Category: ახალი ამბები

  • მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები, პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს – გამყრელიძე

    მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები, პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პირბადე აბიტურიენტებზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

    “მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედეს. არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გამოდის ჩაბარების პროცესში. პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი საშუალება”,- თქვა გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში გამოცდებს პირბადით აბარებენ.

    “სოციალურ ქსელში ნახავდით, კორეაში როგორ აბარებენ გამოცდებს. ყველგან, მთელ მსოფლიოში გამოცდები მიმდინარეობს პირბადეების ხმარებით. არა, ბატონებო, არავითარი საშიშროება ამაში არ გახლავთ. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, თუ ადამიანს აქვს დაავადებები, რაც ახალგაზრდებში არ არის, რის გამოც ექიმმა შეიძლება მისცეს რჩევა, რომ პირბადე შეიძლება იყოს რისკის შემცველი”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

    ცნობისთვის, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, გამოცდებზე გამოსაცდელებისთვის სავალდებულოდ პირბადის გაკეთება არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. 

    მისი თქმით, ნიღაბი შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს, ეს კი – გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის დაქვეითებასა და გონების დაკარგვას.

  • ვარკეთილის ხიდებთან საბურავები და ნაგავი იწვის

    ვარკეთილის ხიდებთან საბურავები და ნაგავი იწვის

    თბილისში, ვარკეთილის ხიდებთან ხანძარია.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ადგილზე ნაგავი და საბურავები იწვის. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი მუშაობს.

  • 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, ვერ გავდივართ პირველწყაროზე – გამყრელიძე

    5 შემთხვევა დაფიქსირდა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, ვერ გავდივართ პირველწყაროზე – გამყრელიძე

    დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი თქმით, სიტუაციამ შეაშფოთა, რადგან ინფიცირების პირველწყაროზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადიან.

    “დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევბის გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე.

    ამიტომ მე გავაკეთე პრევენციული განცხადება დღეს. ვაკვირდებით სიტუაციას, რაც არის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება, როგორ თავისუფლად ერთობიან ადამიანები თავშეყრის ადგილებში, არ იცავენ რეკომენდაციებს” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ 5-ივე ინფიცირებული სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელია.

    გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელია.

  • ქალბატონო ეკა, მადლობა, რომ ზრუნავთ ჩემზე, პირბადის ტარება კანონით არ მევალება – ოხანაშვილი ბესელიას

    ქალბატონო ეკა, მადლობა, რომ ზრუნავთ ჩემზე, პირბადის ტარება კანონით არ მევალება – ოხანაშვილი ბესელიას

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას შენიშვნას პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე კანონით პირბადის ტარება რა ევალება.

    „მადლობა ქალბატონო ეკა, რომ ზრუნავთ ჩემზეც და თქვენზეც. პირბადის ტარება ამ ეტაპზე კანონით არ მევალება, კანონს ვიცავ და ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგულაციებს, სწორედ ამიტომ ვდგავარ ისე, როგორც ვდგავარ, თუმცა, როგორც კი დავჯდები ჩემს ადგილზე რა თქმა უნდა, გავიკეთებ პირბადეს და ამით მივცემ ყველას მაგალითს, რომ მე არ ვარ გამონაკლისი და არ ვსარგებლობ ბოროტად ამ შემთხვევაში.

    ვიცავ რა ეთიკურობას, რომ გესაუბროთ პირბადის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის ნიშნად ჩვენი საზოგადოების. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, გავითვალისწინო ასევე რეკომენდაცია და პირბადითაც გესაუბროთ, ამის დისკომფორტი არ მაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

    ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ უკვრის, პირბადის აუცილებლობაზე საუბრისას, რატომ არ უკეთია პირბადე.

  • დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობაზე, მიკვირს, რომ არ გიკეთიათ – ბესელია ოხანაშვილს

    დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობაზე, მიკვირს, რომ არ გიკეთიათ – ბესელია ოხანაშვილს

    დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ უკვრის, პირბადის აუცილებლობაზე საუბრისას, რატომ არ უკეთია პირბადე.

    მან ოხანაშვილს შეახსენა, რომ იმ კანონპროექტის ავტორია, რომლის მიხედვით, დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთების შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.

    “ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადების აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას ამ COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს ახლა პირბადე  რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ.

    მე მოვიხსენი ახლა , შიგადაშიგ ვიხსნი ხოლმე და მეც მეხება ეს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ესაა ერთადერთი გადამრჩენელი COVID-19-ისგან, რომ თავი დავიცვათ, თუმცა ვეთანხმები, რომ პრევენციისთვის საჭიროა. და ამიტომ არ ვარ ასეთი კანონპროექტის ავტორი”,- ამბობს ბესელია.

    უმრავლესობის ყოფილი წევრი ასევე აღნიშნავს, რომ დეპუტატები პარლამენტში სოციალურ დისტანციას არ იცავენ.

    “რადგან თქვენ ასეთი კანონპროექტის ავტორი ხართ და მიიჩნევთ, რომ ამაზეა დამოკიდებული ამ პანდემიის დამარცხება, მართლა მიკვირს, რომ არ გიკეთიათ, ისიც მიკვირს, სოციალურ დისტანციას ამ დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი დეპუტატი იკრიბება, რატომ ვერ და არ ვიცავთ. ფაქტია, რომ არ ვიცავთ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. გარდა ამისა, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

     

  • 8 მარტის შეთანხმების შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ დავით ზალკალიანს ტელეფონზე ესაუბრა და მხარდაჭერა დაუდასტურა.

    “სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

  • “რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ადრე თუ გვიან რუსები წავლენ” – აშშ-ს ელჩი

    რუსეთის არმიამ  უნდა დატოვოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორები. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა ეუთო-ში, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა განაცხადა. მისი თქმით  რუსეთის ჯარი საქართველოში იმიტომ იმყოფება, რომ ქვეყანას თავისი მომავლის არჩევის საშუალება არ მიეცეს.

    “სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ, სანამ რუსული არმია არ შეიჭრებოდა, რომელმაც კონტროლი აიღო სიტუაციაზე და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს. ყველაფერი ძალიან მარტივია – რუსულმა არმია უბრალოდ უნდა დატოვოს საქართველო. საქართველო მიზნად ისახავს გაერთიანოს ქვეყანა, სადაც ყველას უფლება თანაბრად იქნება დაცული, და ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ადრე თუ გვიან რუსები წავლენ. საქართველოს სურს სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავისი მომავალი თავად განსაზღვროს”, – განაცხადა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა.

  • ორი პირის დაჭრაში ბრალდებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

    ორი პირის დაჭრაში ბრალდებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

    სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა.

    დაცვის მხარე დაკავებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

    ბრალდებული გიორგი ჭინჭარაულის თქმით, დანა მოგერიების მიზნით გამოიყენა, რადგან პირებმა, ვის დაჭრაშიც ბრალი ედება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    „შემოვიდა ერთ-ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების, რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი, ყველასთან ვალდებული ვარ, ვიურთიერთო მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ, მერე მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, გამიგდეს წიხლქვეშ. ამის მერე სახლში წავედი.

    მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი 10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით გამოვიყენე დანა”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ჭინჭარაულმა.

    სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჭინჭარაულს ბრალდება გუშინ წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოს, 12 საათზე ჩაინიშნა.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

    ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

    ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილი გახდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

    ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

    • 6-11 ივლისი (პირველი სესია) — ქართული ენა და ლიტერატურა;
    • 6 ივლისი (პირველი სესია) — ოსური ენა;
    • 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) — ისტორია;
    • 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) — ისტორია;
    • 14 ივლისი (პირველი სესია) — მათემატიკა;
    • 15 ივლისი (პირველი სესია) — მათემატიკა;
    • 16 ივლისი (პირველი სესია) — ბიოლოგია;
    • 17 ივლისი (პირველი სესია) — რუსული ენა;
    • 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) — ინგლისური ენა;
    • 17 ივლისი (მეორე სესია) — ფრანგული ენა;
    • 18 ივლისი (პირველი სესია) — რუსული ენა;
    • 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) — ინგლისური ენა;
    • 19 ივლისი (პირველი სესია) — გერმანული ენა;
    • 19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) — ინგლისური ენა;
    • 20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) — ზოგადი უნარები;
    • 21 ივლისი (პირველი სესია) — ზოგადი უნარები;
    • 21 ივლისი (პირველი სესია) — ლიტერატურა;
    • 22 ივლისი (პირველი სესია) — ფიზიკა;
    • 22 ივლისი (პირველი სესია) — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
    • 23 ივლისი (პირველი სესია) — გეოგრაფია;
    • 24 ივლისი (პირველი სესია) — ქიმია;
    • 25 ივლისი (პირველი სესია) — სამოქალაქო განათლება.
  • ჯანიანი ბიჭების წუწუნი მესმის – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება… – გახარია

    ჯანიანი ბიჭების წუწუნი მესმის – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება… – გახარია

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ “ჯანიანი ბიჭების წუწუნი ესმის” ტურისტების

    “საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომელშიც ქვეყანას ახლა უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს ყველანაირი წუწუნის და სხვებზე გადაბრალების გარეშე. ბოლო 1-2 დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის, ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ტურისტი არ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვებით, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ, ეს ქენით და ის ქენით”,- ამბობს გახარია.

    მისივე განცხადებით, ენერგიით სავსე ადამიანი სურვილის შემთხვევაში საქმის კეთებას შეძლებს.

    “რეალურად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, კაცი, ახალგაზრდა ადამიანი, ჯანითა და ენერგიით სავსე ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე აკეთოს”,- თქვა გახარიამ ნიქოზში.