Category: ახალი ამბები

  • ჩემი კანდიდატურა ჯერ არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე – ვაშაძე

    ჩემი კანდიდატურა ჯერ არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე – ვაშაძე

    გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად საკუთარი თავი არ დაუყენებია, არამედ, ეს იყო კონკრეტული პირების მოსაზრებები.

    “გუშინ ძალიან გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო ადამიანების გარკვეული მოსაზრებები. ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ასეთი განცხადებებით დისონანსს ვერ შიტანთ ჩვენს ერთიანობაში. ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშიას,პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც. ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს, ჩვენს მტერს უნდა”,- თქვა გიორგი ვაშაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, პრემიერობის კანდიდატურაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დაყენებაზე თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უარყო.

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ ყოფილა განხილული არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში განიხილება”, — თქვა უდუმაშვილმა.

  • როგორია გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

    როგორია გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

    დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, გაზგასამარი სადგურის თანამშრომელს, რომელიც აფეთქებისას დაშავდა, სხეულის 25% აქვს დამწვარი.

    “შემოვიდა დამწვროვის ცენტრში 48 წლის მამაკაცი. აღენიშნებოდა სხეულის თერმული დამწვრობა 25%, მე-2- მე-3 ხარისხის. დაზიანებული ჰქონდა სახის არე, წელის არე, ორივე ზემო და ქვემო კიდური, საერთო ჯამში 25%. საეჭვო იყო სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და მაროტრავმა”,- აცხადებს ქაშიბაძე.

    მისივე თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაკვირვების ქვეშ, რეანიმაციაში რჩება.

    ნუცუბიძეზე, ამაშუკელის ქუჩაზე “ეკო გაზის“ გაზგასამართი სადგური გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე აფეთქდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

  • ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

    ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

    ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    რა მოიპარეს მძარცველებმა, ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ხობი-ნოჯიხევის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტოიოტას” მარკის მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

    მანქანაში მყოფი ორივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ტრანსპორტში შეინიშნება დასაშვებზე მეტი ხალხმრავლობა, არ უნდა მოვდუნდეთ – ეზუგბაია

    ტრანსპორტში შეინიშნება დასაშვებზე მეტი ხალხმრავლობა, არ უნდა მოვდუნდეთ – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, შეინიშნება იმაზე მეტი ხალხმრავლობა, ვიდრე დასაშვებია.

    ის მოქალაქეებს მოუწოდებს, კვლავ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ სიტუაციას და რეკომენდაციები დაიცვან.

    “ვფიქრობ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა უნდა მოდუნდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელიც შეზღუდვების მოხსნის მერე უნდა ჩატარდეს – უნდა ჩატარდეს. თავყრილობას უნდა მოვერიდოთ. პირბადეებით უნდა ვიაროთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე არ უნდა იყოს ადამიანი. ტრანსპორტში შეინიშნება თითქოს არის იმაზე მეტი ხალხმრავლობაა, ვიდრე დასაშვებია. თითოეული მოქალაქე, ისევე როგორც ეპიდემიის დასაწყისში პასუხისმგებლიანად მოვეკიდეთ სიტუაციას, კვლავ გავითავისოთ ეს, რათა დავრჩეთ კარგ ზოლში, სადაც ახლა ჩვენი ქვეყანაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 634 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.

  • გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია – მარინა ეზუგბაია

    გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია – მარინა ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია, დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით.

    “ამ ეტაპზე მხოლოდ 150 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, გამოჯანმრთელებულებთან შედარებით. ჩვენთან გუშინ შემოვდა 3 დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო შემთხვევა. ისინი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 პაციენტი. მათში პრობლემური, მძიმე პაციენტი აღარ გვყავს”, –  თქვა ეზუგბაიამ .

    მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ინფიცირების ახალი წყარო გაჩნდა, ჰქონდათ შიში, რომ ეპიდსიტუაცია უკონტროლო გახდებოდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, კვლავ კონტროლს ემორჩილება სიტუაცია.

  • 157 729 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    157 729 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქ.თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 157 729 ლარის ღირებულების 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

    „აღნიშნული მიწის ნაკვეთი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,- წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 2 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    მთაწმინდა-კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო”,- წერს თელასი.

  • საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 10

    საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 10

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-მდე გაიზადა.

    გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი, ჯამში – 634. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300- პირი.

    საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

  • “რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!”- ჯორჯ ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა დემონსტრანტებს (ვიდეო)

    “რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!”- ჯორჯ ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა დემონსტრანტებს (ვიდეო)

    ჯორჯ ფლოიდის ძმებმა დემონსტრანტებს  ემოციური სიტყვით მიმართეს. ტერენს ფლოიდი აცხადებს, რომ არეულობის მოწყობის ნაცვლად, ისინი მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან ეს მათ ძმას ვერ გაუცოცხლებს.

    „მივმართავ მათ, ვინც არეულობას თესავს: რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! გთხოვთ დამშვიდდეთ, როგორც ჩემი ძმა გთხოვდათ ამ ყველაფერს რომ ხედავდეს. მშვიდობა. მშვიდობიანი პროტესტი – ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობის მიღწევას შევძლებთ!“ –  განაცხადა ტერენს ფლოიდი.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.