. მე მეგონა, იყო ნაჯახი… არც მახსოვს ნორმალურად, გამოვიქეცი და მანქანაში ჩავჯექი. ვერ ვიხსენებ კონკრეტულ დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი იყო, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა”,- ამბობს დოროყაშვილი.

    ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლოზე ის 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ბასილაშვილი უდანაშაულოა.

    პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

  • ვინც ფიქრობს, რომ ჩინეთი პანდემის შედეგებისთვის კომპენსაციას გადაიხდის, ოცნებობს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ვინც ფიქრობს, რომ ჩინეთი პანდემის შედეგებისთვის კომპენსაციას გადაიხდის, ოცნებობს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი აცხადებს, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგებისთვის ჩინეთი კომპენსაციას არ გადაიხდის და ვინც ამაზე ფიქრობს, ოცნებობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე მოუწოდა აშშ-ს, დროის ფლანგვა შეწყვიტოს.

    მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა თავს დაესხას ჩინეთს, რაც ძალიან სამწუხაროა.

    ვან იმ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაიცვა და განაცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებაც ორგანიზაციის რჩევები არ გაითვალისწინეს, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ. მისივე თქმით, WHO-ს დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა, კარგად იმუშავა და “წესიერი ქვეყნები” საერთაშორისო ორგანოს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

    აშშ ჩინეთს დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს და სურს კორონავირუსის ადამიანური და ეკონომიკური ზიანის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.