Category: ახალი ამბები

  • თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა

    თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა

    საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

    უწყების ცნობით, ეს სექციებია: 1. თბილისი, ზემო ფონიჭალა – მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრამდე (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთამდე), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

    2.  თბილისი, ზემო ფონიჭალა – მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრიდან (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთიდან) მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ელ კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

    3. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთიდან – ნიკო ლომოურის ქუჩის N1-მდე (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

    4. რუსთავი – ნიკო ლომოურის ქუჩის N1-დან (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

    5. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

    6. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 982 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

  • „უნდა გვესროლო?“ – 5 წლის ამერიკელი გოგონას შეკითხვა  პოლიციელს (ვიდეო)

    „უნდა გვესროლო?“ – 5 წლის ამერიკელი გოგონას შეკითხვა პოლიციელს (ვიდეო)

    „უნდა გვესროლო?“ – ამ კითხვით  5 წლის ამერიკელმა გოგონამ სიმონ ბარმა აშშ-ში, ტეხასში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე პოლიციელს მიმართა . ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.

    5 წლის ამერიკელი გოგონა საპროტესტო აქციაზე მშობლებთან ერთად მივიდა. როგორც გამოცემა წერს ერთ-ერთმა პოლიციელმა შენიშნა რომ გოგონა დამწუხრებული იყურებოდა და მასთან მივიდა. რა დროსაც პოლიციელი პატარა გოგონას მიუახლოვდა, გოგონამ ჰკითხა აპირებდა თუ არა პოლიციელი სროლას.

    „ჩვენ აქ თქვენს დასაცავად ვართ და არა იმისთვის რომ შენ რამე დაგიშავო. შეგიძლია გააპროტესტო რამდენიც გინდა იზეიმო და აკეთო რაც გინდა მაგრამ არაფერი დაამტვრიო”- უთხრა პოლიციელმა პატარა გოგონას და ჩაეხუტა.

  • კომპანია “ამაზონის”  საწყობი დაიწვა  (ვიდეო)

    კომპანია “ამაზონის” საწყობი დაიწვა (ვიდეო)

    აშშ-ში კომპანია “ამაზონის” სადისტრიბუციო საწყობი მთლიანად დაიწვა. ინციდენტი კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ბერნარდოში, გამთენიისას მოხდა.

    სამართალდამცველების განცხადებით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 100-ზე მეტმა თანამშრომელმა კი შენობის დატოვება ცეცხლის სრულ გავრცელებამდე მოასწრო.

    კომპანიის წამომადგენლების განცხადებით, ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

  • პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმა საკმარისი იქნება – დიმიტრი ხუნდაძე

    პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმა საკმარისი იქნება – დიმიტრი ხუნდაძე

    “პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმა საკმარისი იქნება “- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს. მისი თქმთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 50 ლარის ნაცვლად, 20-ლარიანი ჯარიმაც საკმარისი იქნება. დეპუტატი  დიმიტრი ხუნდაძე პირბადეების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.

    “სასჯელი უნდა იყოს ისეთი, რომ ის აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდენად დიდი რომ ის ტვოირთად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც ისეთი, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა. ამ მიზნისთვის არ იქნება საჭირო 50-ლარიანი საჯარიმო სახდელი და საკმარისი იქნება 20 ლარი”, –  თქვა დიმიტრი ხუნდაძემ 8 ივნისის ბიუროს სხდომაზე.

  • ნეტავ, მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება – პაატა იმნაძე

    ნეტავ, მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინის შექნის შემთხვევაში, ის მსოფლიოს მოსახლეობას ეყოფა.

    “დიდი იმედი მაქვს, ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, აიცრას. ძალიან ბევრს ექნება სურვილი და ნეტავ მათ ეყოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. ვაქცინა რომ იქნება, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ მალე დაამზადონ ვაქცინები. ნეტავ მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • ლაშა ნაცვლიშვილთან შეხვედრის ფოტოზე დასმული კითხვის გამო გორბის დირექტორმა ფორმულას ჟურნალისტი ოფისიდან გამოაგდო

    ლაშა ნაცვლიშვილთან შეხვედრის ფოტოზე დასმული კითხვის გამო გორბის დირექტორმა ფორმულას ჟურნალისტი ოფისიდან გამოაგდო

    სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ დირექტორმა მერაბ ფაჩულიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი ოფისიდან გამოაგდო.

    ფაჩულიას გაღიზიანება მისი და „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია. ამასთან, „გორბის“ დირექტორმა „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მხოლოდ ოფისიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნა.

     „სად იწერება გორბის კვლევები“ – ასე დაასათაურა მოძრაობამ „გხედავ“ „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილისა და სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ ხელმძღვანელის, მერაბ ფაჩულიას შეხვედრის ამსახველი ერთ–ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ფოტო თბილისში, 7 ივნისს არის გადაღებული.  კომპანია “გორბიმ” ერთი კვირის წინ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც “ქართული ოცნება” 55 პროცენტით ლიდერობს, ოპოზიციურ პარტიებს კი ბევრად  დაბალი რეიტინგები აქვთ.

    რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, მან აღნიშნა, რომ კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს. გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოსთან დაკავშირებით ირონიული პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ფაქტობრივად, მისი ავთენტურობა დაადასტურა:

    „რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, როგორც წესი, ვმართავ უქმე დღეებში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე და თან, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის საათებში.
    პ.ს. მეც გამიგეთ რა, არ მაქვს ისეთი კონსპირაციული ბინები, სადაც ჩუმად შევალთ მე და ჩემი კონფიდენტი და ფოტოს ვერ გადამიღებენ.“–დაწერა ნაცვლიშვილმა ფეისბუქ გვერდზე.

  • ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს- გახარია

    ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს- გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

    კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის პირბადეების გამოყენებას და სოციალურ დისტანცირებას, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

    „ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

    საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ.

    რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 683 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 237 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

  • ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია – პაატა იმნაძე

    ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარების წესი.

    მისივე თქმით, თუ ნიღაბი უკეთია ორივეს – დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს დაავადების რისკი.

    „მაქსიმალურად დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარება, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყფოს ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ესეც ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ ნიღაბი უკეთია ორივეს – დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს დაავადების რისკი. ამიტომ მოთხოვნა არის, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია და სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

  • კლიმატის ნაცვლად, ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა – პაატა იმნაძე

    კლიმატის ნაცვლად, ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა – პაატა იმნაძე

    კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას თუ რა როლი აქვს კორონავირუსის კონტროლი ს მიმართულებით კლიმატს.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია ყველა ხედავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება და რა სიტუაციაა კორონავირუსის მიმართულებით.

    „ზაფხულია და ცხელა, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით და უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა’’,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • კალაძე-სააკაშვილის ფოტოიან მაისურზე სამოქალაქო აქტივისტს თბილისის მერმა ავტოგრაფი დაუტოვა

    კალაძე-სააკაშვილის ფოტოიან მაისურზე სამოქალაქო აქტივისტს თბილისის მერმა ავტოგრაფი დაუტოვა

    მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა კალაძეს საპასუხო  მაისური მიუტანეს  სადაც კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული. როგორც სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, აცხადებს მაისური კალაძეს აუტანეს და მან მაისურზე ხელი მოუწერა და უკან დაუბრუნა აქტივისტებს.

    შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.ამის შემდეგ კი თბილისის მერმა აქტივისტს მაისური აჩუქა სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული.