Category: ახალი ამბები

  • რომან გოცირიძემ გია ვოლსკის საპასუხოდ “ესროლა”

    რომან გოცირიძემ გია ვოლსკის საპასუხოდ “ესროლა”

    ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გია ვოლსკის უპასუხა და მანაც “ესროლა”.

    უკნიდან “იარაღს” დამიზნებისა  და “სროლის” მსგავსი მოძრაობა ვოლსკიმ 27 მაისს გააკეთა.

    ვიდეოს ტვ პირველი ავრცელებს:

    https://www.facebook.com/tvpirveli/videos/661551004576730/

  • ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ახლა – იონათამიშვილი

    ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ახლა – იონათამიშვილი

    უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილის თქმით, “ნაცკლასტერისთვის” საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და “როგორც ჩანს” არჩევნებზე დასრულდება.

    ,,ფაქტია, რომ ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ახლა და როგორც ჩანს არჩევნებზე დასრულდება. რაც შეეხება ინტერპელაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ შინაარსობრივად წარიმართება, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რასაკვირველია ისარგებლებს ამ შემთხვევითაც და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა”,- თქვა იონათამიშვილმა იმედის ეთერში.

    დღეს 14:00 საათზე პრემიერი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება.

  • სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია – აშშ-ის ელჩი ეუთოში

    სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია – აშშ-ის ელჩი ეუთოში

    ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“.

    “პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო კომენტარს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს საქართველოს უკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა”, – განაცხადა გილმორმა.

    https://twitter.com/USAmbOSCE/status/1266024084665761797?s=20

    მან უკანონო ბორდერიზაციის განახლების შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ აშშ აღშფოთებულია რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ინტენსიურ “ბორდერიზაციით” საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან.

    “მოვუწოდებთ ღობეების, ნიშნების, ბარიერების, ნებისმიერი ახალი კონსტრუქციის აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ, რომელიც მიმართულია “ბორდერიზაციის” გასამყარებლად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ; ეს აქტივობები მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა.”- განაცხადა გილმორმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, რათა პანდემია გამოიყენოს საზიანო გავლენების გასაძლიერებლად.

    “ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. ლიმიტირებული კვლევის კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და  ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს”, – თქვა ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა.

    26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ.

    განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ.

     

  • მოვითხოვთ, რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

    მოვითხოვთ, რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ძალები.

    „აშშ გმობს რუსეთის ძალების მიერ ბორდერიზაციის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები და საშუალება მისცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავ გადაადგილებას“, — წერს ტვიტერზე ორტაგუსი და აშშ-ს საელჩოს განცხადებას აზიარებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციასა და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი.

    აშშ-ის საელჩომ განცხადება 27 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

    საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს მოთხოვნაა, რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.

  • აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

    აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

    დღეს საქსტატმა 2020 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.6%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის
    პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.

    ,,2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,”- წერია ანგარიშში.

    დოკუმენტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 32.8%-ით შემცირდა.

    საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 39%-ით.

    “განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და $223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც”- თქვა გოგიტა თოდრაძემ.

  • კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო – მამუკა მდინარაძე

    კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო – მამუკა მდინარაძე

    უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა. კვლევა ტვ იმედის დაკვეთით მომზადდა. აღნიშნული ტელევიზიის ინფორმაციით, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? – „ქართულ ოცნება“ 55%-მა აირჩია.

    მდინარაძე იმედის ეთერში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევებით უფრო მაღალია.

    „მე ვნახე, რომ 9% გადაუწყვეტელია. ალოკაციის შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს აუცილებლად დაემთხვეოდა ის, რაც „გორბმა“ დადო“, – თქვა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან გამკლავებამ საზოგადობრივ განწყობაზე იმოქმედა.

    მისივე განცხადებით, კორონავირუსის კრიზისამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამხელა არ ყოფილა.

    „ვირუსი ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ანტიკრიზისულმა გეგმამ პრემიერ გახარიას მეთაურობით ყველაფერს თავისი წერტილი დაუსვა და სახელი დაარქვა. მე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა არ ყოფილა, ვერ მოგატყუებთ. მაგრამ არცერთ კრიტიკულ სიტუაციაში არ ყოფილა, რომ 40%-მდე შემცირებულიყო პარტიის რეიტინგი. დღევანდელი მონაცემები გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებამ პირველი ეტაპი ჩააბარა წარმატებით“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

    (GORBI-ს) მიერ, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 12% “ნაციონალურ მოძრაობას”.

    „გორბის“ კვლევა 15-დან 19 მაისამდე პერიოდში ჩატარდა, დასაშვები ცდომილება +-3%. გამოიკითხა 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით.

  • 8 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისიდანაა, 6 – საკარანტინო სივრციდან – ეზუგბაია

    8 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისიდანაა, 6 – საკარანტინო სივრციდან – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისიდანაა, 6 კი საკარანტინო სივრციდან.

    მისი თქმით, არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

    ,,8 ახალ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის, 1 არის 16 წლის. თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, არ სცილდება საშუალო სიმძიმეს მათი მდგომარეობა და ვნახოთ დღეს გაფართოებული კვლევებით, რას მივიღებთ”, – თქვა ეზუგბაიამ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მძიმე 3 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, დანარჩენების მდგომარეობა კი უცვლელია.

    ,,ამჟამად ჩვენთან სულ წევს 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი და 1 საეჭვო. მძიმე პაციენტებთან გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, სამი მძიმე პაციენტის მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესებულია და შეიძლება საშუალოზე მძიმე ვთქვათ მათ მდგომარეობაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

  • საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა – რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს

    საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა – რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს

    დღეს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას გარკვეული წესების დაცვა უწევთ.

    ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში აკრძალულია პირბადის გარეშე მგზავრობა, ასევე აკრძალულია ფეხზე დგომა. გარდა ამისა, არ არის ნებადართული კონდიციონერის ჩართვა, ფანჯრები კი ღია უნდა იყოს.

    კონდიცირების ჩართვა აკრძალულია ავტობუსებშიც. ამ სატრანპორტო საშუალებაშიც ფანჯრები უნდა იყოს რია.

    რაც შეეხება მეტროს, მგზავრებს მხოლოდ პირბადით მგზავრობა მოეთხოვებათ.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 31 მარტიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა.

    საქალაქთაშორისო მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.

  • შსს-ის მომსახურების სააგენტოში 1 ივნისიდან ყველა სერვისი განახლდება

    შსს-ის მომსახურების სააგენტოში 1 ივნისიდან ყველა სერვისი განახლდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 1 ივნისიდან ყველა სერვისი განახლდება.

    “მომსახურების სააგენტო მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ”, – წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შსს-ის ცნობით, 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონულად დაჯავშნონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის თარიღი.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტირდა და საერთო რაოდენობა 746-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3- ით გაიზარდა და 576 გახდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

    საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.