Category: ახალი ამბები

  • „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი – გამყრელიძე

    „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღვანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი.

    როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, „დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ“.

    „სერიოზული მიკრო-აფეთქება გვქონდა „საბურთალოს კლასტერში“, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ინფექცია გავრცელდა. დღვანდელი რიცხვით ამ კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული. ჩვენ უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ, 42 კარანტინშია გადაყვანილი და დანარჩენები ე.წ. შიდა კარანტინში არიან.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ. თუ ჩვენ შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, მაშინ ამ ტიპის აფეთქებები შეიძლება გვქონდეს. ეს შემთხვევები, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა, საშიში არ არის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ყველა შემთხვევის წარმომავლობაა ვიცით და მართვადია. საწოლების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში, საკმარისად მომზადებული სამედიცინო პერსონალი გვყავს და ეს ყველაფერი მართვადია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • გარე სივრცეში შეკრებისას, აუცილებელია პირბადის ტარება – გამყრელიძე

    გარე სივრცეში შეკრებისას, აუცილებელია პირბადის ტარება – გამყრელიძე

    “გარე სივრცეში შეკრებისას, აუცილებელია პირბადის ტარება “- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე აცხადებს. მისი თქმით  გარე სივრცეში შეკრების დროს პირბადის ტარება აუცილებელია.

    “ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა იხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით ხუთი, ექვსი, შვიდი ათი ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. ინფექცია ქვეყანაში ჯერ კიდევ არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა”, – განაცხადა გამყრელიძე

  • ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სკოლებში სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში ვერ დაიწყოს

    ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სკოლებში სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში ვერ დაიწყოს

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.

    „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.

    „ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, მოქალაქეები ტრანსპორტში წესებს მკაცრად იცავენ – ეკატერინე ტიკარაძე

    ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, მოქალაქეები ტრანსპორტში წესებს მკაცრად იცავენ – ეკატერინე ტიკარაძე

    “ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, მოქალაქეები ტრანსპორტში წესებს მკაცრად იცავენ “- ამის შესახევ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.

    “ჩვენ დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში ის გარკევული რისკები, რომელის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომელიც არის მოწოდებული”, – განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

  • დონალდ ტრამპი უსაფრთხოების მიზნით ბუნკერში გადაიყვანეს

    დონალდ ტრამპი უსაფრთხოების მიზნით ბუნკერში გადაიყვანეს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი  მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  

    საიდუმლო სამსახურის აგენტებმა,დონალდ ტრამპი  უსაფრთხოების მიზნით, თეთრ სახლთან არსებულ ბუნკერში, საპროტესტო აქცციების დროს  გადაიყვანეს. როგორც ცნობილია  ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციების გამო, ვაშინგტონის მერის განცხადებით, აშშ-ს დედაქალაქში კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

  • კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება

    კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.

    „დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 19-ით გაიზარდა, 78.5%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე 158 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 11-დან 8 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 3 კი მარნეულის მუნიპილატიტეს სოფელ მარეთიდან არის. ახალი კლასტერი არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, ჩვენ მივიღეთ გუშინ 6 ახალი პაციენტი, ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან. კვლავ 3 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ მაინც დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის შედეგს, თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმე პაციენტების სიიდან ამოვიღებთ. სხვა პაციენტების მდგომაორეობა უცვლელია, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, რუტინული კვლევებით, ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • “ლეიბორისტული მაგიდიდან უკვე უნდა ავდგეთ, მორჩა და გათავდა” – გუბაზ სანიკიძე

    “ლეიბორისტული მაგიდიდან უკვე უნდა ავდგეთ, მორჩა და გათავდა” – გუბაზ სანიკიძე

    არაჩვეულებრივი ფორმატი იყო ლეიბორისტული მაგიდა, მაგრამ იმ მაგიდიდან უკვე უნდა ავდგეთ, მორჩა და გათავდა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

    ამ განცხადებით სანიკიძე, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი მაჟორიტარების დაყენების თაობაზე, “ლელოს” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

    “მორჩა და გათავდა, გაირკვა უკვე რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება. გასაგებია. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის და უკვე დაიწყებენ პოლიტიკური ორგანიზაციები დაბლოკვას, გამსხვილებას და გავლენ საველე სამუშაოებზე. საქართველოში როცა საჭირო იყო მაშინ არ გამოვიდა სახალხო ფრონტი. მე დიდი მოძრაობის მომხრე ვიყავი მაგრამ არ არის ახლა ასე რა, – ამბობს სანიკიძე.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს  COVID-19-ი დაუდასტურდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს COVID-19-ი დაუდასტურდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს COVID-19-ი დაუდასტურდა, – აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმასოციალური ქსელის  საშუალებით აცნობა. როგორც ცნობილია ფიშინიანს კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 – ით გაიზარდა და 624 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

    საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა იწყება.ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს

    საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა იწყება.ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს

    ამ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების  საყოველთაო საჯარო განხილვა იწყება. ცვლილებების მიხედვით პარლამენტში მანდატების თანაფარდობა 120/30 პრინციპით უნდა შეიცვალოს, ანუ 120 დეპუტატი პროპორციული წესით, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

    პანდემიის გამო საჯარო განხილვა  ღია ეთერში მოხდება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. სახალხო განხილვის შემდეგ, პროცესი ისევ პარლამენტში გადაინაცვლებს. გეგმის მიხედვით, კონსტიტუციაში  ცვლილებები  ივნისის ბოლომდე უნდა შევიდეს.

    ოპოზიცია კვლავ აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ოპოზიცია ივანიშვილს გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება.