ბრიტანეთში 1 ივნისიდან პრემიერ ლიგის მატჩები განახლდება. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ დახურულ კარს მიღმა გამართულ თათბირზე მიიღო. ლიგის ხელმძღვანელობას იმედი ქონდა, რომ მინდორს 17 ივნისს დაუბრუნდებოდნენ, მათი თქმით უფრო ადრე დაბრუნება ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საუკეთესო ახალი ამბავია მათთვის. ამასთან, ლიგაში ხაზს უსვამენ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მოთამაშეების, მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
Category: ახალი ამბები
-

“იუსტიციის სახლი დაასკოჩეს”- ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო სადაც ჩანს რომ ისტიციის სამინისტროს ჭერის ნაწილს წებოვანი ლენტი აქვს შემორტყმული. ფოტოს სამოქალაქო აქტივისტი შალვა კარელძე ავრცელებს, წარწერით : “არაფრის მაქნისი მთავრობა, იუსტიციის სახლი დაასკოჩეს”.
ფოტო იუსტიციის სახლის პარკინგის მხრიდან არის გადაღებული.

-

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს – ნახეთ ვიდეო
SpaceX-მა და NASA-მ დღეს ისტორიაში პირველად გაუშვეს კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon. ხომალდის აფრენა ნასას ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში გავიდა. ხომალდში ორი ასტრონავტი ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.
პროექტი 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და ეკიპაჟი ორი წლის წინ შეარჩიეს. 2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია და იძულებული იყო ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთისთვის გადაეხადა.
ხომალდის სტარტს პრეზიდენტი ტრამპი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ნასაში ცხადებენ, რომ ქრუ-დრაგონის გაშვებით, ქვეყნის კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში ახალი ერა იწყება.
-

ტრაგედია გურიაში-6 წლის ბავშვი არხში დამხრჩვალი იპოვეს
ტრაგედია მოხდა გურიაში: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი ერთ-ერთ არხში დამხრჩვალი იპოვეს. ბავშვს ოჯახი, მთელი სოფელი და სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-

რა ღირს ოცნების მხარდაჭერა. “დამოუკიდებელი“ ექსპერტების სიას, რომლებიც ოცნებიდან ფინანსდებიან ტვ პირველი აქვეყნებს
ნოდარ მელაძის გადაცემაში ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნება მის მხარდამჭერ “დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს“ თანხებს უხდის. ტვ პირველის ინფორმაციით, ექსპერტები, რომლებიც მმართველი პარტიის ყველა პოზიციას ამართლებენ. ქართული ოცნების ე.წ. გარე სპიკერები არიან.ეს ადამიანები ოცნების წევრები არ არიან, თუმცა მის მხარდასაჭერად მოქმედებენ და ამისთვის გასამრჯელოს იღებენ.
ტვ პირველმა ეთერში აჩვენა ფურცელი, რომელიც მათი თქმით არის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი, ლაშა ნაცვლიშვილი 2019 წლის 28 იანვარს პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს თხოვს გაიცეს განკარგულება პარტიის გარე სპიკერების მიერ იანვარში გაწეული მომსახურების ღირებულების დასაფარად. ჯამში მითითებული თანხა 15 000 ლარია.
ტვ პირველის მიერ ნაჩვენებ ფურცელში ექსპერტების გვარები, გვარების გასწვრივ კი თანხებიც წერია, რომლებიც ექსპერტებისთვის უნდა გადაეხადათ:
ყველაზე დიდი თანხა ზაალ ანჯაფარიძისთვის გამოიყო, რომელსაც უნდა მოემზადებინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირების შესახებ კვლევა, და მისთვის ამისათვის სხვებთან შედარებით ორმაგი თანხა – 3000 ლარი იყო გამოყოფილი. დანარჩენი ექსპერტების უმრავლესობის გვართან 1500 ლარია მითითებული.
ტვ პირველი ამბობს, რომ თანხის ნაწილი საბანკო გადარიცხვით გაიცა, ნაწილი კი სავარაუდოდ ხელზე.
სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით მათ საიდუმლო ფაილები კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა და მათ ხელთ აქვთ გადარიცხვების დამადასტურებელი ქვითრები, კონვერტით გაცემული ანაზღაურების დამადასტურებელი ჩანაწერები და ადამიანების სია, რომლებიც არაფორმალურად ოცნების სამსახურში არიან. ტელეკომპანია ამბობოს, რომ მათ დღეს მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვეს.
ვასო კაპანაძე, ნიკა მეტრეველი, მამუკა არეშიძე, ვახტანგ ჭარაია, ირაკლი ლატარია,ამირან სალუქვაძე, ლადო ბოჟაძე, გიორგი ახვლედიანი– ამ გვარების გასწვრივ 1500 ლარია მითითებული. ყველა ზემოთჩამოთვლილი ექსპერტი სახელისუფლო პოზიციების საჯარო დაცვით გამოირჩევა, თუმცა უცნობია რომელი გიორგი ახვლედიანია მითითებული სიაში.
ნიკა მეტრეველი ადასურებს, რომ ოცნების ლობისტია, თუმცა ამტკიცებს, რომ ქებაში ფულს არ იღებს.
მამუკა არეშიძეს არ უკვირს, რომ ქართული ოცნება თანხებს გარე სპიკერებს უხდის. არ გამორიცხავს, რომ ანალიტიკოსების ნაწილს მმართველი პარტიიდან ფინანსური წახალისება ქონდეს, თუმცა ამბობს, რომ თვითონ ფულს არ იღებს.
ტვ პირველი ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში რამდენიმე სია დევს. პირველი მოხსენებითი ბარათია, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს თანხას სთხოვს, დანარჩენ ფურცლებზე კი მითითებულია მათი გვარები, თანხა და შემდეგ კალმით მიწერილი პლუსი, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ თანხა გაიცა. მეორე სიაში სხვა გვარებიც გვხვდება. ერთ–ერთი საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძეა.
სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ოცნების გარე სპიკერი არ არის.
თანხის აღებას ლადო ბოჟაძეც უარყოფს. ამბობს, რომ 1500 ლარი ცოტაა და ოცნებისთვის გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული.
სიუჟეტის გასვლის შემდეგ ოცნებისგან ფულის აღება ფეისბუქზე უარყო ირაკლი ლატარიამ:
“დამეფიცება, ცხოვრებაში ფული არ ამიღია პარტია ქართული ოცნებიდან, ეგ კი არა ისიც დამეფიცება რომ ორჯერ ვარ სულ პარტიის შენობასთან ნამყოფი და ორივეჯერ არა პარტიულ თემაზე, მხოლოდ ველოდებოდი მეგობარს. ყოველთვის რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ იყო გულით, ყველა ეთერში მივდიოდი და ვსაუბრობდი იმას, რაც გულში მქონდა.
მელაძის მიზანი ვიცი რაც არის, ივანიშვილს ყველა იცავს ფულის სანაცვლოდ, სააკაშვილს კი – სიყვარულით.
მიხაროდა თქვენთან მოსვლა, ყოველთვის კარგი საუბრები იყო, მაგრამ რაც დღეს გააკეთეთ ეს არის ცილისწამება, ზღაპარი და ადამიანის დაცინვა.
მე არ დამიმსახურებია ასეთი რამ, მითუმეტეს, თქვენგან.
ამიტომ, ტვ პირველთან არ ვაპირებ ვითანამშრომლო, არანაირი კომენტარი, არანაირი დებატი, არანაირი განხილვა თემების, უბრალოდ გემშვიდობებით და მაქვს იმედი, რომ ცილისწამებისათვის არხი მოიხდის ბოდიშს, რომელიც იქნება ღირსეული საქციელი!!! “– დაწერა მან.
ზაალ ანჯაფარიძემ კი ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „მელაძის მისვლის შემდეგ ტვ–1 უკვე ბოლომდე აყროლდა და ფეიქნიუსების ფაბრიკად იქცა.“
ვახტანგ ჭარაია ოცნებასთან თანამშრომლობას არ უარყოფს და ამბობს, რომ კონსულტაციას უწევს პარტიას, თუმცა უფასოდ. “
ლაშა ნაცვლიშვილი ინფორმაციას უარყოფს და ტვ პირველს ეუბნება, რომ ის არ იკავებს ქართულ ოცნებაში არანაირ ადმინისტრაციულ თანამდებობას და პარტიის სახსრებთან შეხება არ აქვს. თუმცა, ამტკიცებს, რომ პარტია ქართულ ოცნებას არანაირი ე.წ. გარე სპიკერები არ ჰყავს და შესაბამისად, არავის უხდის მხარაჭერისთვის გასამრჯელოს, რადგან პარტიას მილიონ ორასი ათასზე მეტი გულწრფელი მხარდამჭერი ყავს, ვინც სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე პერიოდულად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას.
მეორე სიაში კიდევ უფრო მეტი გვარია: ლევან ნიკოლეიშვილი გია გაბრიჭიძე, ზაზა შათირიშვილი, თამარ მეგრელიშვილი, ოთარ ანგურიძე, თამარ კიკნაძე, თამარ მეგრელიშვილი, თამარ მახარობლიძე, სოსო არჩვაძე, ედიშერ გვენეტაძე.
-

“ამ თემაზე ყველაზე მძიმეა ჩემთვის საუბარი, მაგრამ მაინც მომიწევს“-ნოდარ მელაძე ტვ პირველის ეთერში გავიდა
მთავარი არხის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე ტვ პირველის ეთერში ახალი აგდაცემით გავიდა. პირველ მონოლიგში მან მთავარი არხიდან წამოსვლის შესახებაც ისაუბრა, ტუმცა მიზეზი კვლავ არ დააკონკრეტა. მელაძე ამბობს, რომ არ უნდა ისაუბროს იმაზე, თუ რა მოხდა, რადგან მთავარ არხზე კვლავ მისი ბევრი მეგობარი მუშაობს:
“ტელევიზიაში არ დავიბადე მაგრამ, ტელევიზიაში გავიზარდე. უკვე 20 წელია ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ აქ. ვიღაცისთვის ტელევიზია უბრალოდ სამსახურია, ხელფასს აიღებს და სახლში წავა, ანუ სატრანზიტო ზონაა ვიდრე ერთი რეალობიდან სხვაგან გადაფრინდება. ჩემთვის ტელევიზია ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო მეგობარია. ბევრისთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა. ამით ვცხოვრობ, ტელევიზიის წარმატებით ვამაყობ, განვიცდი და მასთან ერთად ვიზრდები. ტელევიზიას აქვს ერთი მთავარი პრინციპი რაც უფრო მეტს შრომობ მით უფრო გიმართლებს. როდესაც რაღაც არ გამომდის ვიწყებ მეტ შრომას, მერე კიდევ უფრო მეტს და კიდევ უფრო მეტს და გრძელდება მანამ სანამ მიზანს არ მივაღწევ. არასდროს მეშინია დავიწყო ნულიდან და დავიწყო თავიდან იმიტომ რომ ტელევიზიას ქმნიან ადამიანები და არა სატელევიზიო ტექნიკა ტელევიზია იქმნება შრომით შრომით და კიდევ უფრო მეტი შრომით.
ბოლო ერთი თვეა აღარ ვარ მთავარ არხზე. მოვისმინე შეთქმულების მილიონი თეორია ჩემზე. ხან ამბობდნენ რომ მიყიდა ბიძინა ივანიშვილმა, ხან ამბობდნენ რომ ჩამნერგა ტვ პირველზე სააკაშვილმა, ხან ამბობდნენ რომ გადამიბირეს არაფორმალური შეთქმულების შედეგად და ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ადამიანები ვინც რიგრიგობით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ოლიგარქთან რიგში იდგნენ და საკუთარ თავისუფლებას უბრალოდ აქირავებდა. მათგან არ მიკვირს მაგრამ ამ ვერსიებს ვისმენდი ადამიანებისგან რომლებსაც მეგონა რომ ვიცნობდი. თუმცა ცხოვრების გზაზე იმედგაცრუებებს ბევრჯერ შევხვედრილვარ და ეს არ იყო პირველი არც იქნება უკანასკნელი და რა თქმა უნდა გაივლის.
ახლა მისმინეთ მე. ამ თემაზე ყელაზე მძიმეა ჩემთვის საუბარი იმიტომ რომ არ განვეკუთვნები ადამიანების კატეგორიას ვინც ფიქრობს რომ ტელევიზიის შიდა ამბები საჯაროდ უნდა გამოიტანოს ფოტოასლები უნდა გამოფინოს და ილაპარაკოს ამ თემაზე ძალიან ბევრი, ამ თემაზე რაც უბრალოდ მორჩა. რადგან ბოლოს ლანძღვით კორიანტელი ჩემი 9 თვის ტყუპებიც გაახვიეს მაინც მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი.
მთავარი არხი ჩემს შვილებთან ერთად დაიბადა, ის გავაკეთეთ ჩვენ, როდესაც ჩემი შვილები ჯერ კიდევ სამშობიაროს ბლოკში იყო ბოლო კაბელებს ვაერთებდით რომ არხი მალე გასულიყო ეთერში დღე და ღამე მართლა არაადამიანური შრომის შედეგად ახალი ამბების სამსახური რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი გახდა ბევრად რეიტინგული ვიდრე სხვა 25 წლის ან უფრო დიდი სატელევიზიო ბრენდები საქქართველოში. ქვეყანაში ტელევიზიები რომელთა ასენებისთვისაც ცოტა არ გამიკეთებია შემთხვევით არ ქრებიან. მთავარიდან მეც შემთხვევით არ გავმქრალვარ.
დღეს კრიტიკული მედია გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტია ამიტომ არ მინდა ჩემი ნათქვამით ჩემი მოყოლილით, თუნდაც მცირედით დაზარალდეს ტელევიზია სადაც ახლა ჩემი ბევრი მეგობარია. ადამიანების გზები იყოფა მაგრამ არ უნდა დავკარგოთ სახე. მადლობა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს თანამუშაობისთვის და ღირსეულად დავემშვიდობოთ. ჰოდა მე მადლობას ვეტყვი გუნდს ვისთან ერთადაც ბევრი ომი გამოვიარე. მათ ყველაზე კარგად იციან რა მოხდა და რატო მოხდა. ყველას ჩვენი გაკეთებული საქმე გამოგვაჩენს. დასასრული არარსებობს, როცა წიყება ერთი აუცილებლად იწყება სხვა.”- განაცხადა ნოდარ მელაძემ ეთერში გასვლისას.
-

თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით გამომძიებელი დააკავეს
“პრაიმტაიმის” ინფორმაცით, პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ალეკო ლიპარტელიანი დააკავა. მას ბრალად ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემა ედება.
როგორც გამოცემა,წერს ლიპარტელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის გათავისუფლების სანაცვლოდ თანამდებობის პირს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა.საუბარია ფინანსური დანაშაულისთვის ციხეში მყოფ პირზე, რომელსაც ლიპარტელიანმა საკუთარი გავლენების გამოყენებით დახმარება აღუთქვა.სწორედ ამ მიზნით ის დაუკავშირდა თანამდებობის პირს, რომელსაც ზემოხსენებული პირის გათავისუფლებაში დახმარების სანაცვლოდ 100 ათასამდე ლარი შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ადასუტრებს:
“საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ლ.გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ლ. შუამავლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა ერთ-ერთ თანამდებობის პირს”.- აცხადებს პროკურატურა.
-

მალხაზ მაჩალიკაშვილი 2020-ის არჩევნებზე პანკისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს
პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შესაძლოა პოლიტიკაში ვიხოლოთ. მაჩალიკაშვილი ოქტომბრის არჩევნებზე, პანკისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს. იქნება თუ არა რომელიმე პარტიაში მაჩალიკაშვილმა ჯერ-ჯერობით არიცის თუმცა შესაძლოა მან როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ისე იყაროს კენჭი. ასევე აცხადებს, რომ “ოცნების” დასამარცხებლად მზადაა თვითონ იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი.
“ყველა ხერხს გამოვიყენებ სამართლისთვის, მე ეს ამ ქვეყნის მოსახლეობას შევპირდი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.ვიმეორებ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდა, კენჭსაც ვიყრი და თანამდებობაზეც მოვალ ათეული ათასობით მხარდამჭერის გამო.საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მხარს მიჭერს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან. ნებისმიერ რეგიონში ყველა ბერკეტს გამოვიყენებ და ქართულ ოცნებას დავუპირისპირდები. რაც შეეხება კახეთს, აქ მმართველ პარტიას გასაქანს არ მივცემ.”- ამის შესახებ მან “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე აპირებს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად კენჭისყრას მან უპასუხა : “მაღალი ალბათობით, ვიმეორებ – თუ კენჭისყრას გადავწყვეტ, ალბათ, დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდგები. ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ბევრმა მოითხოვა, რომ კენჭი ვიყარო, მაგრამ აქამდე, მოქალაქეობრივ სტატუსს ვინარჩუნებ.არ მინდა, ვინმემ თქვას, აი თურმე რისთვის იბრძოდაო. ამიტომ მე შევეცდები ეს სტატუსი კიდევ შევინარჩუნო.”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებამ მსხვერპლად აქცია და მას პოლიტიკაში მოსვლის უფლება აქვს. ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან მოვიდეს პოლიტიკაში. ბატონი მაჩალიკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მისთვის პასუხები სწრაფად გაეცა და არ დაეწყო სამარცხვინო პროპაგანდა, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლად აქცია. მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს პოლიტიკაში მოსვლის”, – განაცხადა ბოკერიამ
“გარანტიას ვაძლევ ახმეტაში კი არა კახეთში, მოქმედი პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან” კაციშვილი არ გავა, არ გაიმარჯვებს. დავუპირისპირდები. მე არ მიფიქრია ჯერ იმაზე, რომელ პარტიაში თუ დამოუკიდებლად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მე დავუპირისპირდები. ქისტ მოსახლეობაზე ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს სუს-ის მხრიდან. მართლაც რომ დაუპირისპირონ მაჩლიკაშვილს. მე ვიცი ამ დანაშაულში ვინ არიან ჩართულები. დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე. ისიც კი არის ამ საქმეში გარეული.” – ეს განცხადება მაჩალიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
-

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად კაფე–რესტორნების ნაწილი მუშაობას ვერ გააგრძელებს
1 ივნისიდან თბილისში ღია კაფეები იხსნება, 8 ივნისიდან კი მუშაობის უფლება ეძლევათ დახურულ ბარებსა და რესტორნებსაც, რომლებსაც ტერასა არ გააჩნიათ. თუმცა, მუშაობა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით არის ნებადართული:
ყველა რესტორანი თუ კაფე ვალდებულია, უზრუნველყოს მაგიდის წინასწარი დაჯავშნა, ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას მაგიდებს შორის და მომხმარებელს ერთჯერადი, ბეჭდური მენიუ შესთავაზოს.
კაფე–ბარების და რესტორნების მფლობელებს მაგიდების რაოდენობის შემცირება მოუწევთ, ხარჯების გაღება მოუწევთ უსაფრთხოების ზომებისთვისაც. ვირუსის გამო მოსახლეობის ნაწილი პირველ ეტაპზე მაინც კაფე–ბარებში სტუმრობისგან თავს შეიკავებს, გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი სტუმრების დიდ ნაწილს ტურისტები შეადგენდა, კვების და გართობის ობიექტებს ვიზიტორები ავტომატურად მოაკლდებათ.
ამ ფონზე მცირე ზომის კაფეების მფლობელები შიშობენ, რომ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. მათი ხარჯები თითქმის იგივე რჩება, ან იზრდება, შემოსავლები კი მკვეთრად იკლებს.
ბევრ მათგანს ორთვიანმა გაჩერებამ იჯარის გაახდის პრობლემაც შეუქმნა. ასევე მძიმე ტვირთია კომუნალური გადასახადები თუ სასესხო ვალდებულებები.
სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების გამო პატარა ზომის კაფეები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და არ არის გამორიცხული, უმრავლესობამ მუშაობის გაგრძელება ვეღარ მოახერხოს.
კვების ობიექტების დიდი ნაწილი შესაძლოა უბრალოდ გაკოტრებულად გამოცხადდეს.
-

ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს – სომხეთი Covid 19-ის მაჩვენებლით იტალიას უახლოვდება
სომხეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მეზობელ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით უკვე გადაუსწრო საფრანგეთსა და ირანს. იზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც.
„თუ ეს ტემპი გაგრძელდება, სომხეთი მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში იზრდება მძიმე და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი, ასევე – გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.
მან კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდა მოსახლეობაში უპასუხისმგებლობას და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაუცველობას დაუკავშირა.
