Category: ახალი ამბები

  • აშშ-ში პროტესტის ნიშნად მოსახლეობამ პოლიციის შენობა გადაწვა ( ვიდეო)

    აშშ-ში პროტესტის ნიშნად მოსახლეობამ პოლიციის შენობა გადაწვა ( ვიდეო)

    აშშ-ში  მინეაპოლისში მოსახლეობამ პოლიციის შენობა პროტესტის ნიშნად გადაწვა. დემონსტრანტები  პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მოკვლას მეორე დღეა ქუჩაში აპროტესტებენ

    აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე მათგანი გადაწყვეს. პოლიციამ საპასუხო ზომად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    მინესოტას გუბერნატორის, ტიმ ვოლზის თქმით, ქალაქში, ძალიან საშიში ვითარებაა. იგი მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს. დემონსტრაციები მიმდინარეობს ლოს ანჟელესშიც, სადაც ადამიანთა ჯგუფი პოლიციის მანქანას დაესხა თავს. დაკავებულია სულ მცირე ერთი პირი. დაკავებულები არიან მემპისშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა.

    46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში მძლავრი პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს თეთრკანიანი პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს. ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ინციდენტში იყვნენ ჩართულები, სამართალდამცველი უწყებიდან გაათავისუფლეს, თუმცა მოსახლეობა მათ გასამართლებას განზრახ მკვლელობისთვის ითხოვს.

  • “ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც”- ლუკა ნაჭყებია “მასტერშეფში” გასულ სიუჟეტზე

    “ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც”- ლუკა ნაჭყებია “მასტერშეფში” გასულ სიუჟეტზე

    კულინარიული გადაცემა “მასტერშეფის” დღევანდელმა გადაცემამ სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი კონკურსანტი კოკი კიწმარიშვილი ჟიურთან პასტა სოკოთი და ნაღებით გაიტანა, მაგრამ პასტას ცომი თავად შეგნებულად არ მოამზადა და ნაყიდი პასტას ცომით შემოიფარგლა, რადგან არ სურდა ეთერში დასვრილი ტანსაცმლით წარდგენილიყო.

    მიზეზმა, რომ კოკის ფქვილით დასვრა არ უნდოდა ჟიურის  გაოცება გამოიწვია, განსაკუთრებით კი ლუკა ნაჭყებიასი, რომლის რეაქციას სოციალურ ქსელში საკმაოდ ნეგატიურად აფასებენ  და თვლიან რომ არ იყო საჭირო ლუკას მხრიდან ასეთი აგრესია საჭირო და ზედმეტი მოუვიდა, რადგან შეეძლო ჟიურს რომ უბრალოდ კონკურსანტისთვის ეთქვათ “არა”.

    მაყურებელის ნაწილი  თვლის კოკი კიწმარიშვილი ლუკა ნაჭყებიას მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა.

    “მასტერშეფის” ეპიზოდის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ბულინგად მიიჩნია.

    ცოტახნის წინ კი თავად შეფ ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მაყურებლის რეაქციას:

    “ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც” – წერს ლუკა ნაჭყებია.

    იხილეთ გასული სიუჟეტი :

  • სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

    სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

    საქართველოს ექსპრეზინდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტ სტივენ სექერთან ერთად, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ოგანიზებულ ტელე-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინაში მის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

    ჟურნალისტმა სააკაშვილს „ამერიკის ხმის“ შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოში მომავალ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყოს ჩართული, მაშინ როცა ის ახლა უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას იკავებს.

    „მე ფიზიკურად ნამდვილად არ მაქვს დრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    მან აღნიშნა, რომ საქართველოში ცვლილებებს ელოდება.

    „ქართული პოლიტიკა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე უკრაინის და ბევრი დრო სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ცვლილებები მოხდება. მე როცა პრეზიდენტი ვიყავი, ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. რვა წელზე მეტია მე ხელისუფლებაში არ ვარ… ამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკა 6-7 პროცენტით შეიკვეცება. ეს არაა კარგი სიტუაცია. ქართველები მიიღებენ ცვლილების გადაწვეტილებას. არ ვფიქრობ რომ ჩემგან რაიმე ბიძგია საჭირო“, – თქვა მან.

    კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავებას თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ადრეა.

    „როცა ეს მოხდება, მერე ვილაპარაკოთ. ეს ამ ეტაპზე ჰიპოთეტური კითხვაა“, – თქვა მან. „ახლა მთელი დღე და ღამე, 24/7-ზე დაკავებული ვარ იმით, რასაც აქ ვაკეთებ. მე საქართველოში ჩემს მეგობრებს ველაპარაკები, მაგრამ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ ვარ. იქ საკმარისი ხალხია ვინც ამას აკეთებს და ვფიქრობ, მოსწონთ რომ დამოუკიდებლები არიან“, – თქვა მან.

    მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელშეწყობით, რეფორმების აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებში იქნება ჩართული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილავდნენ, რომელიც უნდა შექმნილიყო, თუმცა მან რადაში ამისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ავტობუსი არ დაიძვრება, თუ იქ პირბადის გარეშე მგზავრი იქნება–კალაძე მოსახლეობას ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

    ავტობუსი არ დაიძვრება, თუ იქ პირბადის გარეშე მგზავრი იქნება–კალაძე მოსახლეობას ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

    დღეიდან ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, თუმცა გარკვეული წესებით და შეზღუდვებით. თბილისის მერმა საღამოს ფეისბუქ ჩართვა დიდი დიღმის მეორე ავტობაზიდან გააკეთა,  სადაც  მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ხვალიდან. საზოგაოებრივი ტრანსპორტი პრობლემების გარეშე მოემსახუროს მოსახლეობას.

    კალაძე ამბობს, რომ მზადება ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს:

    დეზინფექცია ჩატარდება ყოველდღე, სანამ ავტობუსები გავლენ სამუშაოდ, ასევე როდესაც მუშაობას დაამთავრებენ.

    კალაძე თხოვს მოსახლეობას,  აუცილებლად იქონიონ პირბადე ავტობუსში, მეტროში, მიკროავტობუსში ასვლისას.  სხვა შემთხვევაში ავტობუსი ვერ დაიძვრება. “ნუ ჩავაყენებთ უხერხულობაში სხვა მგზავრებსაც. ყველას გთხოვთ, რომ აუცილებელია პირბადე,იმისთვის  რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე, ერთმანეთის ჯანმრთელობა.“– ამბობს კალაძე.

    ყველა ავტობუსზე იქნება გამაფრთხილებელი სტიკერები, რომ პირბადის გარეშე მგზავრობა აკრძალულია. ასევე აკრძალულია ტრანსპორტი კონდიციონერის ჩართვა. კალაძე ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ეს სპეციალისტების რეკომენდაციაა.

     

  • იმნაძის განცხადებით, საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს

    იმნაძის განცხადებით, საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძე აცხადებს რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ვერ გაიგეს.

    „ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო. ჩვენ ასეთ ტესტებს დიდი ხანია ვატარებთ, როცა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ვიკვლევთ. მათ ვიკვლევდით არამარტო PCR დიაგნოსტიკით, არამედ ანტისხეულებზეც და „ელაიზა“ მეთოდითაც და ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები ნამდვილად კოვიდის წინააღმდეგაა. ასეთი 10-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევებზეც და ამ შემთხვევაშიც, მაქსიმუმ ორი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი დადებითი შემთხვევაა ნაპოვნი. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • პროპაგანდისტული თავდასხმები მაშინ დაიწყო, როცა ლუგარის საძირკველი შენდებოდა, აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს –  პაატა იმნაძე

    პროპაგანდისტული თავდასხმები მაშინ დაიწყო, როცა ლუგარის საძირკველი შენდებოდა, აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს – პაატა იმნაძე

    პროპაგანდისტული თავდასხმები მაშინ დაიწყო, როცა ლუგარის საძირკველი შენდებოდა, მაშინ აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს- ამის შესახებ  ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გამართულ ფეისბუქლაივით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “ლუგარის ცენტრი  აშენებულიც არ იყო, მაშინ საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ არ ვცდები, 2006-2007 წლებია, როცა აფრიკული ჭირი იყო ჩვენს ქვეყანაშიც და მეზობელ ქვეყნებში. პირველი პროპაგანდაც ეს იყო. როგორ გავავრცელეთ არ ვიცი, როცა მშენებლობა მიმდინარეობდა”,- აცხადებს პაატა იმნაძე.

  • კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს – ამირან გამყრელიძე

    კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.

    „ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის. ვერ მივიღებთ ჩვენ ტურისტებს ჯერჯერობით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლებზე, თუ როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების სისტემა ქვეყანაში და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკი ქვეყანაში ინფექციის შემოტანის. 1 კვირის, 10 დღის შემდეგ გვეცოდინება რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს გამოკვლევა თუ არა, ამაზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

    საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

    სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

    სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

    სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

    ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

    პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.

  • რესტორნებს ექნებათ ვალდებულება, მონიშნონ ადგილები, სადაც მაგიდები განთავსდება – იმნაძე

    რესტორნებს ექნებათ ვალდებულება, მონიშნონ ადგილები, სადაც მაგიდები განთავსდება – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ რესტორნები გაკონტროლდება, მოინიშნება ადგილები, სადაც მაგიდები უნდა დაიდგმება.

    ,,შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება, იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია და რაც მთავარია, რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მონიშნოს ადგილები. როგორც იყო მონიშნული ეკლესიების ეზოებში, სადაც უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა და თითოეულ ჩვენგან შეუძლია გააკონტროლოს. ნორმების დაცვით იქნება გაკეთებული”,-ამბობს იმნაძე.

    ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ იმ რესტორნებში, სადაც ზედმეტი მაგიდა იქნება ჩადგმული.

    “როდესაც შევალთ რესტორანში, ვნახავთ რამდენად არის მაგიდა მონიშნული და მაგალითად, თუ ნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა არის ჩადებული, ნუ შევალთ ასეთ რესტორანში. ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი. ეს ასევე სახელმწიფო სამსახურების მხრიდანაც გაკონტროლდება, ვთქვათ რომელ რესტორანს რამდენი ადამიანის მიღება შეეძლება და რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება ტერიტორიაზე”,- აცხადებს პაატა იმნაძე.

    შეგახსენებთ, რომ პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დაკითხონ

    ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დაკითხონ

    ნიკოლოზ ბასილაშვილის გახმაურებულ საქმეზე შესაძლოა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.  ბასილაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს თუმცა არც უარყოფს. ადვოკატი ადასტურებს რომ  ნოვაკ ჯოკოვიჩი ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

    „მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – ამბობს ირმა ჭკადუა.

    საჭიროების შემთხვევაში ჯოკოვიჩი მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოხდა. ადვოკატი ირმა ჭკადუა არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.