Category: ახალი ამბები

  • როდის დაიწყება უმუშევრად დარჩენილებზე დახმარების გაცემა – პრემიერის განმარტება

    როდის დაიწყება უმუშევრად დარჩენილებზე დახმარების გაცემა – პრემიერის განმარტება

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განმარტებით, უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფოს დახმარების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება.

    “ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით”,- თქვა გახარიამ.

    მისივე განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც დახმარების საჭიროებას დაასაბუთებს, დახმარებს მიიღებს.

    ,,ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან პირველ აპრილს, ან პირველ მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ვიმეორებ, ყველა ადამიანი, რომელსაც ეს საჭიროება ექნება და ეს საჭიროება დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს”, – ამბობს გახარია.

  • პრინციპული საკითხი არ არის, ბევრი რამ დავზოგეთ – გახარია 26 მაისს ეროვნული დროშების დაკიდებაზე

    პრინციპული საკითხი არ არის, ბევრი რამ დავზოგეთ – გახარია 26 მაისს ეროვნული დროშების დაკიდებაზე

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა, 26 მაისს რატომ არ ჩამოკიდეს ქუჩებში საქართველოს დროშები.

    გახარიას თქმით, ეს პანდემიის დროს პრინციპული საკითხი არ არის.

    “სხვა თუ არაფერი არ გაქვთ, ახლა ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოკიდეთ… ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამე. 26 მაისი, აი ასეთ დროს, როდესაც სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი, დავზოგეთ ბევრი რამ. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი რომ ეს პრინციპული საკითხია”, – თქვა გახარიამ.

  • სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ? – გახარია გადასახადების შემცირებაზე

    სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ? – გახარია გადასახადების შემცირებაზე

    “სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?”,- ასე პასუხობს პრემიერი გიორგი გახარია სერგო რატიანის კითხვას გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, საქართველო საგადასახადო დატვირთვით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და გადასახადები იმდენად მცირეა, რომ მათ შემდგომ შემცირებას ბიზნესზე არანაირი ზემოქმედება არ აქვს.

    “ეს ფისკალური ღონისძიებები, შევამციროთ საშემოსავლო და ქონების გადასახადი, რასაც თქვენ მთავაზობთ, არის დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირებაა, რომელსაც გაუთვიცნობიერებელი მოქალაქე, შეიძლება რაღაც ისეთი გამოიწვიოს…

    კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძიება, რომელიც მივიღეთ ბიზნესის მიზნობრივი დახმარებისთვის, არის მიმარული ბიზნესის ლიკვიდობის დაბრუნებისკენ”,- უთხრა გახარიამ რატიანს.

    ,,ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა პრემიერს საშემოსავლო და ქონების გადასახადის შემცირება, ასევე აქციზის გადასახადის შემცირება შესთავაზა.

  • თეთრი შური ხომ იცით რა არის? – გამყრელიძე რუსეთის მიერ ლუგარში შესვლის მოთხოვნაზე

    თეთრი შური ხომ იცით რა არის? – გამყრელიძე რუსეთის მიერ ლუგარში შესვლის მოთხოვნაზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და ლუგარის ლაბორატორიაზე სპეკულაციებს პოლიტიკური სარჩულით ხსნის.

    მისი თქმით, რუსეთს “თეთრი შურით შურს”, რადგან იმ ინფექციების კვლვევა, რომლისთვისაც საქართველო რუსეთს მიმართავდა, ახლა ეს ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

    “რუსეთის ერთერთი თეთრი შური, იცით, რა არის? ხომ იცით? გახლავთ ის, რომ სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციაზე კვლევის, რომელსაც ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში, მაგალითად, პოლიემიოლიტისთვის უნდა გაგვეგზავნა მოსკოვში, მაგალითად, წითელასთვის, გრიპისთვის უნდა გაგეგზავნათ სანკტ პეტერბურგში. დღეს ეს არ არის საჭირო, ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ უფრო მეტი.

    ეს არის ის, რომ რატომ საქართელოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის, ეს არის ყველაფერი”,- აცხადებს გამყრელიძე.

    ცნობისთვის, გუშინ 26 მაისს,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა  ვრცელ განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ. ვრცელ განცხადებაში წერია,  რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი არ უხსნის რუსეთს, რას აკეთებს რუსულ საზღვართან “ესოდენ” ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.

  • ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ვირუსის მეორე, მესამე ტალღა შემოდგომაზე – გამყრელიძე

    ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ვირუსის მეორე, მესამე ტალღა შემოდგომაზე – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ იციან, იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღა შემოდგომით, რადგან მეცნიერებამ ვირუსი კარგად ჯერ ვერ შეისწავლა.

    ,,ჩვენი სლოგანი, რომ „ყველამ ერთად ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად“ დიდხანს დარჩება, რადგან მოხდა ეს მუტაცია, ახალი ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება, რომელმაც დღეის მონაცემებით, 5 ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ამ ინფექციის მეორე, მესამე ტალღა შემოდგომაზე, ანუ ვირუსის ქცევა ჯერ მეცნიერებამ კარგად არ იცის. ამიტომ, მზადყოფნა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

    მისი თქმით, პანდემიამ მსოფლიოს ასწავლა მთელ ჭკუა, რომ მზადყოფნა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი.

    გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე ძლიერები არიან, პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა.

  • ბიზნესი არ დაეხმარება პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით – კალაძე

    ბიზნესი არ დაეხმარება პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით – კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე მორგებულ ტენდერებთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ კომპანიები ტენდერებს ტენდერების საფუძველზე იგებენ. მისი თქმით, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში.

    ,,რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერებს იგებს კომპანიები ტენდერების საფუძველზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

    ის “ქართული ოცნების” შემომწირველ კომპანიებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ კომპანიები იმ პარტიებს არ დაეხმარებიან, ვინც ადრე ბიზნესის წართმევით და ადამიანების მკვლელობით იყვნენ დაკავებულები.

    ,,იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას, ვინც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს, არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ასე შემდეგ”,- თქვა კახი კალაძემ.

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2013 წლიდან ,,ქართული ოცნების” შემომწირველ კომპანიებს სახელმწიფომ 160 მლნ ლარი გადაუხადა, აქედან 8 მლნ ტენდერების გვერდის ავლით.

    2017 წელს თბილისის მერის არჩევნების პერიოდში შპს ჯეო გრუპის მფლობელებმა მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირეს. მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა, მერიამ კომპანიასთან 73,087,015 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

  • ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება

    ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება

    ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    „როგორც იცით, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება ჩვეულ რეჟიმში. ამ ეტაპზე მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ამ ნაწილში მონიტორინს განახორციელებენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები. მაგალითად, მეტროს შემთხვევაში, შესასვლელშივე პატრულის თანამშრომლები უზრუნველყოფენ პირბადეებიანი მგზავრების დაშვებას, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორები მოუწოდებენ მგზავრებს გაიკეთონ პირბადეები. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. ზაფხულის პერიოდია, სტატისტიკურად ამ პერიოდში მგზავრთნაკადი შედარებით დაბალია. არის გარკვეული პერიოდები წლის განმავლობაში, როდესაც პიკური რაოდენობაა მგზავრების, ეს უფრო ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. დავაკვირდებით მგზავრთნაკადის სიდიდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული, მაქსიმალურად ვეცდებით, გზავრთნაკადის რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის მაქსიმალური რაოდენობა გამოვიყვანოთ, რომ სიხალვათე იყოს. ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება დეზინფექციას, სადეზინფექციო საშუალებებით ვამუშავებთ და საგანგებო სიტუაციამდეც ვამუშავებდით ყოველდღიურად ავტობუსებს, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ. ეს პროცესი ბუნებრივია, გაგრძელდება. ასევე დეზინფექცია უტარდება მეტროს სადგურებს და ყველა იმ ადმინისტრაციულ შენობებს, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია“, – განახადა შარკოვმა.

  • “გახარია აყვავებულ ქვეყანაზე საუბრობს და ამასობაში მოერიათ ძილი”- გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს გომელაურს ჩაეძინა

    “გახარია აყვავებულ ქვეყანაზე საუბრობს და ამასობაში მოერიათ ძილი”- გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს გომელაურს ჩაეძინა

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო სადაც ჩანს, რომ პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის  დროს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ჩაეძინა.

    ფოტოს საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, წარწერით : “როცა მთავრობა ხალხზე ზრუნავს – გახარია აყვავებულ ქვეყანაზე საუბრობს და ამასობაში კი მოერიათ ძილი “

     

  • თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებულ კვლევაზე საუბრისას უნებლიე შეცდომა დაუშვა

    თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებულ კვლევაზე საუბრისას უნებლიე შეცდომა დაუშვა

    თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებულ კვლევაზე საუბრისას უნებლიე შეცდომა დაუშვა.

    “გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში 1 000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები ჯერ საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, რომ ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ,” – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

    ცერცვაძემ გუშინ გააკეთა განცხადება,  რომ ჩატარებული კვლევების შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები 1000 კაციდან 6-10%-ს დაუდასტურდა, განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ უნებლიე შეცდომა დაუშვა და რაოდენობის ნაცვლად პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა.

     

     

  • პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი – რომან გოცირიძე

    ენმ-ს ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, პრემიერი გახარია პარლამენტში ხელცარიელი და ჯიბეცარიელი მივიდა.

    მისი თქმით, გახარიამ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი არ მიიტანა, რომლითაც მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს დაეხმარება.

    ,,პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია.

    კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული [დახმარება], რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა”,- განაცხადა გოცირიძემ.

    მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსს შეხვდა იმუნიტეტის გარეშე და თანმდევი, მრავალი დაავადებით.