Category: ახალი ამბები

  • ჩვენი კარგი ღიაა როგორც „ოცნების“ ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის – ხაზარაძე

    ჩვენი კარგი ღიაა როგორც „ოცნების“ ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის – ხაზარაძე

    ჩვენი კარგი ღიაა როგორც „ოცნების“ ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისივე თქმით, “ლელო” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

    “თუ ვინმეს უნდა შემოერთება ჩვენი კარები ღიაა. კარები ღიაა “ოცნების” ხალხისთვის, რომლებმაც გული და სული ჩადეს და წინა ხელისუფლება შეცვალეს და ასევე, ოპოზიციისთვის “ნაციონალური მოძრაობა” იქნება თუ “ევროპულ საქართველო” და ა.შ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ პროგრამის და იდეის გარშემო მოხდეს კონსოლიდირება და არა იმის გამო, რომ მოდი ახლა ამას მოვერიოთ და მერე პარლამენტში რომ გავალთ აღმოჩნდება, რომ არც პროგრამა გვაქვს, არც ხედვა და არც ერთად ჯდომა გვინდა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • ჩვენს გუნდს უღალატა, არ აქვს საკმარისი ნდობა, რომ პრემიერი გახდეს – ბარამიძე გიორგი ვაშაძეზე

    ჩვენს გუნდს უღალატა, არ აქვს საკმარისი ნდობა, რომ პრემიერი გახდეს – ბარამიძე გიორგი ვაშაძეზე

    ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ახალი საქართველოს ლიდერს, გიორგი ვაშაძეს არ აქვს საკმარისი ნდობა იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს. მისი თქმით, ნდობის დაკარგვა ნაციონალურ მოძრაობაში იმან გამოიწვია, რომ მან გუნდს უღალატა.

    “ჩვენგან გავიდა ყველაზე მძიმე მომენტში, ბუნებრივია ნდობას დავკარგავდით, ეს , რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ღალატია. როდესაც გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რადარებიდან გავაქრებ და ივანიშვილს გაცხადებული აქვს პოლიტიკა, რომ ენმ-ს მოვაშთობ, ამ ვითარებაში რომ ვიღაცა შენგან გავა გუნდის [ღალატია].

    კიდევ, მაგალითად, რანაირად უნდა გამოგივიდეს ადამიანს, როდესაც პარაშენკო მიხეილ სააკაშვილს ქეჩოში ექაჩება და პანღურით ქვეყნიდან აგდებს, იმის შტაბში რანაირად უნდა იყო?!”,- ამბობს ბარამიძე ტვ პირველის ეთერში.

    მისი თქმით, გიორგი ვაშაძე ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია, მაგრამ ძალიან ჩქარობს.

    “არ არის ადეკვატური ახლა თანამდებობაზე ლაპარაკი. ჩვენთვის სირცხვილია, როცა ხალხი არის შიმშილისგან გადასარჩენი”,- აღნიშნავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დაყენებაზე თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უარყო.

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ ყოფილა განხილული არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში განიხილება”, — თქვა უდუმაშვილმა.

    უდუმაშვილის განცხადებას ვაშაძემ უპასუხა და თქვა, რომ თავისი კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჯერ არ დაუყენებია. 

  • ბაგებში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

    ბაგებში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

    ბაგებში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მოხდა.

    თვითმხილველის თქმით, ადგილზე 5 ავტომობილი იყო მისული, რომლებმაც გაისროლეს. დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

    “ზედიზედ რამდენიმე გასროლა იყო. სანაგვეებთან ხდებოდა… გასროლის ხმა ყველამ გაიგო. ორჯერ გავიგეთ სროლის ხმა. დავიყვირეთ პოლიციას დაურეკეთ-მეთქი და ეტყობა გაიგეს და წავიდნენ” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    ამწუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე და 236 მუხლით დაიწყო.

  • ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს – ზალკალიანი

    ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს – ზალკალიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩეხეთთან შეთანხმება შედგა, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდეს. მისი თქმით, ჩეხი ტურისტები თვის ბოლოდან ან ივლისის პირველი რიცხვებიდან საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ.

    „მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ ჩეხ კოლეგასთან, ასევე ისრაელის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება,  საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად.

    მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან. მან უკვე განაცხადა ოფიციალურად, რომ ინვისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის. ასევე მსგავსი გადაწყვეტილება უკვე თითქმის მიღბულია ისრაელშიც. ველოდებით ოფიციალურად დადასტურებას თუ კონკრეტულად რა თარიღიდან იქნება ეს. ჩვენი ვარაუდით, ესეც მოხდება ივნისის მეორე ნახევრიდან“, – თქვა ზალკალიანმა.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმსოვლის აღდგენაზე საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მათ შორის ბალტიის ქვეყნებსა და საბერძნეთთან.

    „აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ბერძენ კოლეგებთან. მე მექნება უახლოეს დღეებში საუბარი ბერძენ კოლეგასთან და სავარაუდოდ, ეს მიმართულებაც იქნება გამოცხადებული როგორც უსაფრთხო და ტურისტებს ორივე მიმართულებით მოგაზაურობისთვის მიეცემათ საშუალება. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით,“, – განაცხადა ზალკალიანმა.

  • საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

    საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

    აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია.

    „მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას.

    აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას „საზარელი დანაშაული“ უწოდა.

    „ამ საქმეში იმ დღეს მონაწილე პოლიციელებმა მისი მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგონ. ეს ტრაგედიაა, რომელიც საკმაოდ ხშირად მეორდება“, -აღნიშნა ესპერმა.

    „ამბოხების შესახებ კანონი“ ქვეყნის პრეზიდენტებს არეულობის დროს საჭიროების შემთხვევაში შტატებში სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ის ამ კანონის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

  • თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სავარაუდოდ სროლა იყო

    თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სავარაუდოდ სროლა იყო

    თბილისში, ბაგებში სავარაუდოდ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მოხდა.

    ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

    ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

  • ორთაჭალაში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა

    ორთაჭალაში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა

    ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გოგონას დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.

    ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელმა თვითმკვლელობა სცადა

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელმა თვითმკვლელობა სცადა

    თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე  მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.  გავრცელებული ინფორმაციით,  მამაკაცი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია და  თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახური კონფლიქტი მოუვიდა.

    სუიციდამდე მამაკაცს პოლიციამ მიუსწრო და მისი გადარჩენა შეძლეს, ამჟამად ის  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • ვრცელდება კადრები, როგორ ვარდება კორპუსის სახურავი გორის ცენტრალურ გამზირზე (ვიდეო)

    ვრცელდება კადრები, როგორ ვარდება კორპუსის სახურავი გორის ცენტრალურ გამზირზე (ვიდეო)

    დღეს გორში ძლიერი ქარი და წვიმაა, რამაც სტალინის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსს სახურავი მოხადა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ ვარდება სახურავი ცენტრალურ გამზირზე.

    ვიდეოს ფეისბუქ მომხმარებელი მამუკა ტერაშვილი ავრცელებს:

    https://www.facebook.com/mamuka.terashvili.3/videos/3054596697962786/

    ადგილობრივების თქმით, ქარმა ამავე კორპუსს სახურავი 2 წლის წინაც გადახადა, შეკეთების შემდეგ კი დაპირდნენ, რომ სახურავს ექსპლუატაციის ვადა 30 წლის განმავლობაში ექნებოდა. ისინი აღნიშნავენ, რომ ბინებში რემონტი ახალი გაკეთებული აქვთ და ახლა კვლავ დაზარალებულები აღმოჩნდნენ.

    ქალაქის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მათ ჰპირდება, რომ კომისია შეიქმნება და ზარალს აუნაზღაურებენ.

  • ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღაა მოსალოდნელი – გაბუნია

    ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღაა მოსალოდნელი – გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღას თუ სეზონურობის თეორიას დავუკავშირებთ, ის ოქტომბერ-ნოემბერშია მოსალოდნელი.

    “სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ”,- ამბობს გაბუნია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის შეკავების მექანიზმები დღეს უფრო მეტად არის ცნობილი, ვიდრე იანვარში იყო.

    “რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნას და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული და მე ვფიქრობ, საკმარისად მყარი იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი არ დადგეს,” – თქვა თამარ გაბუნიამ.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 640 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.