Category: ახალი ამბები

  • ჟამიანობის დროს პროცესი სწორად მიდიოდა, ბარაქალა ყველა თქვენგანს – ქანთარია მთავრობას

    ჟამიანობის დროს პროცესი სწორად მიდიოდა, ბარაქალა ყველა თქვენგანს – ქანთარია მთავრობას

    უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიისას პროცესი სწორად და გონივრულად მიდიოდა, რამაც სხვა ქვეყნების მსგავს შედეგებს აგვაცილა.

    მისი თქმით, შეიძლება ამას გამარჯვება დაერქვას.

    ,,ბატონო გიორგი, თქვენმა დღევანდელმა მოხსენებამ უფრო თვალნათელი გახადა, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს სწორად, გონივრულად, სწრაფად მიდიოდა და ამან მოიტანა შედეგი, რასაც შეიძლება, ამ ეტაპისთვის, გამარჯვება დავარქვათ. აგვაცილა იმ შედეგებს, რასაც ვხედავდით სხვა ქვეყნებში და ამისთვის ბარაქალა ყველა თქვენგანს, აღარ ჩამოვთვლი ყველას, დროს დავზოგავ. მართლაც არის თავდაუზოგავი შრომა ამაში გაწეული”,- თქვა ნუკრი ქანთარიამ.

     

  • 1 წელი გადის 20 ივნისიდან, ვინ ამოთხარა მაკო გომურს თვალი? – ელენე ხოშტარია გახარიას

    1 წელი გადის 20 ივნისიდან, ვინ ამოთხარა მაკო გომურს თვალი? – ელენე ხოშტარია გახარიას

    პარლამენტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერ გიორგი გახარაის მაკო გომურის შესახებ კითხვა კიდევ ერთხელ დაუსვა. მისი თქმით, 1 წელი გადის 20 ივნისიდან, მაკო გომურმა კი ჯერაც არ იცის, ვინ ამოთხარა თვალი.

    ,,1 წელი გადის 20 ივნისის შემდეგ და ამ დარბაზში მე რამდენიმე თვის წინ დაგისმით მაკო გომურის კითხვა, რომელსაც აინტერესებდა, ვინ დააზიანა ეს ადამიანი, ვინ ამოთხარა მას თვალი. სამწუხაროდ, თქვენ მაშინ ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებთ მაკო გომურთან ურთიერთობას”,- ამბობს ხოშტარია.

    მისი თქმით, აქ საუბარი არის ურთიერთობაზე ვინმესთან, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე დაზარალებული ადამიანის მიმართ.

    მან აღნიშნა, რომ ეს კითხვები არასდროს გაქრება და პასუხს აუცილებლად მოითხოვს.

  • ახალციხეში ძაღლმა 9 ბავშვი დაკბინა

    ახალციხეში ძაღლმა 9 ბავშვი დაკბინა

    გუშინ 26 მაისს ახალციხეში,  9 აპრილის ქუჩაზე ძაღლმა ცხრა ბავშვი დაკბინა.ბავშვებს  დაზიანებები კიდურებსა და წელის არეში აქვთ. ამის შესახებ ინფორმციას “სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

    მშობლებიაცხადებენ, ბავშვები ძაღლმა საცხოვრებელი კორპუსების წინ მდებარე სკვერში დაკბინა, ცხრავე არასრულწლოვანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

    “პატარას კბენდა, მივეშველე ჩანთა ჩავარტყი, მაგრამ მეც მომვარდა და ხელზე მიკბინა”, – ამბობს ერთ–ერთი არასრულწლოვანი.

    სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაუკეთეს ცოფის საწინააღმდეგო შრატი და ჭრილობები დაუმუშავეს.

  • “სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი”- ნატო ჩხეიძემ გახარიას ლექსი წაუკითხა

    “სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი”- ნატო ჩხეიძემ გახარიას ლექსი წაუკითხა

    რობერტ ბერნსის ფრაზა-„ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი მართავენ ქვეყანას ძნელბედობის ჟამს“ თქვენი მთავრობის მუშაობას ესადაგება, ბატონო გიორგი, ახლა ძნელბედობაა და თქვენი „წერტილები“ მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება , – ასე მიმართა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც დღეს პარლამენტში ანგარიში წარადგინა.

    ნატო ჩხეიძემ რობერტ ბერნსის ერთ-ერთი ლექსიდან ფრაზა წაიკითხა და პრემიერს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

    „ბატონო პრემიერო, რომ მქონდეს იმის მოლოდინი, ნათლად და მიუკიბ-მოუკიბავად უპასუხებდით შეკითხვებს, მაშინ გკითხავდით მაგალითად, რა დახმარებას ჰპირდებით ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახებს კი არა, საკუთარ თავებსაც ვეღარ ინახავენ. რა ცნობებს მოელით მათგან? შეგეკითხებოდით, მაგალითად, მადლობისა და ტაშის შემდეგ, რა დახმარება შეგიძლიათ, გაუწიოთ დღე-ღამე მომუშავე სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით, იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მიზერულ თანხაზე მუშაობენ. რა მიზეზი ჰქონდა თქვენს საბჭოს, როდესაც სახლებში წიგნის მიტანა აკრძალა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში სახლში დარჩენილი მოსახლეობისთვის წიგნი ნუგეშის, განათლებისა და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნის საშუალება იყო, ჩვენთან კი, ეს არ გახლდათ. აღარ შეგეკითხებით იმას, თუ ამ უამრავი დროის განმავლობაში, მუდმივი დაპირების მიუხედავად, რატომ არ არის წარმოდგენილი ბიუჯეტი, კრიზისის შესაბამისად შეცვლილი, ხოლო რაც გაკეთდა იმ ბიუჯეტით, ნეპოტიზმისა და კორუფციის უამრავ კითხვის ნიშანს შეიცავს, რაც აქ კიდეც გაჟღერდა, ეს არის ფასების მატების, საამაყო პირბადეების, თუ სხვადასხვა შესყიდვების სახით. კიდეც რომ გკითხოთ ბატონო გიორგი, თქვენგან მოვისმენ მენტორულ პასუხებს, რომ „ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ეს შეკითხვა უაზრობაა, მაკსკარადს ვხედავთ“ და ასე შემდეგ. ბოლოს აუცილებლად იტყვით – „წერტილი“. სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი. ამიტომ, არც კი ვიცი, უნდა მოვისმინო თუ არა თქვენი პასუხები.

    კიდევ ერთი, თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა, ლექსია და მინდა ფრაზა ვთქვა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას ამ ძნელბედობის ჟამს მართავენ“. ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება“, – მიმართა ნატო ჩხეიძემ გიორგი გახარიას.

  • გახარია არის ჯალათი, მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს სახეში ესროლოთ – ბოკუჩავა გახარიას (ვიდეო)

    გახარია არის ჯალათი, მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს სახეში ესროლოთ – ბოკუჩავა გახარიას (ვიდეო)

    „გიორგი გახარია არის ჯალათი, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, – ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარაის.

    „ბატონო გახარია, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა სამი თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 1 თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობას მხოლოდ 5 პროცენტი შეხვდა დანაზოგით? 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა. რატომ გათვალეთ თქვენი ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდეს ნაწილიც ასევე სიღარიბეშია.

    რატომ თქვით უარი ჩვენს შემოთავაზებაზე, რომ 5 ათასამდე თანამოქალაქე დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ. რატომ არ გაეცით განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე? ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს, გომელაური 2 მილიონზე მეტს ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებასაც ვერ იღებენ.

    თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის “ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი. რაც არ უნდა ეცადოთ დღეს რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

     

  • მთავრობა მოქალაქეების იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

    მთავრობა მოქალაქეების იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

    როგორც პრემიერმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა,  თავრობა მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს. იპოთეკური სესხის სუბსიდირება წლის ბოლომდე გაგრძელდება და განკუთვნილი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

    „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ ზარალს, რომელი სექტორიც მიიღებს, გახლავთ მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის, მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ,“ – აღნიშნა პრემიერმა.

    მისივე თქმით, 150 მილიონი ლარი გამოიყოფა დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის, რაც ასევე დაეხმარება სამშენებლო სექტორს.

  • ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება, დამღუპველი იყოს – მდინარაძე  საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ 3000 ლარიან ჯარიმებზე

    ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება, დამღუპველი იყოს – მდინარაძე საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ 3000 ლარიან ჯარიმებზე

    “3000 ლარის გადახდა ბევრს გაუჭირდება, მაგრამ ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება”-  ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

    “თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ამან ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს”,-  განაცხადა მდინარაძემ.

  • როდის გამოიყენებენ StopCov ფონდში მობილიზებულ თანხას – გახარიას განმარტება

    როდის გამოიყენებენ StopCov ფონდში მობილიზებულ თანხას – გახარიას განმარტება

    ” StopCov ფონდში მობილიზებული თანხა უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული ” – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

    “stopcov.ge უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ინფრომაციას აწვდიდა მომენტალურად. ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომელმაც შექმნა ეს მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. თუ არ ვცდები, დღეს ფონდში მობილიზებილია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ქართუ ფონდის დამსახურება. ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანას ყველაზე უფრო დასჭირდება და რა თქმა უნდა, ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა” — განაცხადა გარიამ

    ამ ეტაპზე stopCov ფონდში 132 მილიონია მობილიზებული.

  • ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება არ უნდა იყოს, ფანჯრები ღია უნდა იყოს – კალაძე

    ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება არ უნდა იყოს, ფანჯრები ღია უნდა იყოს – კალაძე

    “ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება არ უნდა იყოს, ფანჯრები ღია უნდა იყოს “- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე.  როგორც კალაძე აცხადებს, მგზავრობის დროს პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ამასთან, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიცირება არ იქნება.

    “ასევე, უნდა გაფრთხილდეს ჩვენი ავტობუსის მძღოლები, რომ არავითარ შემთვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია და მაქსიმალურად ნიავდებოდეს. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ნიავდება”, – აცხდებს კახა კალაძე.

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს  საპატრულო პოლიციაც გააკონტროლებს

    საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს საპატრულო პოლიციაც გააკონტროლებს

    საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

    თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 29 მაისის შემდეგ შეცვლილი პრინციპით მოუწევს მუშაობა, მათ შორის მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება არა უშუალოდ ტრანსპორტში, არამედ გაჩერებებზეც.

    „პირველ ეტაპზე არცერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, – განაცხადა ხმალაძემ.

    ვიცე-მერმა უშუალოდ მეტროს მუშაობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება, როგორც მეტროს ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულში.

    „ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათების და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარება მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროსადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა. თუმცა, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ, რომ გვექნება რაოდენობრივი კონტროლი. ასევე, ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამის საჭიროება იქნება. ჯერ კიდევ ისიც გაურკვეველია, რა რაოდენობის მოთხოვნა წამოვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური საქმიანობები სრულად გახსნილი. აქედან გამომდინარე, ფორსმაჟორულ, ონლაინ რეჟიმში მოგვიწევს ოპერატიული მუშაობა და სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება. საფრთხეები და რისკები რომ გათვალეს ეპიდემიოლოგებმა და გასცეს რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დაწყებაზე, ამის აღსრულების პროცესში ვართ“, – განაცხადა ხმალაძემ.