Category: ახალი ამბები

  • ენმ ყველაფერს აკეთებს, რათა შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისის ოლქებზე – ბეჟაშვილი

    ენმ ყველაფერს აკეთებს, რათა შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისის ოლქებზე – ბეჟაშვილი

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დასრულებულება, ერთ-ერთი მხარის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება მოლაპარაკებას ჩრდილს აყენებს.

    “სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს”, – წერს ბეჟაშვილი.

    ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ამომრჩევლის დაკვეთა ოპოზიციის შეთანხმებაა, ენმ კი ამისთვის ყველფაერს გააკეთებს.

    “დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ენმ“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

    დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

    ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.

  • იმედი გვაქვს, გერმანელი ტურისტები პირველები ესტუმრებიან საქართველოს – თურნავა

    იმედი გვაქვს, გერმანელი ტურისტები პირველები ესტუმრებიან საქართველოს – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან – თომას ბარაისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. თურნავას ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები განიხილეს.

    “გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით, რომ მზად ვართ, პირველი ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

    მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა წესები და პროტოკოლები ექნებათ ევროპულ ქვეყნებს ტურიზმის დაწყების თვალსაზრისით.

    “დარწმუნებული ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული და სტანდარტი – დადგენილი, საქართველო მათ ყველას უკვე პასუხობს. ჩვენ წინსწრებად მივიღეთ გამოცდილება, როგორ დავიცვათ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტები და გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი ვართ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

    საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას პიველი ივლისიდან გეგმავს. გახარიას განცხადებით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 72 საათით ადრე  PCR ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული და პასუხი უარყოფითი უნდა იყოს.

  • ემზადეთ რევოლუციისთვის!  პიკეტირება, დაუმორჩილებლობა… – გიორგი არველაძე ოპოზიციას მიმართავს

    ემზადეთ რევოლუციისთვის! პიკეტირება, დაუმორჩილებლობა… – გიორგი არველაძე ოპოზიციას მიმართავს

    “თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა… რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში.”- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე

    “ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე კიდია ხალხს რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია!

    როგორც ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ერთგული მხარდამჭერი მოგიწოდებთ:

    1 – დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან და არარაობასთან ერთად ჯდომა და ღლიცინი სამარცხვინოა.

    2 – დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პოლიტიკურ პროცესზე, გარიგებებზე, კონსულტაციებზე, ერთმანეთში შეთანხმებებზე და უთანხმოებებზე საჯარო გამოსვლები. მითუმეტეს შეწყვიტეთ თანამდებობებზე და საარჩევნო სიებზე ლაპარაკი. ხალხს ეზიზღება პოლიტიკური პროცესი, ამ თემაზე გაკეთებული ყველა განცხადება გაჩიავებთ და მხოლოდ იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ზრუნავთ საკუთარ თავზე, საკუთარ თანამდებობებზე და სავარძლებზე. ეს გულის ამრევია. (არადა ვიცი, რომ ასე არ არის).

    3 – იბრძოლეთ იქ სადაც ხალხს უჭირს, იყავით იქ სადაც ხალხის და ქვეყნის ნამდვილი პრობლემებია! იჩხუბეთ იქ სადაც ქვეყანა ინგრევა! ხალხი შიმშილის ზღვარზეა და უამრავი უდიდესი პრობლემაა რაზეც უნდა უწყვეტად, ხმის ჩახლეჩვამდე ხაოდეთ… და არა ტრიბუნასთან ოფისში ბრიფინგებით, არამედ ადგილებზე! სოციალური სასოწარკვეთა სუფევს ქვეყანაში. ხალხს საკუთარი ხმის გაგონება უნდა და არა თქვენი!

    4 – მუდმივად ამხილეთ, უწყვეტად ამხილეთ და კიდევ ამხილეთ ივანიშვილი, გახარია და მათი მოღალატე, მატყუარა, გადამგდები, გაღორებული მთავრობის ყველა წევრი, ყველა მავნებლობა, ყველა ბოროტება! არ დაიღალოთ მხილებით!

    5 – შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია, და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა… რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში. შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმვად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა შეტაკებებშიც… რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად… რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლსადენი გაზისგან და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად.”- წერს გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში.

  • 2018 წელს ომბუდსმენის გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ 20% შესრულდა – ლომჯარია

    2018 წელს ომბუდსმენის გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ 20% შესრულდა – ლომჯარია

    სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან დღემდე სრულად მხოლოდ 20 პროცენტია შესრულებული.

    ლომჯარიას თქმით, ყველაზე მეტი რეკომენდაცია შსს-ს აქვს შესრულებული, ყველაზე ნაკლები ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად არ თანამშრომლობდა სახალხო დამცველის აპარატთან.

    „2018 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში სახალხო დამცველმა გასცა 310 რეკომენდაცია, აღნიშნული რეკომენდაციებიდან 259 აქცია პარლამენტმა სავალდებულო დავალებად შესაბამისი უწყებების მიმართ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გაცემული რეკომენდაციების 20 პროცენტია შესრულებული, 19 პროცენტი ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო დაახლოებით 60 პროცენტი არის სრულად შეუსრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ არის დამაკმაყოფილებელი”,- ამბობს ომბუდსმენი.

    მისი განცხადებით, შსს-ს, შარშანდლის მსგავსად, ნახევარზე მეტი რეკომენდაციები შესრულებული აქვს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რაც შეეხებოდა მაგალითად, სამხრე კამერების დამატებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას, პოლიციელთა მაქსიმალურად აღჭურვას ყველა დანაყოფში, ეს არის შეუსრულებელი.

    გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტრომ ომბუდსმენთან არ ითანამშრომლა და არ მიაწოდა არცერთი ინფორმაცია, არც ერთ წერილზე პასუხი არ გასცა. ლომჯარიას თქმით, ამის მიუხედავად, სხვა წყაროებით დაადგინეს, რომ დაახლოებით 10 რეკომენდაციაა ნაწილობრივ და სრულად შესრულებული 31 რეკომენდაციიდან, დანარჩენი არის სრულად შეუსრულებელი.

    “ყველაზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ასევე ის გახლავთ უწყება, რომელმაც ყველაზე ნაკლები რეკომენდაცია შეასრულა. შეუსრულებელი რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეხება ფსიქიკური ჯანდაცვის, შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს. შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე ნაკლებად შეასრულა რეკომენდაციები,”- განაცხადა სახალხო დამცველმა.

  • საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე –  ფრონტერას ხელმძღვანელები გახარიას მიმართავენ

    საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე – ფრონტერას ხელმძღვანელები გახარიას მიმართავენ

    კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი და კომპანიის პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილობით მიმართავენ.

    წერილში წერია, რომ  საქართველო რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე დავიდა და შენიღბულია როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. წერილში ასევე წერია, რომ საქართველოში მკვეთრად  გაუარესდა საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ ცნობს კანონის უზენაესობას, იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს და უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას

    “„2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს პოლიტიკური წარმოდგენა გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს

    ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ? ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-ს და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმებას, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ? 2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში, რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თუმცა, თქვენ საჯაროდ მოიხსენიეთ „ფრონტერა“, როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანია და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს

     თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ? ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტიამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ? ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ- ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან? ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები“

    2020 წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ „ფრონტერასთან“ კონტრაქტს წყვეტს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან კომპანიამ პირობები დაარღვია.

  • 30 მაჟორიტარული ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ერთიანობას – ნათელაშვილი

    30 მაჟორიტარული ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ერთიანობას – ნათელაშვილი

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.

    ნათელაშვილის თქმით, დასამალი არ არის, რომ ხშირად ერთ პარტიაშიც ჭირს კანდიდატის შერჩევა და სიების შედგენა, ამიტომ უფრო რთული იქნება, 30 პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე მაშინ, როდესაც უმრავლესობას მაჟორიტარულ ოლქებზეც აქვს ინტერესი.

    “მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა – საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა. მე მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური კოლეგები ამას შესანიშნავად აცნობიერებენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    მან აღნიშნა, რომ გარკვეულ პარტიებს კონკრეტულ ოლქებში თავისი სახეები ჰყავს, რომლებიც, მაგალითად, 4-ჯერ არიან არჩეული იმ ოლქში, ამიტომ პარტიის ლიდერებს გაუჭირდებათ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ აღარ იყაროს კენჭი იმ ოლქში. სწორედ ამიტომ, ნათელაშვილი ფიქრობს, რომ პარტიების შიგნით არის სამუშაო.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

    დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

  • მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ვინმემ ახსნას, რა შეიცვალა – ზურაბ ჯაფარიძე

    მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ვინმემ ახსნას, რა შეიცვალა – ზურაბ ჯაფარიძე

    პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. ის Facebook-ზე წერს, რომ აინტერესებს, რატომ ვერ ხდება შეთანხმება და რა შეიცვალა.

    “1. მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

    2. თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა.

    3. თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი.

    4. მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

    დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

  • მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია – ბაქრაძე

    მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია – ბაქრაძე

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ოპოზიციის ერთგულნი დარჩნენ.

    მისი თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

    ,, “ევროპული საქართველოს“  მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის, მზად ვართ, შევიკრობოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ”, – განაცხადა ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე.

    მისმა თანაგუნდელმა გიგა ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

  • იმედია, ენმ-ს განცხადებები არ არის მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის მომზადება – ბოკერია

    იმედია, ენმ-ს განცხადებები არ არის მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის მომზადება – ბოკერია

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების ერთგული უნდა დარჩეს.

    მისი თქმით, ენმ-ს წევრები და მათთან დაკავშირებული პირები განცხადებებს აკეთებენ, რომლებიდანაც შთაბეჭდილება რჩება, რომ შეთანხმების ჩაშლისთვის ემზადებიან.

    “იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის. ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამარცხდეს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ თუკი ეს მარცხი არის მკაფიო პირველივე ტურში, რისკები რეაქციის ქვეყნისთვის მცირდება. თუ მეორე ტურში ირკვევა ვითარება, მაშინ არ ვიცი ეს პოლიტიკურად არასტაბილური რეჟიმი, როგორ ისტერიულ რეაქციას მისცემს”,- ამბობს ბოკერია პრესკონფერენციაზე.

    მისი თქმით, სრული უპასუხისმგებლობაა, ამ რისკზე წასვლა, როცა სიტუაციის გარკვევის შანსი არსებობს პირველივე ტურში.

    ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ პირველ ტურში საერთო მაჟორიტარები მალე დაასახელონ, პირველ რიგში, თბილისის 8 ოლქში.

  • CNN-ს  კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბოკერია, ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო? – ადა მარშანია (ვიდეო)

    CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბოკერია, ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო? – ადა მარშანია (ვიდეო)

    “CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბოკერია, ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო?”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წვერმა ადა მარშანიამ  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

    “ჩემ კოლეგას ბატონ მერაბ ქარაიას მინდა მივმართო. ბატონო მერაბ თქვენ პათოსს ვიზიარებ და ვეთანხმები მაგრამ თქვენ ხელში არ არის ბოკერიას დასჯა? თუ დასასჯელია? მიიღეთ პატრიოტების რეზოლუცია. შეილება თქვენ პირადად  მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. იცით თქვენ,  თუ არ იცით გეუბნებით. მეორეჯერ არის შეტანილი ეს რეზოლუცია და იმოქმედეთ თქვენს კოლეგებში დიად უმრავლესობაში მიიღოს ეს რეზოლუცია.  რეზოლუციას რომელიც არ არის ჩვენი პარტიის ვიწრო ხედვა და არარის პარტიის კაპრიზი ეს ჩვენი მოთხოვნა ნახევარი მილიონი ხელმოწერით არის გამაგრებული. მივმართავ ხელისუფლებას აბუნტდით! გაუბრაზდით დაემუქრეთ ბოლობოლო რომ დატოვებთ უმრავლესობას რომელიც ასე უმსგავსოდ იქცევა.

    ნაციონალური მოძრაობის ზრახვებია ფასეული? იცით რატო ლამობენ პოლიტიკაში ყოფნას? თქვენ ხელს აფარებთ არ დასაჯეთ დღემდე.  CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბატონი უგულავა. ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო? “- განაცხადა ადა მარშანიამ.