Category: ახალი ამბები

  • ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა – მინისტრი ითხოვს ვიზიტი ივნისის ბოლომდე გადაიდოს

    ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა – მინისტრი ითხოვს ვიზიტი ივნისის ბოლომდე გადაიდოს

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უარის წერილი გაუგზავნა საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატებს”, რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. წერილში მინისტრი აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს.

    “სამინისტრო, ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის.

    ამ პირობებში, გეგმიურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჰოსპიტალური სერვისების ტარიფების დადგენის სამუშაო პროცესი განახლდა მაისის ბოლოს და მიმდინარე თვე დაეთმობა 520-ე დადგენილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მექანიზმების სრულად ამოქმედებას,”- ნათქვამია მინისტრის წერილში.

    პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ხვალისთვის ელოდებოდნენ. მინისტრს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა:

    • 2020 წლის 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოსალოდნელი მოხსნიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის თუ არა შემუშავებული Covid-19-ის ეპიდსიტუაციის პროგნოზის სცენარები.
    • აღნიშნული შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებაში ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით (კონკრეტული პარამეტრებით გამოხატული, მაგ: ინფიცირებულთა მიღების, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების მუშაობის, სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვისა და სხვა საკვანძო საკითხების მიხედვით).
    • მაჩვენებლები, რომლის დროსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხელახლა გასცემს რეკომენდაციას საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინე პორობების შემოღებასთან დაკავშირებით.
    • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გათავისუფლება.
    • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბერის №520 დადგენილების საფუძველი და არსებული თუ მოსალოდნელი შედეგები.(საქმე ეხება სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას).

     

  • ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახურია, ანეკდოტია – სანდრო ბრეგაძე ესტონეთის საგარეო დაზვერვაზე

    ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახურია, ანეკდოტია – სანდრო ბრეგაძე ესტონეთის საგარეო დაზვერვაზე

    ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვით, ქართული მარშის მრავალ წევრს რუსეთთან აქვს კავშირი.

    ბრეგაძის თქმით, ესტონეთის საგარეო დაზვერვა “ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახურია”, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური ავალებს, რა დაწერონ.

    “გამიგია ფსბ, გამიგია საფრანგეთის დაზვერვა, ესტონეთის და ბურუნდის დაზვერვა და ეს რაღაც, ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახური კაპიტანი გიგაურის დავალებით, რას სისულელეს დაწერს ქართულ მარშზე…”,-ამბობს ტვ პირველის ეთერში ბრეგაძე.

    მისი აზრით, ესტონეთის დაზვერვა “ანეკდოტია”.

    შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი.

    ანგარიშის მიხედვით, ქართული მარში “ქართული ღირებულებების დაცვის მოტივით, დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და მის მრავალ წევრს რუსეთთან კავშირები აქვს.

    “გასულ წლებში საქართველოში ასევე გამოიკვეთა ე.წ ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდის მნიშვნელოვანი ზრდა. “ქართული მარში”, 2017 წლის ექსტრემისტული მოძრაობების ქოლგა ორგანიზაცია ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი ამოცანაა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლური ღირებულებების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში, ეს კი, დიდი ალბათობით, საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას.

    ეს ძალიან აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმებს. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ხალხის მხარდაჭერას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ – პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც 15 წელია, მიღწეულია – ისევე, როგორც შექმნას შიდაპოლიტიკურ დაძაბულობა და კონფლიქტი ქართულ საზოგადოებასთან. ქართული მარშის ლიდერებს შორის მრავალ ადამიანს აქვს კავშირები რუსეთთან და მის გავლენიან აქტორებთან”, – წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში.

    აღნიშნული პრორუსული დაჯგუფება “ქართული მარში” პოლიტიკური პარტიის შექმნასა და არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს.

  • საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ვიზა დასჭირდებათ

    საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ვიზა დასჭირდებათ

    თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

    “თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – “USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს”, – წერია საელჩოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

  • ოზურგეთში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა

    ოზურგეთში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა

    რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.

    ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    აქ, Tbccredit.ge-ზე  ახლა, სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია  შესაძლებელი.

    Tbccredit.ge თიბისის ციფრული პლატფორმაა, სადაც სამომხარებლო სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ფილიალის მსგავსი პირობებითაა შესაძლებელი.

    ონლაინსესხით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა  ვებგვერდზე www.tbcredit.ge მარტივი განაცხადი უნდა შეავსოს, რამდენიმე წუთში კი ის დამტკიცებული ლიმიტის შესახებ მიიღებს პასუხს. სესხის მისაღებად მომხმარებელს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა არ სჭრიდება.

    ონლაინსესხის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია, მინიმალური კი –  100. საკრედიტო რეიტინგის და შემოსავლის გათვალისწინებით, შესაძლებელია მოთხოვნილზე მეტი თანხის დამტკიცება.

    სტანდარტული ონლაინსესხისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის სესხი ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთით მტკიცდება. დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა სესხის დაფარვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

    ონლაინ სამომხმარებლო სესხის აღება, ასევე სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია ვებგვერდზე : www.tbccredit.ge .

  • სპეცოპერაცია ბათუმში – დაკავებულია თურქეთის 9 მოქალაქე

    სპეცოპერაცია ბათუმში – დაკავებულია თურქეთის 9 მოქალაქე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-მ თურქეთის 9 მოქალაქე დააკავა.

    სუს-ის ინფორმაციით, მათ არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში.

    საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

  • ხელისუფლებამ ოცნების შემომწირველებს პანდემიის დროს მრავალათასიანი კონტრაქტი გამარტივებული წესით გაუფორმა

    ხელისუფლებამ ოცნების შემომწირველებს პანდემიის დროს მრავალათასიანი კონტრაქტი გამარტივებული წესით გაუფორმა

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ხელისუფლებამ ქართული ოცნების შემომწირველების კომპანიებს ათეულ ათასობით ლარის კონტრაქტი გაუფორმა. საქართველოში „კოვიდ 19”-ის ვირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტები გააფორმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს სწავლობს.

    მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია შპს „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ. ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმრომ 45 ნომერი უნდა გამოყოს 2 თვის ვადით.

    შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

    სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

    შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს ქართულ ოცნებას 5,000 ლარი შეწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირეს. ქართული ოცნებისთვის ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

    • მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25,000 ლარი შეწირა. 2019 წლის მაისში კი – 60,000 ლარი.
    • კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13,000 ლარი შესწირა.
    • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5,000 ლარი შეწირა.
    • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”. 2019 წლის მარტში 10,000 ლარი აქვს შეწირული.

    შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

    შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.1

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აზრით მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა  მიიღონ.

  • მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს – ბოკერია

    მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს – ბოკერია

    ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მომავალ პრემიერ-მინისტრს ახასიათებს და ამბობს, რომ ის მისი პარტიის წევრი უნდა იყოს.

    “ის უნდა იყოს ძლიერი გუნდის ლიდერი და უნდა ჰქონდეს ხედვა ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან როგორ გამოიყვანს ქვეყანას. ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახადებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს. როგორ გადატეხავს სასამართლში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ ვერ მოვიშორეთ და როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა, რომ დაგიხასიათოთ, როგორი უნდა იყოს, “ევროპული საქართველოს” წევრი უნდა იყოს”,- ამბობს ბოკერია.

    მისივე განცხადებით, ევროპული საქართველოს მიზანია, კოალიციაში სიმძიმის ცენტრი იყოს, თუმცა კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, რომელი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე რა შედეგს მიიღებს და ამ თვალსაზრისით, ვის რა წონა ექნება.

    “ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ, სხვების ამოცანაა, რომ ისინი იყვნენ. ეს მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ რამდენად სწრაფი რეფორმები გატარდება და რაზე ვართ უკვე შეთანხმებული იმის მიუხედავად, ვის რა წონა ექნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნავს ბოკერია.

  • პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე პარტიების რიტორიკა შეცვლილია – ზურა ჯაფარიძე

    პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე პარტიების რიტორიკა შეცვლილია – ზურა ჯაფარიძე

    პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის რიტორიკა პირველ ტურში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე აშკარად შეცვლილია. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ “რაღაც ხდება” და პარტიებს გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.

    “რა მოხდა, თქმა გამიჭირდება, არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთან არცერთ პარტიას არ ჰქონია კონსულტაცია. მე რასაც ვხედავ, ის არის რომ რიტორიკა შეიცვალა. მე ვნახე გუბაზ სანიკიძის განცხადება ნიკა გვარამიასთან, დათო ბერძენიშვილის პოსტი ვნახე, რიტორიკის ცვლილება მაფიქრებინებს, რომ რაღაც ხდება”,- ამბობს ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში.

    მისივე განცხადებით, პრინციპული განსხვავება არსებობს პირველივე ტურში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ყოლასა და მეორე ტურში მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მხარდაჭერას შორის და ეს მეორე ვარიანტი, თუნდაც მათემატიკურად, დიდი პარტიებისთვის უფრო მომგებიანია.

    ჯაფარიძის აღნიშნავს, რომ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნებიან მაჟორიტარული კანდიდატები და ძალიან ბევრი რამ იქნება ამ ფაქტორზე დამოკიდებული.

    გირჩის ლიდერი, მაჟორიტარად კენჭისყრის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კენჭს თბილისში, ვაკის რაიონში იყრის.

     

  • კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა- ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

    კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა- ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

    კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს.

    კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან, ვირუსით ხუთი ადამიანია გარდაიცვალა.

    “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ქალაქ მბანდაკაში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიასთან საბროლველად ჩავიდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს დაავადება გვახსენებს, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმო აგრძელებს ჯანმრთელობის გამოწვევების მრავალი შემთხვევის მონიტორინგს”, – წერს მიკრობლოგ Twitter-ზე  ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსი.

    მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ვირუსი ადამიანებში ინფიცირებული ცხოველების, კერძოდ ღამურების და პრიმატების ბიოლოგიურ სითხეებთან ან ქსოვილთან ექსპოზიციით გავრცელდა.

    ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2014-2016 წლებში დაფიქსირდა, რომელმაც მოიცვა დასავლეთ აფრიკის ნაწილი და საბოლოოდ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს.