Category: ახალი ამბები

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა

    რამდენიმე დღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა.

    ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 აშშ დოლარი 3.06 ლარი ეღირება, რაც ნიშნავს, რომ ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრით გაუფასურდა.

    ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა და ხვალ 3.45 ლარი ეღირება.

    გარდა ამისა, ლარი კიდევ 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა.

  • თბილისის 50-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 50-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 10 ივნისს, თბილისი 50-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად ქსელში გადართვებს და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, დიდგორის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გოძიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონის, ბასილაიას და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, გვარამაძის, დგებუაძის, ერისთავის, ინტენსიფიკაციის,  ნუცუბიძის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის და ვორონინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ხევის, საინგილოს და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის, ნიშნიანიძის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის,  ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, მაისურაძის, გიორგი ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, აბაშვილის და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს კომპანია თელასი.

  • გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

    გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

    გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

    არსებული ინფორმაციით, ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

    დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული

  • ნატო ჩხეიძე მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა

    ნატო ჩხეიძე მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” თავმჯდომარე გახდა.

    ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერ, ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    “ჩვენ გავხდით საპარლამენტო პარტია ქალბატონი ნატოს მეოხებით და ამისთვის მას დიდი მადლობა.

    დიდი მადლობა მას და მის მეუღლეს ბატონ ზაზა ოქუაშვილს ასევე იმ დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ქართული ოპოზიციისა და ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინაშე იმ დიდ საქმეში, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიის დამარცხება და ქართული სახელმწიფოს აღდგენა”, – თქვა ნიკა მაჭუტაძემ.

    ნატო ჩხეიძის განცხადებით, მან მოძრაობისგან მიიღო შემოთავაზება, რომ ყოფილიყო მათი პოლიტიკური ლიდერი:

    “იმის გამო, რომ ეს მოძრაობა არის დიდი და მძლავდი გაერთიანების წევრი, რომელსაც ჰქვია “ძალა ერთობაშია” და რომელსაც ძალუძს ამ ცუდი მთავრობის შეცვლა და გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში უკვე მოახერხა მან, რომ მთელი რიგი თემები დაეთმობინებიდა ივანიშვილის რეჟიმისათვის”,- თქვა ჩხეიძემ.

    ის 2018 წლამდე პატრიოტთა ალიანსის წევრი იყო, თუმცა შემდეგ გუნდი დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

  • გამოცდების პერიოდში კონდიციონერები არ იმუშავებს, ფანჯრები იქნება ღია – იმნაძე

    გამოცდების პერიოდში კონდიციონერები არ იმუშავებს, ფანჯრები იქნება ღია – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე, გამოცდის პერიოდში კონდიცირება ჩართული არ იქნება, ოთახებში ფანჯრები იქნება ღია.

    “კონდიციონერები იმუშავებენ შენობებში გამოცდებიის დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება იქნება უზრუნველყოფილი განიავება, მაგრამ, სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ”,- განაცხადა პაატა იმანაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გამოცდების დაწყებამდე ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები დაიდება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

    ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ ეროვნული, საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების თარიღები დაასახელა.

    • ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება;
    • საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება;
    • სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, რეკომენდაციის დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. სამუშაო მაგიდები აღიჭურვება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.

    გარდა ამისა, სავალდებულო იქნება პირბადე. მისი მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელი პირველად შენიშვნას მიიღებს, განმეორებით შემთხვევაში კი გამოცდას დატოვებს.

  • როდის და რა წესებით ჩატარდება სამაგისტრო, საგრანტო და ეროვნული გამოცდები – გადაწყვეტილება

    როდის და რა წესებით ჩატარდება სამაგისტრო, საგრანტო და ეროვნული გამოცდები – გადაწყვეტილება

    უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეროვნული , საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების თარიღები დაასახელა.

    • ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება;
    • საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება;
    • სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, რეკომენდაციის დაცვის მიზნით, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე. საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. სამუშაო მაგიდები აღიჭურვება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.

    გამოცდაზე აბიტურიენტები პირბადით დაიშვებიან. სურვილის შემთხვევაში, ადგილზეც დაურიგდებათ პირბადე, თუმცა შეეძლებათ თავადაც მიიტანონ.

  • იმედია, თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები – ვოლსკი 20 ივნისის აქციაზე

    იმედია, თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები – ვოლსკი 20 ივნისის აქციაზე

    უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია “სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებად” აღიქმება.

    მისი თქმით, შესაძლოა, რთული სიტუაცია შეიქმნას, ამიტომ იმედი აქვს, რომ სამართალდამცველები “თავის სიმაღლეზე” იქნებიან.

    “თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავს როგორ მოახდინეს ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი, ამაში არც სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება. რთული სიტუაცია შეიძლება, შეიქმნას, მაგრამ იმედია, რომ თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები”, – ამბობს გია ვოლსკი.

    ცნობისთვის, მოძრაობა “სირცხვილიამ” გავრილოვის ღამის წლისთავზე 20 ივნისს აქცია დაგეგმა.

    სამოქალაქე აქტივისტების განცხადებით, რუსთაველის მოედანზე იწვევენ მათ:

    ,,ვისაც გაწუხებთ:

    • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
    • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
    • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
    • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
    • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა

    გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე.

    იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს და ისევ სირცხვილია”,- წერია აქციის აღწერაში.

    მათივე ინფორმაციით, აქცია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

  • ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

    ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

    „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანი, ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

    გარდა ამისა, ის მოითხოვს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, დაუბრუნონ. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოსთან წართმეული თავისუფლების დაბრუნების მოთხოვნით მიდის.

    „ამასთან დაკავშირებით მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

    ასევე, კვიციანი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.

    „ეს არ არის ჩემი ახირება, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ გაყალბდეს, ან გაყალბების რისკი შედარებით ნაკლები იყოს“,-განაცხადა დეპუტატმა.

  • სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

    სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ქმარს, ავთანდილ ხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

    აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლემ 4 ივნისს იმსჯელა, შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ სოფო კილაძე ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

  • საარჩევნო პროცესი შესაძლოა ეპიდვითარების გაუარესების ხელშემწყობი აღმოჩნდეს – ხუნდაძე

    საარჩევნო პროცესი შესაძლოა ეპიდვითარების გაუარესების ხელშემწყობი აღმოჩნდეს – ხუნდაძე

    უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც ეკონომიკა გახსნეს, ეპიდსიტუაციის გაუარსების გამო გეგმის გადახედვა დაიწყეს, მაგალითად კი ისრაელი მოჰყავს.

    მისი თქმით, შეიძლება საარჩევნო პროცესმა ეპიდვითარება გააუარესოს, ვინმეს კი შესაძლოა არჩევნების ჩაშლა უნდოდეს.

    “ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესს არჩევნების გზით საზოგადოება დაარეგულირებს, მაგრამ საარჩევნო პროცესი შესაძლოა ხელშემწყობი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესების, მითუმეტეს თუ ჩვენ ამას სწორად არ დავგეგმავთ, შესაძლოა ვინმეს ასეც უნდოდეს, რომ არჩევნები ჩაიშალოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეპიდემიოლოგიურადაც უსაფრთხოების კუთხითაც და პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ”, – ამბობს ხუნდაძე.

    მისივე თქმით, საზოგადოება ზედმეტად მოეშვა, თვითკმაყოფილებაში ჩავარდა, იკრიბება და ზოგჯერ პირბადესაც არ ხმარობს.

    “სწორად დავგეგმოთ კორონავირუსის მეორე ტალღა, რომელიც არ არის არც პოლიტიკური დაკვეთა და არც ვინმეს სურვილი, ეს არის ეპიდემიოლოგიური რეალობა, რასაც ჯანმო არაერთხელ მოუწოდებს ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენც. ვირუსის მახასიათებელია, სადაც წესებს არ იცავენ, იქ ძალიან მძიმე შედეგი დგება”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.