Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსზე რეკომენდაციების დარღვევებზე,  შესაძლოა ახალი ჯარიმები დაწესდეს

    კორონავირუსზე რეკომენდაციების დარღვევებზე, შესაძლოა ახალი ჯარიმები დაწესდეს

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის, საჭიროა “უფრო რაციონალური” ჯარიმები დაწესდეს.

    “დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც მოქალაქეები არ იცავენ იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან.საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა მაღალი ჯარიმები დაწესებული, რაც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, და საჭიროა ახალი ზომების განსაზღვრა იმისათვის, რომ შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურად მიეცეთ საშუალება, ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ჯარიმები უნდა იყოს გონივრული, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და ამავე დროს, მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს”. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • წესების ისეთ პაკეტს  შევიმუშავებთ, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას – თალაკვაძე

    წესების ისეთ პაკეტს შევიმუშავებთ, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იქნება შესასრულებელი, როგორც საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ასევე არჩევნების დღეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

    „მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახდენს გარკვეულწილად გავლენას საარჩევნო პროცესზე, ამიტომ ხელისუფლება, უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, ჩემი ეშინიათ, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი”- მეუფე იაკობი

    მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, ჩემი ეშინიათ, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი”- მეუფე იაკობი

    “მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ”- განაცხადა მეუფე იაკობმა “მთავარი არხთან” საუბრისას. ჟურნალისტის შეკითხვასმისცემენ თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობს შენიშვნას, იაკობმა უპასუხა:

    ” სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ჩემი ეშინიათ”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა

    კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა

    კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო თავად მონასტერი ჩაკეტილია.

    ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ორი თვის წინ კიევ პეჩორსკის ლავრაც ჩაკეტეს. რუსეთში კორონავირუსი 100-ზე მეტ სასულიერო პირს დაუდგინდა.

  • პაატა სალიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროებით “დაემუქრნენ” –  ირაკლი დუმბაძე

    პაატა სალიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროებით “დაემუქრნენ” – ირაკლი დუმბაძე

    პაატა სალიას დავით ზეიკიძე პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა.  ამის შესახებ პაატა სალიას კლიენტმა და კომპანია „ლიდერფუდის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ და მისმა მეუღლემ ინგა ზეიკიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

    „მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.

    ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე ლიდერფუდში უკვე აღარ ვმუშაობდი.

    თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ესაა ადამიანი, რომელიც უშუალოდ სასამართლოს დარბაზშიც არ ერიდება დანაშაულის ჩადენას. ის ჩემს ადვოკატს – პაატა სალიას პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა, რაზეც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის შესწავლა.დავით ზეიკიძის და მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებული ცილისწამება, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის და უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე ზემოქმედების მოხდენის იაფფასიანი მცდელობა.“

    ირაკლი დუმბაძე დავით ზეიკიძის სიძეა. ის ხორცპროდუქტების მაწარმოებელ “ლიდერფუდის” მეპარტონეს, დავით ზეიკიძეს  უჩივის და 2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა ზეიკიძეს. დუმბაძის მხარე ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, ზეიკიძის მხარე მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

    ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ მისმა სიმამრმა, დავით ზეიკიძემ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და ამის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.

    შ.პ.ს “ლიდერფუდის” 100%-იანი წლის მფლობელის, დავით ზეიკიძის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ სიმამრს სიძისთვის თანხა ნამდვილად არ გადაუხდია, თუმცა ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან დუმბაძე წილის ნომინალური მფლობელი იყო. ამის დასტურად კბილაშვილი ამბობს, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და რეალურად მცხეთაში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოს აქტივები 25-30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად 1 მლნ ლარად წილის ნახევარს არავინ გაასხვისებდა.

    “დუმბაძე აცხადებს, რომ დავით ზეიკიძემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა  არ გადაიხადა. ეს დავის შინაარსობრივი მხარეა, რომელსაც არ გავურბივართ. მეტიც, ვამბობთ, რომ მოდით, ეს განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ზეიკიძეს ეს მილიონი ლარი არ გადაუხდია და ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წელს, სანამ დავით ზეიკიძე 100%-ს გადმოიფორმებდა, 50% ეკუთნოდა მის შვილს დიმიტრი ზეიკიძეს, ხოლო მეორე 50%, სიძეს – ირაკლი დუმბაძეს. ორივე ნომინალური მფობელები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მილიონ ლარად დავით ზეიკიძეს არავინ მისცემდა ქონებას, რომელიც დაახლოებით 25 მლნ დოლარი ღირს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაწერილი თანხა ფორმალური იყო”,-ამბობს კბილაშვილი.

    როგორც კბილაშვილმა  29 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეიკიძეს კომპანიის წილის 50% მეორე მხარის დაუსწრებლად, არსებითი განხილვის გარეშე დაუბრუნა, რადგან მოპასუხე მხარემ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი არ წარადგინა.

    კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის ჩაბარების ვალდებულება მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელეს, ამ შემთხვევაში კი ირაკლი დუმბაძეს ჰქონდა. კბილაშვილის მტკიცებით, დავით ზეიკიძეს სარჩელი არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის სასამართლოში შესაგებებელს ვერ შეიტანდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ 10 დღის ვადაში, 2019 წლის ივნისში, ლიდერფუდის 50% ირაკლი დუმბაძეს მიაკუთვნა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ადვოკატი, ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია იცავდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

    “საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ორივე ინსტანციის სასამართლო ამას უბრალოდ იგნორირებას უკეთებს და აცხადებს, რომ ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა”, – ამბობს კბილაშვილი.

  • “არ გვაქვს სურვილი ხელახალი დაკეტვის და გადაკეტვის. მოგიწოდებთ,ატაროთ ნიღბები და დავიცვათ წესები“– გახარია

    “არ გვაქვს სურვილი ხელახალი დაკეტვის და გადაკეტვის. მოგიწოდებთ,ატაროთ ნიღბები და დავიცვათ წესები“– გახარია

    “ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი,  პირველი  – დავიცვათ წესები, მეორე -ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ  ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“,  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ აუცილებელია დავიცვათ წესები.

    „ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი,  დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი,  შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი განიხილა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. მუშაობა განაახლა ყველა სახის ღია მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა. ამასთანავე, 29 მაისიდან მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია შესაბამისი წესების და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები პერიოდულად გააკონტროლებენ.

    საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 8 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს ყველა სახის რესტორნის გახსნას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებას და იმ სასტუმროების ამოქმედებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმებას გაივლის და შესაბამის ნებართვას მიიღებს. სასტუმროებში ინსპექტირება უკვე დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება.

    ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. აქტიური პრევენციული მოქმედებები და შესაბამისი კვლევები ტარდება თბილისში, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული პირების მიმართულებით.

    რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 794 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 624 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

    ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 300  პირი.

  • საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი – გახარია

    საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი – გახარია

    ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანაა, რომ დავიცვათ წესები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

    „ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება ის, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მერწმუნეთ, აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს, დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი და შეძლო კრიზისთან ადაპტაცია და შეძლო ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს ვირუსი და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ტურიზმს ამიტომ, დავიცვათ წესები“, – განაცხადა გახარიამ.

  • თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე  მოემსახურებიან

    თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან

    თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. ეს საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამსახურების გახსნის გამო ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge, ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუმცა დავაკვირდებით, როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი და თუ ეს სერვისი მოთხოვნადი იქნება, ამ ფორმატის პანდემიის დასრულების შემდეგ შენარჩუნებაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

  • გაუცდება თუ არა გამოცდა აბიტურიენტს თუ მას  თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა – გამყრელიძის განმარტება

    გაუცდება თუ არა გამოცდა აბიტურიენტს თუ მას თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა – გამყრელიძის განმარტება

    იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის დაფიქსირების გამო აბიტურიენტი არ უნდა დაიჩაგროს.

    „ჩვენთან ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ რეკომენდაციებზე – როგორი უნდა იყოს. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება. გამოცდების გადადება დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში. მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • „ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“  – ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში წასვლაზე

    „ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“ – ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში წასვლაზე

    „ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“ – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას.

    მე ვიყავი პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ვაპირებ გზა ახალგაზრდებს დავუთმო. ასაკს არ ვმალავ, 69 წლის ვარ და ეს პერიოდი განვლილი გზაა. პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ, 2012 წელს მქონდა პოლიტიკაში კვლავ მისვლის შემოთავაზება, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, სადაც ვარ, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.