Category: ახალი ამბები

  • რატომ უნდა ეკეთოს ნიღაბი ყველას და არა მხოლოდ ავადმყოფს – პაატა იმნაძის განმარტება

    რატომ უნდა ეკეთოს ნიღაბი ყველას და არა მხოლოდ ავადმყოფს – პაატა იმნაძის განმარტება

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს თუ რატომ უნდა ატაროს პირბადე ყველამ და არა მხოლოდ ავადმყოფმა. მისი განმრტებით აქამდე თუ პირბადის ტარება სავალდებულო იყო მათთვის ვინც ავადმყოფი იყო ახლა სხვა რეალობაა და ვირუსი ზოგიერთ ადამიანში უსიმპტომოდ მიმდინარეობს  და შეიძლება იყვნენ ვირუსის გამავრცელებლები.

    “ბევრი იტყვის და კი ბატონო, მეც ვამბობდი თავიდან, რომ ავადმყოფს უნდა ეკეთოს პირბადე, მაგრამ ჯანმრთელს არა. მაგრამ ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი.აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიღაც სხვა გავხადოთ ავად. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა” განაცხადა იმნაძემ.

  • 2016 წლიდან ზაქარია ქუცნაშვილმა მილიონი ლარის ქონება შეიძინა, მამამისი კი ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

    2016 წლიდან ზაქარია ქუცნაშვილმა მილიონი ლარის ქონება შეიძინა, მამამისი კი ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

    ფლანგვის დეტექტორმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეისწავლა.

    2016-2019 წლებში ზაქარია ქუცნაშვილს, პარლამენტში თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში, ხელფასის სახით 196,974 ლარი აქვს მიღებული. პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იზრდებოდა მისი ქონებაც. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ქუცნაშვილმა 320,700 აშშ დოლარის ბინები და სხვადასხვა ტიპის არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა.

    2018 წელი: 1) 48 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში – 40,000 აშშ დოლარი ; 2) 16 კვ.მ სარდაფი – 1,000 დოლარი. 3) 915 კვ.მ, ბინა, სარდაფი, ანტრესოლი და სხვენი თბილისში – 230,000 აშშ დოლარი.
    2017 წელი: 1) 136 კვ/მ მიწის ნაკვეთი თიანეთში – 5,535 ლარი.
    2016 წელი: 1) 60 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში – 50,700 აშშ დოლარი.

    ზაქარია ქუცნაშვილის მამა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და პარალელურად ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული. იგი შპს “ჯეოინჟინერიგინის” ყველაზე მსხვილი წილის (40%) მფლობელია. 2013-2017 წლებში ამ კომპანიას 749,474 ლარის ღირებულების 11 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ყველა შესყიდვა უკონკურენტო გარემოში შედგა.

    ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2017 წელს შპს “ჯეოინჟინერინგმა” 160,357 ლარის სახელწიფო შესყიდვა “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” მიიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მამის კომპანიამ ტენდერი იმ სახელმწიფო უწყებისგან მოიგო, სადაც თავადვეა დასაქმებული. აღნიშნული შესყიდვა უკონკურენტო პირობებში გაიმართა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შპს “ჯეოინჟინერინგის” კიდევ ერთი მეწილე თეიმურაზ გოჩიტაშვილი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

    სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების გარდა, 2012-2018 წლებში შპს “ჯეოინჟინერინგს” გამარტივებული შესყიდვების სახით 117,476 ლარი აქვს მიღებული.

  • “თუ ვინმე კეთილს ინებებს და მონასტერს შეეწევა, მადლობა ღმერთს “-მამა იოანე მჭედლიშვილი სამების  დავალიანებაზე

    “თუ ვინმე კეთილს ინებებს და მონასტერს შეეწევა, მადლობა ღმერთს “-მამა იოანე მჭედლიშვილი სამების დავალიანებაზე

    “თუ ვინმე კეთილს ინებებს და მონასტერს შეეწევა, მადლობა ღმერთს “- მამა იოანე მჭედლიშვილი სამების ტაძარში გაზის დავალიანებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ  დახმარებას არავის სთხოვენ, მაგრამ თუ ვინმე კეთილ ნებას გამოიჩენს და მონასტერს შეეწევა, “მადლობა ღმერთს”.

    “არავისთან არ მაქვს პრეტენზია. გაზის კომპანია ყოველთვის გვერდში გვედგა, ყოველთვის გვითვალისწინებდა, როცა ტაძარში დიდი დღესასწაული იყო, თხოვნის საფუძველზე აღგვიდგენდნენ გაზს. დაგროვდა 3 წლის დავალიანება, რისი გადახდის შესაძლებლობაც, მონასტერს, სამწუხაროდ, არ აქვს”, – მამა იოანე მჭედლიშვილი.

     

  • სამების ტაძარს  256 652 ლარიანი დავალიანების გამო, გაზის მიწოდება შეუწყდა

    სამების ტაძარს 256 652 ლარიანი დავალიანების გამო, გაზის მიწოდება შეუწყდა

    სამების ტაძარს  ბუნებრივი აირის 256 652 ლარის დავალიანება აქვს. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. კომპანიაში ამბობენ, რომ ტაძარი წერილობით არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

    თებერვალში სამებას დავალიანება ათ წელზე გადაუნაწილეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტაძარი არც ამ თანხას იხდის.

  • ოპოზიცია იბრძვის თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს – კობახიძე

    ოპოზიცია იბრძვის თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს – კობახიძე

    უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში იმ თანამდებობების განაწილებისთვის იბრძვის, რომელიც არ არსებობს.

    „ვიდრე „ქართული ოცნება” ზრუნავს პრობლემების მოგვარებაზე როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური და ეკონომიკური კუთხით, მანამდე ოპოზიცია ერთმანეთში იბრძვის იმ თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, რაც ღიმილისმომგვრელია. სჯობს, მათ მიხედონ საკუთარ 12-პროცენტიან, 3-პროცენტიან და უფრო დაბალ რეიტინგებს და ასე მოემზადონ არჩევნებისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.

    ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თანხმდება.

    გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისის 8 ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთმობს, თვითონ კი ისანსა და გლდანში იყრის კენჭს.

    დღეს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მაჟორიტარად კენჭს არ იყრის. თბილისში არ იქნება მაჟორიტარი გიგი უგულავა.

    ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საერთო მაჟორიტარებზე სავარაუდოდ 20 ივნისის აქციამდე შეთანმდებიან.

  • ფარცხალაძე დაჯარიმებული იყო, იმიტომ, რომ მე, „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს – გახარია

    ფარცხალაძე დაჯარიმებული იყო, იმიტომ, რომ მე, „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს – გახარია

    ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, მე, „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წევრი მედიაში გაწევრიანდა, რათა ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადასაადგილებლად საშვები მიეღო.

    „ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში. ოპოზიციამ თქვა, „ჯიგრულ პონტში“ გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე. ჩვენი ოპოზიციის წევრები, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან… ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინათ, „ჯიგრულ პონტში“ წავიდა მედიაში გაფორმდა როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ. ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება. იქ აღარ ვუთხარი, არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო, მაგრამ ბევრი მათგანი ამას რომ გამოეკიდა, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“,- განაცხადა გახარიამ.

  • ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, დაისვენონ საქართველოში – გახარია

    ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, დაისვენონ საქართველოში – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართველებს საქართველოში დასვენება და შიდატურიზმში ფულის დახარჯვა უნდა ასწავლონ, რადგან ისინი დღეს საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ.

    მისი განცხადებით, შიდა ტურიზმს თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

    “დღეს ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძაან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან… ეს არა. ესეც ტურიზმია, შიდატურიზმია და უნდა ვიცოდეთ, რომ აქაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა დავაკმაყოფილოთ რაღაც სტანდარტები და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ, იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ”, — განაცხადა გახარიამ.

  • სოფელ ქვემო ბოლნისში მამაკაცი მოკლეს

    სოფელ ქვემო ბოლნისში მამაკაცი მოკლეს

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე საგამოიძებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • ჩაგვბარდა, არავინ დაშავებულა – სირაძე ვარკეთილში შეიარაღებულ კაცზე

    ჩაგვბარდა, არავინ დაშავებულა – სირაძე ვარკეთილში შეიარაღებულ კაცზე

    საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, კაცი, რომელიც ვარკეთილში სროლის შემდეგ ბინაში იყო ჩაკეტილი, პოლიციას ჩაბარდა.

    “ჩაგვბარდა, უსაფრთხოდ არის, არავინ არ დაშავებულა ღონისძიების შედეგად, ამჟამად უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან”,- ამბობს სირაძე.

    შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე საათის წინ უმისამართოდ ისროდა.

  • ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

    ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

    ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა. კაცი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში, თავის საცხოვრებელ ბინაში იყო გამაგრებული და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია.

    არსებული ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო და ასევე წარსულში ოჯახის წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.