Category: ახალი ამბები

  • რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში.. მაგრამ რა კორუფცია?! – გახარია

    რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში.. მაგრამ რა კორუფცია?! – გახარია

    ” რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში… მაგრამ რა კორუფცია ხალხო.”- ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების შეკთხვას თუ რა პრინციპით არჩევდა ხელისუფლება კომპანიებს და როგორ ახდენდა მთავერობა ბიზნესის დროებით გაჩერებას.  პრემიერ მინისტრი კატეგორიულად უარყოფს რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, იმ კომპანიების შერჩევისას რომლებსაც საგანგებო მდგომარეობისას საქმიანობის უფლება მიიღეს.

    “ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი და თქვა რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვე და მერე.ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ რომ ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში… მაგრამ რა კორუფცია ხალხო. იქ ეგეთი თემა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ლუგარში ექსპერტების საფარველით ფსბ-ს შეშვება რუსულ პროპაგანდაში ჩაყოლა იქნება – დეკანოიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ინფექციონისტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ თუ ლუგარის ლაბორატორიაში ისინი ექსპერტების საფარველით ფსბ-ს შეუშვებენ, ესე მათ პროპაგანდაში ჩაყოლა იქნება.

    ,,ლუგარის ლაბორატორიაში ვინც რუსი ექსპერტების საფარველით ფსბ- ს შეუშვებს, რაღაც საერთაშორისო ვალდებულებების გამართლების ბოდვით – იქნება რუსულ პროპაგანდაში ჩაყოლა, ქვეყნის სტარტეგიული და სახელმწიფო ინტერესების ზიანის მომტანი.

    არ აქვს მნიშვნელობა – მინისტრი, ექიმი თუ ეპიდემიოლოგი.

    საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს რუსეთმა ამ ულტიმატუმზე”,- წერს Facebook-ზე დეკანოიძე.

    დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან საქართველოს ვალდებულებები არ აქვს, მაგრამ ქვეყანა მზად არის ისინი ლუგარში დაპატიჟონ.

    ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნა ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ორმხრივად კი ეს არ განხორციელდება. ამ კონვენციის ფარგლებში არანაირი ვალდებულება მათი ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს,“ – თქვა ზალკალიანმა.

    ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ ქვეყანას დასამალი არაფერი აქვს და რუსეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ლუგარში მიბრძანდნენ.

    ცნობისთვის, გუშინ 26 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ.

    განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ. განცხადებაში წერია, რომ ვაშინგტონი არ უხსნის რუსეთს, რას აკეთებს რუსულ საზღვართან “ესოდენ” ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.

  • დედამიწაზე ორმა მთავრობამ არ გაიღო COVID-19-სას პირდაპირი ფულადი დახმარება – თქვენ და ნაურუმ – გოცირიძე გახარიას

    დედამიწაზე ორმა მთავრობამ არ გაიღო COVID-19-სას პირდაპირი ფულადი დახმარება – თქვენ და ნაურუმ – გოცირიძე გახარიას

    ენმ-ს თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრემიერს მიმართავს, რომ დედამიწაზე სულ ორი მთავრობაა, რომელმაც კორონავირუსისას პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო – საქართველოს და ნაურუს მთავრობამ.

    მისი თქმით, მოიძია და გაარკვია, რომ საქართველოს მთავრობის მსგავსად, ნაურუც არ დახმარებია მოქალაქეებს, მიზეზი კი ისაა, რომ ნაურუში კორონავირუსი არ გავრცელებულა.

    „მე თქვენ გითხარით, დამისახელეთ ერთი სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაუწია მოქალაქეებს, თქვენ თქვით, რომ არ ეძებთ სახელმწიფოებს, მე მოვძებნე. თქვენი მთავრობის გარდა არსებობს ერთი ქვეყანა, პატარა კუნძული, დაახლოებით არის ვაკე-საბურთალოს ოდენა, ჰქვია ნაურუ. 20 000-ია მოსახლეობა, არ დაურიგებია სოციალური დახმარება, იმიტომ რომ ნაურუმდე ვერ შეაღწია ვირუსმა. ორი მთავრობა არის დედამიწის ზურგზე, რომელმაც პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო-თქვენ და ნაურუ ,“ – განაცხადა გოცირიძემ.

  • რიონში უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია, არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო – ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი

    რიონში უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია, არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო – ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი

    “არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო” – ეკოლოგი და  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი ნუგზარ ზაზანაშვილი  რაჭაში, ონის რაიონში, მდინარეზე რიონზე ჰიდროელექროსადგურ „ონის კასკადის“მშენებლობას ეხმაურება და იმ რისკებზე საუბრობს რომელსაც “ონის კასკადი”  წარმოადგენს.

    “არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებას იპოვი, მიადგე და ჰესი ააშენო. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ საკითხში ჩვენი ფილოსოფიაა: მართებული ჰესი მართებულ ადგილას.

    საშუალოვადიან პერსპექტივაში, ვთქვათ ავიღოთ 15-20 წელი, ამ პერსპექტივაში რამდენს მოუტანს ეს ჰესების კასკადი ახალი ჰიდროენერგეტიკული ინრასტრუქტურა რიონზე რეგიონს, ადგილობრივებს და ქვეყანას, ფულადი გამოსახულებით აი რამდენ ლარს მოუტანს. და მეორე შეფასდეს ეს რომ არ მოხდეს და განვითარდეს ტურიზმის ინფრასტრუქტურა. მეღვინეობის ტრადიციული მიმართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს. იმ შემთხვევაში რამდენი ადამიანი დასაქმდება, რამდენს ექნება შემოსავალი, რას მიიღებს რეგიონი და ქვეყანა. ამას რომ გააკეთებ და მაჩვენებ ჰესებს ხუთჯერ მეტი თუ მოაქვს ვიდრე სხვას, კიდევ შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი მაგრამ ასეთი კვლევა არ არის. რისკები სახეზეა, მდინარეს რომ მიწაში ჩადებ, ზემოქმედებაა, აბა რა არის? ის მდინარე წყლის ეკოსისტემა არ არის?

    რიონი არის ერთადერთი ადგილი, სადაც უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია. ზუთხის ყველა სახეობა გლობალური საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებად არის აღიარებული საერთაშორისო წითელი ნუსხის მიერ. რაჭაში ვაზის უნიკალური ჯიშებია, დედამიწის ზურგზე სხვაგან რომ არაა არსად. წინაპრებმა ამდენი საუკუნის მანძილზე შემოგვინახეს და ახლა ხალხი ბიზნესს აკეთებს, ღვინო გადის უცხოეთში და შენ ამბობ, რომ საფრთხეს არ შეუქმნი. დამისაბუთე, რომ საფრთხეს არ შეუქმნის.

    რაჭა, ჩემი შეხედულებით არის ადგილი, სადაც დამატებითი ჰესების აშენება სარგებელს ნაკლებს მოიტანს, ზიანს მეტს.” – განაცხადა ნუგზარ ზაზანაშვილმა, მთის ამბებთან საუბრისას.

    ცნობისთვის, ონის რაიონში, მდინარე რიონზე, 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობის პროექტს სს “ონი კასკადი” ახორციელებს. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) 2017 წლის დეკემბერში წარადგინა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებულ პროექტზე, 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად Covid19-თან  ბრძოლით იყო დაკავებული, გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.

  • ამაზრზენია, 20 ივნისიდან 1 წელი არ გასულა, მისი შემოქმედი ტრიბუნიდან სიცილ-ხარხარით პოზირებს – ბოკუჩავა

    ამაზრზენია, 20 ივნისიდან 1 წელი არ გასულა, მისი შემოქმედი ტრიბუნიდან სიცილ-ხარხარით პოზირებს – ბოკუჩავა

    ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მაშინ, როცა 20 ივნისიდან 1 წელიც არ გასულა, მისი შემოქმედი გახარია კი საპარლამენტო ტრიბუნიდან პოზირებს, რაც ამაზრზენია.

    ,,პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს”,- აცხადებს ბოკუჩავა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ მის კითხვებს თავი აარიდა, რომელიც კორუფციას და ადამიანების დახმარებას ეხებოდა.

    ,,რაც შეეხება ჩემს კითხვებს, თქვენ გომელაურივით არ თვლემდით, მაგრამ, გამოგეპარათ, როგორც ჩანს, ასევე ჩემი კითხვების უმრავლესობა, მათ შორის დღეს მთვლემარე გომელაურს რომ 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტში და ავეჯში, მათ შორის ამ პანდემიის დროს, ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ ეს თუ არა? ასევე ღარიბაშვილზე გკითხეთ, გკითხეთ კორუმპირებულ კალაძეზე და ასევე, როცა ამბობთ, რომ დახმარებას მიიღებს მოსახლეობაო, ყველა, ვისაც სჭირდებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე იმიტომ, რომ 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი საერთოდ თქვენი დახმარების მიღმა დარჩა და რატომ არ გაეცით ეს დახმარება აქამდე? 25 მაისს გავცემთო, 25 მაისი იყო გუშინწინ, ბატონო გიორგი”,- უთხრა თინა ბოკუჩავამ პრემიერს.

    დღეს 20 ივნისი გახარიას ელენე ხოშტარიამაც შეახსენა და უთხრა, რომ 20 ივნისიდან 1 წელი გადის და მაკო გომურმა ჯერაც არ იცის, ვინ ამოთხარა თვალი. 

     

  • გახსენით წიგნი, რაღაც წაიკითხეთ, კაცო – გახარია ოპოზიციას

    გახსენით წიგნი, რაღაც წაიკითხეთ, კაცო – გახარია ოპოზიციას

    პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად ოპოზიციას ურჩია, რომ წიგნი წაიკითხონ.

    მისი თქმით, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

    ,,25 მილიონით მიმდინარე ხარჯები გაიზარდა იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ და ეს დროშა რომ გიჭირავთ და რომ აქნევთ. IMF-ის მონაცემებით დღეს ბიუროკრატიული ხარჯების მშპ-სთან შედარებით, საქართველო არის მეორე ადგილზე, გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ კაცო. პირველ ადგილზეა სინგაპური, მეორე ადგილზე საქართველო”,- თქვა გახარიამ.

     

  • ტურისტი, რომელსაც ბოლო 72 საათში PCR ტესტი არ ექნება გაკეთებული, ქვეყანაში ვერ შემოვა – გახარია

    ტურისტი, რომელსაც ბოლო 72 საათში PCR ტესტი არ ექნება გაკეთებული, ქვეყანაში ვერ შემოვა – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 72 საათით ადრე COVID-19-ის PCR ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

    პრემიერის განმარტებით, გამონაკლისი ტურისტებისთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლამდე მსგავსი შემოწმება გავლილი არ ექნება, ქვეყანაში PCR ტესტების აღების შესაძლებლობა შეიქმნება.

    “საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72-საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში უკვე კოვიდ პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით, ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული,”- განაცხადა პრემიერმა.

    მისივე თქმით, ამით საქართველო საკუთარ ბრენდებს კიდევ ერთი – “COVID FREE” ბრენდს დაამატებს.

    “ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას, უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი – საქართველო, როგორც Covid Free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა. უნდა გავაძლიეროთ. ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე და ტურიზმში ამის გაკეთება შეგვიძლია”,- აღნიშნა გახარიამ.

  • ჩინეთის ჰიმნის არცოდნა ჰონგ-კონგში დასჯადი ხდება –  დემონსტრაციაზე, სადაც ახალ კანონებს აპროტესტებდნენ პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა

    ჩინეთის ჰიმნის არცოდნა ჰონგ-კონგში დასჯადი ხდება – დემონსტრაციაზე, სადაც ახალ კანონებს აპროტესტებდნენ პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა

    ჰონგ-კონგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი პროტესტის მიზეზი ჩინეთის მიერ შეთავაზებული ეროვნული უსაფრთხოების კანონია, რომელმაც უკვე გამოიწვია საეერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება. ჰონგ-კონგის მოსახლეობა თვლის, რომ ახალი კანონი მათ თავისუფლებას ზღუდავს.

    ჰონგ-კონგის პოლიციამ პილპილის ბურთები, წიწაკის სპრეი გამოიყენა ხალხის წინააღმდეგ 300 ადამიანი კი დააკავა. სამართალდამცველებმა ხალხს ალყა შემოარტყეს და მათ ასფალტზე სასხდომა აიძულეს, სანამ ჩხრეკას უტარებდნენ.

    გამომსვლელები გეგმავდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოსმენა ჩაეშალათ, თუმცა, შენობას პოლიციის დამატებითი ძალები იცავდა. კანონპროექტის თანახმად, ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება. კანონპროექტს კანონის ძალა, სავარაუდოდ, მომავალ თვეში მიეცემა.

    “მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში გეშინიათ, ხმა მაინც უნდა ამოიღოთ”, თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

    ჩინეთის მიერ შეთავაზებულმა კანონებმა, შესალოა, საშუალება მისცეს ქვეყანას, რომ ჰონგ-კონგში ჯაშუშებისთვის ბაზები შექმნას.

    ამ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • ბათუმში საპროტესტო აქციაზე 30 პირი დავაკავეთ – შსს

    ბათუმში საპროტესტო აქციაზე 30 პირი დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, პოლიციამ ბათუმში აქციის დროს 30 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 7 მაისს დაკავებული 2 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას ცენტრალური გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

    სამინისტრო კადრებსაც ავრცელებს, რომელშიც მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. უწყების ცნობით, დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

    საპროტესტო აქციას ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მართავენ.  წულუკიძის ძმის მტკიცებით, ისინი პოლიტიკური მოტივით დააკავეს, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ფირუზ ბოლქვაძის განმარტებით, ამ საქმეში ფიგურირებს სუს-ის მფარველობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ბიზნესმენი. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

  • თეა წულუკიანს დავაწინაურებ –  გახარია ბოკერის პასუხობს

    თეა წულუკიანს დავაწინაურებ – გახარია ბოკერის პასუხობს

    “თეა წულუკიანს დავაწინაურებ”- ასე უპასუხა გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსტიციის მინისტრს.

    ცოტახნის წინ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს “პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი” უწოდა და გახარიას მიმართა კითხვით მოხსნითა თუ არა მინისტრს.