Category: ახალი ამბები

  • დღეიდან ყველა სახის მაღაზია, სავაჭრო ცენტრები და ღია რესტორნები იხსნება. ნახეთ წესები, რომლითაც ეს ობიექტები იმუშავებენ

    დღეიდან ყველა სახის მაღაზია, სავაჭრო ცენტრები და ღია რესტორნები იხსნება. ნახეთ წესები, რომლითაც ეს ობიექტები იმუშავებენ

    დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები, ყველა სახის  ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას  განაახლებენ. თუმცა მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით და რეკომენდაციებით მოუწევთ მუშაობა.

    სავაჭრო ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა  თერმოსკრინინგი უნდა გაიაროს . ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. სავაჭრო ობიექტებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია. სავალდებულოა  დისტანციის დაცვა.

    მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს.

    ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა მათი  სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. სამუშაო დღის ბოლოს ობიექტის სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს . თუმცა ზოგიერთ ქსელში გასახდელების გაუქმებას გეგმავენ.

    რეკომენდაცია გარედან შემოსული ჰაერით უსაფრთხო ვენტილაციასაც ითვალისწინებს.  საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

    მკაცრი წესებით ამუშავდება კვების ობიეტებიც:

    დღეიდან ის რესტორნები გაიხსნება, ვისაც ღია სივრცე აქვს. მომავალი კვირიდან კი დანარჩენებინ. კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

    რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

    ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.

    დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს , ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის უნდა იჯდეს. გამონაკლისის სახით  შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

    ერთ მაგიდასთან მსხდომ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

    ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

    რეკომენდირებულია სტუმრებისთვის ბეჭდური ერთჯერადი მენიუს შეთავაზება, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

     

  • “იმ ველზე ნუ შემოხვალთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით“–გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძეს

    “იმ ველზე ნუ შემოხვალთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით“–გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძეს

    სახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, – ასე მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გუბაზ სანიკიძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს. მიზეზი თენგიზ ცერცვაძის რამდენიმე დღის წინანდელი ვიდეო მიმართვა გახდა, რომელშიც ის ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას აქებს და ისეთ საკითხებზე საუბრობს, რაც ეპიდემიას არ უკავშირდება.

    სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა – ამბობს, რომ მაშინ როცა ქვეყანა ეპიდემიას ებრძოდა, ეპიდემიოლოგების საქმეში პოლიტიკოსები არ ჩარეულან და შესაბამისს ითხოვს მისგანაც.

    “იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ. ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა იანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მემგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – ამბობს სანიკიძე.

  • კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

    კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

    დედოფლისწყაროში კორონავირუსი სატვირთო მანქანის მძღოლს დაუდასტურდა, რაც კახეთში ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის თქმით, მძღოლმა მოსკოვიდან წამოიყვანა მგზავრი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

    “ეს პიროვნება ტრაილერის მძღოლია, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანის მცხოვრები წამოიყვანა, რომელიც იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე PCR-ზე და იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში”, – თქმა მარიეტა გონაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 783-მდე გაიზარდა, მათგან 605 განკურნებულია, 12 – გარდაიცვალა.

  • “ვირუსის მეორე ტალღის შეჩერება რეალურია“– ახალი კვლევები რადიკალურად ცვლიან ვირუსის გავრცელების შესახებ დღემდე არსებულ ცნობებს

    “ვირუსის მეორე ტალღის შეჩერება რეალურია“– ახალი კვლევები რადიკალურად ცვლიან ვირუსის გავრცელების შესახებ დღემდე არსებულ ცნობებს

    როდის და რა ფორმით გამოჩნდება მსოფლიოში Covid19-ის მეორე ტალღა. ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. არის თუ არა ის გარდაუვალი და როგორ არის შესაძლებელი მისი თავიდან აცილება. ახალი კვლევები ცხადყოფს:  ახალი ტალღის შეჩერება შესაძლებელია ისე, რომ კვლავ ქვეყნების საყოველთაო კარანტინში ჩაკეტვა არ გახდეს საჭირო.  “ექსპონენციალური ზრდის შეჩერება სრული „შათ  დაუნის“  გარეშეც  შესაძლებელია,  ისევე  როგორც მეორე ტალღის თავიდან აცილება“ – ამბობს გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი, კრისტიან დროსტენი. 

    სოციოლოგმა ირინე დანელიამ, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს სპეციალურად solostudio.agency/–სთვის მოამზადა მასალა უახლოესი კვლევების და იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც პროფესიონალებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს: 

    ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მეცნიერები არამც თუ არ გამორიცხავდნენ ეპიდემიის მეორე ტალღის შესაძლებლობას, არამედ ამას მაღალი ალბათობით ვარაუდობდნენ კიდეც. რამდენიმე დღის წინ კი წამყვან

    მა მეცნიერებმა, როგორიცაა მაგალითად გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის, „შარიტეს“ ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი კრისტიან დროსტენი გააავრცელეს განცხადებას, რომ მიზანმიმართული მეთოდების გამოყენების მეშვეობით შესაძლებელია როგორც სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნა, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ამუშავება, ისე რომ არ მივიღოთ დაავადების მასიური გავრცელების ახალი კერები, არ დავუშვათ მისი ექსპონენციალური ზრდა მორიგი სრული „ლოკ დაუნის“ გარეშეც კი.

    რა შეიცვალა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში და რას ეყრდნიბა ეს დადებითი პროგნოზები?

    საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ინტერნეტ გამოცემის გვერდზე  გამოქვეყნდა კოვიდ-19 -ის სფეროში ჩატარებული რამდენიმე უახლესი კვლევისა და მოდელირების შედეგები, რომლებიც რადიკალურად ცვლიან ვირუსის გავრცელების შესახებ დღემდე არსებულ ცნობებს.

    აქამდე,  SARS-CoV-2– ის გავრცელების შესახებ  ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის განსაზღვრისას  მეცნიერები ძირითადად ყურადღებას სიდიდეზე „R“    ამახვილებდნენ, რაც თითოეული პაციენტის მიერ გამოწვეული ახალი ინფექციების საშუალო რაოდენობას განსაზღვრავს. სოციალური დისტანცირების გარეშე მისი სიდედე 3-ის ტოლია, ხოლო იტალიის ჩრდილოეთში, ეპიდემიის გავრცელების ადრეულ, ყველაზე მწვავე ეტაპზე იგი სავარაუდოდ 5 ტოლი იყო, რაც მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავდა იმას, რომ ყოველი დაავადებული ადამიანი 5 შემდეგ ადამიანს აავადებდა. თუ რა შედეგი მოყვა ამას , უკვე ცნობილია.  ცოტა ხნის წინად მეცნიერთა განმარტებებში ახალი სიდიდე „დისპერსიის ფაქტორი“ ანუ „K“ გამოჩნდა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ასახავს თუ რამდენად არათანაბრად ხდება დაავადების გავრცელება.  „დისპერსიის ფაქტორის“ სიდიდე „K“ 0-სა და 1-შორის განისაზღვრება. რაც უფრო ახლოსაა „K“-ს სიდიდე 1-თან მიტ უფრო თანაბარია ვირუსის გავრცელება, და პირიქით:  რაც უფრო ახლოსაა „K“-ს სიდიდე 0-თან მით უფრო არათანაბრად ხდება ვირუსის გავრცელება.

    მაგალითად SARS-1-ის შემთხვევაში მართვის პარამეტრი, ანუ დისპერსიის სიდიდე 0,1 ტოლი იყო. რაც, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ძალიან არათანაბრად, მარტივად რომ ვთქვათ არარიტმულად ხდებოდა. აქედან გამომდინარე მარტივად მოხერხდა მისი სრული ჩახშობა, რაც SARS-1 ის შემთხვევაში პირბადეების საშუალებით გახდა შესაძლებელი .

    რას ნიშნავს ეს SARS-2-ის შემთხვევაში?

    თუკი რეპროდუქციის ფაქტორი  „R“=3 და „დისპერსიის ფაქტორის“ „K“=1 ნიშნავს, რომ ყოველი ინფიცირებული ვირუსს გადასცემს 3 შემდგომ ადამიანს და არ არსებობს ისეთი დაავადებული, რომელიც 4-ს აავადებს, ან ისეთი რომელიც არავის აავადებს.

    როცა რეპროდუქციის ფაქტორი  „R“ ისევ 3-ისტოლია, მაგრამ „K“-ს სიდიდე უახლოვდება 0-ს, მაშინ არსებობს დაავადებულთა ძალიან მცირე ნაწილი, კერძოდ კი დაავადებულთა დაახლოებით 20%, რომლებიც შემდგომ დაავადებულთა 80% ანფიცირებენ და დაავადებულთა 80% , რომლებიც დაავადეულთა მთელი რაოდენობის მხოლოდ 20% აავადებენ. ცნობისათვის შეგვიძლია დავამატოთ რომ ისეთ ვირუსებს, რომლების გავრცელებაც მკვეთრად არათანაბრად, „კლასტერულად“ ხდება, ეპიდემიოლოგები „სუპერსპრედინგულ“ ვირუსებად მოუხსენიებენ (spread – გავრცელება, superspreading-ზე-გავრცელება).

    უახლესი კვლევები აჩვენებენ რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში დისპერსიის ფაქტორი „K“= 0,45 ტოლია. ეს კი ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმის ფონზე, რომ პანდემიის დასაწყისში მეცნიერების ვარაუდიდ „K“ 1-ის ტოლო იყო, ასეთი ვირუსის გაკონტროლება კი ადამიანების საყოველთაო იზოლაციის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

    დაინტერესებულებს მითითებული წყაროების მეშვეობით შეუძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნონ ამ კვლევებს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ თვალსაზრისით  ჰონგ-კონგელი მეცნიერის, გებრიელ ლიანგის კვლევა. მკითხველთა ფართო მასებისთვის კი ალბათ საკმარისი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ კვლევების მართებულობის დასადასტურებლად ჩრდილოეთ კორეის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.

    არსებობს კოვიდ 19–თან  ბრძოლის კიდევ ერთი, ძალიან დადებითი მაგალითი შორეული აღმოსავლეთიდან, რომელიც თითქოს შეუმჩნეველიც კი დარჩა დასავლურ საზოგადოებას. ეს არის იაპონიის მაგალითი,  სადაც ვირუსის გავრცელება თუმცა ნელა, მაგრამ პერმანენტულად ნელდება.  მართალია, იაპონიაშიც შემოღებული იქნა  „ლოკ დაუნის“ მსგავსი რეგულაციები, მაგრამ ისინი არ იყო ისეთი  მკაცრი, როგორიც ეს იტალიაში ან ესპანეთში იყო. მიუხედავად ამისა იაპონიამ შეძლო დაავადების კონტროლი, სავარაუდოდ სწორედ  SARS-1 პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული გამოცდილების გამოყენების შედეგად. ანუ, იაპონელმა ვირუსოლოგებმა, მიუხედავად სტატისტიკური ცნობების არ არსებობისა, ჩათვალეს, რომ SARS-2-ც, ანუ კოვიდ 19-იც ისეთივე სუპერსპრედინგის მეთოდით ვრცელდებოდა და ძირითადი ყურადღება არა სრულ სოციალური იზოლაციაზე ან საყოველთაო „ლოკ დაუნზე“, არამეტ კლასტერების პოვნასა და იზოლაციაზე გადაიტანეს , სადა PCR ტესტის ჩატარებამდე ხდებოდა ყველა საეჭვო კონტაქტის აღმოჩენა და მისი სრული იზოლაცია. ამ თვალსაზრისით საქართველოშიც იყო მსგავსი მეთოდი შემუშავეული, თუმცა პარალელურად მიღებული იქნა უმკაცრესი ზომები სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით. ახალი კვლევები გვიჩვენებენ, რომ  სუპერსპრედინგის პირობებში საყოველთაო „ლოკ დაუნი“ საჭირო არ არის და მობილური აპლიკაციისა და  სწორი, მიზანმიმართლი მოქმედების შერჩევით  შესაძლებელი იქნება მის გარეშეც ეპიდემიის მართვა და მეორე ტალღის თავიდან აცილებაც კი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევრო-კავშირში ასეთი მობილური აპლიკაცია უკვე შექმნილია და იურიდიული დეტალების დაზუსტებისა და განსაზღვრის შემდეგ იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის.

    ავტორი: ირინე დანელია

  • ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს – გახარია

    ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს – გახარია

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად მოქალაქეებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

    “მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა – დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა”,- თქვა გახარიამ.

    მან აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა 1 ინფიცირებული რომ გაიპაროს, შეიძლება ვირუსის სერიოზული აფეთქება მოხდეს.

    “დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

  • პოლიცია იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, რაც ამ პანდემიისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა – პრეზიდენტი

    პოლიცია იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, რაც ამ პანდემიისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა – პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

    მისი თქმით, პანდემიის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიცია ადამიანების უსაფრთხოებას იცავს.

    „პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

    თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ.

    გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთლდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში, “- წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ ილია მეორეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

    სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ ილია მეორეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

    29 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც საბჭომ ილია II-ს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

    სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ინფორმაციით, ინიციატივა რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წამოაყენა, რასაც საბჭო ერთხმად დაეთანხმა.

    სხდომაზე საბჭომ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების წესიც დაამტკიცა.

  • “ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით გვამშვიდებენ.დაკარგა ხალხმა სიფრთხილე“–რომან გოცირიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მოსალეობა მოდუნდა და სიფრთხილეს აღარ იცავს. მისი აზრით, ხელისუფლება და პროფესიონალები მოსახლეობას არასაკმარისად აწვდიან რჩევებს და რეკომენდაციებს:

    “დღეს ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმიტომ რომ იმ სოფელში მასობრივი ტესტირება ჩატარდა. რომ არ ჩატარებულიყო, არც გამოვლინდებოდა. ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით გვამშვიდებენ.

    თუ ქვეყანა სახლში ჩაკეტე და ყველა საწარმო გააჩერე, ბუნებრივია, რისკი მინიმალური იქნება. საქმე ისაა, შედეგებს ეკონომიკის ჩამოშლის გარეშე მიაღწიო. სწორედ ახლაა საჭირო ქცევის იმ ნორმების დანერგვა, რასაც ევროპაში შეგნებულობით ( და გარკვეული შეზღუდვებით) უწესებენ მოქალაქეები საკუთარ თავს. სულ სხვა ტალღაზე უნდა გადაერთოს ინფორმაციის შინაარსი, სხვა სახის აგიტაცია უნდა იყოს წარმოებული. ხელისუფლება ამას უნდა აკეთებდეს ადგილზეც და ”ცენტრალურ დონეზეც”.

    ”შემთხვევების ზრდა გახნის ბრალი არ არის”-თავის მართლების ახალი ფორმა გაჩნდა, ტესტირების იგნორირებისა არ იყოს. დიახ, არ არის გახსნილობის ბრალი და სწორია, რომ გაიხსნა, ჩვენც ამას ვითხოვდით, მაგრამ ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, ამაზე გასაგებად არავინ საუბრობს.

    ”ვიმოქმედოთ შვედებივით”-გვესმის ხანდახან. როგორ მოქმედებენ შვედები? მე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მკაცრი ზომები არ გამოუყენებიათ, მაგრამ იცავენ დისციპლინას. რა შედის ამაში, როგორ და ა. შ. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ისინი ჩრდილოელი ვიკინგები არიან და ჩვენ სამხრეთელი კავკასიელები, არაა კარგი არგუმენტი. გამოჩნდა, რომ ჩვენც შეგვიძლია, როცა საჭიროა, ვიმოქმედოთ რაციონალურად. მინდა ეს მაგალითები და რჩევები მთავრობისგან, პროფესიონალებისგან მესმოდეს.

    მოეშვა ქეყანა. დაკარგა ხალხმა სიფრთხილე. დახურულ სივრცეში არავის უკეთია პირბადე. პარლამენტშიაც კი, სადაც ერთ პატარა სივრცეში სამასამდე დეპუტატი და მედიასაშულებების წარმომადგენლები ვიყავით თავმოყრილი, ათამდე პირბადიან ადამიანს თუ დათვლიდი. ჯანდაცვის მინისტრიც კი ნიღბის გარეშე იჯდა მთელი დღე.

    შეზღუდვა ადვილია, როცა სამი ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გემუქრება და მერე ციხე. თვითშეზღუდვაა ძნელი.“– ამბობს გოცირიძე.

  • კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არავის აქვს დანაპირებზე – კახა ოქრიაშვილი

    კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არავის აქვს დანაპირებზე – კახა ოქრიაშვილი

    უმრავლესობის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭირეს. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის პირობებში, ნებისმიერი პატარა კრიზისის დროს მეორე პარტნიორი გადის კოალიციიდან და იწყება რიგგარეშე არჩევნები. ამის მაგალითად მას ისრაელში არსებული სიტუაცია მოჰყვას და ამბობს, რომ იქ ზედიზედ 3 არჩევნები ჩაატარეს, რადგან ვერცერთმა პარტიამ 51%-იანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

    მისი თქმით, კოალიციური მთავრობის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ოპოზიცია არ ჰყავს.

    “როდესაც ოპოზიცია არ არის, იქ დემოკრატია აღარ არის, ეს არის ჩიხი სუფთა პროპორციული არჩევნების”,- ამბობს ტვ პირველთან ინტერვიუში ოქრიაშვილი.

    დეპუტატი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობა კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ეს კი ნიშნავს, რომ პასუხსმგებლობა დანაპირებზე არავის აქვს.

    “ტრენდი მთელ მსოფლიოში არის მაჟორიტარული სისტემისკენ. ბოლო 3 წელიწადში იტალია და მოლდოვა გადმოვიდა პროპორციულიდან შერეულზე. არცერთი ქვეყანა ჩვენ გარდა არ გადასულა შერეულიდან ან მაჟორიტარულიდან პირდაპირ პროპორციულზე”,-აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

    დეპუტატი ამბობს, რომ პირველივე რიგგარეშე არჩევნებზე, 2024 წელს აუცილებლად გაჩნდება დისკუსია, თუ “რა ცუდია პროპორციული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და ხომ არ გადავიდეთ ისევ შერეულზე”.

    კახა ოქრიაშვილი უმრავლესობის ერთადერთი წევრია, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ღიად არ უჭერს მხარს.

  • საპატრიარქოში დასაქმებულმა კაცმა მითხრა, რომ მამათმავლობა შესთავაზეს – მამა ათინოგენე

    საპატრიარქოში დასაქმებულმა კაცმა მითხრა, რომ მამათმავლობა შესთავაზეს – მამა ათინოგენე

    ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელსაც მსახურების უფლება წირვისას ილია მეორის არმოხსენიების გამო შეუჩერეს, ყვება, რომ მასთან იმყოფებოდა საპატრიარქოში დასაქმებული კაცი, რომელსაც მამათმავლობა შესთავაზეს.

    “რამდენიმე წლის წინ ჩემთან იყო ადამიანი მოსული და მე მას ვიცნობდი. ის უშუალოდ დასაქმებული იყო საპატრიარქოში ხელსაქმით და მითხრა, რომ მასსზე იყო მამათმავლობის შემოთავაზება. მეუფე პეტრემ შეეცადა ამ ყველაფრის სინოდზე წარდგენას, რაზეც პირიქით – გადააყენეს. მეუფე გრიგოლმა დაგვიბარა და მითხრა რომ ვერ ჩავატარებდი წირვას”,- ამბობს სასულიერო პირი “ფორმულასთან ინტერვიუში”.

    მამა ათინოგენე ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარზე, დეკანოზ შალვა კეკელიაზე ამბობს, რომ მას ნათქვამი აქვს, რომ პატრიარქი უღირს მღვდლებს აკურთხებს, ახლა კი ილია მეორეს იცავს.

    “ეს პატრიარქის დამცველი მღვდელი, რომელიც დღეს ასე პოპულარულია ტელევიზიებში, შალვა კეკელია, რომელსაც ასევე ჩემთან პირადად აქვს ნათქვამი, რომ პატრიარქი მოხუცია, ბებერია, უღირს მღვდლებს აკურთხებს. დღეს კი გამოდის, რომ უნამუსოდ ამბობს, რომ იქ ყველაფერი კარგადაა”, – აცხადებს მამა ათინოგენე.

    მისივე თქმით, პატრიარქის წირვაში მოხსნიება იმის მერე ვეღარ შეძლო, რაც მეუფე პეტრემ ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა. მამა ათენოგენე ყვება, რომ ამის შემდეგ ტაძარში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მივიდნენ და გადაიღეს, რომ პატრიარქს არ იხსენიებდა, რის შემდეგაც მსახურების უფლება შეუჩერეს.