Category: ახალი ამბები

  • სეტყვა, ელჭექი, ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება. ნალექმა შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

    ,,მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს”,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

  • ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება – წესები, რომლის დაცვაც მოგიწევთ

    ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება – წესები, რომლის დაცვაც მოგიწევთ

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. თუმცა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

    • საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ამას გააკონტროლებენ საპატრულო პოლიცია და მუნიციპალური სამსახურები.
    • ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერი არ ჩაირთვება, თუმცა სავალდებული იქნება ფანჯრების გაღება.
    • გარდა ამისა, შესაძლოა ყვითელ მიკროავტობუსებში მგზავრის ფეხზე დგომა აკრძალული იყოს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

    საქალაქთაშორისო მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 დაინფიცირდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 დაინფიცირდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 738-ს მიაღწია. გარდა ამისა, დღევანდელი მონაცემებით, კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 573-მდე გაიზარდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის აქტიური 153 შემთხვევაა აღრიცხული.

    საქართველოში ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა.

  • ავსტრალიაში “კოვიდ-19” -ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა მიმდინარეობს

    ავსტრალიაში “კოვიდ-19” -ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა მიმდინარეობს

    პოტენციური ვაქცინა – NVX-CoV2373 ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია “ნოვავაქსმა” შეიმუშავა. კომპანია ვაქცინაზე მუშაობას იანვარში შეუდგა, როდესაც ჩინეთში “კოვიდ-19”-ის აფეთქება დაიწყო. ვაქცინის დანიშნულება, სხეულის იმუნური რეაქციის გაძლიერება და გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალი დონის სტიმულირებაა.

    ვაქცინა თუ იმუშავებს, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის 100 მილიონ, მომდევნო წელს კი 1.5 მილიარდ დოზას დაამზადებენ.

    მკვლევარები ამბობენ, რომ “ვაქცინა სასწაულს ახდენს და ამ მძიმე დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვის შესანიშნავი გზაა.”

    ავსტრალიის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გამოცდა, კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის გლობალურ რბოლაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გამოცდის ზოგიერთი მონაწილე პლაცებოს მიიღებს, სხვები კი “ნოვავაქსის” პრეპარატს.

    ადრეულ შედეგებს ივლისისთვის ელიან და მეცნიერები ფიქრობენ, რომ “გარკვეული შემაჯამებელი შედეგები ამ წლის ბოლოსთვის ექნებათ”. გამოცდების მეორე ფაზაში, რამდენიმე ქვეყანაში ათასობით მოხალისე ჩაერთვება. მოხალისეებს ჯერ კიდევ ეძებენ და კვლევითი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტის დროს ცოცხალი კორონავირუსი არ გამოიყენება.

    “ნოვავაქსმა”, ნორვეგიაში ბაზირებული ეპიდემიური მზადყოფნის სიახლეების კოალიციისგან 388 მილიონი დოლარი მიიღო. ამჟამად, კორონავირუსის 100-ზე მეტი პოტენციური ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს და დაახლოებით 12 კვლევა, ადამიანზე გამოცდის სტადიამდე მივიდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა, მადლობა განათლების სამინისტროს – კობახიძე

    ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა, მადლობა განათლების სამინისტროს – კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვერ დაიძინებს, განათლების მინისტრს მადლობა რომ არ გადაუხადოს.

    მისი თქმით, მინისტრმა კრიზისი შესაძლებლობად აქცია და ახალ რეალობაზე გადაწყობა რამდენიმე დღეში მოახერხა.

    “გამოსვლის დროს მექანიკურად გამომრჩა, სამწუხაროდ განათლების სამინისტრო. ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინსტროს, განათლების მინისტრს. მე თვითონ ვარ განათლების სისტემის წარმომადგენელი მითუმეტეს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე დღეში მოახერხა განათლების მინისტრმა ახალ რეალობაზე გადაწყობა და მოახერხა დისტანციური სწავლების სისტემის შემოღება და რეალურად კრიზისი აქცია შესაძლებლობად”, — განაცხადა კობახიძემ.

  • შუბლის ძარღვი ხომ არსებობს?! – მდინარაძე ოპოზიციას

    შუბლის ძარღვი ხომ არსებობს?! – მდინარაძე ოპოზიციას

    უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ივანიშვილს არათუ სახლში აქვს ფული წაღებული, არამედ 3 მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული.

    “თქვენ ხართ წარსული, ცუდი წარსული. ბატონო რომან, თქვენ მოგმართავთ, როცა საუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილმა წაიღო ფული, ადამიანს ქველმოქმედებაში სამი მილიარდი აქვს დახარჯული და ფული წაიღო სახლშიო, გირჩევთ სხვა არხებსაც უყუროთ და იქნებ ასეთი საოცრებები არ ილაპარაკოთ. 100 მილიონი კაცმა ჩარიცხა და ფული წაიღო სახლშიო გვიყვებით”,- ამბობს მდინარაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არავის დახმარებია, მთავრობა კი მაქსიმუმს ცდილობს.

    ,,როცა “ნაცკლასტერის” ერთ-ერთი წარმომადგენელი საუბრობს, რომ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. “არასდროს” რატომ არ თქვა იცით? – იმიტომ რომ მათ დროს იყო “არასდროს”. ერთი კაპიკით არ დახმარებიან არავის. არ არის რაღაცები საკმარისი, მაგრამ მაქსიმუმს ვცდილობთ. ადამიანმა 48 მილიონი მოიპარა და პოლიტპატიმრებს უწოდებთ და გამოდიხართ უაპელაციოდ ადამიანს, პრემიერ გახარიას ელაპარაკებით სისხლიან ხელებზე და პოლიტპატიმარს ვის უწოდებთ არ გახსენდებათ ეტყობა. თორე რაღაცა შუბლის ძარღვი ხომ არსებობს?! წარმოუდგენელია, თუმცა გვიწევს თანაცხოვრება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • ქალი ყვება, რომ თურქეთის მოქალაქემ გააუპატიურა, სცემა, თუმცა საქართველოში პოლიციამ არ დაიცვა

    ქალი ყვება, რომ თურქეთის მოქალაქემ გააუპატიურა, სცემა, თუმცა საქართველოში პოლიციამ არ დაიცვა

    ტვ პირველთან ინტერვიუში საქართველოს მოქალაქე ქალი ამბობს, რომ თურქეთში კაცი, რომელთანაც არაოფიციალურ ურთიერთობაში იყო, სცემდა, აუპატიურებდა და აშანტაჟებდა.

    ქალი ყვება, რომ თურქეთის მოქალაქე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მის 4 წლის შვილს კი მის თვალწინ ახრჩობდა.

    ,,ისე მალურჯებდა.. ტელეფონს მირტყამდა სახეში და ეს ხდებოდა ჩემი არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. ჩემს შვილს თმებს გლეჯდა, წყალს შეაგუბებდა და ახრჩობდა. ვთხოვდი გამიშვი-მეთქი. მაშანტაჟებდა ყოველთვის. ჩემი შიშველი ფოტოები ჰქონდა, სექსუალური ურთიერთობის დროს გადაღებული და მემუქრებოდა, რომ ამ ყველაფერს გამოაქვეყნებდა, აჩვენებდა ჩემს ძმას, ჩემს ახლობლებს და ნათესავებს”,- ამბობს დაზარალებული.

    მისივე თქმით, სექსუალური ძალადობისას ორსულად დარჩა, მამაკაცმა კი აბორტი იძულებით, არალეგალურ კლინიკაში გააკეთებინა.

    ქალმა შესაძლო მოძალადეს თავი დააღწია და თბილისში გამოიქცა, თუმცა კაცმა თბილისში ჩამოაკითხა.

    ის ტვ პირველთან ამბობს, რომ პოლიციას უკვე თბილისში მიმართა, თუმცა მათ დასცინეს და უკან გამოუშვეს. დაზარალებულის მტკიცებით, განცხადება თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაწერა, თუმცა მოძალადე პოლიციამ მხოლოდ 2 საათით დააკავა.

    ,,პოლიციიდან ვიგრძენი ჩემზე ზეწოლა, შეურაცხყოფა. მიმტკიცებდა პოლიციელი შენ წერო და შენ აშანტაჟებო. იცი რას გიზამო? იქით შემოგიტრიალებ საქმესო. ამ წუთას უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს ჩემს ქვეყანაში”,- ამბობს მსხვერპლი ქალი.

    მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შესაძლო მოძალადე შეძლებული ადამიანია და რამდენიმე ადვოკატი ჰყავს. მისი თქმით, დაზარალებული ქალი პოლიციამ კამერების მოშორებით გაიყვანა და უთხრა, რომ თუ ამ საქმეს გააგრძელებს კიდევ, საქმე შემოუტრიალდება.

    დაზარალებულმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა.

  • როცა მხედავს, ბნედა ემართება – წულუკიანი ბოკერიაზე

    როცა მხედავს, ბნედა ემართება – წულუკიანი ბოკერიაზე

    იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგა ბოკერიას პასუხობს და ამბობს, რომ მისგან მსგავსი ტიპის “მასკარადი”უჩვეულო არაა.

    მისივე თქმით, როცა ბოკერია ხედავს, ბნედა ემართება.

    “განსაკუთრებით როცა მხედავს, მას ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ აღვნიშნეთ დღეს, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერმინისტრს, ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის ვაპროტესტებთო და ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.

    ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული და მსაყვედურობს, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურას, ეს არის პროდასავლურობას მოფარებული ანტიდასავლური ძალა”, — განაცხადა წულუკიანმა.

    დღეს ბოკერიამ წულუკიანს პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი უწოდა და გახარიას ჰკითხა, მოხსნიდა თუ არა მას მინისტრობიდან, რაზე გახარიამ უპასუხა, რომ დააწინაურებს. 

  • ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაუტარა – ირაკლი კობახიძე

    ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაუტარა – ირაკლი კობახიძე

    “ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაუტარა.”- ასე  შეაფასა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის მოხსენება.

    “მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ – გოიმური ოპოზიცის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, ეს იყო ჩვეული, დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში ჩვენ დამაჯერებლი წარმატება მოგვიტანა”,- განაცხადა კობახიძემ.

  • პირველი ტაიმის შემდეგ გუნდის მწვრთნელს მოგებული აქვს  7:0 – კობახიძე გახარიას ანგარიშის წარდგენაზე

    პირველი ტაიმის შემდეგ გუნდის მწვრთნელს მოგებული აქვს 7:0 – კობახიძე გახარიას ანგარიშის წარდგენაზე

    “პირველი ტაიმის შემდეგ მოგებული აქვს გუნდის მწვრთნელს 7:0 “- ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

    “დღე, როცა ვისმენდი მე ამ დებატებს, დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მოგებული აქვს გუნდის ხელმძღვანელს, მწვრთნელს 7:0 და მწვრთნელს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ გუნდი სხვანაირად უნდა დაეყენებინა, სხვა მოთამაშე უნდა გამოეყვანა და ა.შ. 7:0 არის მოგებული პირველი ტაიმი. “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.