Category: ახალი ამბები

  • ეს არის ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე – დიღმელაშვილი 20 ივნისის აქციაზე

    ეს არის ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე – დიღმელაშვილი 20 ივნისის აქციაზე

    “ეს არის ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე”-  ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას დამფუძნებლმა  და აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით 20 ივნისს აქცია აუცილებლად  გაიმართება, და ეს იქნება ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.

    “ეს ჩვენი დღეა, როცა სამოქალაქო საზოგადოებამ ჩააბარა ხელისუფლების მიერ დადგმული ტესტი, რამდენად მიმღებელი იქნება საზოგადოება რუსული პოლიტიკის მანიფესტირებისადმი ქართულ პოლიტიკაში. საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე. ეს დღე გლოვის დღეც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ სისხლი დაიღვარა და ამავე დროს, ზეიმიც, რადგან მაშინ ახალი ეროვნული მოძრაობა დავინახე ამ ყველაფერში. სხვადასხვა წარსულის ადამიანი მოდის და ძირითად საკითხებზე თანხმდება. მე ვისურვებდი, ერთიანი ოპოზიცია მოვიდეს, არასადავო რანგში წარსდგეს და ვიცი, რომ ასეც იქნება. უბრალოდ, გავიხსენოთ, რა იყო ამ დღეს. ადამიანებმა მკაფიოდ მიანიშნეს, საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს გადის არჩევნების მოგებაზე ოპოზიციის მიერ. სამწუხაროდ, ასეა. ამ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ პოლიტიკური გემოვნების ადგილი აღარ რჩება, ან ხელისუფლებას ირჩევ, ან ოპოზიციურ სპექტრს”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

     

  • მერია ღია კაფეებს უფლებას აძლევს მაგიდები მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართებზე განალაგონ

    მერია ღია კაფეებს უფლებას აძლევს მაგიდები მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართებზე განალაგონ

    თბილისის მერია მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართებზე განლაგებულ ღია კაფეებს და რესტორნებს დროებით უფლებას აძლევს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფართები დამატებით გამოიყენონ და იქ თავისი მაგიდები განალაგონ. 1 ივნისიდან ქვეყანაში ღია კაფეები და რესტორნები გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. მათ მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულებაა აქვთ, რის გამოც ბევრი კაფეს ფუნქციონირება ეჭვქვეშ დადგა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება კაფეების და რესტორნების მფლობელებს დროებით დაეხმარონ და მუნიციპალური ფართების გამოყენების უფლება მისცენ:

    . „პირველი ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები. მაგიდებს შორის აუცილებლად უნდა იქნას დაცული დისტანცია და არსებობს შესზღუდვები, რის გამოც ისინი მაგიდებს ისე ვერ განათავსებენ, როგორც აქამდე იყო.

    იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც ისარგებლებს რესტორნებით, კაფე ბარებით, ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულნი არიან მუნიციპალურ სივრცეებზე შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით, ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა.

    ანუ გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ თქვენი მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში.იშეგიძლიათ გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ ეს სოციალური დისტანცია და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში გაწერილი მითითებები.ეს არის დროებითი ღონისძიებები, რომ თქვენ დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ.“– თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

  • ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი

    ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 76 წლის  პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა  და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

    “პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები – სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი”, – განაცხადა  თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

  • ანალიზების არევის შედეგად გუდაურის საკარანტინო ზონიდან  კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი სახლში გაწერეს

    ანალიზების არევის შედეგად გუდაურის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი სახლში გაწერეს

    გუდაურის საკარანტინო ზონაში  ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით, ინფიცირებული მამაკაცი სახლში გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews ავრცელებს.

    მამაკაცი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

    აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ნინოწმინდის მერი, ანა მოსოიანი. მისი თქმით, ამჟამად მამაკაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

  • თბილისში  5 ადამიანს ყვავი დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა (ვიდეო)

    თბილისში 5 ადამიანს ყვავი დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა (ვიდეო)

    თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს.  ამის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია “ფორმულა ავრცელებს” ფრინველის თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.

    დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით “ნიუ ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილია და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

     

  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

    მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. მათგან 634 გამოჯანმრთელდა. საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

  • პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა დასჯადი ხდება.პარლამენტი კანონის ცვლილებაზე მუშაობს

    პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა დასჯადი ხდება.პარლამენტი კანონის ცვლილებაზე მუშაობს

    საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა კანონით დასჯადი გახდება. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი იწყებს. ინიციატივის მიზნად მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების უკეთ ადმინისტრირება სახელდება. ჯერჯერობით უცნობია ჯარიმების ოდენობა და სხვა სახის ადმინისტრაციული სანქციები. მმართველი პარტია ცვლილებებს იმით ხსნის, რომ  საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ინფიცირების რისკი კვლავ მაღალია.

    საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტებს უკვე დაავალა. არჩილ თალაკვაძის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ცვლილებებში საფრთხეს ხედავენ. აქცენტს ჯარიმებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებულ ფულადი სანქციები შერჩევითად და არაპროპორციულად გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის ფინანსურად პირბადეების შეძენა რთულია.

    საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებმა დაჩქარებული წესით უნდა მოამზადონ. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ 2 ამოცანის წინაშე დადგნენ – ერთი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვას, მეორე კი – მოქალაქეების ინტერესებს ეხება. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სანქციების ოდენობა გონივრული უნდა იყოს და მან დამატებითი სოციალური პრობლემები არ უნდა შექმნას.

    საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის იქნება მზად.

  • “როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი“–ღარიბაშვილი მისი ძვირადღირებული მაჯის საათების შესახებ

    “როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი“–ღარიბაშვილი მისი ძვირადღირებული მაჯის საათების შესახებ

    “რა მნიშვნელობა აქვს, არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია,”- ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერის” წამყვანის კითხვას, თუ რა ღირებულების მაჯის საათი ეკეთა მას.

    ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებამ დათვალა თავდაცვის მინისტრის და მისი მეუღლის იმ მაჯის საათების ღირებულება, რომლებითაც ისინი საჯაროდ გამოჩენილან. მათი დათვლით თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

    თავდაცვის მინისტრმა მისი და მისის მეუღლის საათების ღირებულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტები “მიზანმიმართულად დამახინჯებულია.”

    “მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს დასამალი. როგორ შეიძლება იმაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია მე. მე უნდა ვიყო მაშინ მილიარდერი. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული. მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია, როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციის გზით მიღებული, თუ სხვა კერძო კომპანიებში ჩემი ჩართულობით.

    რა მნიშვნელობა აქვს, არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. თუ რამე მაქვს ღია და დეკლარირებული და გულწრფელად გეუბნებით,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • გლდანში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს

    თბილისში, გლდანში, საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით სავარაუდოდ ბავშვი დედამ მშობიარობის შემდეგ ეზოში ჩაიყვანა და დატოვა. დილით ჩვილი დასუფთავების სამსახურმა გარდაცვლილი იპოვა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე.

    არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. ჩვილი სავარაუდოდ, ნაგვის უნრაში იყო მოთავსებული.

  • მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება – თამარ გაბუნია

    მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება – თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატება რისკ ჯგუფებს უკავშირდება და რეგულაციების მოხსნას არ გამოუწვევია.

    მისი განცხადებით, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მაღალ რისკ ჯგუფებში პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოხდება.

    ,,საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს – ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს. აქამდე ვიცოდით, რომ ეს სამივე ჯგუფი მაღალი რისკისაა, ამდენად, ამგვარი მატება არ უკავშირდება ჯერჯერობით ზომების შერბილებას და ისევ და ისევ დაკავშირებულია მაღალი რისკის ჯგუფებთან.

    ვფიქრობ, სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, რადგან ამ ჯგუფებში მოსალოდნელია შემთხვევების მეტი რაოდენობა ვიდრე ზოგად პოპულაციებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.