Category: ახალი ამბები

  • ვამტკიცებთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც აეროპორტებსაც ეხება – თურნავა

    ვამტკიცებთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც აეროპორტებსაც ეხება – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო.

    ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია TAV Georgia-მ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია, უკვე უზრუნველყო, რომ აეროპორტში დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციები.

    აეროპორტის შესასვლელში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები და ვიდეოსკანერები, რომლებიც მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშრომლებს შორის.

    თურნავას თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ.”

    მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. „პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, – თქვა ნათია თურნავამ.

  • სავარაუდოდ, მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი – ნინო ბურჯანაძე

    სავარაუდოდ, მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი – ნინო ბურჯანაძე

    ”ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარად სავარაუდოდ კენჭს არ იყრის.

    “საბოლოოდ არ გადამიწყევეტია. სავარაუდოდ, მეტი შანსია რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად. თქვენ იცით მაჟორიტარს როგორ სჭირდება ყველა სოფელში და ოჯახში მისვლა იმისთვის, რომ მაჟორიტარული ოლქი მოიგოს და ამის შეთავსება პარტიის თავმჯდომარეობასთან და მთელ საქართველოში კამპანიის წარმართვასთან არის ძალიან რთული, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე მთავარ არხზე.

    მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პირველივე ტურში შეთანხმდეს საერთო კანდიდატებზე, რათა გაუადვილდეთ კოორდინაცია, “ქართულ ოცნებას” კი გაურთულდეს ბრძოლა.

  • შესაძლოა, ცალკეულ ოლქებში ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე – მელია

    შესაძლოა, ცალკეულ ოლქებში ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე – მელია

    ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ შესაძლებელია ოპოზიციას ზოგიერ საარჩევნო ოლქში არა 1, არამედ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს. მისი თქმით, ეს შეიძლება ოპოზიციის ინტერესი იყოს.

    “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთობა მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო შედგეს. აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროცესში. საერთო მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი როლი მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური.

    თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს, რომ ოპოზიციას ყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, სხვა პარტიებთან კონსულტაციების შედეგად”, – განაცხადა მელიამ.

    პირველ ტურში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატებზე შეთანახმება მნიშვნელოვნად მიაჩნია “ახალ საქართველოს” და “ევროპული საქართველოსაც.

  • წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება 6 ივნისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 6 ივნისამდე ქვეყანაში ამინდი გაუარესდენა.

    “2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს”,- აცხადებს სააგენტო.

  • პატრიოტიზმი, თავდადება – რა კრიტერიუმებით არჩევს “ოცნება” ახალ სახეებს – ვოლსკის განმარტება

    პატრიოტიზმი, თავდადება – რა კრიტერიუმებით არჩევს “ოცნება” ახალ სახეებს – ვოლსკის განმარტება

    უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ახალ სახეებს არჩევს. მისი თქმით, ეს ადამიანები მმართველ გუნდში მოსახვედრად გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

    “მთავარი რამდენიმე ნიშანია: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება და რასკვირველია, გუნდის წევრი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში საარჩევნოდ ძლიერი გუნდის წარმოდგენა საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის. ასე, რომ ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ ამას”, – განაცხადა ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში.

    მისი თქმით, ახალი სახეები ყველა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, მათ შორის, ექიმები, იურისტები, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ.

    ვოლკი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება პარტიაში მუდმივად ერთი და იგივე სახეები იყოს.

  • ერთი პირბადე ერთი პურის ფასი ღირს, სოციალურად დაუცველები ვერ იყიდიან – რომან გოცირიძე

    ენმ-ს ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ერთი პირბადე 1 პურის ფასი ღირს, ამიტომ მას სოციალურად დაუცველები და უმუშევრები ვერ იყიდიან. მისი თქმით, სახელმწიფომ პირბადეები მათ უფასოდ უნდა დაურიგოს.

    “ჯარიმები არის შესაცვლელი და ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს. სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე პირველ რიგში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სისტემა უნდა იყოს აწყობილი. ტრანსპორტში უნდა იყოს წესრიგი და უნდა დავაკვირდეთ ევროპის ქვეყნებს. აუცილებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკეთოთ ნიღაბი, მაგრამ აი ეს ნიღაბი დღეს ერთი ცალი პურის ფასი ღირს. შეუძლებელია, რომ სოციალურად დაუცველებმა და უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა პირბადე იყიდონ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რომ ასეთ მოქალაქეებს პირბადეები უფასოდ დაურიგდეთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

    ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელის მიხედვით, შესაძლოა, დასჯადი გახდეს პირბადის ტარების წესის დარღვევა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

  • ბათუმში ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობისთვის 26 წლის მამაკაცი დააკავეს

    ბათუმში ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობისთვის 26 წლის მამაკაცი დააკავეს

    აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ. ი.  ცხელ კვალზე დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა”,-წერია შსსს განცხადებაში.

    პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” მთავარი რედაქტორი გახდა

    თამარ ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” მთავარი რედაქტორი გახდა

    1 ივნისს “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე სალომე უგულავა ჩაანაცვლა, რომელიც მთავარი რედაქტორი 4 წლის განმავლობაში იყო.

    ჩერგოლეიშვილის განმარტებით, საკადრო ცვლილებები ტაბულას სამომავლო გეგმებს დასჭირდა.

    “სალომე უგულავას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ტაბულას განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მას მე წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი “ტაბულასთან”.

    სალომე უგულავამ 1 ივნისს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ამ ეტაპზე მისი და ტაბულას გზები გაიყარა.

    “პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ასევე ლევან რამიშვილსა და ყველას, ვისაც ოდესმე უმუშავია ტაბულაში, ამ საუკეთესო გამოცდილებებისთვის. ამ ადამიანებს ნამდვილად ეკუთვნით მადლობა ქართულ მედიაში ისეთი სივრცის შექმნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ათობით კარგი ჟურნალისტისა თუ აქტივისტისთვის გახდა საწყისი წერტილი.

    მინდა, უდიდესი წარმატება ვუსურვო ტაბულას და მის თითოეულ თანამშრომელს – წესიერ, კარგ, მშრომელ და ჭკვიან ადამიანებს, რომლებთან მეგობრობასაც სამსახურს მიღმა გავაგრძელებ”,- თქვა უგულავამ.

  • ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შეიძლება პირბადის ტარების წესის დარღვევა დასჯადი გახდეს

    ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შეიძლება პირბადის ტარების წესის დარღვევა დასჯადი გახდეს

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელის მიხედვით, შესაძლოა, დასჯადი გახდეს პირბადის ტარების წესის დარღვევა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

    “მიზანშეწონილია, რომ გაიწეროს დეტალურად, რა ტიპის დარღვევების პრევენცია არის აუცილებელი. ასევე, განისაზღვროს შესაბამისი სანქცია დეტალურად, რაც უნდა იყოს პროპორციული პასუხისმგებლობასთან. უნდა იყოს რაციონალური სანქცია, რომ ის ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვეს და ამასთანავე, ეფექტიანად უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. აუცილებელია დეტალურად გაიწეროს ყველაზე ხშირად ჩადენადი და გამოვლენადი დარღვევები, რომელთა მიმართაც საჭიროა ბრძოლა,”- თქვა ოხანაშვილმა.

    მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ადამიანებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

    “ალბათ ყველას კარგად გვესმის, რომ პირბადეების ტარება არის ნომერი პირველი აუცილებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირბადეები არის სავალდებულო და თუ ვინმე არ დაიცავს წესს, რა თქმა უნდა, ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

    ამას სჭირდება სისტემური მიდგომა, თუ რა ტიპის დარღვევების შემთხვევაში, რა ტიპის სანქციები იქნება განსაზღვრული. თქვენ იცით, ჯანდაცვის წესები, რომ აუცილებელია შენობაში პირბადით სიარული, როცა კომუნიკაციაში შედის მოქალაქე სხვა ადამიანთან აუცილებელია პირბადის ტარება, ღია სივრცეშიც, თავშეყრა როცა ხდება გარკვეული ადამიანების, იქაც საჭიროა პირბადე, რომ არ მოხდეს ვირუსის შესაძლო გადაცემა,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

    კითხვაზე, დაწესდება თუ არა ჯარიმა ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღვევის შემთხვევაში, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, შესაძლოა, ეს საკითხიც დაექვემდებაროს დარეგულირებას.

  • მეუფე იაკობს კომპრომატები აქვს სახელმწიფო მოხელეებსა და საეკლესიო პირებზე – მამა ანდრია სარია

    მეუფე იაკობს კომპრომატები აქვს სახელმწიფო მოხელეებსა და საეკლესიო პირებზე – მამა ანდრია სარია

    მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამბობს, რომ მეუფე იაკობი სუს-ის მესიჯებს ახმოვანებს და კომპრომატები აქვს, ამიტომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს.

    “მოვლენები, რაც ეკლესიის გარშემო ვითარდება, საპატრიარქოს წარმომადგენლების და სუს-თან თანამშრომლობის ბრალია. უკვე დამალული და დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი, რომელიც ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს, არც მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს. ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი და ვინ გაბედავს. როდესაც მღვდელმთავარი ასეთ ტონალობაში საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა. საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაირღვევა, დაიშლება”,- ამბობს ანდრია სარია.

    ის ასევე აცხადებს, რომ ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი სასმელს სვამს და შედეგ ნასვამ მდგომარეობაში ქადაგებს.

    “იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის, რომელიც ცხადად ჩანს და მისი მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის, რომ სვამს, ეს ყველამ იცის და არაფერი არაა, თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობდეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, სინოდზე ჩემს ან მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ – არა. საზოგადოებაც დაიღალა, აღარ სურს, მეუფე იაკობის ამ სიგიჟის მოსმენა, ესაა მთავარი პრობლემა“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ საპატრიარქო ვერ გაანეიტრალებს, რადგან ყველაფრის ფაქტები აქვს. 

    “სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ჩემი ეშინიათ”- განაცხადა მეუფე იაკობმა.