Category: ახალი ამბები

  • განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში – ინაშვილი მთავრობას

    განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში – ინაშვილი მთავრობას

    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მთავრობას მიმართავს და ამბობს, რომ მათ არ ჭირდებათ განსხვავებული აზრი, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება და არა დასავლურ დემოკრატიებში.

    “თქვენ გსიამოვნებთ მარტო, როცა გამოდიან და გაქებენ და არავინ გჭირდებათ სინამდვილეში, განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, გადასარევად გრძნობთ თავს მარტო და ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში, ასე არ ხდება იმ ევროპულ დემოკრატიებში, რომელისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის… კიდევ ერთხელ, ტერმინოლოგიის “ბრახაბრუხს” – ცირკი, მასკარადი, გოიმი, ჯიგარი და ა.შ. – ეს ყველაფერი გავწიოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ” – მიმართა ხელისუფლებას ინაშვილმა.

    მისი თქმით, გოიმური მათი აზროვნებაა, როცა ისინი ოპოზიციას “გოიმებად და არაგოიმებად” ყოფენ. ინაშვილმა პარლამენტის წევრებს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა.

    “ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას უნდა შეცვალოთ. ხან ცირკად მოისენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ “გოიმებად და არაგოიმებად”. მე მგონია ყველაზე დიდი გოიმობა აი, ეს არის. ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგმობა საერთოდ”, — განაცხადა ინაშვილმა.

     

  • თქვენ პატივს სცემთ მათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? – გიგა ბოკერია გახარიას

    თქვენ პატივს სცემთ მათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? – გიგა ბოკერია გახარიას

    “თქვენ პატივს სცემთ მათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო?”,- ასე მიმართა პრემიერ გახარიას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ. გახარიამ უპასუხა, რომ მეტი დრო სჭირდება.

    ,,პანკისში ხომ არ გაქვთ სპეცოპერაცია ჩასატარებული, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენ პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ კრიზისი იყოს და მერე ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი?”,- უპასუხა ბოკერიამ.

    მისივე თქმით, პრემიერი “დიდ გულზე” იმათთანაა, ვინც ცივილიზებულად ელაპარაკება.

    “ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ და გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ , ეგრეა ხო თქვენი მსოფლმხედველობა? მარტო თქვენ რომ გამცირებდნენ, არ იქნება პრობლემა, ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ვინც ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია რომ ჰკიდია, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან აქ დიდ გულზე იყოთ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ. ეგ არის ქვეყანას რაც გამოადგება, თქვენი აზრით?”,- მიმართა ბოკერიამ.

    ევროპული საქართველოს ლიდერმა პრემიერს ურჩია, ტონი შეიცვალოს.

    “მინდა გირჩიოთ ერთი რამე. ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზ.ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვენ ეს პოპულისტებიო და 5 დღეში რომ გახსენით, ახლა მოგვისმინეთ, ტონით შეიცვალეთ და იქნებ რაღაც გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება – რეკომენდაციები, რომლითაც სავაჭრო ცენტრები შეძლებენ ამოქმედებას

    ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება – რეკომენდაციები, რომლითაც სავაჭრო ცენტრები შეძლებენ ამოქმედებას

    ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

    დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა. მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

    ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

  • პრემიერო, “ქართულ-ჯიგრულმა პონტმა” შეჭამა საქართველოს მომავალი –  სამადაშვილი გახარიას

    პრემიერო, “ქართულ-ჯიგრულმა პონტმა” შეჭამა საქართველოს მომავალი – სამადაშვილი გახარიას

    “ბატონო პრემიერო  “ქართულ-ჯიგრულმა პონტმა” შეჭამა საქართველოს მომავალი “- ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერს.

    “სად წავიდა ეს ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი?! საქართველოს მოქალაქეების მომავალი ბატონო პრემიერო შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც სინამდვილეში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ისჯება”, — თქვა სალომე სამადაშვილმა.

  • ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს – ბოკუჩავა გახარიას

    ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს – ბოკუჩავა გახარიას

    ენმ-ს დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, გახარია არა საქართველოს, არამედ, რუსეთის მიმართაა ლოიალური.

    ,,მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი”,- მიმართა ბოკუჩავამ გახარიას.

    მან პრემიერს ასევე უთხრა, რომ ახალგაზრდობა ასეთ პრემიერს არ იმსახურებს და ის ვერ ჩამოირეცხავს თვალთხარია გახარიას სახელს.

    “ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ, დასავლურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

  • დემაგოგი ივანიშვილია, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა – გოცირიძე გახარიას პასუხობს

    რომან გოცირიძე გიორგი გახარიას პასუხობს და ამბობს, რომ მის მიერ მოტანილი ციფრები სიღარიბესთან დაკავშირებით დემაგოგიური არაა.

    მისივე თქმით, დემაგოგი ივანიშვილია.

    “თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა და გადააყენა კვირიკაშვილის მთავრობა ქვეყანაში სიღარიბის ზრდის გამო. დემაგოგია ახსენა პრემიერმა პენსიებთან დაკავშირებით, დღეს პენსია არის 75 დოლარი. 2013 წელს იყო 90 აშშ. დოლარი. გვეკითხებიან დოლარებში რატომ თვლითო, ასე რომც არ ვქნათ, პენსიონერების ინფლაცია, ფასების ზრდა მათთვის გაცილებით დიდი ვიდრე საშუალო ინფლაცია ქვეყანაში. რადგან მათი ხარკების უდიდესი ნაწილი სურსათზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ამიტომ პენისორების სიღარიბე გაიზარდა ამათი მმართველობის პერიოდში, თორემ კორონავორუსის პერიოდში დახმარება არ გაუწევიათ”,-აცხადებს რომან გოცირიძე.

    რომან გოცირიძემ გახარიას კითხვები გაზრდილ სიღარიბესთან დაკავშირებით დაუსვა და აღნიშნა, რომ პენსია ლარის გაუფასურების გამო 2013 წელთან შედარებით შემცირებულია. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 69% უკიდურეს სიღარიბეშია.

    “ამას რა უნდა ვუპასუხო? ჩვეულებრივი დემაგოგია”,– უპასუხა გახარიამ.

  • დავთვალეთ, 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილი თქვა – კობახიძე გოცირიძეზე

    დავთვალეთ, 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილი თქვა – კობახიძე გოცირიძეზე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ენმ-ს ლიდერის, რომან გოცირიძის კითხვებს დემაგოგია უწოდა.

    მისი თქმით, გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვა, რაზეც პრემეირმა საკადრისი პასუხი გასცა.

    “5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან. 5 წუთის განმავლობაში, ჩვენ დავთვალეთ და მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად დემაგოგიის გარდა, არაფერთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, რომ პრემიერ პატივს სცემს პარლამენტს და ის მობრძანდა აქ. გასცა პასუხი თუნდაც იმ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთი საკადრისი პასუხი მიიღო ოპოზიციამ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    რომან გოცირიძემ გახარიას კითხვები გაზრდილ სიღარიბესთან დაკავშირებით დაუსვა და აღნიშნა, რომ პენსია ლარის გაუფასურების გამო 2013 წელთან შედარებით შემცირებულია.

    მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 69% უკიდურეს სიღარიბეშია.

    “ამას რა უნდა ვუპასუხო? ჩვეულებრივი დემაგოგია”,– უპასუხა გახარიამ.

  • ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია – გახარია რომან გოცირიძეზე

    ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია – გახარია რომან გოცირიძეზე

    “ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია”-ასე შეაფასა პრემიერმა რომან გოცირიძის  კითხვები პარლამენტში.

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გახარიას ჰკითხა, რატომ გაიზარდა მოსახლეობის სიღარიბე, რომლის გამოც გიორგი კვირიკაშვილი მოხსნეს.

    გოცირიძემ აღნიშნა, რომ ამას ამბობენ, თუმცა სინამდვილეში ყოფილი პრემიერი სხვა რამის გამო მოხსნა [ივანიშვილმა].

    “მე მგონი თქვენც მოგხსნით ძალიან მალე”,- თქვა გოცირიძემ.

    “ჩვენი სამწუხარო რეალობა ისაა, რომ სიღარიბე, რომელიც მართლა არის, როგორ აღარ იყოს, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს, წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ”,- უპასუხა გახარიამ.

  • 2 ივლისიდან საქართველოს რუკის აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე გამოსახვა პატიმრობით დაისჯება

    2 ივლისიდან საქართველოს რუკის აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე გამოსახვა პატიმრობით დაისჯება

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა და მას ახალი 343​1 მუხლი დაემატა. მუხლის მიხედვით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

     ცვლილებების თანახმად:

    • აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
    • ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას.
    • ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

    აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.

    ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირისთვის “ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით”.

    იურიდიული პირისათვის კი „ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას“.

  • ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა

    ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. როინიშვილს მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

    როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა.

    საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის არჩევის საჭიროება იმის გამო დადგა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ეწურება.