Category: ახალი ამბები

  • რუსთავი-ლილოს გზაზე   ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე, სადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად კი მომხდარის შედეგად დაშავებულია დედა-შვილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 24-ით გაიზარდა

    კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 24-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 757 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 24- ით გაიზარდა და 600 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

    საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • “ორივე ფეხი აქვს დაშლილი, სახე ჩაფშვნილი”-  ჰიპ-ჰოპ არტისტი  Ras Green-ი  მესამე სართულიდან გადმოვარდა

    “ორივე ფეხი აქვს დაშლილი, სახე ჩაფშვნილი”- ჰიპ-ჰოპ არტისტი Ras Green-ი მესამე სართულიდან გადმოვარდა

    ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green დღეს დილით მესამე სართულიდან გადმოვარდა.აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, ჯანმრტელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

    “ორივე ფეხი აქვს დაშლილი, განადგურებული, ორივე ხელი, სახე აქვს ჩაფშვლილი, სახე, ყბა, ცხვირი, თითები, ნეკნები, თავიდან არის ასაწყობი. გვერდში უნდა დავუდგეთ, მთავარია სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება. ხერხემალი დაზინებული არ არის, ტვინი და შინაგანი ორგანოებიბდ დაზიანებული არ არის. დიდი იმედი მაქვს თქვენი” – ამბობს ქართველი მუსიკოსის RaS Green-ის მეგობარი  ნიკოლოზ ვერძეული.

    მის დასახმარებლად ფეისბუკზე ჯგუფი შეიქნა, სადაც მუსიკოსის მეგობარი წერს: “ცუდი ამბავი გვაქვს… უმაგრესი პირვონება და უნიჭიერესი რეპერი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია… ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის (ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია!!!

    თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036

    წინასწარ დიდი მადლობა და გთხოვთ მეგობრები დაამატოთ ჯგუფში. ერთად ვიბრძოლოთ ამ კაცის გადასარჩენად  ” – წერს ალექსანდრე დგებუაძე.

  • აშშ-ში  CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს – ნახეთ ვიდეო

    აშშ-ში CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს – ნახეთ ვიდეო

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, CNN- ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად CNN-ი ავრცელებს. პოლიციამ ჟურნალისტი, პროდიუსერი და მისი ოპერატორი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში  აშუქებდნენ. გადამღები ჯგუფი 1 საათში გაათავისუფლეს.

    სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად გადამღები ჯგუფის დაუმორჩილებლობა დაასახელა. ამ ინციდენტის შემდეგ კი შტატის გუბერნატოდმა CNN-ის პრეზიდენტს, ჯეფ ზაკერს დაურეკა და მოუბოდიშა.

     

    ცნობისთვის,აშშ-ს შტატში,  მინეაპოლისში  რამდენიმე დღისწინ აფროამერიკელი კაცის,  ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელებმა ის ასფალტზე დააწვინეს, კისერზე მუხლი დააჭირეს. ჯორჯ ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა რომ შეეწყვიტათ რადგან ვეღარ სუნთქავდა შემდეგ კი მან მოძრაობაც შეწყვიტა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სწორედ ამ მომხდარი ამბის გამო მინეაპოლისსში უკვე მესამე დღეა პროტესტის ტალღა არ წყდება. დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.

  • ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით   ყოფილი პოლიციელი დააკავეს

    ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, დააკავეს  ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც ბრალად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ედება ბრალად.

    ეს სწორედ ის პოლიციელია რომელმაც ჯორჯ ფლოიდი ასფალტზე დააწვინა და  ფეხს კისერზე აჭერდა.   ჯორჯ ფლოიდი  კისრიდან ფეხის აღებას ითხოვდა რადგან სუნთქვას ვერ ახერხებდა რამდენიმე წუთში კი ფლოიდმა მოძრაობა შეწყვიტა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

    ვიდეოში, სადაც ეს პროცესია აღბეჭდილი, სოციალური ქსელი მოიცვა და პროტესტის ტალღის მიზეზი გახდა.დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.

    ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელი კი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

     

  • საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

    საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  46 წლის საქართველოს მოქალაქეს ბრალი მიგრანტების ტრეფიკინში ქონდა წარდგენილი. რამდენიმე დღეში მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდებულმა   პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების საკანში თავი მოიკლა.

  • სარკე არ ირეკლავს, ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება – გუბაზ სანიკიძე კობახიძეზე

    სარკე არ ირეკლავს, ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება – გუბაზ სანიკიძე კობახიძეზე

    გუბაზ სანიკიძე მმართველი გუნდის წევრებს აფასებს და ამბობს, რომ მათ თანამდებობის მიღების შემდეგ დაიწყეს “ძველი ბიჭობა.”

    “ამათთან კამათს აზრი არ აქვს, კაცი არის წამსვლელი, ხვალ-ზეგ მიდის [გახარია]. ვერ ატყობთ? ბლატაობდა. ბლატაობა დაიწყეს. საინტერესო მოვლენაა “ქართულ ოცნებაში”- თანამდებობაზე რომ დასხდნენ, მერე გახდნენ ძველი ბიჭები”,- ამბობს სანიკიძე ტვ პირველის ეთერში.

    ის მმართველი პარტიის წევრს, ირაკლი კობახიძესაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება”.

    “აგერ ის რომ ჰყავთ, სარკე რომ არ ირეკლავს, კობახიძე, ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება იმ წუთშივე”,- თქვა გუბაზ სანიკიძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის რეალური ოპონენტები არა უმრავლესობის წევრები, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ “ქართული ოცნების” წევრებთან ჩხუბი ჰაერთან ჩხუბს ჰგავს.

    “ბლატაობდა დღეს გახარია, იუმორშიც სცადა ბედი, მაგრამ არ გამოგდის, რა, ამ დღეებში მიგაჭრის თავს ბიძინა. ამიტომ ვისთან გვაქვს საქმე? ჰაერს ვეჩხუბებით, წყალს ვნაყავთ. არ არის ჩვენი ოპონენტი არც მთავრობა და არც უმრავლესობა. აგერ არის [ოპონენტი] გამაგრებული, აკვარიუმში ზის [ივანიშვილი]”,- აცხადებს სანიკიძე.

  • მდინარაძე ოპოზიციას პიარს უწუნებს და ფოტოს “დაჰაჰავებაში” ადანაშაულებს

    მდინარაძე ოპოზიციას პიარს უწუნებს და ფოტოს “დაჰაჰავებაში” ადანაშაულებს

    უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციას პიარი დაუწუნა. მდინარაძემ ტრიბუნაზე ფოტო გაშალა, სადაც ბათუმი 2012 და 2020 წლებშია გადაღებული, მისი თქმით, ფოტო  საქართველოს მთავრობამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ოპოზიციამ კი პარტაქტივს მისი “დაჰაჰავება” დაავალა.

    “ფეისბუქში მისცეს პარტიულ აქტივს დავალება, რომ ამაზე ე.წ. დაჰაჰავება, დაეცინათ ამ პოსტისათვის და ეს მართლა დადო კითხულობდნენ ვიღაცები, მართლა დადეს, რატომ არ უნდა დაედოთ,” – განაცხადა მდინარაძემ.

     

  • “ლელო” ოპოზიციას არ შეუერთდება  და  ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს

    “ლელო” ოპოზიციას არ შეუერთდება და ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ლელოს” საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატი ყველა ოლქში ეყოლება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “მთავარი” არხის ეთერში განაცხადა. ხაზარაძის განცხადებით, პარტია ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს თავის კანდიდატს.

    ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტიამ ლიდერშიფიდან რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩია, თუმცა, მათ ვინაობაზე ჯერ არ საუბრობენ.

    “ლელოს ეყოლება 30 მაჟორიტარი 30 საარჩევნო ოლქში. ჩვენ დღეს აქტიურად ვემზადებით ამისათვის, გვყავს საკმარისზე მეტი კანდიდატი, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის”, – ამბობს მოძრაობის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

  • ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ქვეყანაში – გახარია

    ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ქვეყანაში – გახარია

    ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, ამ ქვეყანაში საუკეთესო არჩევნები , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მისი თქმით, მომდევნო 6 თვე იქნება „უკიდურესად რთული ეპიდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით“.

    „როდესაც ადამიანები ობიექტური და შინაარსობრივი ოპონირების მაგივრად, იქცევიან ისე, როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელის ქნევით, ყვირილით და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“, – განაცხადა გახარიამ.

    ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.