Category: ახალი ამბები

  • ვერ მოვერევით პათოლოგიას, რომ არა ღმერთის ძალა, ღამ-ღამობით ეკლესიაში დავდიოდი – რატიანი

    ვერ მოვერევით პათოლოგიას, რომ არა ღმერთის ძალა, ღამ-ღამობით ეკლესიაში დავდიოდი – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ვერცერთ პათოლოგიას ექიმი ღმერთის გარეშე ვერ მოერევა, ამიტომ თითქმის ყოველდღე, ღამ-ღამობით ეკლესიაში დადიოდა.

    მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პერიოდი ღმერთის ძალამ გადაალახინა.

    “საერთოდ, ექიმობა ღვთისაგან ნაბოძებია. შეიძლება ადამიანმა სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე. სულ დგას შენ უკან. ბოროტებას ვერ აჯობებ და ბოროტება ხშირ შემთხვევაში დაავადებაა, თუ არ გიყვარს ღმერთი და არ გიყვარს პაციენტი.

    ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. ვერ მოვერევით ვერცერთ პათოლოგიას, რომ არა ეს ღმერთის ძალა. როდესაც იყო არ შეიკრიბოთ, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ძალიან ძნელი იყო და ის არასდროს არ გვტოვებდა. მე პირადად, შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, ეს პერიოდი, მე პირადად, მან და მისმა დიდმა ძალამ გადამალახინა. არარსებობს უფლის გარეშე და განგების გარეშე არაფერი”,- თქვა რატიანმა პოსტივის ეთერში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველებმა ყველაფერი უნდა გადადონ და ერთმანეთი შეიყვარონ.

     

  • ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია –  თურნავა

    ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია – თურნავა

    ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. “, – ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას” სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ „ნოვას” დიდი სავაჭრო ცენტრში დიდწილად წარმოდგენილია მათივე, საკუთარი წარმოების და ასევე, ზოგადად ქართული წარმოების  საშენი მასალები, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარია.

    „ნოვას” წარმოება მხარდაჭერილია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მიერ და ჩვენ, ზოგადად, ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ შემდგომშიც საკუთარ რესურსზე დაყრდნობილი წარმოებების მხარდაჭერაზე. საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც საკუთარი რესურსის გამოყენებით შეგვიძლია ძალიან სერიოზულად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე, მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი და გავზარდოთ საექსპორტო მოცულობები. იგივეს თქმა შემიძლია კვების მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, სხვა დარგებზე, მაგრამ საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ თვალსაზრისით” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

  • ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა-ის უგონო მდგომარეობაშია

    ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა-ის უგონო მდგომარეობაშია

    ტრაგედია აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე – რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეს შემთხვევის ადგილზე დენმა დაარტყა და ადგილობრივების თქმით, ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა”  ავრცელებს.

    მამაკაცი აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე კომპრესორის შესამოწმებლად იყო მისული, სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

    შეგახსენებთ, რომ გაზგაზამართი სადგური ამაშუკელის ქუჩაზე პირველ ივნისს, გვიან ღამე აფეთქდა. შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.

  • კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

    კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია.

    „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, – განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს.

    ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

  • თუ დღეს ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მოვა, ის კანონს დაარღვევს – კობერიძე

    თუ დღეს ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მოვა, ის კანონს დაარღვევს – კობერიძე

    ” „თუკი ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს რეგლამენტის შესახებ”  – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.  ჯანდაცვის მინისტრი დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იყო დაბარებული, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა და ვიზიტის გადადება მოითხოვა. დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტებითი წერილი მინისტრს ერთი კვირით ადრე უნდა გადაეგზავნა და მისი ადრესატი უნდა ყოფილიყო არა კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ ფრაქციის წარმომადგენლები.

    „თუკი ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს რეგლამენტის შესახებ. უკვე არა პირველად. ძალიან მძიმეა იმ ფაქტის ყურება, როდესაც მთავრობა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით უამრავი ჯარიმის და სანქციის დაწესებას აპირებს მოქალაქეებისათვის და თვითონ, ელემენტარულად არ ასრულებენ კანონს, არღვევენ რეგლამენტს და არ მოდიან. პროფილური მინისტრი არ მოდის პროფილურ კომიტეტში სასაუბროდ იმ თემებზე, რაც პირველ რიგში მოსახლეობას აღელვებს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ

  • ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით გაძვირდა – საქსტატის უახლესი მონაცემები

    ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით გაძვირდა – საქსტატის უახლესი მონაცემები

    ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

    წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი).

    ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).

  • თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ლევან ბოძაშვილი

    თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ლევან ბოძაშვილი

    თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს. ბოძაშვილის თქმით, ამერიკის შესუსტება საქართველოს ინტერესებში არ არის.

    „ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა გამოაჩინა, რომ სისტემამ ამის პრევენცია ვერ შეძლო. სიტუაცია არის აბსოლუტურად უპრეცენდენტო და ესკალირებული იმდენად, რომ ვფიქრობდი კიდეც, ტრამპის გადადგომა ან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამოცხადება ხომ არ უშველილს ამ ყველაფერს? ახლა რაც ხდება ამერიკაში არის ერთგვარი ღირებულებითი ომი. აქ პოლიტიკური ორთქლის გამოშვებაა აუცილებელი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ და ეს ყველაფერი უკავშირდება პირველ რიგში ტრამპს და არავის სხვას. მთელ მსოფლიოს მიეცა სალაპარაკო, განსაკუთრებით პრორუსული განწყობის ქვეყნებს, ჩინეთს, ირანს და რუსეთს თავისთავად, რომ ამერიკას აღარ აქვს საშუალება ასწავლოს ჭკუა სხვას, ვინაიდან მას თავისთან ვერ მოუგვარებია. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ამერიკის იმიჯი, როგორც დემოკრატიის გამავრცელებლის იმიჯი და ეს ჩვენთვის წარმოშობს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს

    ამ ყველაფერს უკვე აქვს გავლენა მსოფლიოზე. ამერიკის შესუსტება არც ერთ შემთხვევაში არ არის საქართველოს ინტერესებში. ნებისმიერი ასპექტით ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში, ყველაფერი, რაც ხდება, ასხამს ჩინეთის წისქვილზე წყალს. ბუნებრივია, ჩინეთი საოცრად გაძლიერდება ამის გამო. რაც იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობის განმსაზღვრელი, ეს იყო დემოკრატიის ექსპორტი, რომელსაც ის ახორციელებდა ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოში. ამიტომაც იყო ამერიკა სასურველი პარტნიორი და ეს აღქმა რომ შეიცვალოს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ გადანაწილებას მსოფლიოში, რა დროსაც ჩვენ მოგვიწევს ახლებური მიდგომების და ახლებური თავდაცვის მექანიზმებზე ძალიან სერიოზული დაფიქრება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

  • უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა  შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! – რომან გოცირიძის კრიტერიუმები რომელსაც პრემიერი უნდა აკმაყოფილებდეს

    უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! – რომან გოცირიძის კრიტერიუმები რომელსაც პრემიერი უნდა აკმაყოფილებდეს

    ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

    “პრემიერობის კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

    1. უნდა იყოს ეკონომისტი ან კარგად ერკვეოდეს ეკონომიკაში. სასურველია იყოს მოქმედი პროფესორი.
    2. უნდა იყოს არანაკლებ ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.
    3. გარდა იმისა, რომ უნდა ერკვეოდეს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში, უნდა ჰქონდეს ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილებაც, სასურველია იყოს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.
    4. უნდა იყოს, სულ მცირე, ორი მოწვევის პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე.
    5. სანამ პრემიერი გახდებოდეს, უნდა ჰქონდეს ვიცე-პრემიერობის გამოცდილება.
    6. უნდა ჰქონდეს სერიოზული ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილება, მაგალითად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის.
    7. აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
    8. უნდა ჰქონდეს მოწერილი ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ან ტოლფას დოკუმენტზე.
    9. უნდა იყოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.
    10. უნდა ჰქონდეს დარტყმების ატანის უნარი, უნდა იყოს ბევრჯერ დაცემული და მერე კიდევ უფრო მოღონიერებულად აღმდგარი.
    11. უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა.
    12. უნდა იცოდეს ფეხბურთის თამაში, იყოს ბარსელონას გულშემატკივარი, მაგრამ პატივს სცემდეს რეალისტებს.

    როგორც გამონაკლისი, შეიძლება იყოს სხვა მონაცემების პერსონაც, ოღონდ უსიტყვოდ უნდა უჯერებდეს ზემოთჩამოთვლილი გამოცდილების მქონე ადამიანის რჩევებს.

    აი, მაშინ გვეშველება!”- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

  • ჟურნალისტთა ყოფილ სახლს ანგრევენ – თბილისის მერიამ ისტორიული შენობის დემონტაჟზე ნებართვა გასცა

    ჟურნალისტთა ყოფილ სახლს ანგრევენ – თბილისის მერიამ ისტორიული შენობის დემონტაჟზე ნებართვა გასცა

    ჟურნალისტთა ყოფილ სახლს ანგრევენ, ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას  ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.  ისტორიული შენობა “ქართული ოცნების” ოფისი იყო და მისი  დემონტაჟი მაშინ მოხდა როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა.   შენობის დიდი ნაწილი ამჟამად უკვე დანგრეულია.

    ისტორიული შენობის დემონტაჟზე მერიამ ივანიშვილს ერთხელ უარი უთხრა, მოთხოვნას  არ ახლდა საექსპერტო დასკვნა და დასაბუთება, – მაგრამ ეს დოკუმენტაცია არ დასჭირვებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ნგრევა დაეწყო.

    “მისი საძირკვლები შეისწავლა ვინმემ?არქე3ოლოგიური კვლევა ჩატარდა?  ნებართვა გვანახონ. ივანიშვილი როგორც ექცევა საქართველოს და ამ ქვეყანას ზუსტად ისე ველურად და ქედმაღლურად და ბარბაროსულად იქცევა. ამას ვხედავთ ერეკლეს მოედანზე.” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

     

  • დაბომბვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა ამ მდგომარეობაში, ესაა ბუნებიდან ამოგლეჟილი ხეების ერთობა – ნატა ფერაძე დენდროპარკზე (ფოტოები)

    დაბომბვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა ამ მდგომარეობაში, ესაა ბუნებიდან ამოგლეჟილი ხეების ერთობა – ნატა ფერაძე დენდროპარკზე (ფოტოები)

    ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობას   გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ხე-ტყე ემსხვერპლა. სამოქალაქო  აქტივისტი ნატა ფერაძე გაჩეხილი ტერიტორიების ფოტოებს სოციალურ ქსელში  ავრცელებს.

    როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, დენდროპარკის მშენებლობის გამო რეგიონებში მთლიანად აირია მიკროკლიმატი.

    “ეს არაა დენდრო პარკი, მას სულ სხვა ფუნქცია აქვს. ესაა მთელ აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში აოხრებული, ბუნებიდანამოგლეჟილი ხეების ერთობა, რასაც არჩევნების წინ გაგვიხსნიან და ვარდისფერ ფლამინგოებს გვანახებენ. ნებისმიერი, კეთილსინდისიერი ადამაინი გვერდით დადებდა იმ ფოტოებს, რაც მე განვათავსე, რადგან დაბობვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლაა,  ივანიშვილის მიერ “დენდროპარკის” აშენების შემდე”,-განაცხადა ნატა ფერაძემ.