“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს “პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი” უწოდა და გახარიას მიმართა კითხვით მოხსნიდა თუ არა მინისტრს.
Category: ახალი ამბები
-

ბატონო გიორგი მოხსნით ამ მინისტრს? – ბოკერიამ წულუკიანს პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი უწოდა (ვიდეო)
” თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს: უგულავა და ოქრუაშვილი. რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია.ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ?!ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის?”- განაცხადა ბოკერიამ. -

ვოლსკიმ რომან გოცირიძეს ზურგში „ესროლა“ (ვიდეო)
ტელეკომპანია”მთავარი” ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს მთავართან ინერვიუს დროს უკნიდან “იარაღს” უმიზნებს და “ესვრის”.
-

თუ აყვავებულია გარშემო ცხოვრება, ხალხი რატომ ვერ ხედავს? – ინაშვილი მთავრობას
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის უმრავლესობის ნაწილს კითხვით მიმართა. მისი თქმით, ისინი კარგ ხასიათზე არიან, თუმცა ცუდ ხასიათზეა საქართველოს მოსახლეობა.
,,მეჩვენება, რომ განწყობა ამ დარბაზში და განწყობა გარეთ, ორი სხვადასხვა მოცემულობა და ორი სხვადასხვა განზომილებაა. კარგია, რომ კარგ ხასიათზეა ამ დარბაზის დიდი ნაწილი, მაგრამ ცუდ ხასიათზეა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ცუდ ხასიათზე იმის გამოა, რაც ხდება მათ ცხოვრებაში.
რამდენი ადამიანი გვწერს ახლა. არ ვიცი სხვებსაც გწერენ, რომ მათთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დახმარება, დღეს არის მნიშვნელოვანი, საჭმელი აჭამონ საკუთარ შვილებს, დღეს არის მნიშვნელოვანი წამალი იყიდონ.
არადა, ყველაფერი კარგად ყოფილა. თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ასე აყვავებულია გარშემო ცხოვრება, ეს ხალხი რატო ვერ ხედავს. კარგი, ჩვენ უმადურები ვართ. ქართველი ხალხი უმადური ნამდვილად არ არის, რაღაცას ხომ უნდა ხედავდნენ პოზიტივს არა”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
-

უამრავი ადგილია საქართველოში რომელიც უამრავ ადამიანს არ უნახავს, უნდა დავირაზმოთ -გიორგი გახარია
უამრავი ადგილია საქართველოში, რომელიც უამრავ ადამიანს არ უნახავს და უნდა დავირაზმოთ სუყველა.” – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
“რაღაც კამპანია უნდა დავიწყოთ, რომ შიდა ტურიზმი განვავითაროთ, რადგან ტურიზმს დახმარება სჭირდება. როგორც ორგანიზაციების, ისე თითოეული მოქალაქის დონეზე უამრავი ადგილია საქართველოში, რომელიც მეც, თქვენც და უამრავ ადამიანს არ უნახავს და უნდა დავირაზმოთ სუყველა.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
-

შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგართან დაკავშირებით – აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩო რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. საელჩოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან ლაბორატორიაზე სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება შემაშფოთებელია.
აშშ-ის საელჩო ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით წერს, რომ აშშ-ს მოთხოვნაა, რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.
,,იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.
არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა”,- წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-

აქცია აჭარის მთავრობასთან – ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა
ბათუმში მთავრობის სახლის წინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამდროისთვის დაკავებულია 20-მდე მოქალაქე.
როგორც, ცნობილია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს რა დროსაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.
საპროტესტო აქციის სამი მონაწილე მთავრობის წარმომდგენელს შეხვდა, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს და მათ მოთხოვნებზე პასუხის მისაღებად ერთ საათიანი ვადა მისცეს. ამის შემდეგ კი ადგილზე ვითარება დაიძაბა
ოჯახის წევრებმა დღეს პირველად გააჟღერეს ორი სპორტსმენის დაკავების მოტივი. რეზო წულუკიძის ძმის მტკიცებით, ეს დაჭრა პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. ასევე ფირუზ ბოლქვაძის განმარტებით, ამ საქმეში ფიგურირებს სუს-ის მფარველობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ბიზნესმენი. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულების გათავისუფლება ამიტომ არ ხდება.
-

ჩამოიწერება თუ არა საგანგებოს დროს გამოწერილი ჯარიმები – გახარიას პასუხი
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ვერავის მოსთხოვს.
მისი თქმით, ამ ჯარიმების გაუქმება პარლამენტის პრეროგატივაა.
პრემიერის თქმით, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.
,,დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა დაარღვიეს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაწესებული, იყო 9 ათასი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება, კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს”, – თქვა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია.
“მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ დერიქტიულ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს”, — განაცხადა გახარიამ
-

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში 26 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკზე იმყოფებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
-

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1901 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1901 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5149 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4801 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0348 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო ფარცხალაძე დაჯარიმდა – გახარია
პრემიერმა გიორგი გახარიამ ირმა ნადირაშვილის კითხვას, დაჯარიმდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, უპასუხა, რომ ის დაჯარიმდა.
,,ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა. რა თქმა უნდა, დაჯარიმდა, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა – დაჯარიმდა”- თქვა გახარიამ.
ოთარ ფარცხალაძე მაშინ, როდესაც ქვეყანაში ავტომობილების გადაადგილება აკრძალული იყო, რუსთაველის გამზირზე მანქანით გადაადგილდებოდა.