Category: ახალი ამბები

  • ქარელში შვილიშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

    ქარელში შვილიშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

    ქარელში შვილიშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს. როგორც ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,ბრალდებულმა ფიზიკურად 14 წლის ბავშვზე იძალადა. ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს

  • “არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა” – აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    “არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა” – აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

    „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25 მაისს, მინესოტაში. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში, შეგვახსენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან.

    ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სიტყვის, პრესისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება აქცევს ამერიკას ღია ქვეყნად, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებასა და სამართლიანობას ყველასათვის და უარყოფს ძალადობას, რომელიც არავის და არანაირ ღირებულ მიზანს არ ემსახურება. ჩვენ ვისწრაფვით ამ იდეალების გათავისებისკენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ეს იდეალები ძლიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

    ჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა, რადგან გვჯერა, რომ გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი. ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას და შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13- ით გაიზარდა და 663 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

  • ვითხოვთ შსს-მ ამოიღოს კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს მას მაისური შემოახია – სამოქალაქო აქტივისტი

    ვითხოვთ შსს-მ ამოიღოს კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს მას მაისური შემოახია – სამოქალაქო აქტივისტი

    არკეთილში, რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტის მონაწილეებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს.

    როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, რომელიც ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს და მოახდინონ შესაბამის რეაგირება.

    მისივე განმარტებით, მერის წინააღმდეგ განცხადებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას მიმართეს.

    „თავდაპირველად, ძალიან წყნარად მივედით, ხელი ჩამოვართვით. ვუთხარით, მიუხედავად იმისა, რომ სკვერის გახსნა 7 თვით დააგვიანეს, მაინც კარგია რომ იხსნება და რომ ზოგადად სკვერების გახსნა კარგია. თუმცა, ამავდროულად კითხვა დავუსვით, თუ რატომ მარხავს ტყეს დიღმის ჭალებში. სწორედ ამ კითხვაზე გახდა კალაძე არაადეკვატური. სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს. მან მაისური შემოახია კახა კვეკვესკირს. ასევე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი ქცევა არაფერში ჯდება“,- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

    ცნობისთვის, თბილისში, ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს დედაქალაქის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

    წყარო: Intrerpressnews.ge

  • ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება – კახა კალაძე

    ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება – კახა კალაძე

    “ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური ძალების მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას.

    „მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება,“ – განაცხადა კალაძემ.

    „პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება,“ – განაცხადა კალაძემ.

  • ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო – გუბაზ სანიკიძე

    ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო – გუბაზ სანიკიძე

    “ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო “- ამის შესახებ  გუბაზ სანიკიძემ ტვ “პირველის”გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც გუბაზ სანიკიძე აცხადებს, ის რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა.

    „პარლამენტში მე 4-ჯერ შევედი და ოთხჯერვე ოპოზიციიდან. არასოდეს ხელისუფლების შეყვანილი არ ვყოფილვარ.  2012 წელს, არჩევნები მოიგო არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ კოალიციამ. უდიდესი წვლილი  სწორედ ჩემს პარტიას “ეროვნული ფორუმი” მიუძღვის. მე რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ფრონტის ხაზზე ვიდექი…4 თვე „ეროვნულ ფორუმს“ არ ეკონტაქტებოდა და მერე მიხვდა, რომ „ფორუმის“ გარეშე ვერ მოიგებდა. სამი დღე მეხვეწებოდა რო ქუთაისში წადი, კენჭი იყარეო.იმიტომ რომ ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მომხრე ქალაქი  და ძალიან დიდი ბრძოლა მომიწია. ყველაზე მეტი შეხვედრა მე მაქვს ჩატარებული საქართველოში.

  • “სომხეთში რაც ხდება, ჩვენთვის სახიფათო ნაკლებად არის,თუმცა ჭკუის სასწავლებელია“–პაატა იმნაძე

    “სომხეთში რაც ხდება, ჩვენთვის სახიფათო ნაკლებად არის,თუმცა ჭკუის სასწავლებელია“–პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სომხეთში არსებული რთული ვითარება საქართველოსთვის სახიფათო არ არის.- ამის შესახებ მან “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველოს ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს.

    “ჩვენ, საბედნიეროდ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ შეგვიძლია სომხეთს დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს იქნება იგივე დიაგნოსტიკა, თუ რაიმე სხვა რესურსით დახმარება. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა პისიარ ტესტებზეც და გვაქვს ამის მარაგი დაახლოებით 100 000 იანი ყოველთვიურად. ჩვენი კლინიკური სექტორიც არ არის ახლა იმდენად დატვირთული, როგორც ვიცი, რომ დავეხმაროთ. ჩვენ იქიდან გადმოვიყვანეთ ორი ჩვენი მოქალაქე და აქ განაგრძეს მკურნალობა. – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სომხეთში არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის ნაკლებად სახიფათოა.

    “სახიფათო ნაკლებად არის ის, რაც ახლა სომხეთში ხდება, თუმცა ჭკუის სასწავლებელი ნამდვილად არის. ჩვენთან არიან ჯგუფები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არაფერი არ არის. თავიდან მიდიოდა რუსული პროპაგანდა და მიკვირს, რომ აქ რუსულ პროპაგანდას აყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურს უწოდებენ.

    რუსული პროპაგანდის ბრალი იყო ის, რაც ჩვენთან ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონში მოხდა. ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორად მიწოდება,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები – გიგა ბოკერია

    დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები – გიგა ბოკერია

    სად აპირებს ევროპული საქართველო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებას ოპოზიციური  შეთანხმების მიღმა და სად არის “ევროპული საქართველოს” ყველაზე ლოიალური ამომრჩველი – ა ამ კითხვაზე პასუხისას ღამის კურიერის ეთერში გიგა ბოკერიამ თქვა, რომ შესაძლოა ერთ–ერთი მაჟორიტარი თავადაც იყოს.

    მისი განცხადებით, არსებობს გეგმები, რომლებიც შეიძლება დაკორექტირდეს. თუმცა მისი თქმით, ის მაჟორიტარი იქნება.

    “მაგალითად, წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტირებები მოხდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ. თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილები. გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს  დაარტყა (ვიდეო)

    ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა (ვიდეო)

    ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა  ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მოხდა.მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგლიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.

    თბილისის მერი ვარკეთილში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან „ანას ბაღის“ მცველები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

    დაზარალებული ამბობს, რომ თბილისის მერმა მას ხელი გაარტყა და ტანსაცმელი შემოახია.

    “ეს არის მერი, ძალადობენ, ამას აკეთებს თბილისის მერი, უზრდელი მერი,” – ამბობს დაზარალებული.

    თბილისის მერის გარდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაცვის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. პროტესტის მონაწილეები ინციდენტის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.

     

  • სალომე ზურაბიშვილმა 3 თვეში მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

    სალომე ზურაბიშვილმა 3 თვეში მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

    სალომე ზურაბიშვილმა, სამ თვეში სახვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ  პრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა.

    “პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით. 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობულურზე, საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა,” – წერია სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადებაში.