Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი.

    27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.

  • ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ  1989 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
    შსს–ს ინფორმაციით ნასვამმა ბრალდებულმა დ.კ.–მ მიმდინარე წლის 24 მაისს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
    დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
    სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს.
    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • კრიტიკულ პაციენტთან, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო –  მარინა ეზუგბაია

    კრიტიკულ პაციენტთან, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო – მარინა ეზუგბაია

    “კრიტიკულ პაციენტთან, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო”- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს  დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.  მისი თქმით, კლინიკაში ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

    “ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, –  განაცხადა ეზუგბაიამ.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავდე 3,6 მაგნიტუდას, სიღრმე კი 36 კილომეტრს შეადგენდა.

  • 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ ისევ უარი უთხრა

    20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ ისევ უარი უთხრა

    პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“აცხადებს, რომელიც დაზარალებულთა ინტერესებს იცავს.

    „დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს.

    როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული საქმის ფარგლებში, 2019 წელს საია-მ ერთხელ უკვე მოითხოვა დაშავებული პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ, მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. პროკურატურა და სასამართლო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისათვის დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები არ იყო ცნობილი. მოგვიანებით, აღნიშნულ პირთაგან პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა, თუმცა, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, როგორც მათ, ასევე საია-ს ადვოკატებს, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

    მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, პროკურატურა 23 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ „ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს.“

    საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია. მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს და ქმნის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს.20-21 ივნისის საქმის დინამიკა ასევე მიანიშნებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. გარდა იმისა, რომ პროკურატურა დაზარალებულებს სამართალწარმოების პროცესში სათანადოდ არ რთავს, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებული პირების დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება.

    საია იმედოვნებს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს და დაზარალებულ პირებს მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

     

    წყარო : Interpressnews.ge

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 731 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4- ით გაიზარდა და 526 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.

    საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • პოლიციამ ქუთაისში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა

    პოლიციამ ქუთაისში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა

    პოლიციამ მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “ნიკა შენ გვერდით ვარ…თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“–დეკანოზი შალვა კეკელია  ბასილაშვილს ექომაგება

    “ნიკა შენ გვერდით ვარ…თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“–დეკანოზი შალვა კეკელია ბასილაშვილს ექომაგება

    თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს თანადგომას უცხადებს:

    “საუკეთესო ადამიანი, პროფესიონალი სპორტსმენი, ქვეყნის საამაყო შვილი, ერთგული მეგობარი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ძალიან გულიანი ადამიანი… ნიკა შენ გვერდით ვარ… არა ძალადობას… თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.“– წერს დეკანოზი ფეისბუქ გვერდზე.

    https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2576445975956121&id=100007722300472

     

    ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.  მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახლით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.

    ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

    ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა – პროკურატურა

    ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

    ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, მამამისი რაღაც საგნით გამომეკიდა – ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

    მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! – ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე

    “ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თვეში 100 000-ს უხდიდა, ცოლმა მეტი მოითხოვა“ – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ძალადობის საქმეზე

     

     

  • შოთა არველაძე ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ძალადობის წინააღმდეგია

    შოთა არველაძე ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ძალადობის წინააღმდეგია

    ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ ძალადობას გმობს. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა და სტატუსთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილის სურათი დადო:

    “ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო.“– წერს არველაძე.

    ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.  მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახლით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.

    ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

    ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა – პროკურატურა

    ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

    ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, მამამისი რაღაც საგნით გამომეკიდა – ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

    მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! – ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე

    “ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თვეში 100 000-ს უხდიდა, ცოლმა მეტი მოითხოვა“ – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ძალადობის საქმეზე

     

     

  • “ბასილაშვილს მოვუწოდებ, ილაპარაკოს ღიად, რის დაფარვაში უხდიდა ცოლს ასიათას ლარს თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის“–ნიკა გვარამია

    “ბასილაშვილს მოვუწოდებ, ილაპარაკოს ღიად, რის დაფარვაში უხდიდა ცოლს ასიათას ლარს თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის“–ნიკა გვარამია

    ცნობილი ჩოგბურთელის, ნიოლოზ ბასილაშვილის საქმეს გადაცემა “მთავარი აქცენტების“ მონოლოგში ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მთვარი არხის დამფუძნებელი მოუწოდებს ჩოგბურთელს, რომელსაც ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი ღიად ისაუბროს რა ხდებოდა სინამდვილეში და რა ინფორმაციის გახმაურებით აშანტაჟებდა ყოფილი ცოლი:

    “დღეს ცუდი ამბავი გავიგეთ, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ სპორტსმენს, როგორც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელს. მე სლავა მეტრეველი არ მახსოვს, თან ის საბჭოთა კავშირი იყო. მაგრამ ესეთი სტაბილური მიღწევები, თან ასე მაღლა განთესვა ბადეში არავის არ ქონია. ის დიდი ქართველი ჩოგბურთელი და უბრალოდ კარგი ადამიანი, როგორც მე დღემდე მეგონა, და დღესაც არ გადამიფიქრებია, უბრალოდ მნიშვნელოვანი ეჭვი გაჩნდა.

    ქალზე ძალადობის მედალს მეორე მხარე არ აქვს. ქალზე ძალადობა ქალზე ძალადობაა. არავითარი ორი მხარე, ორი ახსნა–განმარტება ამ ამბავს არ აქვს.

    უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა არ არის აღშფოთებული მოქალაქეების ვალდებულება.მისი დაცვა არის სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება. ვარაუდის გამოთქმა, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა შეუძლია ყველას, და სასამართლოს განაჩენი ამისთვის საჭირო არ არის. ეს ვარაუდად დარჩება. ასე რომ აღშფოთებულმა მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავისი დამოკიდებულება ყველგან, სანამ სასამართლო დაადგენდეს, მართლა ქონდა ადგილი ამ ფაქტს თუ არა.

    მაგრამ რა არის მთავარი ბასილაშვილის საქმეზე და რა ვიცით უტყუარად. ვერ ვილაპარაკებ ყველაფერზე. იმიტომ რომ სხვა ადამიანს ეხება და ეს არ არის პირადი გამბედაობის საკითხი. ბასილაშვილს მოვუწოდებ, რომ ილაპარაკოს ღიად, რის დაფარვაში უხდიდა ცოლს ასიათას ლარს თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობის ამ კონკრეტულ თანხად.

    ნიკა, ეს გაცილებით უფრო უწყინარი ინფორმაციაა, ვიდრე ცოლის მცემელის იმიჯი, რომელიც ყველაფერს დაამთავრებს. არც მოშანტაჟე ქალის ცემა არ შეიძლება, იმედი მაქვს, რომ ეს არ მომხდარა, მაგრამ ჯობია ყოველთვის სიმართლე, გამჭვირვალობა. ეს ყოველთვის ამარცხებს ყველას და ყველაფერს. ყველა შეთქმულებას და ყველაფერს ცუდს.

    დამიჯერე ნიკა, ჩვენ შენსკენ ვართ, იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეს იტყვი. სხვა შემთხვევაში ჩვენ შენსკენ ვერ ვიქნებით. ცემა ქალის, გინდაც გაშანტაჟებდეს გამოსავალი არ არის.“–თქვა გვარამიამ.

    ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

    ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა – პროკურატურა

    ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

    ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, მამამისი რაღაც საგნით გამომეკიდა – ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

    მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! – ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე

    “ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თვეში 100 000-ს უხდიდა, ცოლმა მეტი მოითხოვა“ – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ძალადობის საქმეზე