Category: ახალი ამბები

  • ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას –  კობახიძე (ვიდეო)

    ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას – კობახიძე (ვიდეო)

    “ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას – კობახიძე”- ასე შეაფასა, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერის გამოსვა. გუშინწინ 27  მაისს პარლამენტში პრემიერის გამოსვლა კობახიძემ მასტერკლასად შეაფასა

    “განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს, ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს ეს იყო კიდევ უფრო მეტი, ეს იყო ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ მინისტრმა მესამე თანრიგოსან ოპოზიციას.”- განაცხადა კობახიძემ

  • ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

    ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

    რესპუბლიკელების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციათა პაკეტს უკვე დემოკრატი, ტეხასელი კონგრესმენი ლიზი ფლეტჩერი შეუერთდა.

    ფლეტჩერი რიგით მეათე კონგრესმენია, რომელიც მაკვეი მალინის მიერ, 2019 წელს შემუშავებულ ინიციატივას, “საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი” შეუერთდა.

    კანონპროექტი ოლიგარქი ივანიშვილისა და მისი გუნდის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.  ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციათა პაკეტს ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

  • თქვენ ხართ ადამიანი, ვინც მაკო გომურს თვალი დააკარგვინა და ეს უნდა გახსოვდეთ – ნადირაშვილი გახარიას

    თქვენ ხართ ადამიანი, ვინც მაკო გომურს თვალი დააკარგვინა და ეს უნდა გახსოვდეთ – ნადირაშვილი გახარიას

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, ირმა ნადირაშვილი გახარიას 20 ივნისის მოვლენეს ახსენებს და ურჩევს, როცა თვითშეფასების გაზრდისთვის სტატუსებს მიაწვდიან, გავრილოვის ღამე გაიხსენოს.

    “მაინტერესებს, თქვენი ტონი რაზე დაყრდნობით შეიცვალა, როცა შეურაცხყოფა მიაყენეთ პარლამენტს, ოპოზიციას და თქვით რომ ჩვენი დრო არ გაქვთ. შემიძლია ვივარაუდო, რომ კოლექტიურმა კოკა ყანდიაშვილებმა, ბოტებმა თქვენ გითხრეს, რომ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარეთ. მაგრამ მე გირჩევთ, რომ ყოველთვის, როცა ასეთ ხელოვნურ მესიჯებს შემოგიტანენ თვითშეფასების ასამაღლებლად, ჯობია გავრილოვის ღამე გაგახსენდეთ, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასებს ატარებთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, უახლოეს ისტორიიდან, ვინც მაკო გომურს თვალი დააკარგვინა და ეს უნდა გახსოვდეთ პარლამენტშიც და გარეთაც”,- მიმართა ნადირაშვილმა გახარიას.

    გახარიას 20 ივნისის მოვლენები დღეს ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამაც შეახსენა და უთხრა, რომ ვერასდროს ჩამოირეცხავს თვალთხარიას სახელს.

    “ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ, დასავლურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

  • მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, სავარაუდოდ შემდეგი მგზავრებისთვის

    მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, სავარაუდოდ შემდეგი მგზავრებისთვის

    მარნეულის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირბადეების ტარებაა. რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა, მძღოლმა დაურიგა. ჩასვლისას კი უკან დაბუნება მოსთხოვა. სავარაუდოდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

    „მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“ – თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას მგზავრმა.

    ჩვენ N1 და N2 სატრანსპორტო კომპანიის შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორს იური სამხარაძეს დავუკავშირდით. ფაქტი დაგვიდასტურა და თქვა, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.

    „ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დამღალეს უკვე მძღოლებმა. ვესაუბრე მათ და ხვალიდან მგონი ყველაფერი წესრიგში იქნება“ – თქვა იური სამხარაძემ

  • რვა სიმართლე ვესროლე და რვავე მოხვდა შუბლში – რომან გოცირიძე კობახიძეზე

    რვა სიმართლე ვესროლე და რვავე მოხვდა შუბლში – რომან გოცირიძე კობახიძეზე

    ენმ-ს ლიდერმა, რომან გოცირიძემ ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ რვა სიმართლე ესროლა და რვევე შუბლში მოარტყა.

    ,,თურმე კობახიძეს განუცხადებია, რომ რომან გოცირიძემ ხუთ წუთში რვა ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე იყო შემდეგნაირად – რვა სიმართლე ვესროლე და რვავე მოხვდა შუბლში.

    პრემიერმინისტრმა დღეს, ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და ტრიბუნიდან გაიქცა. ვერცერთ შეკითხვას ვერ უპასუხა”,- თქვა გოცირიძემ.

    უმრავლესობის წევრა ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძის კითხვების შემდეგ განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილი თქვა.

  • ხვალ რომ მოგხსნათ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ გითხრათ სიბერემდე ვერ დახარჯავთ ამ 50 000 დოლარსო, სამართლიანია? – ბოკერია პრემიერს

    ხვალ რომ მოგხსნათ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ გითხრათ სიბერემდე ვერ დახარჯავთ ამ 50 000 დოლარსო, სამართლიანია? – ბოკერია პრემიერს

    “ხვალ რომ მოგხსნათ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ გითხრათ სიბერემდე ვერ დახარჯავთ ამ 50 000 დოლარსო, სამართლიანია?” –  ასე მიმართა პრემიერ გიორგი გახარიას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

    “რატომ არ გინდათ რომ ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოთ, უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზა არის გადასახადების დაწევა, მაგრამ დაფიცებული გაქვთ ხატზე, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, ჩვენ უფრო კარგად დავხარჯავთ თქვენს ფულსო. ეს რა პოლიტიკური უტიფრობაა. ხვალ რომ მოგხსნათ ბიძინა ივანიშნილმა, რაც რეალურია, არ გაგიმართლოთ და ვერ იშოვოთ სამსახური, ხელისუფლებამ კი გითხრათ, რომ თქვენს მიერ დანაზოგ 50 000 დოლარს არ გახარჯინებთო, რომ დაბერდები მერე აიღეო, ეს სამართლიანია? – მიმართა გიგა ბოკერიამ გახარიას.

    უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! – ბოკერია გახარიას

  • ხელისუფლებიდან რომ წახვალთ, მაოხრებელი გზირივით არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები – ბოკერია

    ხელისუფლებიდან რომ წახვალთ, მაოხრებელი გზირივით არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები – ბოკერია

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, პრემიერ გახარიას მიმართავს, რომ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი საკუთარი ფული დაუბრუნონ, რატა ოჯახების ფინანსური წესრიგი არ ჩამოიქცეს.

    “რა პოლიტიკური უტიფრობაა, რომ ასეთი გაჭირვების დროს ხალხს ეუბნებით – თქვენს ფულს არ გაძლევთ, იმიტომ, რომ თქვენზე ჭკვიანები ვართ, როდის უნდა დახარჯოთო. რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?

    იქნებ დაფიქრდეთ, რომ ყოველი დღე დღეს, როცა მოქალაქეები შეიძლება გაკოტრდნენ, მათი ოჯახების ფინანსური წესრიგი ჩამოიქცეს, მერე ძალიან ძნელი ამოსაქაჩი იქნება ქვეყნისთვის. ეგრე კი არ არის, რომ ჩამოიქცევა წესრიგი მერე ეკონომიკა გაცოცხლდება და ისინი გადარჩებიან. არ არის ეგრე. თუ ერთხელ მოირღვა, მერე ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია სჭირდება ადამიანს, რომ ამოქაჩოს თავისი ცხოვრების დონე, თავისი შვილების განათლება”,- ამბობს ბოკერია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გადასახადები უნდა შეამციროს და პრობლემები ხელისუფლებიდან წასვლამდე “მაოხრებელი გზირივით” არ დატოვოს.

    “ახლა ჭირდება დახმარება და ყოველი დღე, როცა თქვენ არ ეხმარებით გადასახადების შემცირებით, არის პოლიტიკური დანაშაული. მესმის, რომ შეიძლება ნელ-ნელა ეგუებით, რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით რამდენიმე თვეში. ეგ თავისთავად კარგია, მაგრამ მაოხრებელი გზირივით რომ წახვალთ, კი არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები, თუ პოლიტიკაში ყოფნა გინდათ საერთოდ. გაგვეცით პასუხი კონკრეტულად — რატომ არ წევს გადასახადებს დაბლა, როცა ჩვენი ზომის ქვეყნებშიც კი ბევრ სხვას აქვს ჩვენი ზომის გადასახადები, ამ გაჭირვების დროს”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! – ბოკერია გახარიას

    უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! – ბოკერია გახარიას

    “უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! – ბოკერია გახარიას”- ასე მიმართა პრემიერ გიორგი გახარიას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

    “უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! არ ვარ დარწმუნებული. შეგვეჯიბრეთ კიბატონო რომ გადახვალთ შეგვეჯიბრთ. ხმა არ ამოგიღიათ ამ რეიტინგზე. ტყუილებს რაც შეეხება,  კარგია რომ აღიარეთ რომ  უტიფრად ატყუებდით მოქალაქეებს. მე ამ ფურცლებს დაგიტოვებთ და მოკითხეთ თქვენს  გუნდს ვინ ჩაგაყენათ ამ სამარცხვინო მდგომარეობაში რეიტინგებში. რაც შეეხება გადასახადებს დაწევას. რას მეუბნებით 2016 ში რა ზომისაც იყო სახელმწიფო თქვენი დიდებული თავრობის დროს იმ ზომის ქვეყანა ვერ ფუნქციონირებდა რა ბიუჯეტიც 2016 ში იყო? რატო ვერ შეამცირებთ გადასახდებს? რა სისულელეა ეს 2016 ში რა ზომაზეც იყავით იმ ზომაზე დაჯექით და ხალხს ტვირთი შეუმცირეთ. მილიარდიანი დახმარების შოვნის იმედიც არ გაქვთ? კიდე ერთხელ გეკითხებით რატომ გგონიათ საკუთარი თავები საშუალო საქართველოს მოქალაქეზე ჭკვიანი თავები? რატომ გგონიათ უკეთ იცით ჩვეულებრივმა მოქალაქემ რაზე დახარჯოს თქვენი კი არა ტავისი ფული? სამსახურს რო ვერ იშოვის იმ საპენსიო ფონდში ფულს როგორ დააგროვებს დღეს თუ ვერ გადარჩაა? “- განაცხადა ბოკერიამ

  • 2 დღეა ოპოზიცია ძალიან გაბრაზებულია, მთავარი გაბრაზება ოქტომბერში ელოდებათ – ხუნდაძე

    2 დღეა ოპოზიცია ძალიან გაბრაზებულია, მთავარი გაბრაზება ოქტომბერში ელოდებათ – ხუნდაძე

    უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ გაბრაზებულ ოპოზიციას მთავარი გაბრაზებულა ოქტომბერში ელოდება.

    ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო 2 დღე. ყველას საფუძველი გაქვთ ამისთვის, რომ მშვიდად არ იყოთ, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ”,- ამბობს ხუნდაძე.

    მან ოპოზიციას სიღარიბის გაზრდასთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო წინა ხელისუფლების დროს.

    “ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში პრობლემაა და ეს გუშინ არ დაწყებულა. თუმცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც სვამენ კითხვას ამ მიმართულებით, უნდა შეადარონ ეს საკითხი იმ პერიოდს, რა მდგომარეობაშიც მათ ჰყავდათ ბავშვები. მაშინ რა სიღარიბეც იყო, იმასთან შედარებით დღეს მნიშვნელოვნად განსხვავებული მდგომარეობაა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პიკური მაჩვენებლი 2009 წელს იყო და დღეს ის მნიშვნელოვნადაა დაკლებული”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

  • Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი დამალა

    Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი დამალა

    სოციალურ ქსელმა Twitter-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი დამალა, მიზეზად, კი “ძალადობის წახალისება” მიუთითა. როგორც კომპანია აცხადებს, ტვიტი არღვევს მის წესებს, მაგრამ მას არ მოაშორებენ და მხოლოდ დამალავენ რადგან საზოგადოების ინტერესი ამთემასთან დაკავშრებით დიდია.

    მკვლელობას აპროტესტებენ.ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.

    „ ეს ავაზაკები არცხვენენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ახლა ველაპარაკე გუბერნატორ ტიმ უოლცს და ვუთხარი, რომ ჯარი მასთან იქნება მთელი დროის განმავლობაში.  რაიმე სირთულის შემთხვევაში ხელში ავიღებთ კონტროლს, როცა მაროდიორობა დაიწყება, სროლაც დაიწყება. გმადლობთ!”- დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე 

    ცოტა ხნის შემდეგ კი მისი ტვიტი დაიმალა და მასზე Twitter-ის წარწერა გამოჩნდა: “ეს ტვიტი სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება და ახალისებს ძალადობას. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ის კვლავ ხელმისაწვდომია”. ეს გაფრთხილება გადავიდა იმ ადამიანების პროფილებზეც, რომლებმაც ის გადატვიტეს.

    დონალდ ტრამპის ტვიტი  მინეაპოლისსში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება, რამდენიმე დღისწინ აფროამერიკელი კაცის,  ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელებმა ის ასფალტზე დააწვინეს, კისერზე მუხლი დააჭირეს. ჯორჯ ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა რომ შეეწყვიტათ რადგან ვეღარ სუნთქავდა შემდეგ კი მან მოძრაობაც შეწყვიტა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სწორედ ამ მომხდარი ამბის გამო მინეაპოლისსში უკვე მესამე დღეა პროტესტის ტალღა არ წყდება. დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.