Category: ახალი ამბები

  • ხაზარაძეს ავიწყდება, რომ მისი ნაჩუქარი ცხენი პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა – ბასილ კობახაძე

    ხაზარაძეს ავიწყდება, რომ მისი ნაჩუქარი ცხენი პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა – ბასილ კობახაძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ეკლესიას “ეპადხალიმება”, რადგან “ხელისუფლებაში გაძრომა” უნდა. თეოლოგის კრიტიკა ხაზარაძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც ლელოს ლიდერი ამბობს, რომ ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ არის. 

    ბასილ კობახიძის თქმით, ხაზარაძეს ავიწყდება, რომ მისი ნაჩუქარი ცხენი სახელად “ამინ”, პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა.

    “მამუკა ხაზარაძე ეკლესიას ეპადხალიმება ტვ პირველზე. ძველი გვარდიაა ეგ. ხაზარაძემ მარტო თეთრი რაში, სახელად “ამინ” კი არ მიჰგვარა პატრიარქს, ფოტოზეა ეგ ამინ, არამედ მთელ რიგ მეუფეებს აფინანსებდა, ბინებს ყიდულობდა მათთვის. ახლა ფიქრობს, ეკლესია დიდი ძალაა, ეგებ ბიძინას უგანოს და მე დამიჭიროს მხარიო, სხვა პარტიებსაც სარმას დავუდებ და ხელისუფლებაშიც გავძვრებიო. მამუკას ორი რამე ავიწყდება: ლელოს შერკინებით დებენ და არა გაიძვერობით; ამინი პატრიარქმა მერე ღარიბაშვილს აჩუქა”, – წერს კობახიძე ფეისბუქზე.

    მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თეთრი ცხენი ილია მეორეს 2007 წელს აჩუქეს, 2014 წელს კი ის პატრიარქმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აჩუქა.

  • ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული – მამუკა ხაზარაძე

    ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული – მამუკა ხაზარაძე

    ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ საქართველოში უმცირესობის უფლებები კარგად არის დაცული.

    მისი თქმით, “უფლებები ირღვევა”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც”.

    “კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები იღრვევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, კანონი დარეგულირებულია. უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც, კონსტიტუციაში ლამაზად წერია, კარგად წერია, ამას უნდა გავყვეთ. ამას, მე მგონი, მეტი აფიშირება არ სჭირდება. რაც თქვენ თქვით, წინააღმდეგი ვარ – ქორწინებების. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ”,- განაცხადა ხაზარაძემ ტვ პირველზე.

    სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია. მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნიან, სახელმწიფო კი არ რეაგირებს.

  • ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ მგონია, დარწმუნებული ვარ, კარგად მიხედავენ – ხაზარაძე

    ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ მგონია, დარწმუნებული ვარ, კარგად მიხედავენ – ხაზარაძე

    პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ არის.

    ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ მას კარგად მიხედავენ.

    “საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემა არ მომხდარა დღეს. ეს ტყეები ძველი ტაძრებისთვის იყო გადაცემული. გელათის გარეშემო ტყე უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, კორუფციის, ადგილობრივი ჩინოვნიკების ან იმ ადამიანების გამო, რომლებსაც მადა ეხსნებათ, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ გელათის გარეშემო ტყეში ვილა ჩადგას. ამიტომ, თუ ეკლესიას და მონასტერს თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო ამ დაკანონება მე არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია.

    ჩვენ სახელმწიფო ვართ დღეს? ნანახი გაქვთ, როგორი ხეების ჩეხვა მიდის, რა ვანდალობა მიდის? ამიტომ მე მირჩევნია, რომ ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, მე როგორც ვიცი უზურფუტში იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა. მე ამაში დიდს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს”, – თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

  • “შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების“–ტვ პირველის დამფუძნებელი გრიგოლიას დირექტორობიდან წასვლაზე

    “შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების“–ტვ პირველის დამფუძნებელი გრიგოლიას დირექტორობიდან წასვლაზე

    ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას ტვ პირველის დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ფეისბუქ სტატუსზე პასუხობს:
    “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს,ინგა გრიგოლიას,რომლის დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე , დაუჯერებელ  ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.
    შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.
    ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,,გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად.წარმატებები ჩვენ ყველას ერთად.
    ინგა ,მიყვარხარ!“– წერს ვატო წერეთელი.
  • “ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი“–ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის პოსტი დატოვა

    “ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი“–ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის პოსტი დატოვა

    ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის პოსტი დატოვა. ის ამ პოსტზე სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მიზეზი გრიგშოლიამ ფეისბუქ სტატუსით ახსნა:

    “საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. სტატუსზე, რომელსაც დავწერ,არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი..

    რაც ტვ,,პირველის ,,დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით,რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ ტვ ,,პირველის,, მთავარი ღირებულება.

    ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა…ასეც ვაპირებ გაგრძელებას.

    ბოლო პერიოდში,ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო,რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში..

    ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს,რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი,მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი,რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი ,რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)…

    რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს,ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს,რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.
    ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი.
    რომ როდესმე,ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა .
    ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია.
    აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.
    მადლობა მთელს ტელევიზიას,ტვ ,,პირველის,,მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე.
    მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს,ძალიან მანერვიულებს..

    მოკლედ, კუდები არ მოაბათ,სრულიად გულწრფელი ვარ, როცა ამ სტატუსს ვწერ. ვატოს ველაპარაკე და ისე ვწერ ამ გადაწყვეტილებას.

    ორშაბათიდან ასმაგი ენერგიით ვიმუშავებ,აქამდე რომ არ მიმუშავია ,ისე.
    ვგიჟდები ტვ ,,პირველზე,,ვაფრენ და უამრავი სიახლე გვაქვს ჩაფიქრებული,რომელსაც ერთად გავაკეთებთ..

    ვატო, დიდი მადლობა ნდობისთვის, მიყვარხარ.შენ ჩემი ცხოვრების გამორჩეული მეგობარი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები და ზუსტად ვიცი, რომ ტვ ,,პირველის ,,იქით ,ჩემთვის არჩევანი ,უბრალოდ, არ არსებობს.
    მადლობა თავისუფლებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად გაიგე, რას ვამბობ ამ სტატუსით.

    არ გამიბრაზდე!

    მოკლედ, რამდენი ვწერე…რთული იყო დაწერა და იმიტომ..მეც ადამიანი ვარ და არის ადამიანური ემოციები, რომელიც რთულად მართვადია.

    მეგობრებო,შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს,,რეაქციაში,,მერე ხუთშაბათს, მერე ისევ შაბათს ,მერე ისევ სამშაბათს, ხუთშაბათს,შაბათს და ასე შემდეგ))))))))))) და სიბერემდე ვიქნები სულ ჩემს საყვარელ ტვ ,,პირველზე,, ჟურნალისტად, პროდუსერად თუ სხვა პოზიციაზე,ამას არ აქვს მნიშვნელობა.

    ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს გადაცემებს, რომელსაც ბევრი რამ დავაკელი, მენეჯერად გადასვლის გამო.

    ვატოს გარდა, დედამიწაზე არავისთვის შემითანხმებია ეს გადაწყვეტილება, ჩემი შვილიც ამ სტატუსიდან გაიგებს.

    ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი.

    საქმეც და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ხოდა ,დირექტორობის გარეშე გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, ისე, როგორც მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    ცოტა ხალისიანად რომ დავასრულო ეს სტატუსი-,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია,,
    კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ,ტყუილად არ დამირეკოთ ,ყველაფერი დავწერე,რაც სათქმელი იყო.

    ტელევიზიის მთელს გუნდს ორშაბათს შევხვდები და უფრო დეტალურად ავუხსნი ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს.

    მისამართი იგივეა. თბილისი,ზოვრეთის 1. ტვ ,,პირველი,,,რომელიც ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი ოჯახი!))))))). P.s-დირექტორი იქნება თავად ვატო“–დაწერა გრიგოლიამ ფეისბუქზე.

  • ნასვამი ემზარ კვიციანი მოქალაქეს სახლში მიუვარდა და აგინა (ვიდეო)

    ნასვამი ემზარ კვიციანი მოქალაქეს სახლში მიუვარდა და აგინა (ვიდეო)

    პარლამენტის დეპუტატი, ემზარ კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომარ მეტრეველის ოჯახს მიუვარდა.

    როგორც მეტრეველების ოჯახი ამბობს, ემზარ კვიციანი ნასვამი იყო. ის მეტრეველების კუთვნილ საცხოვრებელ ფართში შეიჭრა და ამტკიცებდა, რომ ეს ბინა მას ეკუთვნოდა.

    ოჯახი წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. თუმცა კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა.

    სადაო ფართი კვიციანს 2014 წელს ჩამოართვეს.  2016 წელს კი  მეტრეველების ოჯახს გადაეცა.

    ომარ მეტრეველის მეუღლე, ნინო მეტრეველი ამბობს, რომ ემზარ კვიციანი პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა და ეს ინციდენტი პირველი არ არის:

    “ნასვამ მდგომარეობაში შემოიჭრა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა , პროვოკაციაზე იყო მოსული.

    იძახის, ეს არის ჩემი ეზო, ჩემი სახლი. დედა გავასვენე აქედანო. რახან დედა გაასვენა ეს იმას ნიშნავს, რომ ბინა მას ეკუთვნის? ოთხი ბიჭი მეყოლა მე ამ ბინაში.

    თვითონვე გაასაჩივრა შარშან. სასამართლო დავა მიმდინარეობდა და წააგო. სასამართლომ გასცა პასუხი, რომ მას არავითარი შეხება ამ ბინასთან არ აქვს.“– ამბობს ნინო მეტრეველი.

     

  • ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა საკუთარ მძღოლს კალთაში ჩაუჯდა (ვიდეო)

    ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა საკუთარ მძღოლს კალთაში ჩაუჯდა (ვიდეო)

    ტვ პირველის ჟურნალისტების კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა, რომელსაც გადამღები ჯგუფი როგორც ჩანს მისთვის მოულოდნელად დახვდა, ჟურნალისტების კითხვებს გაექცა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. თუმცა მანქანაში ჩაჯდომის პირველი მცდელობისას კალთაში საკუთარ მძღოლს ჩაუჯდა.

    გადაცემა “ნოდარ მელაძის“ შაბათში გასული რეპორტაჟის თანახმად სახელმწიფომ რეჟისორ გოგა ხაინდავას 2020 წლის 13 მარტს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – 4.616 მილიონი ლარი ჩამოაწერა. საქართველოს მთავრობის განკარგულება №537–ით გოგა ხაინდრავას აპატიეს დავალიანება, რომელიც სახელმწიფოსთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დარიცხული ჯარიმებით დაგროვდა.

    გოგა ხაინდრავამ არ უპასუხა კითხვას, რატომ ჩამოაწერეს მას სახელმწიფოს დავალიანება და რატომ არ შეასრულა პირობა, რომელიც 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად მიღების დროს აიღო.

  • რატომ აპატია სახელმწიფომ გოგა ხაინდრავას 4.6 მილიონიანი დავალიანება

    რატომ აპატია სახელმწიფომ გოგა ხაინდრავას 4.6 მილიონიანი დავალიანება

    გადაცემა “ნოდარ მელაძის“ შაბათში გასული რეპორტაჟის თანახმად სახელმწიფომ რეჟისორ გოგა ხაინდავას 2020 წლის 13 მარტს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – 4.616 მილიონი ლარი ჩამოაწერა.

    საქართველოს მთავრობის განკარგულება №537–ით გოგა ხაინდრავას აპატიეს დავალიანება, რომელიც სახელმწიფოსთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დარიცხული ჯარიმებით დაგროვდა.

    2014 წელს თეთრიწყაროს რაიონში  გოგა ხაინდრავას მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით ნახევარი მილიონი კვადრატული მიწა  34 937 ლარად გადაეცა. იმ პირობით , რომ იქ ფერმა უნდა აეშენებინა, თუმცა დარღვეული პირობის გამო ჯარიმამ 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

    პირველად ხაინდრავას დავალიანება 2015 წელს 1 ივნისს ღარიბაშვილის ბრძანებით ჩამოაწერეს. განულდა ყველა ჯარიმა, რაც პირობის დარღვევისთვის ხაინდრავას დაეკისრა.

    თუმცა, პირობის შეუსრულებლობის გამო ჯარიმები კვლავ დაგროვდა. ვალის ჩამოსაწერად როგორც ტვ პირველი ამბობს ხაინდრავამ პრემიერ ბახტაძესაც მიმართა. თუმცა მისი მოთხოვნა მაშინ არ დაკმაყოფილებულა. გახარიამ კი ხაინდრავას მოთხოვნა ამ წლის 13 მარტს დააკმაყოფილა.  მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ ის  “მიწათმოქმედთა ერთობის საქმიანობის რიგ ღონისძიებათა თაობაზე“  გამოიცა.

    მიწათმოქმედთა ერთოაბ გოგა ხაინდრავას კომპანიაა.

    ტვ პირველის ინფორმაციით ვალების ჩამოწერის სანაცვლოდ სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიიდან ნახევარი უკან დააბრუნებინეს და ახალი ვალდებულებები დააკისრეს. ახალი ვალდებულება კი ამ ტერიტორიაზე 150 კვ. მ. მარნის აშენებაა.

    რეპორტაჟის მიხედვით სახელმწიფო ხაინდრავას ქართუ ბანკიდან აღებული აგროსესხის პროცენტსაც უფარავს, თუმცა უცნობია რა პროექტები განხორციელდა ამ სესხით.

    ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩამოაწერეს ხაინდრავას ვალი, არც პრემიერ მინისტრი პასუხობს და არც ეკონომიკის მინისტრი.

    ტვ პირველმა გოგა ხაინდრავას კომენტარის ჩაწერაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ის ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. ჟურნალისტები არც სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე შეუშვეს, სადაც ამჟამად თავდაპირველი პირობის მიხედვით ფერმა უნდა იყოს გაშენებული, ძროხებით, ფუტკრის სკებით და დასაქმებული ხალხით, თუმცა ეს პირობა დღემდე შეუსრულებელია.

  • 3 თვიანი აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოს 250 მილიონიდან 1.25 მილიარდ ლარამდე შემოსავალს მოუტანს – ეკონომიკის ექსპერტი

    3 თვიანი აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოს 250 მილიონიდან 1.25 მილიარდ ლარამდე შემოსავალს მოუტანს – ეკონომიკის ექსპერტი

    “3 თვიანი აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოს 250 მილიონიდან 1.25 მილიარდ ლარამდე შემოსავალს მოუტანს “- ამის შესახებ სოციალურ ქსელშ ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია წერს.

    “3 თვიანი აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოს 250 მილიონიდან 1.25 მილიარდ ლარამდე შემოსავალს მოუტანს ????????????

    2019 წლის მონაცემებით საქართველოს ე.წ. პიკურ პერიოდში: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ჯამურად დაახლოებით 3.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (36%):

    – იგივე პერიოდში, მეზობელი 4 ქვეყნიდან (სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯაი) – დაახლოებით 1.9 მილიონი ადამიანი;
    – იგივე პერიოდში, თუმცა დღეისთვის მაღალი რისკის ზონაში მყოფი ქყვენებიდან (ირანი, აშშ, იტალია, ბრაზილია და ა.შ.) – დაახლოებით 200 ათასი ადამიანი.

    მართალია მთავრობა არ აპირებს პოტენციურად დაბალი რისკის მატარებელი ყველა ქვეყნიდან ტურისტების შემოშვებას, თუმცა ვნახოთ რივხვები:

    – უშუალო მოსაზღვრეების და მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების გარდა რჩება – 1.3 მილიონი პოტენციური ადამიანი;
    – უშუალოდ მწვანე ქვეყნებში: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და რამდენიმე სხვა ხელმისაწვდომია – დაახლოებით 200 ათასი ვიზიტორი.

    მაღალი ალბათობით სიმართლე სწორედ ამ რიცხვებს შორისაა, კერძოდ: 1.3 მილიონსა და 200 ათასს შორის. უფრო მეტიც, ზემოთ მოყვანილი რიცხვები საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვითაა დათვლილი, მაშინ როდესაც 2019 წელს:

    – 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურებიდან მხოლდო 7.7 მილიონი იყო საერთაშორისო ვიზიტორი, საიდანაც ტურისტული მიზნით ქვეყანაში 5 მილიონი ადმაინაი იმყოფებოდა. ზემოთ მოყვანილი ე.წ პიკურის სეზონის 36%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით კი ჩვენს მიერ შერჩეულ თვეებში ეს რიცხვი – 1.8 მილიონი ტურისტი გამოდის.
    – 7.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველოში სახმელეთო, სარგინიგზო და საზღვაო შესაძლებელობების გამორიცხვით, მხოლოდ საჰაერო გზით საქართველოში – 1.8 მილიონი პირი შემოვიდა, რომლის 36% – 648 ათასი ადამიანია. თუმცა აქ შედის ყველა მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნის მაჩვენებელიც.

    რთული სამტკიცებელია, რომ მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური სირთულეების ფონზე 2020 წელს ტურისტები თუნდაც იგივე მოცულობით იმოგზაურებენ, როგორც ეს 2019 წელს იყო. თუმცა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მწვანე ქვეყნების რიცხვში შემავალი სახელმწიფოების რაონდება სულ თითზე ჩამოსათვლელია, არაა გამორიცხული საქართველომ ამ 3 თვეში პესიმისტური სცენარის შემთხვევაში – 100 ათასი, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში კი – 500 ათასი ტურისტის მოზიდვა შეძლოს. თანაც ამ ტურისტების მოსალოდნელი – მაღალი მსიდველობითი უნარი (საშუალოდ 2000 – 2100 ლარი), რომელიც დამატებით იქნება გაზრდილი (საშუალოდ 2500 ლარი):

    – 100 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 250 მილიონ ლარს;
    – 300 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 625 მილიონ ლარს;
    – 500 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 1.25 მილიარდ ლარს.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურიზმი ვერ იქნება ისეთ, როგორც იყო მანამდე და მას ვერც იმ მასშტაბის ინკლუზიურობა ექნება, როგოროც 2019 წელს გააჩნდა, რადგანაც ეს ტურისტები არა დაბალმხარჯველი მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან იქნებიან წარმოდგენილნი. ინკლუზიურობა გაიზრდება ოპტიმისტური სცენარისკენ სვლის შემთხვევაში. თუმცა, პესიმისტურის შემთხვევაში მან შესაძლოა ინკლუზიურობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

    გასათვალისწინებელია საქართველოს იმპორტდამოკიდებულებაც, რომელიც მიღებული შემოსავლების გარკვეულ ნაწილს ისევ უკან გაიტანს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვის პირობებში საქართველო მიიღებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს და მასთან ერთად სამუშაო ადგილებს და კრიზისის წარმატებით გადაგორების უფრო მაღალ ალბათობას”- წერს ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში.

  • “კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?” – სამოქალაქო აქტივისტების პასუხი თბილისის მერს

    “კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?” – სამოქალაქო აქტივისტების პასუხი თბილისის მერს

    “კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?” – სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერს მიმართავენ.

    ვარკეთილში, სკვერის გახსნის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილეები კახა კალაძეს სპეციალურად მისთვის დამზადებულ მაისურს ჩუქნიან, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული.

    „მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო”, – განაცხადა მან.

    რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს.

    “რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება”, – აღნიშნავს აქტივისტი.

    სამოქალაქო აქტივისტებმა საპასუხო საჩუქრის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კახა კალაძემ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეს, რომელსაც მაისური შემოახია, ახალი აჩუქა, რომელზეც კახა კვეკვესკირი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის აღბეჭდილი.

    კახა კალაძე ჟურნალისტებთან დღეს მაისურებით გამოჩნდა. ვარკეთილის ინციდენტის მონაწილე აქტივისტის გარდა, დედაქალაქის მერმა მაისური “მთავარი არხისთვისაც” დაამზადებინა.

    ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”. აქტივისტებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს. დღეს კალაძე ამ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი.