Category: ახალი ამბები

  • არაა მართალი, რომ საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა – მაჭავარიანი

    არაა მართალი, რომ საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა – მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, სიმართლეს არაა, რომ საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა და “პანდემიამდე რამე გაფუჭდა”.

    “იანვრის ბოლოს შეიქმნა უკვე ჩვენთან ეს საბჭო, რადგან მოლოდინი არსებობდა, თუ გგონიათ მოლოდინი არსებობდა მხოლოდ საქართველოში და სხვაგან არ იცოდნენ რა ხდება, ძალიან ცდებით. ზოგადად ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი მე მგონი ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს.

    ის, რომ აპრილში უკვე ეკონომიკის 16%-იანი შემცირებაა, გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ერთ თვეში მოხდა და ამას წინ არაფერი არ უძღვოდა? შესაბამისად, ის რომ მთავრობა რაღაცას ვერ ახერხებს და საინვესტიციო მდგომარეობა საქართველოში პანდემიამდე გაუარესდა და პანდემიისგან დამოუკიდებლად რამე გაუფუჭდა, არაა ეს მართალი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა,“-აცხადებს მაჭავარიანი.

    საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.

  • როგორი ამინდი იქნება 13 ივნისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება 13 ივნისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 ივნისს საქართველოში იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

    12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

    თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას ვაპირებდით, ახლა შეიძლება ასე არ მოხდეს – მაჭავარიანი

    ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას ვაპირებდით, ახლა შეიძლება ასე არ მოხდეს – მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს ტურმიზთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა, ეპიდსიტუაცია გაუარესდა, რის გამოც ქვეყნის გახსნა შეიძლება არ მოხდეს.

    „ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას ვაპირებდით მარტივად და ახლა შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება, არ მინდა ამ ეტაპზე დავასახელო ეს ქვეყნები, იქ ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის მართვადი გახდება და ჩვენს პირველად გეგმებს დავუბრუნდებით”, -აცხადებს მინისტრი.

    მაჭავარიანი არ ასახელებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ისინი საქართველოს მეზობლები არ არიან.

    არ მინდა, რომ დღესვე ვთქვა ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქებაა და აღარ ვითანამშრომლებთ. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ საბოლოო ჯამში გამოჩნდება ის ქვეყნები, ე.წ. მწვანე დერეფნის ქვეყნები, სადაც ჩვენ ურთიერთაღიარებისა და ურთიერთნდობის პრინციპზე, შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ ერთმანეთის სტუმრებს. აქვე გეტყვით, რომ უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებზე აქ არ იყო საუბარი,“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

    დღეს იმავე საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა.

  • 2020 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა

    2020 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა

    საქსტატის ინფორმაცით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მოცულობამ $165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია.

    ემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.

    ფოტო: საქსტატი

    2020 წლის პირველ კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 44,2 პროცენტით, მეორე ადგილზე აშშ – 17 პროცენტით, მესამეზე პანამა – 11,9 პროცენტით, ხოლო მეოთხეზე – დანია 7%-ით.

     

  • მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია

    მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.

    დღეს დილით პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ 2 შემთხვევის წყარო გაურკვეველია.

    „8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდიან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არცერთი ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა”,- თქვა ეზუგბაიამ.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.

  • “დაგვჭირდა პაციენტების ფიზიკურად გაკავება” – რატომ დაინფიცირდა ბოჭორიშვილის 3 თანამშრომელი

    “დაგვჭირდა პაციენტების ფიზიკურად გაკავება” – რატომ დაინფიცირდა ბოჭორიშვილის 3 თანამშრომელი

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია სოლოღაშვილი განმარტავს, რატომ დაინფიცირდა კორონავირუსის მისი კლინიკის 3 თანამშრომელი.

    მისი თქმით, მათ მოუწიათ ფსიქიური პრობლემების მქონე, “არაადეკვატური” პაციენტების გაკავება.

    “ჩვენ მოგვწია არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ფსიქიური პრობლემების გამო. ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არცერთი სამართალდამცავი ორგანო მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, თუმცა მათიც გვესმის. და ასეთ პირობებში მოხდა ისე რომ 3 პერსონალი დაინფიცირდა”,- ამბობს სოლოღაშვილი.

    მისი თქმით, ამ პაციენტის ფიზიკურად გაკავება დასჭირდათ და მასთან კონტაქტის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

    “მედპერსონალის ცხოვრებაა, როდესაც არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ”,- აღნიშნავს მაკა სოლოღაშვილი.

  • ბიუჯეტში ხარჯები 600 მლნ-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 8.5% იქნება – გახარია

    ბიუჯეტში ხარჯები 600 მლნ-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 8.5% იქნება – გახარია

    პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს ბიუჯეტში ხარჯები დაახხლოებით 600 000 000-ით შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მნიშვნელობა დაახლოებით 8.5% იქნება.

    მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი პროგნოზია და “დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ არაპროგნოზირებადობა”.

    “საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. 2021 წლის ეკონომიკური გეგმის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, გახლავთ 6% დაახლოებით”, – განაცხადა გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას.

    მისივე თქმით, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, ძალზე ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად უნდა გამოიყენონ.

  • ქვეყნებმა, რომლებთანაც ტურიზმზე მოლაპარაკებები გვქონდა, გვითხრეს, რომ დაველოდოთ – გახარია

    ქვეყნებმა, რომლებთანაც ტურიზმზე მოლაპარაკებები გვქონდა, გვითხრეს, რომ დაველოდოთ – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, რომ იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს ტურიზმზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული ჰქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც დალოდება სთხოვეს.

    “მთავრობა ამავდრულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება”,- აცხადებს გახარია.

    მისივე თქმით, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკის აღდგენისთვის გადადგამს, ფრთხილი უნდა იყოს.

    “ეს ტურბულენტობა, დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, – თქვა გახარიამ.

    ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა ბალტიის ქვეყნებთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთან.

  • 8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2-ის წყარო უცნობია – გახარია

    8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2-ის წყარო უცნობია – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარაის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი ინფორმაციით, აქედან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, ხოლო 2 შემთხვევის წყარო გაურკვეველია.

    “ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, ამიტომ მობილიზაციის მაღალი ხარისხი გვმართებს”,- აცხადებს გახარია.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.

  • ვირუსს არ ავრცელებენ  –  ჯანმო Covid19-ით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებზე

    ვირუსს არ ავრცელებენ – ჯანმო Covid19-ით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებზე

    “იშვიათია ინფიცირებულმა უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდო”- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარია კერხოვე აცხადებს.  მისი თქმით მონაცემები და სტატისტიკა ადასტურებს ფაქტს, რომ იშვიატია კორონავირუსით დაინფიცირებულმა უსიმპტომო ადამიანმა გადასდოს ვირუსი სხვა ადამიანს. 

    „ მოპოვებული მონაცემები ადასტურებენ, რომ ძალიან იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს. რა თქმა უნდა საჭიროა უფრო მეტი მონაცემები და კვლევა რათა ზუსტად გაეცეს კითხვას პასუხი : ესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ფართოდ გავრცელება უსიმპტომო მატარებლების მეშვეობით. მაგრამ უამრავი ანგარიში გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან სადაც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ და უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში მეორად გადაცემას ვერ პოულობენ.”- განაცხადა მარია კერხოვემ.