Category: ახალი ამბები

  • საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება-  კარლ ჰარცელი

    საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება- კარლ ჰარცელი

    COVID19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ , – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება.

    „COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი მონაპოვარი, რომელსაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგაც. რაც შეეხება მიღებულ გამოცდილებას, მე ვთვლი, რომ ერთი მხრივ, კრიზისის დროს, იქნება ეს პანდემია თუ სხვა, ყველა ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, და ა.შ., იმისათვის, რომ გადარჩეს.

    ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება. საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს კომპანიებს ევროპული და სხვა ბაზრების მოძიებაში, რადგან ეს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანისა და შესაბამისად კეთილდღეობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, რასაც ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ქვეყანა ვერ მოახერხებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

  • პირბადის გარეშე  დახურულ საჯარო სივრცეში გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

    პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

    დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოების თავშეყრისას პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარით დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში ფიზიკური პირი პირბადის გარეშე არ შევიდეს.

    როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და ამავე კვირას მიიღებენ.

    “ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონოპროპექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის პირბადეების ტარების სავალდებულო წესი.

    პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათავლისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

    მისივე თქმით, ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.

    “ღია სივრცეებში არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მიზანი არ არის სრული შეზღუდვა, ჩვენი მიზანია უზურნველვყოთ ეფექტიანი რეაგირება ამ საკითხებზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

  • აშშ-მ საქართველოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კიდევ 1 მილიონი დოლარი გამოუყო

    აშშ-მ საქართველოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კიდევ 1 მილიონი დოლარი გამოუყო

    ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებითვისა და გავრცელების პრევენციისთვის USAID საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება.

    “ეს მხარდაჭერა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით განხორციელდება, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციას გაძლიერებას”,- წერია USAID/Georgia-ს განცხადებაში.

    აშშ-მ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის სულ 2,7 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

  • თალაკვაძის ბიძაშვილი და ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს

    თალაკვაძის ბიძაშვილი და ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს

    პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილი და ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს. პატრულმა, ისინი ბერი სალოსის ქუჩაზე იმ დროს გააჩერა, როცა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი დევნის ოპერაციის შემდეგ აიყვანეს. ზარდიაშვილის ცოლისძმას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელიც დაკავების მომენტში გადააგდო.

    ზარდიაშვილის ცოლისძმისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის – დაახლოებით ერთი წლის წინ, გრიგოლ აბრალავა ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს და სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

  • დაეხმაროს საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

    დაეხმაროს საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

    მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

    პეტიციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვირუსი კონტროლს ექვემდებარება, ხოლო სომხეთში საავადმყოფოებში პაციენტების სამკურნალოდ ადგილი აღარ აქვთ.

    „დღეის მონაცემებით, სომხეთს კორონავირუსის 11 221 დადასტურებული შემთხვევა აქვს (698 ბოლო 24 საათში), დღეს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ საავადმყოფოებში ადგილი აღარ გააჩნიათ და პაციენტებს სახლში მოუწევთ მკურნალობა. ახალი კორონავირუსისგან სომხეთში გარდაიცვალა 176 ადამიანი.

    საქართველო დღეს მკურნალობს 144 ინფიცირებულს, 644 კი გამოჯანმრთელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სისტემასაც გააჩნია დამატებითი ადგილები.

    ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად“, – წერია პეტიციაში.

  • საქართველოში საკარანტინო ზონებისთვის 32,5 მილიონი ლარი დაიხარჯა

    საქართველოში საკარანტინო ზონებისთვის 32,5 მილიონი ლარი დაიხარჯა

    სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32,5 მილიონი ლარი საკარანტინე ზონებისთვის დაიხარჯა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

    უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობები ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირებასა და გრძელ მანძილებზე კვება.

    საკარანტინო ზონებისთვის სასტუმროების დაჯავშნა 10 მარტიდან დაიწყო.

    21 მარტიდან კი პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა: სასტუმროს ნომრის ღირებულება – 59 ლარი, საიდანაც სამჯერად კვებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის 25 ლარს შეადგენს.

    22 მაისის მდგომარეობით 84 სასტუმროს 6 500-ზე მეტ ოთახში სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა გაიარა.

  • ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი დააკავეს

    ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი დააკავეს

    ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს. “ფორმულას” ინფორმაციით, გუშინდელი სისხლიანი გარჩევა ბიზნესის დანაწილებას უკავშირდება.

    დაშავებულები ირაკლი პაპავა და გიორგი წიკლაური არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებიდან ერთ-ერთს ჭრილობა წვივის, მეორეს კი ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მათი ხეჩინაშვილის კლინიკაში გუშინ ოპერაცია ჩაუტარდათ.

    გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

    ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

    ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    დაკავებული გიორგი თავართქილაძე სამხედრო აღრიცხვის და მობილიზაციის მთავარი სპეციალისტია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ის 2 დღის წინ დააკავეს.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • ლარი კვლავ გამყარდა

    ლარი კვლავ გამყარდა

    აშშ დოლართან მიმართებით ლარი 5.75 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.9841 ლარი გახდა.

    ლარი ევროსთან მიმართებით 6.65 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი ევროს ღირებულება 3.3422 ლარია.

    გირვანქა სტერლინგთან მიმართებით გამყარებამ 9 თეთრი შეადგინა და 1 ფუნტი 3.7394 ლარი გახდა.

    ლარი რამდენიმე დღეა უწყვეტად მყარდება.

  • არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება – გოცირიძე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, “არც ის იქნება დიდი უბედურება”, თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება ვერ შედგება.

    თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ სჯობს, მნიშვნელოვან ოლქებში შეთანხმება მოხდეს.

    “უამრავი პარტიაა, რომელსაც ახალი კონსტიტუციით, დაბალი ბარიერით გაუჩნდა შანსი ერთი დეპუტატის ძალიან მარტივად გაყვანისა, სულ რაღაც 15 000 ხმა სჭირდება და მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციულ სიაზე მუშაობა და 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება.

    რეალურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს ორიენტირებას პარტიულ სიაზე და არა – მაჟორიტარულ ოლქებზე. ესეც მოცემულობაა. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა ეს შეთანხმება, თუმცა სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში ეს მოხდეს”, – თქვა რომან გოცირიძემ.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

    დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

    ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.