Category: ახალი ამბები

  • ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს (ვიდეო)

    ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს (ვიდეო)

    ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევთა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე – სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

  • სამწუხაროა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია – ოლიმპიური კომიტეტი

    სამწუხაროა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია – ოლიმპიური კომიტეტი

    ” სამწუხაროა, რომ ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია “- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.

    “საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

  • როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ნორმას დააკმაყოფილებს, რომელიც მივაწოდეთ, შესაძლებელია მისი აღდგენა დაჩქარდეს – ჯანდაცვის მინისტრი

    როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ნორმას დააკმაყოფილებს, რომელიც მივაწოდეთ, შესაძლებელია მისი აღდგენა დაჩქარდეს – ჯანდაცვის მინისტრი

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “დღის კურიერში” სტუმრობისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

    “მას შემდეგ, რაც ჩვენ შევწონით ყველა იმ რისკსა და ასევე, დასაშვები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას და დასაშვები მგზავრების რაოდენობას, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ტრანსპორტში დაიშვას, ამის შემდეგ მოხდება ამ რეგულაციის დადგენა.

    იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ამ დაშვებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით იმ სოციალურ აქტივობებს, რომელიც დღესდღეობით ტრანსპორტის შეზღუდვიდან გამომდინარე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ეპიდემიის გავრცელების რისკი ამ შემთხვევაში გაიზრდება, რაც ჩვენ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ მოგვიწევს ამ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება და ისევე როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე მთავრობასაც აქვს ამის სურვილი. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ ფრთხილი ნაბიჯებით შევძლოთ ის, რომ ნებისმიერი შემსუბუქებული რეგულაცია ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს ქვეყანაში და არ გვქონდეს უკან გადასადგმელი ნაბიჯები.

    ჩვენ დეტალურად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორც გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დააკმაყოფილოს ყველა ის საჭირო ნორმა, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოწოდებული, შესაძლებელია გადაწყვეტილება დაჩქარდეს”, – განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

  • შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს – გია ვოლსკი გიორგი გახარიაზე

    შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს – გია ვოლსკი გიორგი გახარიაზე

    პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური სპეკულაციაა, რომლის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან.

    მისი თქმით, გიორგი გახარიას სახით სახელმწიფოს შესანიშნავი კადრი ჰყავს.

    “საარჩევნო პერიოდი როგორც კი დგება და მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ქვეყანაში, რასაკვირველია, იწყება საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაბალ, შუა და ახლა უკვე მაღალ რგოლებსაც გადაწვდნენ. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ელჩები დაინიშნა ახალი, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე შერიგების საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ- მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა – ბასიკაშვილის ადვოკატი

    ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა – ბასიკაშვილის ადვოკატი

    “ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა”- ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

    „ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები.

    ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა და უჭირს გადაადგილება.

    „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.

    გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს – საკოორდინაციო საბჭო

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს – საკოორდინაციო საბჭო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

    “ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

    მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი, სოფლებში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.

    რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.

    საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

  • პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთს, შესაძლოა, აგრესიისკენ უბიძგოს – სალომე ზურაბიშვილი

    პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთს, შესაძლოა, აგრესიისკენ უბიძგოს – სალომე ზურაბიშვილი

    “პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთს, შესაძლოა, აგრესიისკენ უბიძგოს “- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა Financial Times–თან ინტერვიუში ისაუბრა.

    როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთში შიდა პრობლემები უფრო მეტად იწვევს საგარეო აგრესიას.

    “პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა. . . და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს იყოს უფრო აგრესიული რათა აჩვენოს მიღწევები გარეთ.  როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ამჯერად ეს ასე არ მოხდება, და შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია მათი პრობლემების გადაჭრისთვის განსხვავებულ გზებს მიმართოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

  • “ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა“–მეუფე ანტონი

    “ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა“–მეუფე ანტონი

    ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გუშინდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ამბიონიდან ეკლესიის მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა და ოპოზიცია, არასამთავრობოები და მედია გააკრიტიკა.

    მეუფე ანტონი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ხალხს ეკლესია შეაძულონ, ხოლო ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადონ, ევროპა და ამერიკა აფინანსებს.

    სინოდის წევრი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

    “უკვე ეჭვი მეპარება, ესენი სულყველა ისეთი ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ეს არის ევროპის ფასეულობა, ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა, – ამბობს ქადაგებაში მეუფე ანტონი. “

    ის აპირებს სინოდის სხდომაზე დააყენოს საკითხი, ხონ არ უნდა გაიმართოს ხელახალი რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, უნდა თუ არა ქართველ ხალხს ასეთი ევროპა.

    “კისერში ამოვიდა მათი ყოველდღიური ეკლესიიის ლანძღვა-გინება, ყოველდღე ეკლესიის ქილიკი, სასულიერო პირების ქილიკი. უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ მომავალ თაობაში იმუშავა უკვე ამან და ეკლესიისკენ გახედვა აღარ უნდათ. მგონი დროა, ხმა ამოვიღოთ, რადგან ჩენი სიჩუმე უფრო აქეზებს მათ, – აცხადებს მეუფე ანტონი

    იგი გეგმავს პირადად შეხვდეს სინოდის წევრებს და გაიაროს კონსულტაციები, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეკლესია.

    საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

    მოგვიანებით მეუფე ანტონმა საკუთარი ქადაგების შინაარსი ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე ვრცლად განმარტა:

    https://www.facebook.com/vanisadabagdatis.eparqia.9/posts/1276250212720423

     

  • გუდაურში კაფე “ვიტამინი“ დაიწვა (ვიდეო)

    გუდაურში კაფე “ვიტამინი“ დაიწვა (ვიდეო)

    გუდაურში პოპულარული კაფე, “ვიტამინი” დაიწვა.

    კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    კაფე მთლიანად დამწვარია. როგორც ჩანს, ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა.

    როგორც სოციალურ ქსელის მომხმარებელი ვიდეოს ასეთი ტექსტით აქვეყნებს:

    “დაიწვა გუდაურის ვიტამინი.
    ძალიან ბევრი წლის შრომა გასწორდა მიწასთან .
    აღარ მჯერა, რომ თავისით იწვის ამ გუდაურში რაღაცეები!“

    https://www.facebook.com/tea.kikvadze.1/posts/10163446206750386

     

  • 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში 59 თეთრია, არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? – მეუფე ანტონი

    25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში 59 თეთრია, არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? – მეუფე ანტონი

    ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონი არ უნდა დააყვედრონ.

    “აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო… 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ.. დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს“ , – აცხადებს მეუფე ანტონი.

    „გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით… მინდა ვიკითხოთ , რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა… თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ? უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ ?“ – აცხადებს მეუფე ანტონი.