Category: ახალი ამბები

  • ბაგებში მომხდარ სროლაზე 2 პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

    ბაგებში მომხდარ სროლაზე 2 პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

    თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

    როგორც მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქეს და მას ძალადობას ედავებიან. ადვოკატის თქმითვე, მერაბ ხიდაშელი ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს.

    „ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, ეს მეორე ნაწილთან შედარებით, მსუბუქია. ედავებიან, რომ ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელსაც საერთოდ არ იცნობს, აბსურდული ბრალია, ადამიანი უდანაშაულოა, ამ საქმეში საერთოდ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. საქმის მასალები გადმომეცა და გავეცნობი. ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს“, – აცხადებს კორკოტაშვილი.

    რაც შეეხება მამუკა გურჩიანს, მისი ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განმარტებით, დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა, აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი ბიზნესდავას არ უკავშირდება.

    „ბრალს აღიარებს, ბიზნესდავა არ ყოფილა, ამ შემთხვევას ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ურთიერთშელაპარაკება მოხდა, მანქანის გადაყენება-არ გადაყენებას მოჰყვა ეს ყველაფერი, იმან შეაგინა, ამან აღარ დაუთმო და ასეთი რაღაც მოხდა“, – აცხადებს ამბარდნიშვილი.

    ცნობისთვის, ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა- ტარებას გულისხმობს.

  • “ლოგიკური იქნება ამ შენობის გატენდერება“–მთავრობა ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას გეგმავს

    “ლოგიკური იქნება ამ შენობის გატენდერება“–მთავრობა ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას გეგმავს

    მთავრობა ქუთაისის პარლამენტის შენობას ყიდის. ეს განცხადება პრემიერმა გახარიამ ქუთაისში სტუმრობის დროს გააკეთა. გახარია რომ შენობის კომერციული დანიშნულებით დაინტერესდება, რის შემდეგაც პარლამენტის შენობას ტენდერზე გაიტანენ.

    “განიხილება საპოლიციო ჰაბიც, მაგრამ პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე ლოგიკური იქნება, ალბათ ამ შენობის გატენდერებაა. ვნახოთ რა კომერციული ინტერესი იქნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ

    საქართველოს კონსტიტუციით, ქუთაისი 2012 წლიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი იყო. პარლამენტმა იქ მუშაობა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა.

    შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი პარლამენტი თბილისში დაბრუნდა.

    პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის 340 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

  • 4 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება

    4 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება

    კორონავირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა გრძელდება. ორშაბათიდან, 8 ივნისიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. ცვლილება შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.

    • 8 ივნისიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. საუბარია, დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან როგორც ცნობილია, ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის, მომხმარებლებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.

     

    • ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.

     

    •  8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. თუმცა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. შეგახსნებეთ, რომ სავალუტო ჯიხურებს საქმიანობა 2020 წლის 31 მარტიდან შეეზღუდათ.

     

    • მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.
  • მწერების ნაცხი ავიღეთ, ბიბილოვს გაზეთში გახვეულს გავუგზავნით – აქცია ერგნეთში

    მწერების ნაცხი ავიღეთ, ბიბილოვს გაზეთში გახვეულს გავუგზავნით – აქცია ერგნეთში

    “მწერების ნაცხი ავიღეთ, ბიბილოვს გაზეთში გახვეულს გავუგზავნით”- სოფელ ერგნეთში ორგანიზაცია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა , საოკუპაციო ხაზთან აქცია პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა  “ჩერნობილის ფორმებითა” და ეკიპირებით ერგნეთში მიწის, მწერების და მცენარეების “ნიმუშები აიღეს”.

    მათი განცხადებით  ე.წ. ცხინვალის შესაბამისი სამსახურები ძალიან წვალობენ, ამიტომ მათ საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან აღებულ ნიმუშებს “ცხოველური ინტერესის” დასაკმაყოფილებლად თავად გაუგზავნიან.

    “წესების სრული დაცვით მოხდა ნაცხის შეგროვება, ყელის არედან ავიღეთ ძირითადად ჭიანჭველასა და კოღოებში და გავუგზავნით გაზეთში გადახვეულს ბატონ ბიბილოვს და მედოევს, რომ დაისვენონ როგორმე, ყველა ტერიტორია გვაქვს შეგროვილი, რომელიც მას ასე ძალიან აინტერესებთ”, –  განაცხადა  გიორგი მოლოდინმა.

  • მინდა, საჩუქრად გადავცე მაისური, რომელიც გამოადგება –  კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზე

    მინდა, საჩუქრად გადავცე მაისური, რომელიც გამოადგება – კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზე

    სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია.

    კალაძის თქმით, რამდენიმე პირს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რაც არ გამოუვიდათ.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი – ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს – მაგ პიროვნებას”, – განაცხადა კალაძემ.

    ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ.

    მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.

  • ნუცუბიძეზე გაზის მილი გასკდა – ბუნებრივი აირი დასახლებულ ტერიტორიაზე იფრქვევა

    ნუცუბიძეზე გაზის მილი გასკდა – ბუნებრივი აირი დასახლებულ ტერიტორიაზე იფრქვევა

    ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, იქ, სადაც მჭიდრო დასახლებაა, გაზის მილი გასკდა.ბუნებრივი აირი ამ დრომდე დასახლებულ ტერიტორიაზე იფრქვევა.

    წინასწარი ინფორმაციით, გაზის მილი კორპუსის მშენებლობის დროს დაზიანდა.

    შემთხვევის ადგილას ამ წუთებში გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეჩერებულია.

  • სუს-ში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე იკითხება

    სუს-ში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე იკითხება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი გამოკითხვაზე იმყოფება.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. სუს-ის ცნობით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

  • ექსპერტი, რომელსაც აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

    ექსპერტი, რომელსაც აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

    ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მუშაობისას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

    ექსპერტ – კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    რამდენიმე დღის წინ ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურზე აფეთქება მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რა დროსაც ექსპერტს დენმა დაარტყა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

     

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    მომდევნო რამდენიმე დღე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. სინოპტიკოსების ცნობით, 6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

    ღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 7-8 მაისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს,

    ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

    თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

  • კანადის პრემიერმა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად დაიჩოქა

    კანადის პრემიერმა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად დაიჩოქა

    კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა. პრემიერმა ამით აშშ-ში მიმდინარე აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.ამის შესახებ ინფორმაციაას CNN ავრცელებს.

    პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდისადმი მიძღნილ აქციაზე მივიდა, სადაც კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სათქმელი თავისი ქმედებით თქვა. აქციაზე გარდაცვლილს 9 წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი, რომლის დროსაც პრემიერმა დაიჩოქა.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.