Category: ახალი ამბები

  • არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ანტიკრიზისული ღონისძიებაა – ცქიტიშვილი სესხების სუბსიდირებაზე

    არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ანტიკრიზისული ღონისძიებაა – ცქიტიშვილი სესხების სუბსიდირებაზე

    ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშილის განცხადებით, სესხების სუბისიდრების პროგრამა, რომელიც მთავრობამ დღეს წარადგინა საარჩევნო მოსყიდვა არ არის, არამედ ანტიკრიზისული ღონისძიებაა.

    “ჩვენ ყველა ის პაკეტი, რომელიც შევქმენით, მიმათულია სექტორის და მოქალაქის საჭიროებაზე. ეს არ არის არჩევნების მოსყიდვა, ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ეკონომიკის წინაშე, რასაც არ უნდა ამბობდეს ოპოზიცია”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

    გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

    გარდა ამისა, სახელმწიფო გასცემს იპოთეკურ სესხებზე გარანტიას, მისი ოდენობა 20% იქნება, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

    სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.

  • ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მიიღება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით – კობახიძე ლუგარის ლაბორატორიაზე

    ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მიიღება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით – კობახიძე ლუგარის ლაბორატორიაზე

    “ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მიიღება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით “- აცხადებს უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით მიიღებენ.

    “ლუგართან დაკავშირებით საკითხი არის ძალიან მარტივი. ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ამ თემაზე მიღებული იქნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი. გავივლით კონსულტაციებს და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • პრემიერმა გუშინ ოპონენტებს შესაბამისი ადგილი მიუჩინა, საზოგადოებამ კარგად ნახა – კალაძე

    პრემიერმა გუშინ ოპონენტებს შესაბამისი ადგილი მიუჩინა, საზოგადოებამ კარგად ნახა – კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე კითხვაზე, რას ფიქრობდა ის გიორგი გახარიას ფრაზაზე “შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია”, თქვა, რომ გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს ოპონენტებს “შესაბამისი ადგილი მიუჩინა”.

    “ჩემი პასუხი იქნება, რომ პრემიერმა ოპონენტებს გუშინ შესაბამისი ადგილი მიუჩინა და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად ნახა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

    გუშინ, 27 მაისს გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. კითხვა-პასუხის რეჟიმი დაახლოებით 11 საათს გაგრძელდა

  • თუ შეიძლება ტყეები შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, არ შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს? – მეუფე იაკობი

    თუ შეიძლება ტყეები შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, არ შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს? – მეუფე იაკობი

    ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესახებ ამბობს, რომ თუ სახელმწიფო უცხოელზე ჰყიდის ტყეებს, შეიძლება, რომ ეკლესიასაც ჰქონდეს.

    მისი თქმით, ბორჯომში არამარტო რუსებმა დაწვეს და გააფუჭეს, არამედ მას ყოფილი შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ჩეხავდა.

    ,,მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა.

    მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • ვის დაუსუბსიდირდება იპოთეკური სესხი – კრიტერიუმები

    ვის დაუსუბსიდირდება იპოთეკური სესხი – კრიტერიუმები

    პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

    სუბსიდირების კრიტერიუმები ასეთია:

    ● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);

    ● სესხის ჭერია – 200,000 ლარი;

    ● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს – 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;

    ● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);

    ● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

    სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.

  • 1 800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 3000 ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას – გახარია

    1 800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 3000 ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 1 800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 3000 ადამიანი ბინას 3 წლით ადრე მიიღებს.

    “მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1 800 ოჯახისთვის, 3-ჯერ მეტი მშენებლობა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1 800 ოჯახი, დაახლოებით, 6 000 ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას”, – თქვა გახარიამ.

    მისივე განცადებით, ამით იმ “ჩავარდნას აკომპენსირებენ”, რომელზეც კითხვები იყო, ამასთან ეს სამშენებლო კომპანიებისთვისაც პირდაპირი დახმარება იქნება.

  • მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს – გახარია

    მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს – გახარია

    პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

    „ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან დანაზოგები აქვთ, რომლითაც ბინა უნდა შეეძინათ. პროგრამით, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ერთი პუნქტი არის ასეთი – მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში“, – თქვა გახარიამ.

    მან აღნიშნა, რომ 2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.

    ,,რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ამ ხალხს ვერანაირად ვერ მივატოვებთ შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ბედის ანაბარა”,- თქვა გახარიამ.

  • რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსსა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

    რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსსა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს ექსპერტებს შენობის ყველა კორპუსზე და ყველა დოკუმენტზე წვდომა უნდა ჰქონდეთ.

    “ბიო-ობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ წვდომა გვექნება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, მათ შორის, იმ შენობებზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტები არიან. ასევე, ყველა დოკუმენტზე. სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ -წერია განცხადებაში.

    ოკუპანტი ქვეყნის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე.

    გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.

    ცნობისთვის, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან საქართველოს ვალდებულებები არ აქვს, მაგრამ ქვეყანა მზად არის ისინი ლუგარის ლაბორატორიაში დაპატიჟონ.

    ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ ქვეყანას დასამალი არაფერი აქვს და რუსეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ლუგარში მიბრძანდნენ.

    26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ.

    განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ.

    ენმ-ის ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მთავრობა ექსპერტების საფარველით ფსბ-ს შეუშვებს, ეს მათ პროპაგანდაში ჩაყოლა იქნება.

  • ოპოზიცია იყო სუსტი, გახარია ტრიბუნიდან ხმალაობდა, ღადაობდა, უკბილოდ ხუმრობდა – ჯაფარიძე

    ოპოზიცია იყო სუსტი, გახარია ტრიბუნიდან ხმალაობდა, ღადაობდა, უკბილოდ ხუმრობდა – ჯაფარიძე

    პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის აზრით, გუშინ პარლამენტის სხდომაზე, ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო. მისი თქმით, პრემიერმა ყურადღება ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანა და ოპოზიციას როგორც პანდემიის, ისე ეკონომიკის ნაწილში “მოუგო”.

    „ჩემი აზრით, ოპოზიცია იყო ძალიან სუსტი. გახარიამ ერთი მოახერხა ის, რომ წვრილმან, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ჩაავლო და გადაიტანა ყურადღება, ბევრი დრო დაახარჯინა და მოუგო, ჩემი აზრით, მაგ ნაწილში.

    მთავარი თემა იყო პანდემია და ეკონომიკური საკითხები. პანდემიის ნაწილში, იმის გამო, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ ისეთი პოზიცია უჭირავს, მადლობებს უხდის იმ ტყუილებისა და იმ ზომებისთვის, რაც ხელისუფლებამ გაატარა, უამრავი ადამიანი და ოჯახი დატოვა შემოსვალის გარეშე და დღემდე ჯერ კიდევ მადლობებს უხდიან, აპრიორი წაგებული იყო ეგ თემა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

    მისივე შეფასებით, ეკონომიკურ ნაწილში შეკითხვები არაკომპეტენტურად იყო დასმული, რაზეც გახარიამ თემის მოტრიალება და “გადატეხა” მარტივად შეძლო.

    „არ შეიძლება, პრემიერს ელაპარაკებოდე იმაზე, წიწიბურას ფასი რატომ გაიზარდა” – ჯერ ერთი, წიწიბურას ფასი რატომ გაიზარდა, მაგას მილიონი ახსნა შეიძლება ჰქონდეს და „ოცნების” დაპირების ნაწილი იყო, კურსის გამო ცვლილება რაც იქნება, იმას დავასუბსიდირებო და ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ფასი არ გაიზრდებოდა. როგორ შეიძლება საკითხის ასე დაყენება, მაგაზე მოგიგებს. პრობლემა არის ის, რომ ინფლაციაა ქვეყანაში და მაგაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც გასაგდებია, წლებია. კომპეტენციის ამბავია, ეგეთ სისულელე კითხვას რომ უსვამ, ცხადია, ეგეც წამოგეგება და დაგცინებს. ბოლოს თქვა, „ხოო, რა ვქნაო, გაიზარდა წიწიბურაზე ფასიო” და აჰა, მორჩა.

    იმ ნაწილში, სადაც იყო გადასახადების შემცირებაზე და ეგეთ თემებზე, უბრალოდ, მოატრიალა გახარიამ ისე, რომ „სავალუტო ფონდი იძახისო, რომ ბიუროკრატიული ხარჯები ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს მსოფლიოშიო” და ამით გადატეხა თემა, როცა, სინამდვილეში, ბიუროკრატიული ხარჯის მნიშვნელობა რაა, მთავრობის მთლიანი ხარჯები არის პრობლემა. ასახსნელი იყო ის, რომ ფუნდამენტურად მცდარია, რაზეც გახარია საუბრობდა, რომ ტყუილია, გადასახადების შემცირება ეფექტს არ იძლევა, ტყუილია, რომ ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოუმზადებლობამ გახარიას რეიტინგის აღდგენის საშუალება მისცა, ის ტრიბუნიდან “იცინოდა და ღადაობდა”.

    „ხალხი მართლა შიმშილობს ქვეყანაში და შეგიძლია, ეკონომიკაზე აიღო და დააგდო მიწაზე და ფეხები გაიწმინდო, პირობითად ვამბობ, სიმბოლურად. ეგეთ ამბავს ველოდები, როცა ოპოზიციაა პარლამენტში.

    ნაცვლად ამისა, ვნახეთ ადამიანი აღმდგარი, რომლის რეიტინგი განადგურებული იყო, არ ვიცი, სულ რამდენიმე თვის წინ, რომელიც ტრიბუნიდან ხმალაობდა, ღადაობდა, იცინოდა, უკბილოდ ხუმრობდა, მაგრამ მაინც”, – თქვა გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

  • დავაკავეთ პირი, რომელიც ყალბ “პერსილსა” და “არიელს” ჰყიდდა – საგამოძიებო სამსახური

    დავაკავეთ პირი, რომელიც ყალბ “პერსილსა” და “არიელს” ჰყიდდა – საგამოძიებო სამსახური

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს თურქეთიდან  იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი შემოჰქონდა, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოვებდა და ბრენდირებული სარეცხი საშუალებების —”პერსილისა” და “არიელის” სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული, “პერსილისა” და “არიელის” სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.

    გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს