Category: ახალი ამბები

  • ბათუმში თევზის რესტორანში აფეთქება მოხდა

    ბათუმში თევზის რესტორანში აფეთქება მოხდა

    ბათუმში, თევზის რესტორანში აფეთქება მოხდა.  როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

  • საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც

    საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 690 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 279 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

  • 20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველა აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა ოკუპაციას არ შეეგუება-მიშა მშვილდაძე

    20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველა აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა ოკუპაციას არ შეეგუება-მიშა მშვილდაძე

    „20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველანი დაანახებენ ერთიანობას იმის წინააღმდეგ, რაც შარშან მოხდა, ასევე იმის წინააღმდეგ, რომ ეს ქვეყანა რუსულ ოკუპაციას არ შეეგუება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

    მიშა მშვილდაძე თვლის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქვეყანაში უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და 20 ივნისის აქციებიც, სწორედ ამის ნაწილია.

    „ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც 1 წელია გრძელდება, კონკრეტულად ეს ფაზა. ამ ქვეყნის პატრიოტებს, უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და კოლაბორაციონისტებს და ხელის მოთბობის მოყვარულებს უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს მიბმული ჩრდილოელ მეზობელზე და აქედან სარგებელი ჰქონდეთ. ეს ბრძოლა მიმდინარეობს მე რაც თავი მახსოვს მუდმივად, 9 აპრილიდან მოყოლებული და 20 ივნისიც ეს ამბავი იყო. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო ამ ქვეყნის და ეს გაგრძელდება. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი პლატფორმა შეიქმნა 20 ივნისის შედეგად, ასე ვთქვათ ოპოზიციური ერთობის და ვფიქრობ ამ 20 ივნისსაც ამ მიმართულებით იქნება გარკვეული რაღაც. მთავარია, რომ 20 ივნისი იქნება სიმბოლური დღე, როდესაც ყველანი დაანახებენ ერთიანობას იმის წინააღმდეგ, რაც შარშან 20 ივნისს მოხდა და იმის წინააღმდეგ, რომ ეს ქვეყანა არ შეეგუება რუსულ ოკუპაციას“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

  • 47 მილიონამდე ლარი ახალი შენობის ასაშენებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტენდერი გამოაცხადა

    47 მილიონამდე ლარი ახალი შენობის ასაშენებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტენდერი გამოაცხადა

    საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად. ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება   46 755 039 ლარია . პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში განთავსდება. ინფორმაციას ტენდერის შესახებ პირველი არხის ვებგვერდი აქვეყნებს.

    საქართველოს პირველმა არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.

    “ერთი კვირის წინ მივიღეთ მშენებლობის ნებართვა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული და ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ ტენდერი დასრულდება წარმატებით და დავიწყებთ მშენებლობას. გვექნება ახალი, თანამედროვე, დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია“, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.

    პირველი არხის ვებგვერდის ინფორმაციით, ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამინისტროს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. საპროექტო წინადადება ფეისბუქ კენჭისყრით შეირჩა და გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტმა“.

    “ კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ, ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სად უნდა გადასულიყო ტელევიზია და როგორ აშენებულიყო ახალი შენობა. თუ ტელევიზია ძველ ადგილზე დარჩებოდა, მაშინ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, რაც მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული – ტელევიზიას უნდა შეეწყვიტა მუშაობა, ამდენი ადამიანი დარჩენილიყო უმუშევარი, ქვეყანა კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი – ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს. საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი. “– აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

    პროექტის ფოტოები საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

  • გამოცდის ნიღბებში ჩატარება არაჰუმანურია, დააქვეითებს შესაძლებლობების გამოვლენას – გურული

    გამოცდის ნიღბებში ჩატარება არაჰუმანურია, დააქვეითებს შესაძლებლობების გამოვლენას – გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ ეროვნულ, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე სტუდენტებისთვის სავალდებულოდ პირბადის გაკეთება არაჰუმანური გადაწყვეტილებაა.

    მისი თქმით, ნიღაბი შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს, ეს კი – გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის დაქვეითებასა და გონების დაკარგვას.

    “სპეციალური სამედიცინო ნიღაბი – N95, შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას დაახლოებით 20%-ით ამცირებს. რაც შეეხება ე.წ. ქირურგიულ ნიღბებს, აქ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ პროცენტებზე, მაგრამ რამდენიმე მიმდინარე კვლევამ უკვე აჩვენა, რომ მჭიდროდ მორგებული ჩვეულებრივი ნიღაბიც იგივე პრობლემას იწვევს. ჯერჯერობით არ ჩანს დამაჯერებელი კვლევა, რომელიც ნიღაბის მიღმა სუნთქვისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პროცენტებს დააფიქსირებდა.

    ჩემი აზრით, გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია. ბუნებრივად მომატებული ადრენალინი, ტვინის დაძაბული მუშაობა, პრაქტიკულად გარანტირებული დეჰიდრატაცია საკმარისი ეფექტებია იმისათვის, რომ დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც”,- წერს ზურაბ გურული.

    მისივე განცხადებით, გამოცდა შესაძლოა ჩატარდეს გაშლილ ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია იქნება და ინფექციის გავრცელების რისკები შემცირდება.

    “ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გონივრული კონსენსუსის მიღწევა. მაგალითად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აბიტურიენტები თავისთავად მიეკუთვნებიან დაავადებისათვის ძალიან დაბალი რისკის ჯგუფს თავიანთი ასაკის გამო, შესაბამისად ზედმეტი კონსერვატიულობა საჭირო არ არის. შესაძლებელია გამოცდა ჩატარდეს ისეთ დარბაზში, სადაც კარგად იქნება საჭირო დისტანციები დაცული, რაც აგრეთვე შეამცირებს რისკს.

    გამოცდა აგრეთვე შეიძლება ჩატარდეს გაშლილ ტერიტორიაზე, მხოლოდ ზემოდან დახურული ტენტის ქვეშ, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის გავრცელების შანსებს. აბიტურიენტებისათვის შედგენილი იქნას სავალდებულო ჰიგიენური წესების ნუსხა, თუნდაც როგორ მოახერხონ დაცემინება, ან შეიკავონ თავი ხმამაღალი საუბარისაგან, ახლო კონტაქტებისაგან და ა.შ. მოკლედ, გამოცდის სავალდებულო ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, ლოგიკური მსჯელობითა და მოქნილი აზროვნებით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოხსნა”, – ამბობს ზურაბ გურული.

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოცდებზე გამოსაცდელთათვის სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება. მისი მოხსნის შემთხვევაში, გამოსაცდელები პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებენ, შემდეგზე კი გამოცდას დაატოვებინებენ.

    გარდა ამისა, აუდიტორიებში ჩართული არ იქნება კონდიციონერი, თუმცა ფანჯრები იქნება ღია.

  • “მურმანის ეკლის როლს არ ვითამაშებ“–ოქრუაშვილი მაჟორიტარად კანდიდატურას არ დააყენებს

    “მურმანის ეკლის როლს არ ვითამაშებ“–ოქრუაშვილი მაჟორიტარად კანდიდატურას არ დააყენებს

    პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილები ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის ერთიანობაა და არ უნდა ამ ერთიანობაში განხეთქილება შეიტანოს:

    “თუ ხელისუფლების ცვლილებაზე ვთანხმებდით, მაშინ ამის ერთადერთი ფორმულაა ერთობა. ამის გარეშე არც ერთ ცალკე აღებულ ძალას ამის გაკეთების არანაირი რესურსი და შანსი არ აქვს. თუ ერთობა არ იქნება, ამას ვერ მივაღწევთ. თუ იმისთვის ვიბრძვით, რომ ოპოზიციური სკამები მოვიპოვოთ პარლამენტში, მე ამის ამბიცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ –  არც ბევრს. რადგან მთავარ მიზანს ვიზიარებთ, მაშინ  ერთობა უნდა შედგეს რაც შეიძლება მალე.

    დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია –  ერთ მანდატს ვიყოფთ ხუთი პარტია 7 კაცის მეშვეობით. ერთი კაცია ზედმეტი რომელიღაც. რადგან ერთია ზედმეტი, ამ ერთს ზედმეტად განვიხილავ ჩემ თავს და  ჩემ საკითს საერთოდ ვხსნი დღის წესრიგიდან. არ დავაყენებ თბილისში ჩემ კანდიდატურას და 6 ადამიანი 6 მანდატს დასჯერდება, ექვსი ადამიანი დარჩება  6 ადგილის გადასანაწილებლად, არანაირი პრობლემა აღარ იქნება და 20 ივნისს ჩვენ საზოგადოებას უნდა გამოვუცხადოთ, ვინ იქნება ის ექვსი ადამიანი,  ვისზეც ოპოზიცია შეთანხმდება. არსად არ დავაყენებ კანდიდატურას.

    იმის გამო, რომ ჩემი ციხეში ყოფნის დროს რაღაც საუბრები მიდიოდა და ამ საუბრებში შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა, პრობლემას ვხსნი.  ექვსი ადამიანი რჩება მარტო. ამ შეთანმხენბას წერტილი დავუსვათ, ვთქვათ,  რომ ერთიანი გუნდით გავდივართ ყველანი.

    თუ შეთანხმებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, არ შევიტან დისკომფორტს და მურმანის ეკლის როლს არ ვითამაშებ.  მარტო პროპორციულ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა ვივლი პროპორციული ხმებისთვის. თბილისში, ვინც არ უნდა დააყენოს ოპოზიციამ, ყველას დავეხმარები. მეშინა, ერთი რამის – ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ,  ისევ ივანიშვილი არ დავტოვოთ ხელისუფლებაში ერთმანეთში შეუთანხმებლობის შედეგად.

    თბილისში ორი ადამიანი უპირობოდ არის ისეთი, რომელსაც თვალდახუჭული უპირობოდ დავუჭერ მხარს – ელენე ხოშტარია და ალეკო ეკლისაშვილი. სხვები ჯერ მე თვითონაც არ ვიცი.  20 ივნისს ჩვენ თბილისს უნდა ვუთხრათ,  შევთანხმდით თუ არა და ვისზე შევთანხმდით. ჩემს საკითხს საერთოდ ვაგდებ დღის წესრიგიდან. ბევრი ვიფიქრე ამაზე, ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. სულ რაღაც ცაიტნოტში ვიყავი, სულ აკრძალული მეთოდით, წელს ქვევით დარტყმით მჩეხავდნენ ხოლმე. საბოლოო ჯამში, კონკურენციაა ჩვენს შორის, კონკურენტებიც ვართ. იმის მაგივრად , რომ მე გადავსულიყავი პარტიული ორგანიზაციის მშენებლობაზე, სტრუქტურის განვითარერბაზე, ან პროგრამაზე მუშაობა დამეწყო, მიჭერდნენ ან ქვეყნიდან მაგდებდნენ.“– განაცხადა ოქრუაშვილმა.

     

  • 200 ნაციონალის თავებიც შეგვიძლია დავთვალოთ, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბება – კობახიძე

    200 ნაციონალის თავებიც შეგვიძლია დავთვალოთ, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბება – კობახიძე

    უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ამბობს, რომ შეკრება პრობლემა არ იქნება არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით.

    მისი თქმით, “200 ნაციონალის” თავების დათვლაც შესაძლებელი იქნება.

    “კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა, მთავარი აქ არის, რომ 200 “ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 “ნაციონალის”, რომელიც შეიკრიბება 20 ივნისს”, – განაცხადა კობახიძემ.

    20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმაც. მისი თქმით, შესაძლოა, რთული სიტუაცია შეიქმნას, ამიტომ იმედი აქვს, რომ სამართალდამცველები “თავის სიმაღლეზე” იქნებიან.

    ცნობისთვის, მოძრაობა “სირცხვილიამ” გავრილოვის ღამის წლისთავზე, 20 ივნისს აქცია დაგეგმა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, რუსთაველის მოედანზე იწვევენ მათ:

    ,,ვისაც გაწუხებთ:

    • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
    • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
    • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
    • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
    • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა

    გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს და ისევ სირცხვილია”,- წერია აქციის აღწერაში.

    მათივე ინფორმაციით, აქციაზე დაცული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები.

  • ჩხუბი და გინება ვაკეში – სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მისულ ოპოზიციონერებს, უცნობი პირი დაუპირისპირდა

    ჩხუბი და გინება ვაკეში – სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მისულ ოპოზიციონერებს, უცნობი პირი დაუპირისპირდა

    ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს უცნობი პირი დაუპირისპირდა.

    ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებდნენ.

    ადგილზე მერიისა და იმ კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, თუმცა როგორც მათ განაცხადეს, პიროვნება, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხა, მათთან არ მუშაობს და არც მისი ვინაობა იციან.

    მამაკაცმა ტერიტორია შეუმჩნევლად დატოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებს კი მერიის ერთ ერთმა თანამშრომელმა ინციდენტის გამო, ბოდიში მოუხადა.

    ვაკის პარკთან გაჩერების ერთ ერთი ტაბლოს დამონტაჟება მუშებმა მას შემდგ დაიწყეს, რაც ადგილზე “მთავარი არხი” გამოჩნდა.

    ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები და მერიის გადაწყვეტილება კი მოსახლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც გაუგებარია:

    “აქ, ჭავჭავაძეზე იქნება ოთხი ზოლი, შემდგ უკვე მოძრაობის საპირისპიროდო უნდა შევიდნენ დანარჩენ ჭავჭავაძეზე. როგორ ხდება ოთხი ზოლიდან ორ ზოლზე გადასვლა, პლუს მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ეს ამოცანა ახლა უნდა ამოხსნას დედაქალაქის ჭკვიანმა მერმა”- ამბობს ლევან ხაბეიშვილი 

    ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ თავდაპირველ პროექტსა და დამტკიცებულ პროექტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. მისივე თქმით, სატენდერო დოკუმენტაციაც პირველ პროექტს არის მორგებული.

    მერიის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინრეობს. სამუშოებს ვაკეში კომპანია “ჯეო გრუპი” 2019 წლიდან ახორციელებს.

  • რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს მთავრობა 69 მილიონით დააფინანსებს

    რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს მთავრობა 69 მილიონით დააფინანსებს

    2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 139 მილიონი ლარით დააფინანსებს. 139 მილიონიდან 69 მილიონი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებში დაიხარჯება.

    139 მილიონი ასე განაწილდება:

    • რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები – 69 მლნ ლარი.
    • ფერმერთა 200 ლარიანი დახმარების პროგრამა – 40 მლნ ლარი;
    • ტექნიკისა და სარწყავი სისტემების თანადაფინანსება – 10 მლნ ლარი;
    •  სასურსათო მარაგების შექმნა და ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების
      სუბსიდირება – 20 მლნ ლარი.

    2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით 15 მილიარდ 924 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

  • მარტო ღარიბაშვილისნაირმა ბრიყვმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისი იმასთან, რაც აშშ-ში ხდება – ბოკერია

    მარტო ღარიბაშვილისნაირმა ბრიყვმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისი იმასთან, რაც აშშ-ში ხდება – ბოკერია

    “ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც 20 ივნისის მოვლენები და ამერიკაში განვითარებული სიტუაცია ერთმანეთს შეადარა.

    ბოკერიას თქმით, ასეთი პარარელი შეიძლება მხოლოდ ისეთმა ბრიყვმა გაავლოს, როგორიც ღარიბაშვილია.

    „მოდი ასე გეტყვით, მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანაში და მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერ აშშ-ში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი. მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

    ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე, იქ არსებულ ვანდალიზმსა და აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ საქართველომ წინა წელს, 20 ივნისის აქციის დროს გამოცადა.