Category: ახალი ამბები

  • მოქალაქეთა ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავს – აზერბაიჯანი

    მოქალაქეთა ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავს – აზერბაიჯანი

    აზერბაიჯანის განცხადებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

    ამის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას აცნობა.

    აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიცია ოფიციალურად აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებაზე რეაგირება შესაბამისი იქნება, საზღვარს სათანადოდ დაიცავენ, პროვოკაციის ორგანიზატორები კი შესაძლო შედეგებზე პასუხს აგებენ.

    დღეს დავით გარეჯობა აღინიშნება, რის გამოც ადგილზე პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი , სხვა სასულიერო პირები და მომლოცველები ჩავიდნენ.

    მეუფე შიოს თქმით, საზღვრის დადგენის საკითხზე ორმხრივი კომისია მუშაობს.

    „მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე… მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

    ადგილზე იმყოფება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის განცხადებაში თვითონ და  “ქართული მარში” იგულისხმებოდეს.

  • 20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის წესის დაცვით შევიკრიბებით – გიგა მაქარაშვილი

    20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის წესის დაცვით შევიკრიბებით – გიგა მაქარაშვილი

    “სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ჩატარდება.

    მაქარაშვილის თქმით, აქციაზე ჯანდაცვის რეკომენდაციები იქნება დაცული: სოციალური დისტანცია, პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

    “20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ პარლაემტნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, კალაძემ გვითხრა, რომ სულ 2 თვით გადავკეტავო და უკვე მეექვსე თვე დაიწყო და მთავარი საპროტესტო სივრცე შემოღობილია. თითქოს კახა კალაძე ამით შეაფერხებდა საპროტესტო მუხტს, მაგრამ თუ მანამდე 5000 კაცი სჭირდებოდა რუსთაველის გადაკეტვას, ახლა 500 კაციც ძალიან მარტივად დაეტევა, ეჭვი მაქვს რომ კალაძეს ამის გამო საყვედურსაც ეტყვიან.

    ჩვენ დავდგებით დისტანციით დაცვით, მაქსიმალურად ვიქნებით ფრთხილად, გვექნება პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. აქციაზე დაპატიჟებული იქნება ყველა ის პოლიტიკოსი, პარტია, რომელიც ამ წუთას იბრძვის ერთადერთის [ქართული ოცნების] წინააღმდეგ”, – თქვა მაქარაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

  • პარტია “ლელოს” ნაძალადევის ფილიალი გატეხეს

    პარტია “ლელოს” ნაძალადევის ფილიალი გატეხეს

    პარტია “ლელოს” ნაძალადევის ფილიალი გატეხეს. ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი “ფორმულასთან” ყვება, რომ თავდაპირველად მათ გატეხილი ბოქლომი შეამჩნიეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

    პარტიის ოფისში ამჟამად საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ზარალისა და მოპარული ნივთების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

    შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო.

  • პარლამენტში მივალ, ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ – ტიკარაძე

    პარლამენტში მივალ, ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისვლას აპირებს. მისი თქმით,  ვიზიტი საქმიანი იქნება და კონკრეტულ კითხვებს გასცემს პასუხს.

    “პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი – კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

    მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად მოქალაქე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე, როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია”,-განაცხადა ტიკარაძემ.

    პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”ჯანდაცვის მინისტრს 3 ივნისს ელოდებოდნენ.

  • მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, პრემიერი არსად წასვლას არ აპირებს – ტიკარაძე

    მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, პრემიერი არსად წასვლას არ აპირებს – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახარიას შესაძლო გადადგომას უარყოფს.

    ტიკარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

    „მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

    ამ საკითხს გამოეხმაურა თეა წულუკიანიც და თქვა, რომ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. 

    ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია გადადგომას აპირებს.

  • გახარია ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს არჩევნებში გამარჯვებამდე – წულუკიანი

    გახარია ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს არჩევნებში გამარჯვებამდე – წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომას უარყოფს და “ფეიკნიუსს” უწოდებს.

    “ეს არის ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ. ფეიკნიუსი, არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერი-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ”,-ამბობს წულუკიანი.

    მისი თქმით, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არამხოლოდ პანდემიას დაამარცხებს და უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას მოიტანს, არამედ მორიგჯერ დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს “იმ პრობლემას რომელსაც ჰქვია ფეიკნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები”.

    ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია გადადგომას აპირებს.

  • პოსტკრიზისულ გეგმაზე კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ – გახარია

    პოსტკრიზისულ გეგმაზე კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის ანალიტიკოსები მუშაობენ.

    გახარიას თქმით, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის პირველი სამუშაო ვარიანტი განსჯისთვის საზოგადოების წინაშე იქნება წარდგენილი.

    „ეს არის ის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგადაა ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და მაქსიმალურად ეფექტური. “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში გეგმის პირველი მონახაზი უკვე მზად იქნება, კიდევ ერთ თვეში კი ადგილობრივ ექსპერტებთან მას საბოლოო სახე მიეცემა. მისი თქმით, გეგმაში ძირითადი აქცენტი მომავალი 2021 წლის ღონისძიებებზე გაკეთდება, თუმცა მასში აისახება ის ნაბიჯებიც, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წელს იქნება გადასადგმელი.

  • ახალ კომპანიებს ხელისუფლება სესხის 90%-ის გარანტიით მხარში დაუდგება – გახარია

    ახალ კომპანიებს ხელისუფლება სესხის 90%-ის გარანტიით მხარში დაუდგება – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობას ახლა დაიწყებენ, სახელმწიფოსგან სესხის 90%-ის გარანტიას მიიღებენ.

    მისივე თქმით, იმ კომპანიებს, რომლებსაც სესხი უკვე აღებული აქვს, სახელმწიფოს 30%-იანი გარანტია ექნებათ.

    “დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ მოღვაწეობას, მხარში დაუდგება სესხის, 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი არსებულ პროექტებზე, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი – გახარია

    შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი – გახარია

    თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა.

    მისი თქმით, რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, 22 მაისიდან 4 ივნისამდე კი ერთი ინკუბაციის პერიოდი გავლილია.

    „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არის ძალიან მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ბოლო ინფიცირების შემთხვევა გვქონდა 22 მაისს და 22 მაისისდან 4 ივნისამდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი. ამავე დროს, რაიონში მცხოვრებლებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან და ვიყოთ ძალიან ფხიზლად“, – განაცხადა გახარიამ.

  • ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

    ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ  მთავარ არხს განუცხადა, რომ დაზარალებულის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს საქმე, რადგან კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

    “მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ ამაზე ინფორმაციას. ამავე დროს, ვითხოვთ, მოხდეს შეხვედრა. დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით”,- ამბობს ადვოკატი.

    გენერალური პროკურორის პოზიცია ჯერ უცნობია.