Category: ახალი ამბები

  • ერთ ადამიანზე თვეში 12 ცენტი გამოდის – ჯაღმაიძე საპატრიარქოს 25-მილიონიან დაფინანსებაზე

    ერთ ადამიანზე თვეში 12 ცენტი გამოდის – ჯაღმაიძე საპატრიარქოს 25-მილიონიან დაფინანსებაზე

    საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსების დიდი ნაწილი სახელფასო ფონდებსა და სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება.

    „ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, ამ თანხის დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში”,- განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.

    დეკანოზი აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი თითო ადამიანზე 12 ცენტს შეადგენს.

    „ეს 25 მილიონი როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ ძალიან დიდი თანხა არის, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, თითო ადამიანზე თვეში იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი”, –  თქვა დეკანოზმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ 25 მილიონი ლარიდან არც ერთი თეთრი მანქანებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პირადი მოხმარების საგნებზე არ იხარჯება.

    „თუ იქნება უფრო მეტი ჩვენ გვექნება უფრო წარმატებული სკოლები. არც ერთი მანქანა ამ ფულით არ არის ნაყიდი, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის ამ ფულით განხორციელებული, არც ერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე, გარდა სახელფასო ფონდისა” , – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

    დღეს 25 მილიონი ლარი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონიმაც გაყო.

    ,,25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან?”,- განაცხადა მეუფემ.

     

  • კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის, მუქარით ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას – თამარ ივერი ბასილაშვილს თანადგომას უცხადებს

    კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის, მუქარით ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას – თამარ ივერი ბასილაშვილს თანადგომას უცხადებს

    “ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის “- ასე გამოეხმაურა ქართველი მუცო – სოპრანო თამარ ივერი, ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს თანადგომას უცხადებს.

    “ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ…თუმცა,ამ შემთხვევაში,რაც მოვისმინე,ინტუიციით ამ ყოველივეს…ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!!
    მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი,ქმარს თვეში 100.000ლარს(!)დიახ,არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის(ჯერ საერთოდ ფუი!ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)

    ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!),თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!),მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ….ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა….კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წარმოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა რომ…ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა.მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს!! და უკაცრავად,ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათაშორის,თუ ასეა,მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს,მაშინ როცა “ფინგალი” ერთ კვირაში გაივლის.თუმცა,დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში.გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი,ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი ისე “Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!!
    ასე რომ, ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!! 


    მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიან ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!!
    ვთვლი, რომ პირიქით,ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და როგორც რუსები იტყვიან:” расставить все точки над i “


    პ.ს.შეიძლება არც დამეწერა ამხელა პოსტი,მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები…მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები…ნებისმიერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!…ყოველ შემთხვევაში არანაკლები.ასე რომ,კიდევ გასარკვევია რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!!
    და თუ ჩემი ტექსტით და ვარაუდით 360გრადუსში შევცდები….არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში. 

  • გადავარჩინოთ თბილისის კლუბის კულტურა – თბილისის კლუბები UNITED WE STREAM-ის პლატფორმას შეუერთდნენ

    გადავარჩინოთ თბილისის კლუბის კულტურა – თბილისის კლუბები UNITED WE STREAM-ის პლატფორმას შეუერთდნენ

    27 მაისს ბერლინის Clubcomission-ისა და Reclaim Club Culture-ის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმის, UNITED WE STREAM-ის მხარდაჭერით თბილისის კლუბები საქველმოქმედო პროექტში ჩაერთვებიან, რომლის მიზანსაც COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი საკლუბო სცენის დახმარება წარმოადგენს.

    სხვა ქალაქებთან ერთად, თბილისი აქტიურად იწყებს საქმიანობას, რომელიც სრულად მიმართული იქნება ადგილობრივი არტისტების, სივრცეეებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალის, არსებობისა და ფუნქციონალურობის შესანარჩუნებლად. იმისათვის რომ არსებულმა ზიანმა არ მიგვიყვანოს გამოუსწორებელ შედეგებამდე, მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ყურადღების მიმართვა სფეროებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა.თითოეული გაწეული დახმარება თუ დონაცია განსკუთრებით მნიშვნელოვანია.

    United We Stream Tbilisi მადლობას უხდის პარტნიორებს გაწეული დამხარებისათვის. პირველი ტრანსლაციის მომზადებაში, რომელსაც აუდიტორია, თბილისის დროით 27 მაისს, 17:00 საათზე იხილავს. თითეული ადამიანის, ფონდის თუ ორგანიზაციის ჩართულობა ლოკალური სცენის გადარჩენის საკითხში ფასდაუდებელია. Link to donate:  https://fundraiser.ge/uws

     

    27 მაისს სადებიუტო 9-საათიანი სტრიმი საგურამოში არსებულ კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება, რომელშიც ქართული საკლუბო სცენის საკვანძო სივრცეები – Café-Gallery, Mtkvarze, Khidi და Bassiani მიიღებენ მონაწილეობას.

    7 მაისის United We Stream Tbilisi-ის სრული მუსიკალური პროგრამა:

    Cafe-Gallery: Natalie Beridze Tba / Bacho / Nicole

    Mtkvarze: Kraumur  / Ash Scholem

    Khidi: Yanamaste / OTHR

    Bassiani:   NDRX /  Newa / Kancheli

     

  • ახლადრეაბილიტირებულ მზიურში წვიმის შედეგად გუბეები დადგა. არის თუ არა პარკში სანიაღვრე სისტემა

    ახლადრეაბილიტირებულ მზიურში წვიმის შედეგად გუბეები დადგა. არის თუ არა პარკში სანიაღვრე სისტემა

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო მასალა სადაც მზიურის ახლად გაკეთებულ პარკში ბილიკები დატბორილია.

    განახლებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში” რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და  პროექტის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონს შეადგენს, მიუხედავად ამისა პარკში არსებული ბეტონის ბილიკებს არ აქვს სანიაღვრე სისტემა.

    როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ ანალოგიური სიტუაციაა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ველო-ბილიკებზე, რომლებზეც უამინდობის გამო წყლის გუბეებია და  სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია.

     

  • ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია – ტრამპი

    ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია – ტრამპი

    “ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა WJLA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    როგორც ტრამპი აცხადებს,  საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მოწინააღმდეგეს, ჯო ბაიდენს დადებითი თვისებები სრულებით არ გააჩნია.

    „ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია. დაფიქრდით, ისეთ ადამიანს ვუპირისპირდები, რომელიც მარტივ კითხვებსაც კი  ვერ პასუხობს.ასეთი რამ არასდროს მინახავს. სინამდვილეში გამოცდილება მას არ აქვს. ბაიდენს ისიც კი არ ახსოვს, გუშინ რას აკეთებდა. რა გამოცდილებაზეა საუბარი? არასოდეს მივიჩნევდი მას ჭკვიან ადამიანად. მთელი დღე შემიძლია ვისაუბრო ბაიდენის სუსტ მხარეებზე“.- აცხადებს დონალდ ტრამპი.

  • ბასილაშვილის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ დოროყაშვილი არათუ გარბის, არამედ ტერიტორიას მშვიდად ტოვებს – ადვოკატი

    ბასილაშვილის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ დოროყაშვილი არათუ გარბის, არამედ ტერიტორიას მშვიდად ტოვებს – ადვოკატი

    საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.

    როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს.

    „კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან“, – აცხადებს ჭკადუა.

     

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილს  ყველა სახის ფინანსურ დახმარებას  უწყვიტავს და ქონებრივ დავას იწყებს

    ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას უწყვიტავს და ქონებრივ დავას იწყებს

    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან  ქონებრივ დავას იწყებს და ყველა სახის ფინანსურ დახმარებას უწყვიტავს. ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკადი ირმა ჭკადუა აცხადებს.

    “ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს.ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – აცხადებს ირმა ჭკადუა პრაიმტაიმთან.

  • ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, მუხლებზე პრობლემა აქვს – ადვოკატი

    ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, მუხლებზე პრობლემა აქვს – ადვოკატი

    ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, რადგან მუხლებზე პრობლემა აქვს – ამის შესახებ  ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტვ “მთავარის” ეთერში ისაუბრა.

    “მტკიცებულება, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან არ დგინდება რაიმე ფორმის ძალადობა. ამ შემთხვევას ჰყავს შემსწრეებიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიცვას თავი.ისინი დაშორდნენ 2009 წელს. თუკი ბასილაშვილი იყო მოძალადე ქმარი რატომ არ იყო დოროყაშვილი თანახმა განქორწინებაზე. თუკი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ.

    ბასილაშვილს გამოყოფილი აქვს ბავშვის ნახვის ორი დღე, ხუთშაბათი და შაბათი ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში. მოყვანიდან 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა ძალით, არის ჩანაწერები, გამოძიებას ამოღებული აქვს და საქმეში დევს.

    როგორც ის ამბობს, მამათილი მოსდევდა, ჩონგურით იარაღით თუ ჯოხით. ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, მუხლებზე პრობლემა აქვს ”  – აცხადებს ირმა ჭკადუა.

  • გვაქვს სრული მზადყოფნა – კახი კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

    გვაქვს სრული მზადყოფნა – კახი კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. შესაბამისად, კალაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული.

    „ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა… ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არაა შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეპიდემიის დროს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს მოსახლეობას“, – აღნიშნა კალაძემ.

  • სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ბოდიში მოუხადა

    სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ბოდიში მოუხადა

    სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოს ბოდიშს უხდის.   ჯანდაცვის მინისტრის ბოდიშსს საჯაროდ მისი პრეს-სპიკერი, ალინა ნიკოგოსიანი ავრცელებს.

    “ვწუხვართ ჯანდაცვის მინსიტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც გაუგებრობა  და პოლიტიკური სპეკულაცია გამოიწვია.” – განაცხადა ალინა ნიკოგოსიანმა.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის ეფექტურობასა და ქართული მხარის გამჭვირვალობაში შეიტანა ეჭვი. არსენ ტოროსიანმის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო კოვიდ-19 ინფექციის რეალურ შედგებს არ ასაჯაროვებს.