Category: ახალი ამბები

  • გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება

    გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება

    გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთიან საპრემიერო კანდიდატურად არ განიხილება – ამის შესახებ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ მინისტრის პოსტზე პარტია “კანონი და სამართლის„ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა გასულ კვირას დაასახელა. მაშინ მან თქვა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა იყო, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის პარტიებს გაუზიარებდა. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამოაზრეებიც გამოუჩნდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

    გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრა. ისინი სამუშაო პროცესის თბილისს გარეთ, რეგიონებში გადატანასაც გეგმავენ.

    “რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება, – თქვა მურმან დუმბაძემ. იგივე გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

    ”ძალა ერთობაშიაში“ შემავალი პარტია ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, გაერთიანებას ერთიანი, რელისტური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლება.

    გაერთიანებული ოპოზიცია ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არ განხილულა და ამ თემის გაჟღერება მხოლოდ თაკო ჩარკვიანის პირადი ინიციატივა იყო.

    ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი. ხელისუფლების ოპონენტები არ ადასტურებენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ შეთანხმებაზე.

    გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერის კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამომრჩეველს არჩევნებამდე ეცოდინება, ვინ იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

    გიორგი ვაშაძეს ამ თემაზე განცხადებას დღეს გააკეთებს.

  • გორში მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა

    გორში მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა

    ავარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში: 6 წლის ქვეითად მოსიარულე ბიჭს მანქანა დაეჯახა.  ბავშვი კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, მოზარდს დაზიანებული აქვს ოთხივე კიდური, ბეჭების არეში კი მიღებული აქვს თერმული დამწვრობა და თავის დაჟეჟილობა.

    ,,ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,-აცხადებს ექიმი.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

  • ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის

    ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის

    ნუცუბიძის პლატოების და ლისის ტბის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე “ეკო გაზის“ გაზგასამართი სადგურის აფეთქების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივი აირის კომპრესორი გახდა. ადგილზე კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა, რასაც ძლიერი ცეხლის ალი და დარტყმის ტალღა მოჰყვა, რომელმაც მიმდებარე კორპუსებში მინების ჩამსხვრევა გამოიწვია. დაშავებულია გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელმაც ხელებზე დამწვრობა მიიღო და ის შოკურ მდგომარეობაში  დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

    სადგურის მიმდებარედ ოთხი ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საღამოობით ამ ტერიტორიაზე მუდმივად ხალხმრავლობაა, რადგან გარშემო მდებარეობს კაფე, სამრეცხაო, მაღაზია.

    ამ ტერიტორიის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არ შეიძლება კორპუსების შუაში იდგეს გაზგასამართი სადგური და ისინი ყოველთვის შიშობდნენ, რომ შესაძლებელია აქ ნებისმიერ დროს აფეთქება მომხდარიყო.

    მოგვიანებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელშიც ნათქვამია:

    “თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

    ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

    ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია.

    მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.“ – წერია განცხადებაში.

  • ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა

    ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა

    თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე კაფე “ვერდესთან” გაზგასამართი სადგური “ეკოგაზი” აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები. ადგილზე მივიდნენ  პოლიცია და კრიმინალისტებიც.

    დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა გარშემომდებარე კორპუსების  ფანჯრები. თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების ხმა ძალიან ძლიერი იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა. გარშემო კორპუსებში კი სადარბაზოები სერიოზულად დაკვამლიანდა. აფეთქების შედეგად სავარაუდოდ დაშავებულია  ერთი ადამიანი. სავარაუდოდ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

    შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

    თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გამყარდა

    ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0589 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4626 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0740 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლით და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს – UNICEF

    საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლით და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს – UNICEF

    “საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები “- ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც UNICEF- ი აცხადებს COVID-19  სწრაფად გავრცელებისადმი დაუცველნი არიან ისეთ  ბავშვები, სადაც ოჯახში  სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები — ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

    UNICEF აცხადებს, რომ საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. მათივე თქმით, ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოსა და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

    “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე”, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

  • წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს – ილია მეორე

    წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს – ილია მეორე

    წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა.

    „შეწყალებად სულთა ჩვენთათვის” წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება. წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებელი; წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთქმოქმედი;

    ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას. წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში. ერთი ზამთარში და ერთი გაზაფხულზე დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დღეს მთელ საქართველოში აღავლენენ ლოცვებს წმინდა ნინოზე, ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზაზე, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს. წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია.

    მე მინდა მოგიყვეთ, გაგახსენოთ ეს შემთხვევა მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო.

    ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება

    მე: – ირაკლი!

    -რა მეთქი?

    -და შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო.

    -ვინა მეთქი -და წმინდა ნინოო.

    წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო.

    სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა.

    ასე რომ, წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. აი დღეს, როცა ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს სულიერად, სთხოვეთ: წმინდაო ნინო, მოციქულთასწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ჩვენთან არს ღმერთი დალოცვილი და გახარებული იყავით, წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ამინ!“-განაცხადა პატრიარქმა.

  • ზურგით ერთმანეთთან და მხოლოდ 4 ადამიანი ლიფტში – წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უნდა დაიცვათ

    ზურგით ერთმანეთთან და მხოლოდ 4 ადამიანი ლიფტში – წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უნდა დაიცვათ

    დღეიდან ყველა სახის მაღაზია, მათ შორის სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ყველა დაწესებულებას მოუწევს რეკომენდაციების დაცვით მუშაობა. ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელები პირბადის ტარება  კი საქართველოს მაშტაბით ყველა დახურულ დაწესებულებაში სავალდებულოა.

    ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

    წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უნდა დაიცვათ:

    სავაჭრო ცენტრში შესვლისას აუცილებელია:

    • ტემპერატურის შემოწმება
    • დეზობარიერის გავლა
    • სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება
    • პირბადის გამოყენება

    სავაჭრო ცენტრში ყოფნისას მომხმარებლებმა:

    • არ უნდა მოიხსნან პირბადე
    • უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთთან

    ლიფტებში:

    • მომხმარებლები უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან
    • დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი
  • 70 წლის ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

    საგარეჯოში 70 წლის ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა. დახმარება ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სცადეს, თუმცა მიღებული დამწვრობით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.