Category: ახალი ამბები

  • “ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა“– როგორ წარმოუდგენია დავით ბერძენიშვილს თბილისში მაჟორიტარების განაწილება

    “ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა“– როგორ წარმოუდგენია დავით ბერძენიშვილს თბილისში მაჟორიტარების განაწილება

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებამ, თბილისის 8 ოლქიდან მაჟორიტარი მხოლოდ ორში დააყენოს, დანარჩენები კი ოპოზიციას დაუთმოს, ოპოზიციის გამარჯვებისთვის კარგი პირობები შექმნა. დავით ბერძენიშვილი თბილისის ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების გადანაწილების მისეულ ვარიანტზეც საუბრობს:

    “წუხელ თბილისში კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შეიქმნა: ნაციონალები 2 ოლქით შემოიფარგლნენ( არავინ ეცილებოდა 3 ოლქს), რითიც გაზარდეს ლელოს და ალეკო ელისაშვილის საერთოოპოზიციურ რვიანში ყოფნის შესაძლებლობა.
    ლელოს ლიდერთა გუშინდელი განცხადებებიც დამაიმედებელია…როგორც ჩანს, ისინიც მზად არიან, თბილისში შეთანხებულ მაჟორიტართა სისტემაში სრულფასოვნად შევიდნენ.
    თითოეული პარტიის მთავარი, კონკურენტუნარიანი, არაკონფრონტაციული ფიგურებით დაკომპლექტებული.

    “ჩემი გუნდი” ასე გამოიყურება ამჟამად: ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა.
    ეს ხუთპარტიული, სოლიდური, ერთმანეთთან თავსებადი კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი ნამდვილად იქნებოდა სხვადასხვა ფლანგის ოპოზიციური რვიანი.
    P.S. ნაცებს გლდანს და სამგორს არც არავინ ეცილება. დანარჩენი ექვსი სხვანაირადაც შეიძლება დალაგდეს, ცხადია. მე მხოლოდ ჩემი ვერსია გავაჟღერე..თუ გნებავთ, ჩათვალეთ, რომ ასე მოკრძალებულად შევთავაზე განსახილველად დიალოგში მონაწილეობის მსურველ პარტიებს.“– ამბობს დავით ბერძენიშვილი.

  • სიცხე, ხანმოკლე წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ივნისამდე

    სიცხე, ხანმოკლე წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ივნისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციი, 6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. (მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.)

    “ჰაერის ტემპერატურა 7-8 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

    თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32გრადუსი დაფიქსირდება”,- წერს სააგენტო.

  • მოვუწოდებთ მთავრობას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში – საზოგადოებრივი ორგანიზაციები

    მოვუწოდებთ მთავრობას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში – საზოგადოებრივი ორგანიზაციები

    საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

    “მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს”,- წერენ ორგანიზაციები.

    ხელმომწერების ცნობით, ამ დრომდე სომხეთში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები 12,000-ს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 170-ს გადააჭარბა. ორგანიზაციების განცხადებით, 24 მაისს 186 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან დაკავებული 154 იყო, პირველ ინვისსს კი მძიმე შემთხვევების რაოდენობამ 440-ს მიაღწია.

    ისინი ვარაუდობენ, რომ მძიმე პაციენტთა რაოდენობა მატებას განაგრძობს, რადგან ბოლო დღეების მანძილზე სომხეთში ჩატარებულ ტესტთა 35-50% პოზიტიურია, რაც კორონავირუსის მოსახლეობაში გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელზე მიუთითებს.

    “ამის პარალელურად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახერხებს როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის კონტროლს, ისე ინფიცირებულთა ეფექტურ მკურნალობას. ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოში არსებულ მარაგებსა და სამედიცინო რესურსებზე გვაფიქრებს, რომ ფართომასშტაბიანი რისკების თავიდან აცილების დათქმით, საქართველსო ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია.

    ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერის აღმოჩენა ჩვენი მეზობელი ხალხისთვის და ქვეყნებისთვის სომხეთთან კეთილმეზობლობის დადასტურება, ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”,- წერენ საზოგადოებირივი ორგანიზაციები.

    ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, საკუთარი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, კოლეგებს საჭირო მხარდაჭერა გაუწიონ.

    ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

    • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
    • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    • ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
    • თანასწორობის მოძრაობა
    • კავშირი საფარი
    • პლატფორმა სალამი (Salam)
  • იქნება თუ არა ღარიბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი – თავდაცვის სამინისტროს განმარტება

    იქნება თუ არა ღარიბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი – თავდაცვის სამინისტროს განმარტება

    გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობაზე კენჭი იყაროს, თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

    უწყების განცხადებით, ღარიბაშვილის პრირორიტეტი თავდაცვის ძალებში ამბიციური რეფორმების განხორციელებაა.

    „გვსურს საზოგადოებისთვის მკაფიოდ განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მიზანმიმართული სიცრუე და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ განიხილება. თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამხედროების ზრუნვისა და მზადყოფნის ამაღლების მიზნით, თავდაცვის ძალებში დაწყებული ძალიან ამბიციური რეფორმები და მოდერნიზაციის გეგმა. მინისტრი სრულად ფოკუსირებულია მათ წარმატებით განხორციელებაზე“, – განუცხადეს IPN-ს თავდაცვის სამინისტროში.

  • რუსთავის მერის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

    რუსთავის მერის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა რუსთავის მერიაში მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

    მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლაევა მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

    „ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნიკოლაევამ.

    მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 596 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

    სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 596 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

    სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 817-მდე გაიზარდა.

    ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სულ 183 ადამიანია გარდაცვლილი.

    სომხეთში კორონავირუსი 3 513-მა პირმა დაამარცხა, 10 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

    შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უარესდება და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ქვეყანას მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის რესურსი აღარ აქვს.

    გუშინვე საქართველოს მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის დახმარების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს. 

  • ზურაბ ჯაფარიძე მაჟორიტარად კენჭს არ იყრის

    ზურაბ ჯაფარიძე მაჟორიტარად კენჭს არ იყრის

    გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს. ჯაფარიძემ “ფეისბუქზე”დაწერა, რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს.

    “მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით. ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება”,- წერს ჯაფარიძე.

    მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები მიიღოს.

    ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ გირჩის ამომრჩევლის ხმები იმ კანდიდატისკენ წავა, ვინც საჯაროდ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს, რომლის განსახორციელებლადაც გირჩი პარლამენტში ბრძოლას აპირებს:

    • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება;
    • ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე;
    • სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
    • სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება;
    • რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა.
  • 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

    200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

    აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

    თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად”,- აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

    მათი ინფორმაციით, ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

  • 4 ახალი შემთხვევიდან 2 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 2 – საკარანტინო სივრციდანაა – ეზუგბაია

    4 ახალი შემთხვევიდან 2 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 2 – საკარანტინო სივრციდანაა – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.

    “ქვეყანაში დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 805 შემთხვევაა დღეს საქართველოში. გამოჯანრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 5-მა გამოჯანმრთლებულმა გუშინ დატოვა კლინიკა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რამოდენიმე პაციენტია მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია,“ – თქვა ეზუგბაიამ.

    ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 650 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

  • თბილისის 30-მდე ქუჩა, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    თბილისის 30-მდე ქუჩა, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    დღეს, 5 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის  განცხადებით, ამის მიზეზი გადაუდებელი სამუშოებია.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარსადანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, თამარაშვილის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, ალეკო გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ვეკუას, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის და მანაგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მომდებარე ტერიტორიის, ხევძმარის, შეშელიძის, ბრომშტეინის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, სულაქველიძის და ალუბლების ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – წერია თელასის განცხადებაში.