Category: ახალი ამბები

  • ზელენსკი მოითხოვდა, პუტინი ჩასულიყო [თურქეთში], საცოდავი ადამიანია – ლავროვი

    ზელენსკი მოითხოვდა, პუტინი ჩასულიყო [თურქეთში], საცოდავი ადამიანია – ლავროვი

    “თავდაპირველად, ზელენსკი მოითხოვდა, რომ პუტინი პირადად ჩასულიყო. ჰო, საცოდავი ადამიანია. მერე კი უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა იქცეოდეს და საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა,”

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

    11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა, რის პასუხადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.

  • ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა – ზურაბიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე

    ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა – ზურაბიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე

    “დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა. არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ, (რაც გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც) და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო და მიმდინარეობს. ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა,”

    ასე გამოეხმაურა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.

  • “15 მაისიდან არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელი – გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ” – GWP

    “15 მაისიდან არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელი – გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ” – ნათქვამია GWP-ის  განცხადებაში.  მათი ცნობით, წყლის მატება გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

    “ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოშვებული ჭარბი წყალი. წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება “წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის” დოკუმენტით. გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას”, – წერია ინფორმაციაში.

  • ტრამპისთვის გაგზავნილ  წერილში ამოვიკითხე, რომ სასოწარკვეთილები არიან და დიდ მოტივაციას გვაძლევს – იუკნევიჩიანე “ოცნებაზე”

    ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში ამოვიკითხე, რომ სასოწარკვეთილები არიან და დიდ მოტივაციას გვაძლევს – იუკნევიჩიანე “ოცნებაზე”

    “ჩვენ ველოდებით “მეგობარი აქტის” დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, რომელიც სანქციების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს. წარმომადგენლობითმა პალატამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სენატიც იმავეს იტყვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს მეგობარი აქტს, რომელიც ჩემი აზრით, იქნება სერიოზული ბიძგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები უფრო აქტიურები იქნებიან, ჩვენ ამ ანგარიშში მათაც ვაკრიტიკებთ, რომ საკმარისად აქტიურები არ არიან სანქციების კუთხით და ჩვენ მოვუწოდებთ მათ ეს მოთხოვნა შეასრულონ.

    ჩვენ ისევ დავასახელეთ ის ადამიანები, რომლებიც მეტწილად არიან პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახა კალაძე და ქართული ოცნების პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი საქართველოში მდგომარეობის გაუარესებაზე. “ქართულ ოცნებას” არა მხოლოდ ეშინია, სასოწარკვეთილები არიან. ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილში სტრიქონებს შორის ამოვიკითხე, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა გავაძლიეროთ. გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება, მჯერა, რომ წარმომადგენლობით პალატაში ეს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, სერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს სენატზე და ისინიც მიიღებენ ამ კანონს”.

    ამის შესახებ,  განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩანემ “ტვ პირველთან”.

  • დუშეთში, სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი – საქმესთან დაკავშირებით, ასევე გამოავლინეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

    “მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.

    იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტს გულისხმობს.

  • თბილისის ყოფილი ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

    ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ხმალაძე აქამდე ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

    “ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება”, – წერს იუსტიციის სამინისტრო.

    იუსტიციის ახალ მინისტრად ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.

  • მტკვარში ოპერაციის დროს 2 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ – ქალის და კაცის. ერთი პირის ძებნა გრძელდება – საგანგებო

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

    სამსაშველო სამსახურის ინფრომაციით, ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

    “სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

    შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

    ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე,ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები,რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე” – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

    ქალის ცხედარი 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც მტკვარში 1-ელი აპრილის ღამეს გადავარდა. აითაჯ ქაზუმოვას ოჯახი ჰესის გახსნას და მტკვრის დონის დაწევას ითხოვდა, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი ცხედრის ძებნას თავისი რესურსებით აგრძელებდნენ.

    ცნობისთვის, თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში 4 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს.

  • ”უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”, – ჯო უილსონი

    “ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:

    ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;

    პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;

    ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;

    ოპოზიცია აკრძალა;

    უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.

    უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”,

    ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) “ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

  • მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ენმ

    ”ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!” – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ  განცხადებაში.

    “არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას, რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.

    თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო, სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.

    ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

    ჩვენთვის ცხადია, რომ საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.

    ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.

    მოგიწოდებთ – სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებისათვის” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ..უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტე – ბეტელი

    “ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ეს საკითხი. წლების და თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ
    სურთ ევროპასთან დაახლოება, იმ დღეს კი როდესაც ვუთხარით, რომ მოდით დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან. თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია. “

    ამის შესახებ, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრება  “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც.