Category: ახალი ამბები

  • 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება  – გახარია

    20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება – გახარია

    “20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება”- ასე უპასუხა  გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ისევ პრემიერი გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე.

    “ჩემთვის არანაირი მნშვნელობა არ აქვს ვის მიერაა ეს გავრცელებული. მე მინდა მადლობა გითხრათ რადგან იმუნიტეტი შემძინეთ, აანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქ, იმდენჯერ დამისვეს ეს კითხვა. პერსონალურად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, რეალურად, მთავრობაში ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება”, – განაცხადა გიორგი გარიამ.

  • არაფრის მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ – გიორგი გახარია იმერეთის ტურიზმის სექტორს

    არაფრის მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ – გიორგი გახარია იმერეთის ტურიზმის სექტორს

    პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმ ქვეყნებს ასახელებს, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს. როგორც პრემიერმა, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.

    „კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი.

    ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით როგორც გამარჯვების, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც.

    არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,“-მიმართა გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

  • ალბათ, წონაში მოიმატა და დაკლება უნდა – რიჟვაძე აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილეზე

    ალბათ, წონაში მოიმატა და დაკლება უნდა – რიჟვაძე აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილეზე

    “ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება”,- ასე პასუხობს “ბათუმელების” კითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას შესახებ.

    “ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი – ერთი არის პოლიტიკური შოუ და მეორე, ალბათ, წონაში მოიმატა და უნდა დაკლება”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

    დღეს მილორავა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამაც. მათი განცხადებით, მილორავამ “ევროპული საქართველოს” 2017 წელს თანხა შესწირა.

    “ასეთ კომენტარებს პოლიტიკური მომავლის პირები არ უნდა აკეთებდნენ. ეს პირები განმარტავდნენ, რომ ისინი იყვნენ ნეიტრალურები. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენ მიმართ, ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე” – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ემზარ პაქსაძემ.

    მე-8 დღეა, ორგანიზაცია “მე მიყვარს ბათუმის” წევრი, ალექსანდრე მილორავა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს. ის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, კოხრეიძეს უნდობლობა გამოუცხადოს.

  • TikTok-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი Facebook-ზე  გამოჩნდა

    TikTok-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი Facebook-ზე გამოჩნდა

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ტიკ-ტოკის ვიდეოს შემდეგ პირველად გამოჩნდა. პაარტიის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ივანიშვილის მისალოც წერილს, რომლითაც ოლიგარქი მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

    “უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს – კახი კავსაძეს.

    მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.

    ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია – კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.
    კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს – კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს.

    ბიძინა ივანიშვილი”

    ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამაშვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს.

  • თუ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, სიამოვნებით დავუჭერ მხარს – ჯაფარიძე

    თუ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, სიამოვნებით დავუჭერ მხარს – ჯაფარიძე

    გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მას მხარს დაუჭერს.

    მანვე დღეს განაცხადა, რომ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება.

    ,,ჩავთვალე, რომ შეიძლება რაღაც გაუგებრობა იყოს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. მანდ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით უფრო რთულია შეთანხმება, შესაბამისად გირჩი ამ კონკურენციას გამოეთიშა, რითიც იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გაადვილდება. მე ვაკეში ვაპირებდი [კენჭისყრას], იმედი მაქვს რომ ისევ განიხილება, რომ დადგეს კანდიდატად ელენე ხოშტარია, რომელსაც წავალ და დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში მაჟორიტარებზე შეთანხმება მიმდინარეობს. გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისის 8 ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთმობს, თვითონ კი ისანსა და გლდანში იყრის .

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თბილისში მაჟორიტარად კენჭს არ იყრის.

  • თბილისში მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი – გიგი უგულავა

    თბილისში მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი – გიგი უგულავა

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავს თქმით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება.

    ის ჯერ არ ასახელებს, რომელ რეგიონში იყრის კენჭს, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია, ოპოზიცია თბილისის შემდეგ, მინიმუმ დიდ ქალაქებზე შეთანხმდეს.

    “მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისში, აუცილებელია, კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებზე, როგორიც არის – რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ა.შ. პრინციპულად მიგვაჩნია, დაფიქსირდეს, რომ ქალაქების ხმა მოქმედი ხელისუფლებისთვის და ქალაქების უარი მოქმედი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია”,- ამბობს უგულავა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისის 8 ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთმობს, თვითონ კი ისანსა და გლდანში იყრის კენჭს.

    დღეს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მაჟორიტარად კენჭს არ იყრის. 

  • შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ჩაკეტილია პირველ სართულზე – სირაძე

    შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ჩაკეტილია პირველ სართულზე – სირაძე

    საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, შეიარაღებულ მამაკაცთან, რომელიც ცოტახნის წინ კორპუსიდან ისროდა, მოლაპარაკება მიმდიინარეობს.

    სირაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მისი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ არიან.

    “მამაკაცი არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან, მოსახლეობის უფართხოება დაცულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – განაცხადა ჟურნალისტებს ვაჟა  სირაძემ.

    ადვოკატის თქმით, მამაკაცის მიზანი არავის მოკვდინება არ ყოფილა და ის შვილების შესაშინებლად ისროდა.

    ადგილობრივების თქმით, ამ ფაქტს წინ უძღვოდა კაცის შვილებთან დაპირისპირება.

  • ვარკეთილში ნასვამი მამაკაცი სავარაუდოდ საკუთარ შვილებს ესროდა – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

    ვარკეთილში ნასვამი მამაკაცი სავარაუდოდ საკუთარ შვილებს ესროდა – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

    ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში სპეცოპარცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 45 წლამდე მამაკაცი საკუთარ შვილებს კორპუსიდან 15 წუთის განმავლობაში ესროდა.

    ამჟამად ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია  ჯავშანტექნიკა. სამართალდამცველები მამაკაცის დაკავებას ცდილობენ.

    მამაკაცის უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს კაცი მონადირეა, ამიტომ სახლში იარაღი ჰქონდა.

  • ჩვენი გრძნობები მეორეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა – ეზუგბაია სომხეთის დახმარებაზე

    ჩვენი გრძნობები მეორეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა – ეზუგბაია სომხეთის დახმარებაზე

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია სომხეთის დახმარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ჩვენი პირადი გრძნობები მეორეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა”.

    მისი თქმით,  არ იცის პეტიციის შესახებ, რომლითაც მოქალაქეები კორონავირუსის კრიზისის დროს მთავრობას სომხეთის დახმარებისკენ მოუწოდებენ.

    “პეტიცია ჩემთვის ცნობილი არ არის. გავეცნობი და მერე ვილაპარაკოთ ამაზე. ამას მე ვერ გადავწყვიტავ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და შემეკითხეთ, რაზეც მე შემიძლია პასუხი გაგცეთ. ჩვენი პირადი გრძნობები მეორე რამეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა რამეა”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

    ცნობისთვის, მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

    დღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც გაავრცელეს განცხადება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

    გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

  • სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს

    სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს

    სამების საკათედრო ტაძარს რამდენიმე დღეა ბუნებრივი აირით მომარაგება შეუწყვიტეს.

    არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ დავალიანება 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა და 250 ათას ლარს მიაღწია. არქიმანდრიტის თქმით, კომპანიამ რამდენჯერმე “გაითვალისწინა” ტაძარი და გაზი არ ჩაჭრა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, გააფრთხილებების შემდეგ მომარაგების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

    “მონასტერს არასდროს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს თანხა გადაეხადა. იმ კომპანიამაც რა ქნას, ყოველთვის გვერდში გვედგა და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს ასე”,-ამბობს იოანე მჭედილიშვილი ტვ პირველთან.

    მან სოციალურ ქსელში მრევლს მოუწოდა, ტაძარში გაზის ბალონები მიიტანონ.