Category: ახალი ამბები

  • რუსეთმა უკრაინაში ქართველ მებრძოლს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

    უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.  ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.  გოგუაძე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ცნეს დამნაშავედ.

    “გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე ჩავიდა უკრაინაში და შეუერთდა დაქირავებულ მებრძოლად პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობისთვის გოგუაძემ ყოველთვიური ფულადი ჯილდო მიიღო,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

  • წვიმა, ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

    „მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • დაამტკიცოს, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას – ფიშერი “იმედს”

    საქართველოს უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს და ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, მე ვიტყოდი დეზინფორმაციას. არ არის კარგი იდეა, რომ ასე ილაპარაკოთ ევროკავშირის შესახებ, თუ გინდათ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

    კითხვა მაქვს “იმედის” ტელევიზიისთვის, თქვენ “იმედის” ტელევიზია ხართ? რატომ თქვა “იმედმა” გუშინ, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალ ოპოზიციონერებს?

    […] არა, არა მე თქვენთვის მაქვს კითხვა, რაზე დაყრდნობით გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? რადგან, ეს ინფორმაცია ყალბია და ვთავაზობ “იმედის” ტელევიზიას, რომ დაამტკიცოს, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას.

    განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

  • რისთვისაც ბრალი წაუყენეს, ევროპის ქვეყნებში, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული – ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელზე

    „მე ნამდვილად მინდა, რომ საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნდეს და რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, რადგან თუ ჟურნალისტი ხმას ამოიღებს, ეს პოლიტიკური საქმეა. ის, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს, ნამდვილად ისეთი რამაა, რაც უმეტეს ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმედ არ ჩაითვლება. ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ეს საერთოდ არ არის სისხლის სამართლის საქმე,”

    ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

  • სასამართლოში იყრის თავს მთელი ბოროტება.აქ ყველაზე კარგად ჩანს, სად ცხოვრობ – ჯაფარიძე

    სასამართლოში იყრის თავს მთელი ბოროტება.აქ ყველაზე კარგად ჩანს, სად ცხოვრობ – ჯაფარიძე

    „ამ ხალხის თანადგომა, ვინც ახლა, ტყვეობაში ჰყავს რეჟიმს, არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს იმ რეალობაში, როგორშიც ჩვენ ვართ. ის, რომ ამ სასამართლოდან რამე ოპტიმისტურის მოლოდინი, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდე, რა ხდება აქ. სასამართლო არის ის ადგილი, სადაც წესით, ნორმალურ ქვეყანაში უნდა ირკვეოდეს ტყუილი და სიმართლე. აქ იყრის თავს ასეთი რეჟიმის პირობებში მთელი ბოროტება და ჩემი აზრით, ამის ყოველდღე ნახვა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელი არ არის პოლიტიკოსი გერქვას, ნახო სინამდვილეში, სად ცხოვრობ, ყველაზე კარგად ეს, აქ ჩანს“,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა

    გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზის მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ავტომობილი მდინარეში ჩაიყოლა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

    “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,” – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

  • “[რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების ახალი პაკეტი მზად არის და დავამტკიცებთ 20 მაისს” – მერცი

    “ფაქტი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩავიდა მოლაპარაკებებისთვის, უდიდესი სიგნალია. პუტინი არ გამოჩენილა და ეს მას წარმოაჩენს როგორც წაგებულს.

    სანქციების ახალი პაკეტი მზად არის და ჩვენ მას დავამტკიცებთ ბრიუსელში, 20 მაისს”

    ამის შესახებ,  გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

  • აქ ის არ არის, არც სტამბოლშია მთელი მსოფლიოს გარშემო სირბილს და მის ძებნას ხომ ვერ დავიწყებთ – ზელენსკი პუტინზე

    “მე ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა საკუთარი ლიდერობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს და თუ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ უნდა შემხვდეს ყოველგვარი წინაპირობისა და მსგავსი რაღაცების გარეშე. მოდი, შევხვდეთ. ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ ვგზავნით ჯგუფს სტამბოლში. აქ ის არ არის, არც სტამბოლში არაა. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ეს ადამიანი ვეძებოთ..[…] მე ვთვლი, რომ ახლა აშშ და თურქეთი უპატივცემულობას გრძნობენ. არც შეხვედრის დრო, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე – ეს პირადი უპატივცემულობაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსები ჩვენ პატივს არ გვცემენ, ეს ისედაც მესმის, თუმცა ეს გრძნობა სარკისებურია… უპატივცემულობა აქვთ ერდოღანის მიმართ, ტრამპის მიმართ. ტრამპი გზავნის ადამიანთა დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს. იქნება სახელმწიფო მდივანი რუბიო, იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაა შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს უპატივცემულობაა არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას მიმართ, პირველ რიგში თურქეთის მიმართ, რადგან შეხვედრა აქ იმართება.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას.

  • “დელეგაციას სტამბოლში გავგზავნი, ის იქ 16 მაისსაც დარჩება”- ზელენსკი

    “დელეგაციას სტამბოლში გავგზავნი, ის იქ 16 მაისსაც დარჩება”- ზელენსკი

    “გადავწყვიტე, ჩვენი დელეგაცია სტამბოლში გავგზავნო, მას თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს… ის იქ პარასკევს, 16 მაისსაც დარჩება. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა… დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაცია სტამბოლის მოლაპარაკებებს სერიოზულად არ აღიქვამს… ჩვენ პუტინს უნდა შევხვდეთ, ჩვენ აქ ვართ [ანკარაში], მაგრამ ის აქ არაა, არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მის საძებნელად მთელ მსოფლიოში ვიაროთ”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • რა თქმა უნდა, არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი..არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები – ტრამპი

    ”რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები[…] არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.